პირველ ოქტომბერს, ბრუნო მარსის კონცერტის ღამეს ავტობუსები გვიან ღამემდე, 02:00 საათამდე იმოძრავებენ

303
spot_img

პირველ ოქტომბერს დაგეგმილი, ბრუნო მარსის კონცერტის ღამეს ავტობუსები გახანგრძლივებული დროით – 02:00 საათამდე იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პირველ ოქტომბერს „დინამო არენაზე“ ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული, ქართველი მსმენელისთვის ძალიან საყვარელი მომღერალი, ბრუნო მარსი თავის ბენდთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგება. სასიხარულოა, რომ ეს მოვლენა ემთხვევა „თბილისობის“ დღესასწაულს. როგორც „სტარინგ ჯორჯიას“ წინა კონცერტზე, ახლაც მივიღეთ გადაწყვეტილება, გახანგრძლივდეს კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობა კონცერტის ღამეს, ღამის 2 საათამდე. ეს მარშრუტებია – 306, 308, 311, 315, 320, 327, 381,386, 384“, – განაცხადა კალაძემ.