Home Blog Page 2272

“კონცეპტ art” აღარ დააფინანასებს ხელოვანებს, რომლებიც posttv-ზე მივლენ”- თეონა ჯორბენაძე

“კონცეპტ art” აღარ დააფინანასებს ხელოვანებს, რომლებიც posttv-ზე მივლენ,” – ამის შესახებ “კონცეპტ art – ის ” ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯორბენაძე სოციალურ ქსელის საშუალებით ტელეკომპანიის ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილის მიმართავს.
“შენ უკვე გვამის ორგანოებისგან აწყობილ ზომბს დაემსგავსე, მალე ალბათ, მეტყველების ნაცვლად მხოლოდ ყმუილი შეგეძლება. უბრალოდ, შენს შემქმნელზე ადევნებასაც ვერ შეძლებ, ის გაგასწრებს აუცილებლად.
როგორ მოექეცი შენს ნიჭს, შვილებს, რის ფასად გიღირს? არ მჯერა, რომ მხოლოდ ლარებმა გადაწონა. იმდენად ღიაა უკვე შენი ტროლობა, რომ „გასაშავებელი“ არტისტების სიას აღარც მალავ, პირდაპირ შეგაქვთ სტუდიაში რომელიმე რომ არ გამოგრჩეთ. გუშინდელი ეთერის შემდეგ შექება დაიმსახურე თუ დღეს გადაუგზავნიან?
მივმართავ ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს, არტისტებს. როგორ არ გიჩნდებათ პროტესტი, ასეთი რა გაჭირვებაა, რომ სტუმრად დადიხართ გადაცემებში Postv-ზე, რომლის ეთერიდან თქვენს კოლეგებს ასე გულისამრევად ამცირებენ, დასცინიან, ცილსწამებენ?
არხი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული და სოციალური მოვლენის ფონდ „იავნანას“ დარბევით გაიხსნა! ეს იყო მათი პირველი მაშტაბური მავნებლობა, რის შემდეგაც დააჯილდოვეს ბიუჯეტით და ონლაინ სივრციდან ტელევიზიად გახადეს. ინვესტიცია ჩაიდო სიძულვილის და სიცრუის პროპაგანდაში და ყოველი ვიზიტი მათთან სწორედ ამ სიბოროტის ხელშეწყობაა.
გუშინ მათი დავალება იყო პაატა ბურჭულაძის, თამრიკო ჭოხონელიძის და მერაბ სეფაშვილის დისკრედიტაცია, ხვალ თქვენი პოზიცია არ მოუვათ თვალში და აუცილებლად მოგდგებიან. არასდროს ვყოფილვარ რადიკალური, მაგრამ საჯაროდ გეტყვით, ვისაც ჩვენს შემოქმედებით გუნდთან მეგობრობის და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გაქვთ იცოდეთ, რომ ეს წითელი ხაზია და არჩევანი თქვენთვის მომინდვია.
Ps. ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ შალვა რამიშვილი როცა დაიჭირეს და 202 უპატრონოდ დარჩა მე და მაკა რაზმაძე სრულიად უანგაროდ, არხი რომ არ გაჩერებულიყო, საეთეროს არ მოვშორებივართ. შემდეგ წარმოებაში ჩავუშვით „დარდუბალა 2“. მართლაც სარისკო იყო იმ დროს ბევრი რამ და შალვა ღია ხაზით შენ იმედზე ვარო ციხიდან მირეკავდა :))) ჩემთვის მთავარი მოტივი მაშინაც უსამართლობასთან უგუებლობა იყო და დღესაც!
როდესაც ჩემი და მრავალი საამაყო ქართველი თუ უცხოელი არტისტის აშენებული სიკეთის სახლის „იავნანას“ დარბევა დაევალა ვერ დავიჯერე, ვურეკავდი და სატელეფონო ზარებსაც კი დაემალა.. მანამდე მეგონა, რომ ცუდი ტიპის როლის თამაში არავის უნდოდა და მას ეს ნიღაბი რაღაც გამოწვევად მიაჩნდა. დღეს უკვე ვიცი, მისი თანამონაწილეობით ცხოვრებაში გადმოტანილი „დარდუბალა 3“ რა ფინალით დაუსრულდება,” – წერს თეონა ჯორბენაძე.

რა იყო მაკრონის ჩინეთში ვიზიტის რეალური მიზანი – რას წერს „სფექთეითორი“

BEIJING, CHINA - APRIL 06: French President Emmanuel Macron walks with Chinese President Xi Jinping after inspecting an honor guard during a welcome ceremony outside the Great Hall of the People on April 6, 2023 in Beijing, China. French President Macron is in China for a three-day state visit, seeking to change Chinese President Xi's stance on the Russia-Ukraine war, and improving European trade ties. (Photo by Ng Han Guan - Pool/Getty Images)

დიდი ბრიტანეთის ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მაკრონმა ჩინეთში საკუთარი თავი მოატყუა“ (ავტორი – იან უილიამსი). მასალაში გაანალიზებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში და მისი შედეგები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მართალია, პეკინში სი ძინპინი ემანუელ მაკრონს, ვლადიმერ პუტინივით, ექვსმეტრიან მაგიდაზე არ შეხვედრია, მაგრამ მოლაპარაკება ისეთივე უშედეგო გამოდგა, როგორც მისი უწინდელი შეხვედრა კრემლში, რუსეთის ლიდერთან.

საფრანგეთის პრეზიდენტის ჩინურ ვიზიტში რაღაც რეტროსპექტივა ჩანდა: შეხვედრის სცენა ჰგავდა მრავალი საუკუნის წინანდელ სურათს, როცა უცხოელი ელჩები „ცისქვეშეთის“ მფლობელთან საჩუქრებით მიდიოდნენ და იმპერატორის წყალობას იღებდნენ. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი გამოძახილი უფრო გვიანდელი პერიოდისა, როცა ჩინეთის მონარქები ევროპელ სტუმრებს სახის ცივი, აუღელვებელი გამომეტყველებით ხვდებოდნენ.

სი ძინპინის ჩინეთი ამჟამად ბნელ და რეპრესიულ ქვეყანას წარმოადგენს. მისი მზარდი საერთაშორისო აგრესია, მსოფლიოს რიგ ქვეყნებზე ეკონომიკური ზეწოლა და ვლადიმერ პუტინისადმი მხარდაჭერა დასავლურ სამყაროში შეშფოთებას იწვევს და აიძულებს მათ ჩინეთთან ურთიერთობა გადასინჯონ. თუმცა, თუ ემანუელ მაკრონის სამდღიანი ვიზიტის შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს ფრანგმა ლიდერმა ყურადღება არ მიაქცია – ერთი ყურიდან შეუშვა და მეორიდან გაუშვა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ამალა 50 წევრისგან შედგებოდა – ბიზნეს-ლიდერებისაგან, კინემატოგრაფისტებისგან და მუსიკოსებისაგან. საჩუქრებს შორის, რომელიც ფრანგმა სტუმარმა ჩინელ კოლეგა-მასპინძელს ჩაუტანა, იყო ფრანგი ფოტოგრაფის მიერ მე-20 საუკუნის შუახანებში გადაღებული ჩინეთის იშვიათი ფოტოსურათები, აგრეთვე სევრში დამზადებული ცისფერი ფაიფურის ვაზა, ოქროს თევზებით დამშვენებული.

ემანუელ მაკრონის ვიზიტის მთავარი მიზანი, სავარაუდოდ, იყო ის, რომ მას სი ძინპინი დაერწმუნებინა რუსეთზე ზეწოლის მოხდენასა და უკრაინასთან ომის შეწყვეტაში. „მე მინდა თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გრძნობაზე მოიყვანთ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამთ“, – უთხრა ფრანგმა სტუმარმა ჩინელ მასპინძელს. მაგრამ სი ძინპინმა ვერ ან არ მოისურვა რუსეთის დაგმობა, კვლავ გაიმეორა ვლადიმერ პუტინისეული არგუმენტები და გააჟღერა უკვე ცნობილი ბანალური განცხადება – „ჩინეთი მზად არის საფრანგეთთან ერთად მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას მოწოდებით, რომ რაციონალობა და სიმშვიდე შეინარჩუნონ“.

ემანუელ მაკრონი ჩქარობდა, ერთი-ორჯერ ენაც კი დაება, მან სი ძინპინზე ორჯერ მეტი ილაპარაკა, რაც ფრანგ სტუმარს დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევად ჩაუთვალეს. სი ძინპინს სახეზე მოუთმენლობა ეტყობოდა, მან რამდენჯერმე ღრმად ამოიოხრა და როგორც ჩანს, პრეს-კონფერენციის სწრაფად დასრულებას ნატრობდა.

და მაინც, აშკარაა, რომ სი ძინპინს ძალიან მოსწონს, როცა მას თავს ევლებიან, როგორც პოტენციურ მშვიდობისმყოფელს, თუნდაც მშვიდობა და ზავი სრულიად განუხორციელებელი იყოს. სი ძინპინისათვის პრიორიტეტი საკუთარი თავი და ჩინეთია. უკრაინის ომი? დაე, გაგრძელდეს, ეს მას სრულებით აწყობს. სი ძინპინისათვის უკრაინის ომი სასარგებლოა, რადგან დასავლეთის ყურადღება ახლა კიევისკენ და მოსკოვისკენ არის მიპყრობილი და არა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისაკენ. სი ძინპინისათვის უკრაინის ომი რუსეთიდან იაფი ნავთობისა და გაზის მიღებისათვის კარგ საშუალებას წარმოადგენს. უკრაინის ომი განამტკიცებს სი ძინპინის როგორც ვლადიმერ პუტინის უფროსი პარტნიორის როლს. იმავდროულად ჩინეთის ლიდერს არ გადაუკვეთია „დასავლური წითელი ხაზები“ და რუსეთისათვის იარაღი არ მიუწოდებია.

პეკინური მშვიდობა ნამდვილ და უტყუარ მშვიდობად არ უნდა ჩავთვალოთ. ჩინეთის ლიდერის ნათქვამი ცარიელი და ურთიერთსაწინააღმდეგო ბანალურ ფრაზებს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ცეცხლის შეწყვეტა, რომლისკენაც იგი მხარეებს თითქოსდა მოუწოდებს, კრემლისათვის ჯილდო იქნებოდა. სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ძალიან ჰგავნან, ისინი ერთმანეთის მსოფლმხედველობას იზიარებენ, რომელიც ახალ წესრიგს ემყარება. ასეთი მსოფლიო წესრიგი უსაფრთხოა ავტოკრატებისათვის და ის იმპერიული დიდების აღდგენას ემსახურება. ისინი ორივე თავს დასავლეთის მსხვერპლად თვლიან, რომელმაც მათი ქვეყნები დაამცირა და ტერიტორიები წაართვა.
სავარაუდოდ, სი ძინპინმა თავისი ჭეშმარიტი გრძნობები სწორედ მაშინ გააჟღერა, როცა გასულ თვეში, მოსკოვში, თავის რუს კოლეგას ემშვიდობებოდა: „მალე მოხდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც ასი წლის განმავლობაში არ მომხდარა… და ჩვენ ამ ცვლილებებს ხელს ერთად შევუწყობთ“.

სი ძინპინის უახლოეს მიზანს ევროპის ამერიკისაგან ჩამოშორება წარმოადგენს. ამ მხრივ იგი ემანუელ მაკრონს „სასარგებლო ინსტრუმენტად“ მიიჩნევს, რომელსაც „ჩინური ოცნების“ შესრულებაში დახმარების გაწევა შეუძლია. „ჩინეთი ევროპას ტრადიციულად განიხილავს როგორც დამოუკიდებელ პოლუსს მრავალპოლუსიან მსოფლიოში და მხარს უჭერს მას სტრატეგიული ავტონომიის მიღწევაში“, – განაცხადა სი ძინპინმა პრეს-კონფერენციაზე.

ძნელი იმის თქმა, თუ რა გაიფიქრა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, როცა იგი ემანუელ მაკრონის გამოსვლას უსმენდა. იგი ფრანგ პრეზიდენტთან ერთად იყო პეკინში და ისიც შეხვდა სი ძინპინს, თუმცა, როგორც ამბობენ, ჩინეთის ხელმძღვანელმა ფრაუ ურსულა ცივად მიიღო. სხვათა შორის, მისი მარშრუტი, ემანუელ მაკრონთან შედარებით, შეზღუდული იყო და საფრანგეთის პრეზიდენტის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე… მიწვეული არ ყოფილა. კაცმა რომ თქვას, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩინელებმა კარგად იციან მისი ხისტი პოზიცია: ამას წინათ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ ჩინეთზე ზედმეტად დამოკიდებულნი არ უნდა იყონ. სწორედ ამ განცხადების გამო ფრაუ ურსულა ჩინურმა სახელმწიფო მასმედიამ „ამერიკულ მარიონეტად“ მონათლა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა პეკინში ვიზიტის დროს პირდაპირ აღნიშნა, რომ „ჩინეთი დიდ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე იმით, რომ რუსეთთან ათწლეულობის განმავლობაში მეგობრობს“. ურსულ ფონ დერ ლაიენმა ჩინეთს სთხოვა (და იმავდროულად გააფრთხილა), რომ რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს. ამასთან, მან ისიც თქვა, რომ სი ძინპინი ვლადიმერ ზელენსკის მხოლოდ მაშინ დაელაპარაკება, „როცა ამის დრო მოვაო“. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უკრაინის ლიდერთან საუბრის დრო არასოდეს არ დადგება. ზელენსკის სურვილის მიუხედავად, რაც ომი დაიწყო, მათ ერთმანეთთან არ უსაუბრიათ. ამაშიც ჩანს პეკინის ინიციატივის სრული აბსურდულობა შუამავლობის თაობაზე. რა შუამავლობას გასწევს პეკინი, როცა თავს არიდებს ლაპარაკს კონფლიქტის მსხვერპლთან?

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ემანუელ მაკრონის ვიზიტი ჩინეთში ფაქტობრივად სპექტაკლს წარმოადგენდა და მიმართული იყო საფრანგეთის პრეზიდენტის – როგორც საერთაშორისო სახელმწიფო მოღვაწის – რეპუტაციის განმტკიცებისაკენ, ქვეყნის შეგნით მიმდინარე არეულობის ფონზე. ელისეის სასახლის ერთ-ერთმა მრჩეველმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ემანუელ მაკრონის ჩინეთში ვიზიტის გამო წაიტრაბახა – „ის მსოფლიო ლიდერები, რომლებიც სი ძინპინს ხვდებიან და მასთან [პრობლემურ საკითხებზე] ღრმად ლაპარაკობენ, იმდენად ცოტაა, რომ მხოლოდ თითებზე თუ ჩამოითვლებიან“. გარკვეულწილად ასეთი თვალსაზრისი სასაცილოც არის, არასერიოზულიც და იმავდროულად, სახიფათოც: ჩინეთის ლიდერის როგორც შუამავლის ქება-დიდება ავტორიტეტს მხოლოდ სი ძინპინს მატებს და არა ემანუელ მაკრონს.

მათ შორის, ვინც საფრანგეთის პრეზიდენტს პეკინში ახლდა, მუსკოსი ჟან-მიშელ ჟარიც იყო, რომელსაც დამსახურებულად შეუძლია დაიკვეხნოს – მან, როგორც დასავლელი კულტურის პირველმა წარმომადგენელმა, ჩინეთში კონცერტები ჯერ კიდევ 1981 წელს გამართა. სხვათა შორის, ჟან-მიშელ ჟარმა გასული წლის ბოლოს დაასრულა თავისი ეპიკური პროექტი სახელწოდებით Oxymore („ოქსიმორონი“), სადაც იგი ცდილობს „შეუთავსებელი“ და ურთიერთგამომრიცხავი მოქმედებები ერთმანეთთან დააკავშიროს. ეს სწორედ ისაა, რომელიც ჩინეთში ემანუელ მაკრონის სამდღიან პოზიორობას გამოხატავს.

წყარო

“სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისა და განვითარებისთვის”

სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისა და განვითარებისთვის. ამ ინსტიტუტზე შეტევა ძალიან სახიფათოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას ახსოვს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, რა მდგომარეობა იყო სასამართლო სისტემაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს.

„ნურავის დაგვავიწყდება, რომ კონსტიტუციური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ხელისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი ხელისუფლება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისა და განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა, გვქონდეს სუვერენული ქვეყანა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, ამ ინსტიტუტზე შეტევა, ორკესტრირებული შეტევა ძალიან სახიფათოა.

ძალიან კარგად ვიცით, გვახსოვს და ვფიქრობ, საერთაშორისო პარტნიორებსაც კარგად უნდა ახსოვდეთ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი მმართველობის დროს არ არსებობდა არანაირი ხელისუფლების დანაწილება, იყო ერთი ძალა, რომელსაც ერქვა ქვეყნის დაქცევის მოსურნე ხელისუფლება, რომელსაც ჯიბეში ჰქონდა ჩადებული ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია. ასე ვთქვათ, დანაწილების სისტემა არ არსებობდა, მოშლილი იყო. არ არსებობდა არათუ კრიტიკული მედია, ცალკეული პირებიც კი ვერ ბედავდნენ, წინააღმდეგობა გაეწიათ. ყველაზე ნიშანდობლივი ინდიკატორი იყო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, ამ მეცოცხეების პარტიის მმართველობის დროს საქართველოს ჰყავდა 120-ზე მეტი დაკავებული, ტყვეობაში მყოფი ადვოკატი. ისეთ დიდ ქვეყანაშიც კი, როგორიცაა, ჩინეთი, იმის ნახევარიც კი არ იყო. კომუნიზმი პიკში როცა იყო, ადამიანებს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ასამართლებდნენ და იყო ტერორი, იმ დროს არ ჰქონია ეს რეალობა ქვეყანას. ამიტომ როდესაც საუბარია ზოგადად, სასამართლოზე, სასამართლო არის მართლმსაჯულების განხორციელების ორგანო, რომლის შემადგენელი ნაწილია ადვოკატურა. ტესტი იმისა, როგორი მძიმე სურათი იყო არა მარტო კონკრეტული მოსამართლეების თვალსაზრისით, არამედ მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით, ამის კლასიკურ მაგალითად და ტესტად შეგვიძლია ავიღოთ, რამდენი ადვოკატი იყო გასამართლებული და ტყვეობაში ჩავარდნილი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

“უკრაინის გენერალური შტაბი დამოუკიდებლად წყვეტს კონტრშეტევას” – ოლექსი დანილოვი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დამოუკიდებლად წყვეტს უკრაინის ჯარების კონტრშეტევას. ასეთი გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვმა კომენტარი გააკეთა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების „გაჟონვაზე“ და მედიის ცნობებზე, რომ ამის შემდეგ უკრაინას გარკვეული სამხედრო გეგმები უნდა შეეცვალა.

„სპეციალური სამსახურები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ, როდესაც საქმე ეხება საიდუმლო დოკუმენტებს“, – აღნიშნა დანილოვმა.

ამასთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და მისი შტაბი კონტრშეტევაზე გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში მიიღებენ.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვარიანტი, მაშინ ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი არ არის საკმარისი“, – დასძინა დანილოვმა.

“უნდა მოვიდეს და კითხვებს პასუხი გასცეს” – ოპოზიციის ნაწილი გომელაურს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით იბარებს.

შესაბამისი განცხადება, რომელსაც 9 ოპოზიციონერი დეპუტატი უერთდება, პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააჟღერა.

დეკანოიძის თქმით, მინისტრთან კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, დაისაჯა თუ არა რომელიმე სამართალდამცავი 7-8 მარტის აქციებზე ადამიანებზე ძალადობის გამო.

„7-8 მარტს არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები. დააკავეს ბევრი ადამიანი, ასევე, ბევრს ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეს. გამოიყენეს სპეციალური საშუალებები – ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება, სადაც გაშლილად იდგა ბევრი ადამიანი, აზრი არ ჰქონდა და შესაბამისად, იყო არაპროპორციული. ერთმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა. არცერთი პოლიციელის დასჯაზე ინფორმაცია არ გვაქვს, არცერთი უწყების მიერ გაკეთებული თვითრეფლექსიის განცხადება არ გვინახავს, რომ ესა და ეს პოლიციელი ამ და ამ ადამიანზე ძალადობისთვის დაისაჯა. შესაბამისად, იმის გამო, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გჭირდება, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრს ვიბარებთ ინტერპელაციის წესით. უნდა მოვიდეს და კონკრეტულ კითხვებს პასუხი გასცეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძე.

მინისტრის მიმართ ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას ხელს აწერენ დეპუტატები: ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე, თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია.

“ნაცმოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ენმ-დან მიდის?!

“ნაცმოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ენმ-დან მიდის?!

ერთ-ერთი ინფორმაციით, მელია ენმ-ს მაისში დატოვებს. სავარაუდო გეგმის მიხედვით, ნინო ლომჯარია და ნიკა მელია ახალ პარტიას შექმნიან, რომელსაც “საქართველოს ბანკის” მფლობელი, ირაკლი გილაური დააფინანსებს.

ბანკირი ირაკლი გილაური ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის ძმაა. ძმებ გილაურებს ბანკის გარდა, სხვადასხვა ბიზნესი აქვთ, რომელიც საფინანსო სტრუქტურების პარალელურად სხვა სფეროებს მოიცავს.

შეიძლება ითქვას რომ მალე “საქართველოს ბანკის” მფლობელის მიერ დაფინანსებულ პარტიას ვიხილავთ. არსებობს ვერსია, რომ ლომჯარიას აშშ ტექნიკურ მთავრობაში მოისაზრებს.

თუმცა, მელია, ჯერჯერობით, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. თუმცა პოლიტიკაში მსგავსი უარებიც გვიხილავს და შემდეგ კი სულ სხვა მოცემულობა.

ეკა სეხნიაშვილი

“ოპოზიცია უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდით, ყველაფრის თავიდათავი არის „ნაციონალური მოძრაობაა”“

ოპოზიცია უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდით. ყველაფრის თავიდათავი არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასზე აყოლილი ერთი-ორი საპარლამენტო პარტიის გაუთავებელი ბოიკოტობანა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც სამშაბათიდან ისედაც იქნება პარლამენტში სესიები, გაუგებარია, რატომ მიმართავდნენ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით.

„სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რატომ ვიწვევდით რიგგარეშე სხდომას და პრეზიდენტს რატომ ვთხოვდით სხდომის მოწვევას, როდესაც სამშაბათიდან ისედაც ჩვეულებრივი სესიები იქნება. ჩემთან რა დონის კომუნიკაციაც ჰქონდათ დანარჩენ ოპოზიციონერ კოლეგებს, მე და ქეთი თურაზაშვილმა თანხმობა განვაცხადეთ. შემდეგ იყო კომუნიკაცია, პრეზიდენტს გვინდა, მივმართოთო, არ ჩავძიებივართ, მაგრამ ვერ მივხვდი, რა საჭირო იყო პრეზიდენტისთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნა. არ მინდა, ხაბეიშვილთან და წითლიძესთან დაკავშირებით რაღაც დიდ შეთქმულებებში შევიდე. მე რაც წავიკითხე, სადაც არიან წასული, იმ ვიზიტს ერთ და ნახევარ დღეში ვერ დაგეგმავ. ამიტომ არ მინდა, მათ დავაბრალო. უბრალოდ, ასე არეულ-დარეულად მოხდა. გულახდილად რომ ვთქვა, ყველაფრის თავიდათავი არის „ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ ერთი-ორი მასზე აყოლილი საპარლამენტო პარტიის გაუთავებელი ბოიკოტობანა. საგამოძიებო კომისიის საკითხზეც ყველანი უხერხულში აღმოვჩნდით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ საღამოს გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართავენ, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია დღეისთვის აღარ მოიწვიოს.

როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა – ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმები არ ჰყოფნის.

„ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი მკაცრდება

„ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი გამკაცრდება, კანონდამრღვევი კი დაჯარიმდება.

ამის შესახებ გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი – „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს.

აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენური ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების – ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას მიმართავს

სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას მიმართავს. როგორც გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება.

ამასთან, განმარტავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება.

„გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს.

სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს რეფორმებზე მუშაობას და არ გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას.

კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია, ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობის მისაღწევად. ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება.

ვაცხადებთ, რომ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება.

ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, 2023 წლის ბოლოს, სიამაყით უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა!“,- აღნიშნულია მიმართვაში, რომლის ხელმომწერი ორგანიზაციები არიან :

4710 Contemporary Art Gallery
CENN – კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი
Center for Social Sciences
Equality 17
Femina
GWAction Group
Populus Rei

ა(ა) იპ ქართული მედია ჯგუფი
ა(ა)იპ “ტოლერანტობის სამყარო”
ა(ა)იპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
ა(ა)იპ ნეო ტვ
ა/ო “ვიმეგობროთ”; მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”
ააიპ „მთის თემი“
ააიპ მშობლები განათლებისთვის
ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი
ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი
აიპ პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
ალტერნატივა ჯორჯია
სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
არ გადადო
არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისათვის”
ასოციაცია “ევროპის დროით”
ასოციაცია “სოციალური ქოლგა”
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
ახალგაზრდა მწვანეები
ახალგაზრდული ალტერნატივა
ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონალური ასოციაცია – აირა
ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
ახლგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
განათლებისა და განვითარების სივრცე
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
გურიის სამოქალაქო ცენტრი
დასაქმების და გადამზადების ცენტრი
დემოკრატ მესხთა კავშირი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
დემოკრატიის მცველები
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA Georgia)
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
ეკო ცენტრი
ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი
ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი EPC
თანასწორობის მოძრაობა
თბილისი პრაიდი
იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
კავკასიური დიალოგი
კანონის უზენაესობის ცენტრი
კაქტუს მედია
კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
კომლი
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC
ლომეკი
მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
მედია ცენტრი კახეთი
მედიაომბუდსმენი
მედიის განვითარების ფონდი
მედიის ინსტიტუტი
მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი
მწვანე ალტერნატივა
ნინოწმინდის სათემო რადიო-ტვ «ნორი»
ოზურგეთის დემოკრტიული ჩართულობის ცენტრი
ორბელიანი საქართველო
ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი
პრევენცია პროგრესისთვის
პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია / ProActive Group Georgia
რაჭის სათემო ორგანიზაცია
რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
რეპროდუქციული განათლების ჰაბი
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
საერთაშორისო- გამჭვირვალობა საქართველო
საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”
საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
სათემო რადიო მარნეული
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
სალამ
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ,, ლაკმუსი ”
სამოქალაქო იდეა
სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი CSI
სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
საორსა
საფარი
საქართველო – დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს მედია-კლუბი
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
სექტორი 3
სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი. თემი ქედელი
სოლიდარობის თემი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური საწარმო გუმბათი
სუფთა ამბავი
ტელეკომპანია “ლტვ”
ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
უფლებები საქართველო
ფენიქსი 2009
ფრანკლინის კლუბი
ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
ქალთა საინფორმაციო ცენტრი
ქალთა ფონდი საქართველოში
ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
ქვიარ ასოციაცია – თემიდა
ქობულეთის სამოქალაქო საზოგადოება
ღია სივრცე კავკასია
ყვარლის ევროკლუბი
შავი ზღვის ეკო აკადემია
შპს “ქართული კენკრა”
ჩემი იმერეთი
ცვლილებებისა და კონფლიქტების მართვის ცენტრი “პარტნიორები-საქართველო”
ციხის საერთაშორისო რეფორმა
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT
წითელი ხიდი
ჰეპა პლიუსი

“გაუგებარია აშშ-ის გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო მომხრე, ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ”-თეა წულუკიანი

მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და სტრასბურგის სასამართლოს იურისტმა, მკაცრად და პრინციპულად დავგმო მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება, ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა სიურპრიზის ფორმა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე გარკვეული გაუგებრობა.

ამასთან, მისივე თქმით, გაუგებარია აშშ-ის გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო მომხრე, ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ.

„მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, რაც გულისხმობს, დაახლოებით 20-წლიან გამოცდილებას, მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, სიურპრიზის ფორმა. პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე, როდესაც არის გარკვეული გაუგებრობა. ამ მეგობრობას და პარტნიორობას იმდენად დიდი ფესვები და ტრადიცია აქვს, რომ ამგვარი ტიპის გაუგებრობები მას ვერაფერს დააკლებს, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც წარმოვადგენთ ქართველ ერს ხელისუფლებაში, დავგმოთ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობითვის დაუშვებელი აქტი სანქცირების სახით.

ჩვენ ვითხოვთ წესებით თამაშს, განსაკუთრებით, როდესაც მეგობრებს და პარტნიორებს ეხება საქმე. მაგალითისთვის, ვითხოვთ, რომ ევროკავშირი მოგვექცეს სამართლიანად, ვინაიდან უსამართლო იყო ქართველი ერისთვის – და არა რომელიმე ხელისუფლებისთვის – ის გადაწყვეტილება, რაც ბრიუსელმა მიიღო. მოლდოვა და უკრაინა როდესაც წინ დააყენა და უთხრა, გაიარეთ და საქართველო არ გაატარა იმ გზაზე, რომელზეც საქართველო არის ამ ორ ქვეყანაზე უფრო მეტად წარმატებული. ასევე, მე დაუშვებლად მიმაჩნია სანქცირებაზე აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები. გაუგებარია ეს გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო იმის მომხრე, რომ ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ“, – აღნიშნა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ბევრი რამ იცის და ახსოვს, თუმცა იმის გამო, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირია, ყველაფერზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.

„მე, რა თქმა უნდა, ბევრი რამ ვიცი, ბევრი რამ მახსოვს, მაგრამ ისიც მახსოვს, სად ვმუშაობ. მე პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ და ყველაფერზე საჯაროდ საუბრის უფლება არ მაქვს. უბრალოდ, შევახსენებ ყველას, რომ ჩემს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, მე ვედექი სათავეში მართლმსაჯულების რეფორმის პირველ ტალღას, მეორე ტალღას, მესამე ტალღას და საქართველოში არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემოღებას, რამაც, მეოთხე ტალღასთან ერთად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა განახორციელა წინა მოწვევისას, მოიტანა საქართველოსთვის დიდი ნახტომები მართლმსაჯულებაში. იმდენად, რომ დღეს ჩვენ ვართ ევროპული ქვეყნების საუკეთესო ჯგუფში, მოწინავე პოზიციებზე და არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც და ჩვენი მართლმსაჯულება ადგას განვითარების სწორ გზას. მიუკერძოებლობის, ასევე დამოუკიდებლობის კუთხით ძალიან დიდი წარმატებები აქვს.

ეს პროცესი გრძელდება და ქართველ ხალხს, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში, ეს დღე როდესაც დადგება, ჩვენ დავუტოვებთ არა იმას, რაც დაუტოვა ადეიშვილმა, რომელსაც ჩექმის ქვეშ ჰყავდა ხელისუფლების ეს შტო, სასამართლო, არამედ დამოუკიდებელ და მოუკერძოებელ სასამართლოს. შესაბამისად, მე ყველას ვთხოვდი, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი შვილი, მოეპყარით საქართველოს ისე, როგორც ამას იმსახურებს. ჩვენ დამოუკიდებელი და ძალიან ბევრ ჭირგამოვლილი ხალხი ვართ. შესაბამისად, ჩვენ ვიდგებით ერთად, ყოველთვის ერთ მუშტად შეკრული, რათა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, მშვიდობა, დამოუკიდებლობა და სტაბილურობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვნების შვიდეულის მეორე დღე – დიდი სამშაბათი

ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმიდა ეკლესია განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს. ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.

იგავი ათ ქალწულზე

მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად. ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი – უგუნური.

უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით.

და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო.

მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება.

გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.
როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი.
შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.
ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ.

მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა. (მათე 25, 1–13)

იგავი ტალანტების შესახებ

იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა.რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს – ორი, მესამეს – ერთი, თვითეულს – მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა.

ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო. ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც. ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და დამალა თავისი პატრონის ვერცხლი.

დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი სხვა ტალანტიც მოვიგე. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.

ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.

ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია. ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე გქონდეს. ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ.

მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაც აქვს. (მათე 25, 13–29)

“რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა რომ ვერ შედგა, არის უპასუხისმგებლობ” – ხათუნა სამნიძე

რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა რომ არ შედგა, ამის საფუძველი ერთი სიტყვით შემიძლია აღვწერო – ესაა უპასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს და ლევან ხაბეიშვილის და ანა წითლიძის მიერ ქვეყნის დატოვებას.

მისი თქმით, იყვნენ დეპუტატები, რომლებმაც ამ საკითხის გამო გადადეს ვიზიტები. სამნიძე აღნიშნავს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, მომავალ სასესიო კვირას, როცა ამ საკითხზე კენჭისყრა იქნება, ყველა დეპუტატი დარბაზში იყოს.

“როცა გაიგზავნა წერილი პრეზიდენტთან, მას ორივე დეპუტატის – წითლიძის და ხაბეიშვილის ხელმოწერაც ჰქონდა. მათ იციან, რომ ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტს 48 საათი აქვს სხდომის ჩასანიშნად. მათი ხელმოწერით დასტურდება, რომ იცოდნენ სავარაუდო სხდომის თარიღი და ამის მიუხედავად დატოვეს ქვეყანა. იმდენად მნიშვნელოვანი მგონია საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ ვიზიტის გაუქმებაც ნორმალური იქნებოდა. ახლა არსებითია ორივე მათგანმა და თითოეულმა დეპუტატმა პარლამენტში განაცხადოს, რომ მორიგ სხდომაზე, როცა ჩაინიშნება კენჭისყრა, ყველა იქნება დარბაზში,”- განაცხადა სამნიძემ.

ის, ასევე, გამოეხმაურა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლონეთი თავისუფლებისთვის გაწეული ბრძოლისთვის ჯილდოს გადასცემს და აღნიშნა, რომ საკამათო არ არის, რომ წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში პროგრესი იყო, თუმცა უკანა პლანზე გადაინაცვლა ადამიანის უფლებებმა.

“მე არ ვიცი, რას და რა პერიოდს ეხება, მაგრამ ზოგადად “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყანაში პროგრესი რომ იყო, ამაზე არ მგონია ვიკამათოთ. თუმცა, მალევე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს პროგრესზე გაკეთდა პრიორიტეტი და უკანა პლანზე გადაიწია ადამიანის უფლებებმა, რამაც გამოიწვია უამრავი პრობლემა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით,” – განაცხადა სამნიძემ.