„დიდი ოცეულის“ სამიტზე უკრაინა არ მიიწვიეს

89
spot_img

ინდოეთმა დაადასტურა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე უკრაინა არ იქნება მიწვეული. ღონისძიების ვებგვერდზე მოწვეული ქვეყნების ჩამონათვალში უკრაინა არაა მითითებული.

„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების გარდა სამიტზე ასევე მიწვეულები არიან ბანგლადეში, ეგვიპტე, მავრიკი, ნიგერია, ესპანეთი, ნიდერლანდები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი და სინგაპური.

მანამდე ინდოეთის წარმომადგენელმა კითხვაზე, მიიღებს თუ არა ინდოეთი ზომებს გლობალური სამხრეთის ქვეყნების მონაწილეობით ანტირუსული კოალიციის ჩამოყალიბებაში, განაცხადა, რომ „დიდი ოცეული“ ეკონომიკური ფორუმია.

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.