მსჯავრდებულებმა საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსში გაიმარჯვეს

110
spot_img

მსჯავრდებულებმა საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსში გაიმარჯვეს. კონკურსში 8 ქვეყნის – უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ლიეტუვას, პოლონეთის, იაპონიის და რუმინეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, თუმცა საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც მოთხრობები და ლექსები მსჯავრდებულებმა წარადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, კონკურსში მონაწილეობა 28 მსჯავრდებულმა მიიღო. ყველა მათგანს პრემია „ივერია“, სიგელები და წმინდა ილია მართლის ორდენები გადაეცა. მე-12 დაწესებულების პატიმრები კი პირადად კონკურსის ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს.

„პატიმართა სხვადასხვა პროექტსა თუ საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სპორტული და სახელოვნებო აქტივობები მსჯავრდებულებს გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებაში, საკუთარი ცოდნისა და უნარების რეალიზებაში ეხმარება, რაც ხელს უწყობს მათი რეაბილიტაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვას.

საერთაშორისო პროექტი 2013 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.