სომხეთის მთავრობის ცნობით, ყარაბაღიდან სომხეთში ორი დღის განმავლობაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა

273
spot_img

ყარაბაღიდან სომხეთში ორი დღის განმავლობაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, 21 000 ადამიანის სარეგისტრაციო პროცესი დასრულებულია, 7 000-ზე მეტი ადამიანის საჭიროებების შეფასება ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება საცხოვრებელს მისცემს ყველას, ვისაც საცხოვრებელი ადგილი არ აქვს. მათივე ცნობით, სიუნიქის, ვაიოც ძორის, ტავუშის და არმავირის რეგიონებში საცხოვრებლით უკვე უზრუნველყოფილია 3 000-ზე მეტი ადამიანი.