Home Blog Page 2276

“ფაშინიანმა ყარაბაღი დაკარგა, მაგრამ სომხეთში ხელისუფლებას ინარჩუნებს” – Deutsche Welle

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღი დაკარგა, მაგრამ სომხეთში ხელისუფლებას ინარჩუნებს“ (ავტორი – არშალუის მღდესიანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სომხური ოპოზიცია ერთ კვირაზე მეტია პერმანენტულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს მართავს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით: ნიკოლ ფაშინიანს „სახელმწიფოსა და სომეხი ხალხის ღალატში“ ადანაშაულებენ მისი გადაწყვეტილების გამო – არ ჩარეულიყო მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ 19-20 სექტემბერს განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაში.

„პროტესტები არის, მაგრამ გადადგომა არ ჩანს“

„ნიკოლი – მოღალატე!“, „სომხეთი – ნიკოლის გარეშე!“, „არცახი, არცახი!“, – ასეთი ლოზუნგებით მიმდინარეობს სომხეთში ანტისახელისუფლებო ოპოზიციური მიტინგები. მთავრობის მოწინააღმდეგეები ცდილობენ ქუჩები გადაკეტონ და ადმინისტრაციულ შენობები დაბლოკონ, რომ სახელმწიფო ორგანოების მუშაობა პარალიზებული იქნას. საპროტესტო მოძრაობის კოორდინაციის მიზნით შექმნილია „ეროვნული კომიტეტი“, რომელსაც მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროინდელი სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვაზგენ მანუკიანი ხელმძღვანელობს.

მაგრამ ოპოზიცია თავის მიზნებს ვერ აღწევს – ხელისუფლების ინტერესების დამცველი სომხეთის პოლიცია ადგილზეა: შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებში მონაწილეობის გამო უკვე ასობით მოქალაქეა დაკავებული ბრალდებით „ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნების შეუსრულებლობა“. ზოგიერთ დაკავებულს სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებაც აქვს წაყენებული – მათ შორის ლევონ ქოჩარიანს, სომხეთის ქს-პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ვაჟს.

ოპოზიცია ერევნის მთლიან პარალიზებას ვერ ახერხებს

სომხეთის დედაქალაქის ქუჩებში არასასიამოვნო „საცობები“ გახშირდა, მაგრამ [ქვეყნის მასშტაბით] სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები ჯერ-ჯერობით ისეთი ფართო და მრავალრიცხოვანი არ არის, რომ ხელისუფლების მთლიანი პარალიზება და საბოლოო ჯამში, მთავრობის ცვლა გამოიწვიოს.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ იმპულსს შესძენს ერევნის მიტინგებს მთიანი ყარაბაღიდან იძულებით წამოსული ათი ათასობით სომეხი. „დევნილები საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი იქნებიან“, – აცხადებს მთავრობის პრესსამსახური და აღნიშნავს, რომ ყარაბაღელი სომხებისათვის უკვე მომზადებულია 40 ათასი ადგილი.

„მოსახლეობა ოპოზიციას არ ენდობა“

იბადება კითხვა: როგორ ინარჩუნებს ხელისუფლებას ნიკოლ ფაშინიანი და მისი პოლიტიკური გუნდი მთიანი ყარაბაღის ტრაგიკული მოვლენების ფონზე? როგორც ექსპერტები ამბობენ, „ოპოზიციისადმი საზოგადოებას ძალიან დაბალი ნდობა აქვს“ და მიუთითებენ იმაზე, რომ ანტისამთავრობო აქციების კოორდინირების მიზნით ჩამოყალიბებულ „ეროვნულ კომიტეტში“ შედიან ყოფილი ხელისუფლების – დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები, ანუ ისინი, რომლებიც სომხეთის მოსახლეობამ 2018 წლის აპრილში მომხდარი ფართო გამოსვლების (ე.წ. „სომხეთის გაზაფხულის“) შედეგად დაამხო.

ერევნელი ანალიტიკოსი აკოფ ბადალიანი აღიარებს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება ლეგიტიმურობას თანდათან კარგავს, მაგრამ საქმე კრიტიკულ მომენტამდე ჯერ არ მისულა. თავის მხრივ, ოპოზიციასაც არ შეუძლია საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ ისეთი უკმაყოფილების გამოწვევა, რომელიც ნიკოლ ფაშინიანისათვის სახიფათო იქნება. ოპოზიცია ვერ ახერხებს საზოგადოების ისეთ კონსოლიდაციას, რომელიც კრიტიკული იქნება მთავრობისათვის.

„ოპოზიცია, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ანტისამთავრობო პროტესტების ხელმძღვანელობაზე, ისეთი სახითაა წარმოდგენილი, რომელიც საზოგადოებას არ მოსწონს. ოპოზიციონერებად დღეს წინა ხელისუფლების წევრები გვევლინებიან. ასეთ სიტუაციას იქამდე მივყავართ, რომ მოსახლეობა არ ენდობა არც მთავრობას და არც ოპოზიციას. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოსახლეობის მტკიცე კონსოლიდაცია არ ხდება“, – ამბობს აკოფ ბადალიანი „დოიჩე ველესთან“ საუბარში.

„სომხეთში სახელმწიფოებრიობის კრიზისი დგება“

როგორც სომეხი პოლიტოლოგი სურენ სურენიანცი თვლის, ნიკოლ ფაშინიანისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მასშტაბები მცირდება, რასაც ქვეყანაში ხელისუფლების კრიზისის პროვოცირება მოჰყვება.

„ნიკოლ ფაშინიანს დღემდე მხარს უჭერს იმ ელექტორატის ნარჩენები, რომლებიც მისივე დანერგილი ლოგიკით მოქმედებენ – ბრძოლა ძველი ელიტების წინააღმდეგ. მაგრამ ეს ახლა უკვე არასაკმარისია, რომ ხელისუფლებამ კრიზისი თავიდან აიცილოს. ამჟამად უკვე ყალიბდება ისეთი მდგომარეობა, როცა ხელისუფლების კრიზისი სახელმწიფოებრიობის კრიზისში გადადის. ანუ დღევანდელი შიდაპოლიტიკური პოლარიზების პირობებში რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია““, – ასეთ რეზიუმეს აკეთებს სურენ სურენიანცი „დოიჩე ველესთან“ საუბარში.

წყარო

“გვწამს, რომ აფხაზეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დიალოგის, თანამშრომლობის გზით შევძლებთ 30 წლის წინ ჩატეხილი ხიდის აღდგენას”

გვწამს, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან დიალოგის, თანამშრომლობის გზით შევძლებთ 30 წლის წინ ჩატეხილი ხიდის აღდგენას და ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთანბ დაკავშირებით განაცხადა.

დავითაშვილმა თანაგრძნობა გამოხატა ყველა იმ ადამიანის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს დაიღუპნენ.

„30 წელი გავიდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული თარიღიდან – 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, რასაც მალე აფხაზეთის, ძირძველი ქართული მხარის, ოკუპაცია და ანექსია მოყვა. მინდა, თანაგრძნობა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს დაიღუპნენ. აფხაზეთი იყო, არის და დარჩება საქართველოს ტკივილად და მთავარ გამოწვევად საქართველოს ყველა მთავრობისთვის. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ დავბრუნდეთ აფხაზეთში, არამედ იქ მცხოვრებმა თითოეულმა ჩვენმა თანამემამულემ იგრძნოს თავი საქართველოს მოქალაქედ როგორც დე-იურე, ისე დე-ფაქტო. მათ, საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად, უნდა მიიღონ კუთვნილი უფლებები და პრივილეგიები, ჩაერთონ ჩვენი ერთიანი სამშობლოს განვითარებასა და წინსვლაში. დღეს აფხაზეთი კვლავ ანექსირებულია. ენგურის ხიდის მეორე მხარეს საოკუპაციო ძალები დგანან და ჩვენს მოქალაქეებს გაღმა ნაპირიდან ხიდის გადმოსვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვის შედეგად შეუძლიათ. ამის მიუხედავად, ჩვენ გვწამს, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან დიალოგისა და თანამშრომლობის გზით შევძლებთ 30 წლის წინ ჩატეხილი ხიდის აღდგენას და ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ჩვენ ვერ შევაფასებთ” – ლევან იოსელიანი

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ჩვენ ვერ შევაფასებთ, რადგან იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„მოგეხსენებათ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მხარეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, წარდგინების შემდეგ ამ საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. ალბათ ყველანი უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ გაკეთდეს შეფასებები. ჩვენი მხრიდან, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან ეს არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანს კითხვა დაუსვეს ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებითაც, რამდენად იცნობს ის გამოძიების მასალებს და რამდენად არის ჩართული ამ საკითხებში.

„გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით ჩვენთვის არცერთ მხარეს არ მოუმართავს. თუ იქნება ასეთი მომართვა და ვინმეს უფლების შელახვა დადასტურებული, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ. ამ ეტაპზე, ჩვენ საქმეს არ ვსწავლობთ. უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ. თუ იქნება დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, სადაც მისი უფლების დარღვევის შესახებ ისაუბრებს, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით“, – განაცხადა ლევან იოსელაინმა.

“ყველას გელოდებით „თბილისობის“ დღესასწაულზე” – დედაქალაქის მერია “თბილისობის” პროგრამას ავრცელებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „თბილისობა 2023“ სამ ლოკაციაზე გაიმართება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა.

მისი თქმით, მრავალფეროვანი პროგრამის გარდა, რომელიც ორი დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი, 30 სექტემბერს რიყის პარკში დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო 1-ელ ოქტომბერს – მიუზიკლი.

„ამ კვირის უქმეებზე, 30 სექტემბერს და პირველ ოქტომბერს აღვნიშნავთ „თბილისობას“, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. სამ ლოკაციაზე გვაქვს დაგეგმილი ღონისძიებები – რიყის პარკში, აბანოთუბანში, ასევე, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. რიყის პარკში ორივე დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება 12:00-დან 22:00 საათამდე. ესენია: გასტრონომიული ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, საბავშვო-გასართობი აქტივობები და კონცერტები, იქნება ატრაქციონები და სხვადასხვა ინსტალაცია. გარდა ამისა, 30 სექტემბერს, რიყეზე დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო პირველში – მიუზიკლი.

ამავე დღეებში, ორბელიანის მოედანზეც იმოქმედებს კვებისა და ტკბილეულის ზონები, გაიმართება საბავშვო ღონისძიებები, მოეწყობა ინსტალაციები, წიბახას სამაგიდო თამაშები, გასტრონომიული ფესტივალი „ისპანახობა“, თეატრალიზებული პერფორმანსი  „თბილისური ტრადიციები“ და ა.შ. იქვე, ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე გაიმართება მუსიკალური ღონისძიებები და კონცერტები როგორც ბავშვებისთვის, ასევე  ზრდასრულებისთვის. რაც შეეხება აბანოთუბანს, 12:00-დან 22:00-საათამდე აქ მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, 30 სექტემბერს გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც მაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს.

„ვინც გეგმავს ამ უქმეების სასიამოვნოდ გატარებას, უსათუოდ გაეცანით პროგრამას, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი და ღონისძიებებით დახუნძლულია. მობრძანდით ყველა, თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და ერთად ვიზეიმოთ „თბილისობა 2023“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერია გილოცავთ თბილისობას! და გთავაზობთ:

30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს მრავალფეროვან პროგრამას გთავაზობთ და გიწვევთ დედაქალაქის მთავარ დღესასწაულზე!

რიყის პარკი

30 სექტემბერი და 1-ელი ოქტომბერი

 12:00 – 22:00

  • მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები
  • გასტრონომიული ფესტივალი
  • სამეწარმეო მარკეტი
  • ღვინის ფესტივალი
  • მხიარული სტარტები
  • საბავშვო კონცერტები
  • საბავშვო – გასართობი და სპორტული აქტივობები
  • ატრაქციონები

30 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები

 

  • 13:00 – 14:00 – ნუკრი კაპანაძის საბავშვო სტუდია
  • 14:00 -15:00 – ,,ჟოზეს წარმოდგენა“

1-ელი ოქტომბერი – საბავშვო კონცერტები

 

  • 13 :00 – 14:00 – გიგი გეგელაშვილის საბავშვო სტუდია
  • 14:00 – 15:00 – N სტუდიო

30 სექტემბერი

 

  • 16:00 – 21:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
  • 21:00 – 23:00 – კონცერტი ,,ჩემი თბილისი“ – ავტორი რუსუდან მორჩილაძე

1-ელი ოქტომბერი

 

  • 20:00 – მიუზიკლი „და, აი ჩვენც აქ ვართ, – მამა მია!“

ორბელიანის მოედანი

 

30 სექტემბერი და 1-ელი ოქტომბერი

 

12:00 – 22:00

  • „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi “
  • მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები
  • კაფე „ლაღიძის წყლები”
  • საბავშვო კონცერტები
  • საბავშვო – გასართობი აქტივობები
  • ტკბილეულის ფესტივალი
  • კვების ზონა „ქარავანი ორბელიანზე’’
  • გუგა კოტეტიშვილის ინსტალაცია ,,თბილისური სუფრა“
  • წიბახას სამაგიდო თამაშები
  • ლუკა ნაჭყებიას გასტრონომიული ფესტივალი „ისპანახობა“
  • ნინო ჩუბინიშვილის თეატრალიზირებული პერფორმანსი „თბილისური ტრადიციები“

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ განთავსებულ სცენებზე, მუსიკალური შემსრულებლები, ბენდები და საბავშვო სტუდიები კონცერტებს გამართავენ:

 

30 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა

 

  • 13:00-15:00 – ,,დრამ სქულის“ პერფორმანსი
  • 15:00 – 18:00 – Dj Haverdi
  • 18:00 – 20:00 – ,,დრამ სქულის“ პერფორმანსი
  • 20:00 – 21:00 – TORCHO&NIKALA
  • 21:00 – 23:00 – ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე

30 სექტემბერი – ა.ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სცენა

 

  • 12:00 – 15:00 – Dj Kevana
  • 15:00 -16:00 – ბიგ ბენდის კონცერტი
  • 16:00 – 19:45 – Dj Yamoc
  • 21:30 – 22:30 – ,,MAIKERU”

30 სექტემბერი – საბავშვო სცენა – ფხოვის ქუჩა

 

  • 12:00 – 13:00 – ,,ბასტი-ბუბუ”
  • 13:00 -14:00 – ,,ანა-ბანა”
  • 14:00 – 14:40 – ,,ექსპერიმენტიორიუმის” შოუ
  • 14:40 – 15:40 – ,,ნია სტუდიას“ კონცერტი

1-ელი ოქტომბერი – გიორგი ათონელის ქუჩა

 

  • 13:00-15:00 – ,,დრამ სქულის“ პერფორმანსი
  • 15:00 – 18:00 – Dj Dariani
  • 18:00 – 20:00 – დრამ სქულის პერფორმანსი
  • 20:00-21:00 – სანდრო ნიკოლაძე „Jam Session Georgia”
  • 21:00-22:00 – ,,TAMADA”

1-ელი ოქტომბერი – ა.ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სცენა

 

  • 12:00-15:00Dj Makara
  • 15:00 -17:00 – Dj Tobaco Tween
  • 17:00 -19:00 – Dj Levi Love Disco
  • 19:00-20:00 – კონცერტი ,,შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ”
  • 21:00 – 22:00 – ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“-ს დახურვა, კონცერტი Mechanical Rainbow

1-ელი ოქტომბერი – საბავშვო სცენა – ფხოვის ქუჩა

 

  • 12:00 – 13:00 – ,,ბზიკების სტუდია“
  • 13:00 -14:00 – ,,ვოკალის აკადემია“
  • 14:00 – 16:00 ,,ქენდი სტუდია“

 აბანოთუბანი 30 სექტემბერი და 1-ელი ოქტომბერი

  • 12:00 -20:00 – გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისური მრავალფეროვნება“

 30 სექტემბერისახელმწიფო ცერემონიების სასახლე

 

  • 20:00 – 22:00 – საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და საზეიმო კონცერტი გაიმართება, რომელიც მრავალფეროვანი პროგრამით და საინტერესო მხატვრულ-დეკორატიული გადაწყვეტით, „თბილისობის“ თემატიკას მოერგება. კონცერტი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

 ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ:

✓ გენო ნადირაშვილი, პროექტ „რანინას“ მონაწილეები (ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი, ოთო ბაზერაშვილი, გეგა შონია),  ანსამბლი „ირიაო“, ნინო ბაშარული, ია შუღლიაშვილი, ნათია თოდუა, მანანა მენაბდე, ანსამბლი „იალონი“, ნანი ბრეგვაძე,  ეკატერინე მამალაძე, ზვიად ბოლქვაძე, ჯგუფი „მგზავრები“, მაყვალა ჩიხლაძე, დათო ევგენიძე, ჯგუფი New One, გიორგი მახარაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

“სოხუმი გახდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი“ – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ სამშვიდობო ინიციატივას ყოველთვის ბლოკავდა რუსეთი, მაგრამ დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობა დგება, ამიტომაც უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს სოხუმთან სასაუბროდ, რადგანაც დიალოგს ალტერნატივა არა აქვს, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სოხუმი გახდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი.

„არა მარტო 27 სექტემბერი, ყოველი დღე ტკივილია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომლებსაც იძულებით დაატოვებინეს მათი მიწა-წყალი, რომლებსაც დღემდე ესიზმრებათ სოხუმის ქუჩები, თავიანთი სახლები, სადაც არ უნდა იყვნენ, მაინც აქვთ დანაკლისის და დანაკარგის განცდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს კეთილმოწყობილი ბინები გადავეცით, ყველა ერთხმად გვეუბნებოდა, მირჩევნია სოხუმში ვიყო და საერთოდ არაფერი არ მინდა!

ბოლო წლების განმავლობაში – არც ერთი სიტყვა სოხუმზე და ოკუპაციაზე, პირიქით, მიზანმიმართულად გააჩერეს ანაკლიის პორტი და ლაზიკის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ ხსნიდა ისტორიულ შანსს აღდგენილიყო ყველა დაკარგული ურთიერთობა.

მე ერთხელ მივმართე ჩვენს აფხაზ ძმებს – ჩვენ გვინდა მშვიდობა, ათინჩრა – დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას.

ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას, ყოველთვის ბლოკავდა რუსეთი, მაგრამ დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობა დგება, ამიტომაც უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს სოხუმთან სასაუბროდ, რადგანაც დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.

ამასწინათ ყური მოვკარი, უკვე ბევრი იყენებს ტერმინს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რაც არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა – დროა, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ამ ყველაფრის ინიციატორი იყო რუსეთი, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში ქართველები, აფხაზები და ოსები, აშენებდნენ ერთიან საქართველოს.

„მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,

რაც ჩემი ნებით არ დამითმია“

აფხაზეთი საქართველოა! სოხუმი გახდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

თიბისი აკადემია რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღებას იწყებს

თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღება დაიწყო. აკადემიაში სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული.  პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ. რეგისტრაცია 4 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რისკების აკადემია თიბისიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა. პროგრამას სფეროს პროფესიონალი მენტორები – თიბისის თანამშრომლები და მოწვეული ლექტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური და ტექნიკური უნარებისა და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან.

პროგრამა სამთვიან კურსს მოიცავს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ აპლიკაცია 4 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ. საუკეთესო აპლიკანტების შერჩევა კი ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება.

თიბისი აკადემიის რისკების მართვის მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე.

R

“აბრამსებმა“ უკრაინამდე ჩააღწიეს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ცოტაა და დაგვიანებული” – The Wall Street Journal

აშშ-ის გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“ (The Wall Street Journal) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მსოფლიოში საუკეთესო ამერიკულმა ტანკებმა „აბრამსებმა“ უკრაინამდე ჩააღწიეს… მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ცოტაა და დაგვიანებული“ (ავტორი – იენ ლოვეტი). როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, „აბრამსები“ უკრაინას საომარი მოქმედებების გარდატეხვაში ვერ დაეხმარებიან – იმიტომ, რომ ამ მძიმე ჯავშნიანი ტექნიკით სარგებლობა მხოლოდ განსაზღვრულ სიტუაციაში შეიძლება, თორემ საერთო-საჯარისო ბრძოლებს ისინი დიდხანს ვერ გაუძლებენ.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

„აბრამსი“ მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ტანკად ითვლება, რადგან მათ საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვთ სხვებთან შედარებით. ბევრი ქვეყნის ახალი მოდელის ტანკები მათ ვერ გაუტოლდებიან.

უკრაინაში „აბრამსები“ უკვე ჩაიტანეს იმ საჯარისო ქვედანაყოფების დასახმარებლად, რომლებიც კონტრშეტევას ახორციელებენ. ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად ჩაერთვება ამერიკული მძიმე ტექნიკა საომარ მოქმედებებში და გავლენას მოახდენს მათი გამოჩენა ბრძოლის ველზე.

თანამედროვე დასავლური ტანკებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკით სარგებლობა ვაშინგტონსა და კიევს შორის თითქმის დავის საგანი გახდა. აშშ-ის სამხედრო უწყების ზოგიერთ წარმომადგენელს სურს, რომ უკრაინამ უფრო აქტიურად გამოიყენოს სამხედრო ტექნიკა ბრძოლების დროს.

სხვათა შორის, უკრაინის არმიის სარდლობა თავდაპირველად ცდილობდა, რომ ამერიკელების მიერ მიცემული რეკომენდაციებით ესარგებლათ, მაგრამ ფიასკო განიცადეს. საქმე იმაშია, რომ რუსებმა მჭიდროდ დანაღმეს თავდაცვითი ზღუდეები და მოწინააღმდეგის მიმართ ჰაერიდან დარტყმების მიყენება დაიწყეს. როცა უკრაინელებმა დაინახეს, რომ ამერიკულმა რეკომენდაციებმა ვერ ივარგა, ტაქტიკა შეცვალეს, თუმცა ამის გამო დასავლელი მიმომხილველების კრიტიკა დაიმსახურეს.

„აბრამსებს“, სხვა დასავლურ ტანკებთან შედარებით, ბევრი ტექნიკური უპირატესობა აქვთ და შეუძლიათ უკრაინის არმიას მნიშვნელოვანი სარგებლობა მოუტანონ და ჯარისკაცების საბრძოლო სული აამაღლონ. თავის მხრივ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც კმაყოფილია – იგი ხომ დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა ამ ტანკების მიწოდებას.

რა თქმა უნდა, უკრაინის ფრონტებზე ამერიკული ტანკების გამოჩენა მისასალმებელია, მაგრამ უკრაინის არმიის სარდლობა იმასაც აღიარებს, კონტრშეტევის მეოთხე თვის შემდეგ „აბრამსები“ საბრძოლო მოქმედებების ხასიათს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლიან.

თავის მხრივ, პენტაგონმაც არაერთხელ გააფრთხილა უკრაინა, რომ არ არსებობს [ჩვეულებრივი] იარაღის ისეთი სახეობა, თუნდაც ყველაზე თანამედროვე, რომელსაც, მხოლოდ თავისი უპირატესობის წყალობით, ერთპიროვნულად, საბრძოლო მოქმედებებში გარდატეხის შეტანა შეუძლია.

„აბრამსები“ ისეთ დროს ჩაიტანეს უკრაინაში, როცა შემოდგომის წვიმები ახლოვდება, მასთან ერთად კი ე.წ. „რასპუტიცის“ (უგზოობის) სეზონი, როცა მძიმე ტექნიკას ნალექებით გაჯერებულ ველებზე მოძრაობა და მანევრები უძნელდება. ჯერ კიდევ ზაფხულის ბრძოლების გამოცდილებამ ცხადყო, რომ რუსებისათვის დასავლური ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა კარგ სამიზნეს წარმოადგენს. ყველასათვის ცნობილია ის ვიდეოკადრები, როცა რუსები ამერიკულ „ბრედლებს“, გერმანულ „ლეოპარდებს“ და ბრიტანულ „ჩელენჯერებს“ დრონებით და რაკეტებით აფეთქებენ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის, გენერალ კირილო ბუდანოვის თქმით, მძიმე ტექნიკისათვის დანაღმული ველები ძნელი გადასალახავი გახდა. „ტანკები მწყობრიდან გამოდიან მუხლუხების მცირე დაზიანებითაც კი და მათ მოძრაობა აღარ შეუძლიათ. ამჟამად ჯავშანტექნიკა ძირითადად მხოლოდ „ისვენებს“, ტანკები ბრძოლებში არ მონაწილეობენ. მათი გამოყენება სახმელეთო ქვეითთა შეტაკებების დროს საზარალოა, ისინი დიდხანს ვერ გაუძლებენ“, – ამბობს იგი ერთ-ერთი უკრაინული გამოცემისადმი მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ბენ ბარი, ლონდონის სტრატეგიული კვლევების სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელი, ბრიტანული ტანკის ეკიპაჟის ყოფილი მეთაური ამბობს, „აბრამსი“ კარგად შეიარაღებული ტანკია, თანამედროვე მოწყობილობებით და, რასაკვირველია, ბევრად სჯობს მოძველებულ გერმანულ „ლეოპარდებს“, მაგრამ მასაც აქვს გარკვეული მინუსები – „აბრამსის“ მომსახურება და რემონტი უკრაინელებისათვის ძალიან რთული იქნება.

„აბრამსები“ გამოირჩევიან მაღალი სიჩქარით და სქელი ჯავშნით, ამიტომ მათი განადგურება ძნელია, მაგრამ იმავდროულად ისინი ძალიან მძიმენი არიან და, სავარაუდოდ, მათთვის უკრაინული ველ-მინდვრების ტალახი დიდი დაბრკოლება იქნება. გარდა ამისა, მათი რემონტი მაღალხარისხიან სათადარიგო ნაწილებს და საკმაო დროს მოითხოვს“, – ხაზს უსვამს ბენ ბარი. ასე რომ, „აბრამსების“ გამოყენება უკრაინაში გარკვეულ პირობებთან არის დაკავშირებული და მათი გამოყენება უახლოეს თვეებში შეიძლება პრობლემატური გახდეს.

წყარო

სომხეთის მთავრობის ცნობით, ყარაბაღიდან სომხეთში ორი დღის განმავლობაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა

ყარაბაღიდან სომხეთში ორი დღის განმავლობაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, 21 000 ადამიანის სარეგისტრაციო პროცესი დასრულებულია, 7 000-ზე მეტი ადამიანის საჭიროებების შეფასება ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება საცხოვრებელს მისცემს ყველას, ვისაც საცხოვრებელი ადგილი არ აქვს. მათივე ცნობით, სიუნიქის, ვაიოც ძორის, ტავუშის და არმავირის რეგიონებში საცხოვრებლით უკვე უზრუნველყოფილია 3 000-ზე მეტი ადამიანი.

1-ელი ოქტომბრიდან, თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება დამატებით კიდევ რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრიდან, თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება დამატებით კიდევ რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„1-ელი ოქტომბრიდან, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება ჩუღურეთის რაიონში, კონკრეტულად ივანე ჯავახიშვილი ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. მთაწმინდის რაიონში ლაპიაშვილის ქუჩაზე, ჭოველიძის და ჯანაშიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებზე. ასევე ვაკის რაიონში კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩამოთვლილი ქუჩების მაცხოვრებლებს, თუ ჯერ კიდევ არ გაუვლიათ რეგისტრაცია მისამართის მიხედვით, დარეგისტრირდნენ, რათა უფასო დააყენონ კუთვნილი ავტომანქანები საკუთარ საცხოვრებელ კორპუსებთან“, – აღნიშნა კალაძემ.

პირველი დეკემბრიდან თბილისში მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი

პირველი დეკემბრიდან დაინტერესებულ პირს, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მის ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაცია,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„პირველი დეკემბრიდან შესაძლებელი გახდება მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირს, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მის ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაცია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე, ასევე, განმარტება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე.

პერსონალური კონსულტანტის 3-თვიანი მომსახურების საფასური იქნება:

• 6 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი არ აღემატება 1 ჰექტარს;
• 12 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია 1 ჰექტარზე, მაგრამ არ აღემატება 5 ჰექტარს;
• 30 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია 5 ჰექტარზე“,- აღნიშნა კალაძემ

პირველ ოქტომბერს, ბრუნო მარსის კონცერტის ღამეს ავტობუსები გვიან ღამემდე, 02:00 საათამდე იმოძრავებენ

პირველ ოქტომბერს დაგეგმილი, ბრუნო მარსის კონცერტის ღამეს ავტობუსები გახანგრძლივებული დროით – 02:00 საათამდე იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პირველ ოქტომბერს „დინამო არენაზე“ ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული, ქართველი მსმენელისთვის ძალიან საყვარელი მომღერალი, ბრუნო მარსი თავის ბენდთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგება. სასიხარულოა, რომ ეს მოვლენა ემთხვევა „თბილისობის“ დღესასწაულს. როგორც „სტარინგ ჯორჯიას“ წინა კონცერტზე, ახლაც მივიღეთ გადაწყვეტილება, გახანგრძლივდეს კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობა კონცერტის ღამეს, ღამის 2 საათამდე. ეს მარშრუტებია – 306, 308, 311, 315, 320, 327, 381,386, 384“, – განაცხადა კალაძემ.

“ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გამარჯვების კოალიცია, ვიბრძვით, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი” – გიორგი ვაშაძე

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გამარჯვების კოალიცია, სადაც ძალიან ბევრ ახალ ადამიანს ნახავთ, ამ კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „სტრატეგია აღმაშენებელია“ გაერთიანებული და ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროკავშირი მოვიტანოთ საქართველოსთვის, ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მელიამ აღნიშნა: „ჩვენს პარტიაში მძიმე რეალობაა, არ გამოვრიცხავ, სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ღირსეულად დავშორდეთ“.

ვაშაძის თქმით, ბრძოლაში ვინც თავის თავს ხედავს და ვინც ჩაერთვება, კარი ყველასთვის ღიაა.

„დანარჩენ საკითხზე ყველამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. კარი ჩვენ არავისთვის არასდროს დაგვიხურავს. ყველა მედასავლეთე ადამიანისთვის ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვაშაძემ.