პირველი დეკემბრიდან თბილისში მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი

311
spot_img

პირველი დეკემბრიდან დაინტერესებულ პირს, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მის ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაცია,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„პირველი დეკემბრიდან შესაძლებელი გახდება მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირს, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მის ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაცია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე, ასევე, განმარტება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე.

პერსონალური კონსულტანტის 3-თვიანი მომსახურების საფასური იქნება:

• 6 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი არ აღემატება 1 ჰექტარს;
• 12 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია 1 ჰექტარზე, მაგრამ არ აღემატება 5 ჰექტარს;
• 30 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია 5 ჰექტარზე“,- აღნიშნა კალაძემ