Home Blog Page 2287

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეიარაღებული მივიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან და მერის სამუშაო და მისაღები ოთახების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად შენობაში გაჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა და გაანადგურა მერის სამუშაო ოთახში არსებული ქონება და ინვენტარი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

 

ამ დღეს თითქოს წარმატებას ასხივებთ! თქვენს შინაგან ჰარმონიას და თავდაჯერებულობას შეუძლია სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეცვალოს. ერთადერთი, რასაც ხვალ უნდა მოერიდოთ თავმდაბლობაა. ნუ დამალავთ საკუთარ ღირსებებს, პირიქით, ეცადეთ ბოლომდე გამოავლინოთ. აჩვენეთ გარშემომყოფებს, რისი გაკეთება შეგიძლიათ და რისი ღირსი ხართ და შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

 

კურო

 

ემოციური განახლების დღეა. თუნდაც გარემოებებმა მოსაწყენი საქმის კეთება გაიძულოთ, ეცადეთ მას შემოქმედებითად მიუდგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იმედგაცრუებული დარჩებით. დიდი პროექტების დაწყებისგან თავი შეიკავეთ – ამ დღეს ძალიან დაბნეული და გონებადაფანტული ხართ და შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გამოტოვოთ.

 

ტყუპები

 

ამ დღეს წარმატება გელით ყველაფერში, რაც მოგზაურობას, მივლინებებს და პროფესიულ განვითარებას შეეხება. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ ახალი პროფესიის შესწავლა დაიწყოთ, ახალი ჰობი იპოვოთ ან ის ადგილები მოინახულოთ, სადაც აქამდე არ ყოფილხართ.

 

კირჩხიბი

 

ნებისმიერი სახის ურთიერთობისთვის შესანიშნავი დღეა! ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეგობრებთან ერთად მხიარული წვეულება მოაწყოთ – ეს მთელი კვირის სამყოფი პოზიტივით მოგამარაგებთ. რაც შეეხება საქმებს, აქ სირთულეები გელით. სწრაფად მოქმედება მოგიწევთ, რომ შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ და კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ.

 

ლომი

 

ამ დღეს თავად შეიძლება ვერც ხვდებით, მაგრამ თქვენი ხისტი განცხადებები და უხეშობა ვიღაცას გულს სტკენს. გირჩევთ, თქვენი რექციები აკონტროლოთ, რომ ძვირფასი ადამიანები არ დაკარგოთ.

 

ქალწული

 

იდეალური შემსრულებელი ხართ, რომელსაც შეუძლია სხვისი სურვილები ამოიცნოს, მაგრამ ინიციატივისთვის განწყობილი არ ხართ და შედეგზე პასუხისმგებლობის აღება გსურთ. ასე რომ, საუკეთესო, რისი გაკეთებაც ხვალ შეგიძლიათ, დასვენებაა. სანამ თქვენ ისვენებთ, თქვენი ხელქვეითები ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებენ.

 

სასწორი

 

დაფიქრდით ყველაფრით კმაყოფილი ხართ? იქნებ ყოველდღიური რუტინით დაიღალეთ ან თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა? ეს დღე საკმაოდ შესაფერისია, რომ გადამწყვეტი მოქმედებები დაიწყოთ. სიახლეების ნუ შეგეშინდებათ, თორემ შეიძლება წარსულში დიდი ხნით ჩარჩეთ. ყურადღებით იყავით – ხვალ შეიძლება რაღაც საინტერესო და მნიშვნელოვანი გაიგოთ.

 

მორიელი

 

კარიერისა და ბიზნესისთვის ნაკლებად, მაგრამ სწავლისთვის ეს იდეალური დღეა. იფიქრეთ როგორ გაზარდოთ თქვენი პროფესიონალიზმის დონე. იქნებ სასწავლო კურსებზე ჩაეწეროთ, თვითგანათლებას შეუდგეთ ან გამოცდილ კოლეგებთან წაიმუშაოთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ უახლოეს მომავალში თქვენ წინაშე შესაძლებლობების ბევრი ახალი კარი გაიხსნება.

 

მშვილდოსანი

 

ეს დღე ახალი ნაცნობობით და ურთიერთობებით ასევე ინფორმაციის მოძიებითა და დამუშავებით დაგამახსოვრდებათ. რაც უფრო მეტია ინფორმაცია, მით უკეთესი! ხვალ ინფორმაციის ნაკადში ორიენტირებას მშვენივრად შეძლებთ და უსარგებლო ინფორმაციას უბრალოდ ამოშლით.

 

თხის რქა

 

ამ დღეს ყველაფერს ზედმეტად მკაცრად და კატეგორიულად აფასებთ, რაც თქვენს გადაწყვეტილებებზეც და ურთიერთობაზეც გავლენას მოახდენს. თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ, თქვენს ხელქვეითებს შეიძლება მხოლოდ თანავუგრძნოთ.

 

მერწყული

 

ამ დღეს თქვენს ჰოროსკოპში ემოციები და რომანტიზმი ჭარბობს. რაც შეეხება საქმეს, თქვენი წარმატების საიდუმლო გუნდური შრომაა – თანამოაზრეებთან ერთად მთებს ადგილიდან დაძრავთ. გარდა ამისა, ერთგულ ადამიანებში შეიძლება ისეთები აღმოაჩინოთ, ვისგანაც არ ელოდით. მათი რჩევებით და მხარდაჭერით, ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით.

 

თევზები

 

ემოციური და შრომატევადი, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი დღეა. თუ თქვენს ცხოვრებაში ჩიხური ვითარება არსებობს, ეს დღე მისგან გათავისუფლების შანსს მოგცემთ. უთანხმოება შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს და დღის ბოლომდე მისი მოგვარება მოგიწევთ. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან და თქვენი ცხოვრება გაცილებით ლაღი გახდება.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაცნობებთ რომ, „რუსთავი-თელავი-ჟინვალის” მაგისტრალური გაზსადენის 27 კმ-ზე მოხდა გაზსადენის დაზიანება გარეშე ორგანიზაციის მიერ, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა იორმუღანლოს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი რათა, უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას არსებული პრობლემა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსჯავრდებულებმა საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსში გაიმარჯვეს

მსჯავრდებულებმა საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსში გაიმარჯვეს. კონკურსში 8 ქვეყნის – უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ლიეტუვას, პოლონეთის, იაპონიის და რუმინეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, თუმცა საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც მოთხრობები და ლექსები მსჯავრდებულებმა წარადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, კონკურსში მონაწილეობა 28 მსჯავრდებულმა მიიღო. ყველა მათგანს პრემია „ივერია“, სიგელები და წმინდა ილია მართლის ორდენები გადაეცა. მე-12 დაწესებულების პატიმრები კი პირადად კონკურსის ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს.

„პატიმართა სხვადასხვა პროექტსა თუ საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სპორტული და სახელოვნებო აქტივობები მსჯავრდებულებს გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებაში, საკუთარი ცოდნისა და უნარების რეალიზებაში ეხმარება, რაც ხელს უწყობს მათი რეაბილიტაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვას.

საერთაშორისო პროექტი 2013 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,ტერიტორიის ნატო-ს ქოლგაზე გაცვლა? – უცნაურია”- პოდოლიაკი

უკრაინის ტერიტორიის ნატო-ს წევრობაზე გაცვლა უცნაურია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

პოდოლიაკის კომენტარი ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის კომენტარს მოყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ტერიტორიული დათმობების შემთხვევაში უკრაინას შეუძლია ნატო-ს წევრი გახდეს.

“ტერიტორიის ნატო-ს ქოლგაზე გაცვლა? უცნაურია. ანუ გააზრებულად წავიდეთ დემოკრატიის მარცხზე, გლობალური დამნაშავის წაქეზებაზე, რუსული რეჟიმის კონსერვაციაზე, საერთაშორისო სამართლის დამცირებასა და ომის სხვა თაობებზე აუცილებელ გადატანაზე”, – წერს პოდოლიაკი.

მისი თქმით, თუ რუსეთის დიქტატორი, ვლადიმირ პუტინი გამანადგურებელ მარცხს არ განიცდის, ომი აუცილებლად დაბრუნდება რუსეთის გაზრდილი მადით.

“მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებისა და პირდაპირ ვთქვათ, პუტინის ტრიუმფის მეშვეობით “ცუდი მშვიდობის” დამყარების მცდელობები მსოფლიოს მშვიდობას არ მოუტანს, მაგრამ მოუტანს სირცხვილსაც და ომსაც. ეს ეხება ახალი “ევროპის გაყოფის” ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის ნატო-ს ქოლგითაც. მაშინ რატომ არის საჭირო რუსეთისთვის სასურველი გაყინვის სცენარის შემოთავაზება, იარაღის დაჩქარებული მიწოდების მაგივრად? არ არის საჭირო მკვლელების საზარელი ინდულგენციებით წაქეზება,” – წერს პოდოლიაკი.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს განმარტებით, 11 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადება, რომლითაც დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებას გაემიჯნენ, პატრიარქთან შეთანხმებული იყო და გაუმართლებელია ამ განცხადების ავთენტურობაში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან გამოთქმული ეჭვები.

„11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში სასულიერო პირთა ერთი ნაწილის მხრიდან ეჭვის შეტანა, გაუმართლებელია. ჩვენს გვერდზე დადებული განცხადება ყოველთვის არის შეთანხმებული კათოლიკოს-პატრიარქთან და საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან.

გვინდა აღვნიშნოთ ისიც (სხვა ფაქტებზე რომ არაფერი ვთქვათ), რომ როდესაც ქვეყანაში მასშტაბური მოვლენა ხდება, რომელზეც შეფასებას პირველიერარქი აკეთებს, მასთან (და, ასევე, ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან) შეუთანხმებლად ნებისმიერი სასულიერო პირის მხრიდან საჯარო სივრცეში განსხვავებული დასკვნის გაკეთება სუბორდინაციის სერიოზული დარღვევაა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

საქმე ეხება დეკანოზ დავით ისაკაძის მიერ ქადაგებისას დაფიქსირებულ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ღმერთმა შოვი „სატანური“ ფესტივალის გამო დასაჯა.

„ჩვენ არ ვიცოდით იმის შესახებ, თუ რა მომხდარა შოვში ერთი წლის წინ – იქ ე.წ. მთის ფესტივალი ჩატარდა. სატანური, ელექტრონული მუსიკის გარდა, 3 დღის განმავლობაში იქ იყო კლუბური ნარკოტიკი, მამათმავლური და დედათმავლური ორგიები. ეს ყველაფერი, რასაც გიყვებით, იქაური მოსახლეობისგან ვიცი.

შოვისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კოტეჯები იყო და დღეს აღარ არსებობს, 3 დღის განმავლობაში ეს ორგიები ზუსტად იქ ხორციელდებოდა, ტყეებში. 3 დღის განმავლობაში ეს წმინდა ადგილი წაბილწეს და აი რისხვაც. პირდაპირ, თითი ღმრთისა არის აქ. იქაურობა პირდაპირ დაისაჯა იმ დიდი განსაცდელით, რაც ჩვენ გვეწვია“, – თქვა სასულიერო პირმა.

რას წერს ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე, რომლის ორ შვილსაც სტიქიის ზონაში დღემდე ეძებენ?

შოვ­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ი­დან 11 დღე გა­ვი­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ დრომ­დე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 24 გარ­დაც­ვლი­ლი. მაშ­ვე­ლე­ბი კი­დევ 9 ადა­მი­ანს ეძე­ბენ. და­კარ­გუ­ლებს შო­რის არი­ან ზაზა მეს­ხი და მისი სამი შვი­ლი. ტრა­გე­დი­ი­დან ორი დღის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ნა­ხეს ზა­ზას მე­უღ­ლე, უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზაზა მეს­ხი უწე­რა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. 3 აგ­ვის­ტოს ისი­ნი შო­ვის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ვიდ­ნენ, რის შემ­დე­გაც მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

და­კარ­გუ­ლი სამი შვი­ლი­დან ორი – ზაზა მესხს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავ­და. ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სინ­ტა დე­პონ­ტი ტრა­გე­დი­ის მე­ო­რე დღეს უფ­როს შვილ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და მას შემ­დეგ ყო­ველ­დღი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში წერს, რომ ოჯა­ხი მომ­ხდარს სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბას აბ­რა­ლებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ზე­წო­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იმ კუ­თხით უნდა მო­ახ­დი­ნოს, რომ სა­შიშ ზო­ნებ­ში ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟონ.

“რთუ­ლი სა­უ­ბა­რი გვქონ­და ნა­თე­სა­ვებ­თან. ჩვენ ყვე­ლა­ნი ემო­ცი­უ­რე­ბი ვართ და ეს არ აად­ვი­ლებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ერ­თად მი­ღე­ბას.

ად­რეც აღ­ვნიშ­ნე, რომ ზოგს უნდა მომ­ხდარ­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის პოვ­ნა და მათი დას­ჯა. ჩვენ­თვის ის, რაც მოხ­და, იყო ისე­თი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ხდე­ბა მთებ­ში, სა­დაც დე­და­ბუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს უფრო ძლი­ე­რი, ვიდ­რე ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­მო­ი­გო­ნოს.

თუკი ქმე­დე­ბა თქვენ­თვის ტკი­ვილ­თან გამ­კლა­ვე­ბის გზაა, ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც მე ვფიქ­რობ და ნამ­დვი­ლად სა­სარ­გებ­ლოა, შე­იძ­ლე­ბა იყოს მხარ­და­ჭე­რი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის მო­ბი­ლი­ზე­ბა ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის (და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ზე­წო­ლა, რომ მი­ი­ღონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ეს). ამას შე­უძ­ლია წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს იმა­ში, რომ მო­მა­ვალ­ში სხვე­ბის სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩეს. ჩვენ ვერ შევ­ცვლით იმას, რაც უკვე მოხ­და…” – წერს ის.

„დიდი ოცეულის“ სამიტზე უკრაინა არ მიიწვიეს

ინდოეთმა დაადასტურა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე უკრაინა არ იქნება მიწვეული. ღონისძიების ვებგვერდზე მოწვეული ქვეყნების ჩამონათვალში უკრაინა არაა მითითებული.

„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების გარდა სამიტზე ასევე მიწვეულები არიან ბანგლადეში, ეგვიპტე, მავრიკი, ნიგერია, ესპანეთი, ნიდერლანდები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი და სინგაპური.

მანამდე ინდოეთის წარმომადგენელმა კითხვაზე, მიიღებს თუ არა ინდოეთი ზომებს გლობალური სამხრეთის ქვეყნების მონაწილეობით ანტირუსული კოალიციის ჩამოყალიბებაში, განაცხადა, რომ „დიდი ოცეული“ ეკონომიკური ფორუმია.

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

,,გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობა”- სტიან იენსენი

ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი შეიძლება იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიული გაზეთი Verdens Gang-ი (VGავრცელებს.

„ვფიქრობ, გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობა და სანაცვლოდ ნატოს წევრობის მიღება“, – აღნიშნა სტიან იენსენმა არენდალში გამართული დებატების ფარგლებში.

სტიან იენსენის თქმით, ნატოს გენერალურმა მდივანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების დრო და პირობები ოკუპაციის დასრულების მიზნით.

მისი თქმით, რუსეთს სირთულეები აქვს სამხედრო თვალსაზრისით და არარეალურად ჩანს, რომ მათ ახალი ტერიტორიების დაიპყრობა შეძლონ, თუმცა ახლა უფრო საკითხავია, რის დაბრუნებას მოახერხებს უკრაინა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ნატო, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიის ნაწილი, რათა მიაღწიოს მშვიდობას რუსეთთან და ნატოში მომავალ წევრობას, იენსენმა აღნიშნა, რომ ომის შემდგომ შესაძლო სტატუსის შესახებ დისკუსიები უკვე მიმდინარეობს და რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის შესახებ კითხვებს სხვები სვამენ.

„არ ვამბობ, რომ ასე უნდა იყოს. მაგრამ ეს შეიძლება იყოს შესაძლო გამოსავალი“, – დასძინა ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა.

სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ

სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ს ინფორმაცია თვითმხილველმა მიაწოდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

თვითმხილველების თქმით, მოზარდი ტბის საშიშ ზონაში მოხვდა და ჩავარდა. მოქალაქეები დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა მისი ამოყვანა ვერ მოახერხეს.

თვითმხილველის ინფორმაციით, ინციდენტი 18:05 საათზე მოხდა.

“შანსი არ არის, ვინმემ და რამემ დამაკავოს… ყველა დეტალს მოგიყვებით”-

“შანსი არ არის, ვინმემ და რამემ დამაკავოს… ყველა დეტალს მოგიყვებით, შოვის ისტორიასაც, განვითარებულ და მიმდინარე მოვლენებსაც”, – ამის შესახებ მარიტა გუტაშვილი საუბრობს და ალაპარაკებას აანონსებს.

 

ყველა ქართველს ძალიან დიდი მადლობა მხარში დგომისთვის და იმისთვის, რომ მამხნევებს და დღემდე, მართლა, არ ვიცი, ალბათ თქვენი გამხნევებითაც ვდგავარ ფეხზე, თორემ ამდენ რამეს ერთად ვერ გადავიტანდი. დღემდე, მე-12 დღეა სტიქიის, შემდეგ, 3-ში მოხდა სტიქია, დღეს არის 15. წეღან დავხედე ტელეფონს, თორემ დღეები მაქვს არეული.

ჯერ კიდევ ვეძებ კოტე მაისურაძეს და ანასტასია დუდაშვილს, რომლებიც არიან დღემდე დაკარგულები.

 

როგორც ახლა მე გულში მყავს, ისე მინდა, რომ ყველა ვიპოვო და მოვიყვანო სახლში. ძალიან გთხოვთ, მომეცით დრო, სანამ ვიპოვი კოტეს და სანამ ვიპოვი ანასტასიას. დანარჩენ კითხვის ნიშნებზე, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ ან არ ვიტყვი ან ვინმე მაჩუმებს, შანსი არ არის, მე ვინმემ და რამემ დამაკავოს. ყველა დეტალს მე თვითონ მოგიყვებით – შოვის ისტორიასაც, განვითარებულ მოვლენებსაც, მიმდინარე მოვლენებსაც, ყველაფერს აბსოლუტურად.

 

უბრალოდ, მე პირადად, არ მაქვს დრო და ენერგია იმდენი, რომ მე ახლა დაკარგულ ორ წევრს კიდევ ვეძებ, ჯერ კიდევ სათხრელი მაქვს მიწა, რომ ამოვიყვანო ისინი და ჩემთან მყავდეს, ძალიან გთხოვთ, გამიგეთ და დამელოდეთ, სანამ მექნება დრო თქვენამდე მოვიტანო ჩემი სათქმელი, – ამბობს მარიტა გუტაშვილი. შეგახსენებთ, რომ მარიტა გუტაშვილის ოჯახის 7 წევრი რაჭაში ჩამოწოლილ მეწყერს ემსხვერპლა, 2 მათგანს კი შოვში ამ დრომდე ეძებენ. ცნობისთვის, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

 

ამ დროისთვის არსებული ოფიციალურ მონაცემებით, შოვის სტიქიას 25 ადამიანი ემსხვერპლა. 8 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

“ლატვიის რკინიგზა შემოდგომაზე მზად იქნება უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს” – Delfi

ლატვიის რკინიგზა უკვე შემოდგომაზე მზად იქნება უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს. ინფორმაციას სააგენტო Delfi ავრცელებს.

როგორც ლატვიის რკინიგზის მმართველობის თავმჯდომარემ, რინალდს პლიავნიექსმა განაცხადა, ადრე ასეთ შესაძლებლობას თავადაც სკეპტიკურად უყურებდა. „მიმაჩნდა, რომ ინდუსტრიულ მასშტაბებში ეს შეუძლებელია, რადგან ასეთი გადაზიდვის დროს ორი გადაცვლა არის საჭირო“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ ბოლო დროს ლოგისტიკისა და გადაცვლის ტექნიკური შესაძლებლობები იმდენად გაიზარდა, რომ ეს პროცესი გაცილებით ოპერატიული გახდა.

„ახლა გვაქვს საშუალება უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვისთვის. ჩემი შეფასებით, წელიწადში 500 ათასიდან მილიონამდე ტონის გადაზიდვას შევძლებთ“, – განაცხადა პლიავნიექსმა.