Home Blog Page 2268

“დავით კეზერაშვილმა საერთაშორისო თაღლითის სახელი მოიხვეჭა” – ლადო ბოჟაძე

დავით კეზერაშვილმა, რომელმაც საქართველოში უამრავ ბიზნესმენს წაართვა ქონება, ციხეში გამოკეტვის მუქარით აიძულებდა მისთვის ქონების გადაფორმებას, უკვე საერთაშორისო თაღლითის სახელი მოიხვეჭა – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც ევროპელი პენსიონრების ძარცვის სქემაა გაშიფრული, თაღლითური სქემის ორგანიზატორად კი დავით კეზერაშვილია დასახელებული.

როგორც ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან, ვინ არის დავით კეზერაშვილი და რა დანაშაულები აქვს ჩადენილი. ბოჟაძის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოპარული ფულით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და სხვადასხვა მედიასაშუალებას, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ ქვეყნის განვითარების და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ დაკვეთებს.

„საქართველოს ბიუჯეტის ქურდის, ქართული ჯარის ფულის მიმთვისებლის, რადიკალური ოპოზიციის ლიდერის, ოლიგარქი დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემების, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-მ საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადა. დავით კეზერაშვილი რომელმაც საქართველოში უამრავ ბიზნესმენს წაართვა ქონება, ციხეში გამოკეტვის მუქარით აიძულებდა მისთვის ქონების გადაფორმებას, უკვე საერთაშორისო თაღლითის სახელი მოიხვეჭა: მისი კომპანიები ლონდონსა და კიევში ფიგურირებენ ევროკავშირის ათასობით მოქალაქის კუთვნილი თანხების მითვისების სქემაში, იყენებდნენ მისი მართვის ქვეშ მყოფი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილ ელექტრონულ პლათფორმებს. აი, ასეთი ,,სახელოვანი” თაღლითი და ნაცმოძრაობის ელიტური კორუფციის სიმბოლოა დღეს რადიკალური ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი, მოპარული ფულით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტელევიზიებს და სხვა მედია საშუალებებს, დიახ დავით კეზერაშვილის ჯიბეს არიან მიჯაჭვულები ე.წ. ,,პროდასავლური ძალები”, უსიტყვოდ ასრულებენ მის დაკვეთებს და ებრძვიან ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას! საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე კარგად იციან სიმართლე, ვინ არის ოლიგარქი კეზერაშვილი, რას წარმოადგენს რადიკალური ოპოზიცია, როგორც ცდილობს ნაცმოძრაობა ნებისმიერი გზით, მათ შორის სისხლიანი რევოლუციით ხელისუფლებაში დაბრუნებას, მაგრამ როცა მათი ლიდერის შესახებ მტკიცებულებას BBC-იც კი აქვეყნებს, უფრო მარტივია დასკვნების გაკეთებაც და 2024 წლის არჩვენებზე გადაწყვეტილების მიღებაც!“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება

default

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათაცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დღის მეორე ნახევარში საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) მოძრაობა აღდგება მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის.

ვინაიდან 11 აპრილს ვერ მოხერხდა სატვირთო ავტოტრანსპორტის დადგენილი რეჟიმით გატარება, 12 აპრილს რიკოთის მონაკვეთის გავლით, მთელი დღის და ღამის განმავლობაში, იმოძრავებენ მხოლოდ სატვირთო მანქანები.

მსუბუქი ავტოტრანსპორტი 12 აპრილს გადაადგილებას კვლავ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით შეძლებს.

13 აპრილის 07:00 საათიდან რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით, კერძოდ:

07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის. 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.

“BBC-ს სკანდალური გამოძიება ძებნილ ოლიგარქზე, დავით კეზერაშვილზე გავიდა” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ დავით კეზერაშვილის შესახება BBC საგამოძიებო სიუჟეტს ეხმაურება. მისი თქმით, მხილებულ თაღლითს, რომელმაც მთელი შავბნელი ქსელი შექმნა ევროპელი მოქალაქეების დანაზოგების დასაუფლებლად, აწი ვერანაირი მოქალაქეობა უშველის.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, კეზერაშვილის უცხოელი ფარისეველი მფარველებიც გაშორდებიან, რადგან მას სამარცხვინო დამღა აქვს – მძარცველი და თაღლითია.

„ქართული ჯარის მძარცველი კეზერაშვილი დასავლეთის საგამოძიებო მედიის წარმომადგენლებმა ევროპელების მასობრივ აფერაში ამხილეს. ტოტალური სიბრიყვეა მავანთაგან კეზერაშვილის მედია მენეჯერობასა და მეცენატობაზე კრინტის დაძვრაც კი.

მხილებულ თაღლითს, რომელმაც მთელი შავბნელი ქსელი შექმნა ევროპელი მოქალაქეების დანაზოგების დასაუფლებლად, აწი ვერანაირი მოქალაქეობა უშველის.

მისი ფარისეველი უცხოელი მფარველებიც კი გაშორდებიან სუბიექტს, რომელსაც დიდი სამარცხვინო დამღა აქვს – მძარცველი და თაღლითი.

BBC-ს სკანდალური გამოძიება ძებნილ ოლიგარქზე, დავით კეზერაშვილზე გავიდა.

(ამონარიდი)

თაღლითობის გლობალურმა ქსელმა რიგით ინვესტორები მილიარდ დოლარზე მეტით გაძარცვა. BBC Eye-მ დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, მის უკან დგანან.

მილტონის ჯგუფის ოპერაციები ადრე გამოიძიეს შვედურმა გაზეთმა Dagens Nyheter-მა და სხვებმა, მაგრამ BBC-მ დაიწყო გლობალური თაღლითობის უკან უფროსი ფიგურების იდენტიფიცირება.

კორპორატიული დოკუმენტების შესწავლისას მილტონის ჯგუფის კომპანიებს შორის კავშირების დასადგენად გამოჩნდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენმინი.

BBC-მ მოიძია მათი სახელები Panama Papers-ში, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ოფშორული კომპანიები, და იქ აღმოაჩინეს ოთხი მათგანი – ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენმინი.

გამოჩნდა ასევე დავით კეზერაშვილი, საქართველოს მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მსახურობდა ქვეყნის თავდაცვის მინისტრად.

კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მოგვიანებით დაუსწრებლად გაასამართლეს სახელმწიფო სახსრების 5 მილიონ ევროზე მეტი გაფლანგვისთვის. ნასამართლობის მომენტისთვის ის ლონდონში ცხოვრობდა და დიდმა ბრიტანეთმა უარყო საქართველოს მოთხოვნა მისი ექსტრადიციის შესახებ.

არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც აკავშირებდა კეზერაშვილს მილტონამდელ ქსელთან, მაგრამ როდესაც BBC-მ გადახედა პანამის დოკუმენტებს, მისი სახელი ისევ და ისევ გაჩნდა, რაც მას ან ქსელში არსებული მშობელი კომპანიებში დამფუძნებელია ან ერთ-ერთი თავდაპირველი აქციონერი.

როდესაც საქმე მილტონის ჯგუფს ეხებოდა, ასევე არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან აკავშირებდა და არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას რაიმე პირდაპირი ფინანსური ინტერესი ჰქონოდა Milton-ის ბრენდებში.

მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული.
კეზერაშვილი ხშირად ავრცელებს თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალურ მედიის პირად ანგარიშებზე. ბიზნეს ქსელის საიტზე LinkedIn-ზე მან გამოიყენა თავისი ანგარიში თითქმის ექსკლუზიურად სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და მილტონთან დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად.
BBC-მ შეძლო ეპოვნა არაერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებდა. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო ელ-ფოსტის სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლები მხოლოდ Milton Group-ის კომპანიები იყვნენ. მისი სარისკო კაპიტალის ფირმა, Infinity VC, ფლობდა ბრენდინგის და ვებ დომენებს კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას თაღლითებისთვის.

კეზერაშვილი ასევე ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო როგორც თაღლითური სატელეფონო ცენტრი, რომელიც ყიდის EverFX-ს, ასევე ტექნიკური ფირმები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ პროგრამულ უზრუნველყოფას – ოფისები, რომლებიც პოლიციამ დაარბია ნოემბერში. ის ასევე ფლობს თბილისის საოფისე ბლოკს, რომელიც შეიცავდა იმავე ტექნიკურ ფირმას.

როდესაც BBC-მ შეისწავლა მილტონის ჯგუფის ოთხი მამაკაცის სოციალური მედიის პროფილები, საქორწილო წვეულებებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების გამოქვეყნებული სურათებიდან ირკვევა, რომ მათ ყველას მჭიდრო სოციალური კავშირები ჰქონდათ კეზერაშვილთან. კეზერაშვილი ფეისბუქში მეგობრობს მინიმუმ 45 ადამიანთან, რომლებიც დაკავშირებულია მილტონის ჯგუფურ თაღლითებთან და BBC-ის მიერ გამოვლენილი ოთხი უფროსი ფიგურიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია.

BBC-მ თვალყური იპოვა ადევნა კეზერაშვილის ლონდონის 18 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სასახლე და ინტერვიუ ითხოვა მასთან საუბარი, მაგრამ ის არ აღმოჩნდა ხელმისაწვდომი. მან BBC-ს თავისი ადვოკატების მეშვეობით კატეგორიულად უარყო რაიმე მონაწილეობა მილტონის ჯგუფთან.

The billion-dollar scammers who will steal your life savings. David Kezerashvili, a former defence minister of Georgia, appears to be involved in the Milton scam“ – წერს აბაშიძე.

„მილიარდიანი თაღლითები, რომლებიც მთელ დანაზოგს მოგპარავენ“ – ამ სათაურით BBC დავით კეზერაშვილის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტს აქვეყნებს.

მენტალური შვებულება თიბისი დაზღვევაში

თიბისი დაზღვევის თანამშრომლებს უკვე შეუძლიათ მენტალური შვებულებით სარგებლობა, რაც ნიშნავს, რომ გარდა სტანდარტული 24 დღიანი დასვენებისა ისარგებლებენ დამატებით 5 დღიანი შვებულებით.

 

“ჩვენ, როგორც მენტალური ჯანმრთელობის მხარდამჭერ კომპანიას, გვინდოდა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი ემოციური კეთილდღეობის მნიშვნელობაზე და ჩვენი თანამშრომლებისთვის შეგვექმნა გარემო, სადაც მათი საქმიანობა ერთნაირად სასარგებლოც იქნებოდა და კომფორტულიც. სწორედ ამიტომ, ეს არ არის მორიგი დასვენების დღე და უბრალოდ შვებულების გახანგრძლივება. ჩვენ ვართ პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევა გააჩინა ქართულ ბაზარზე, რადგან გააზრებული გვაქვს მისი წილი სრულფასოვან ცხოვრებაში. გვჯერა, რომ არ არსებობს ზოგადი კეთილდღეობა მენტალური ჯანმრთელობის გარეშე და გვინდა ერთნაირად ვიზრუნოთ როგორც მომხმარებლებზე, ასევე თანამშრომლებზე,”პაატა ღაძაძე, თიბისდაზღვევის გენერალური დირექტორი.

 

WHO-ს (World Health Organization) 2022 წლის კვლევების მიხედვით, დასაქმებულთა 60% გამუდმებით გადაღლას გრძნობს, რის გამოც მათი პროდუქტიულობა სამსახურში და ზოგადი კეთილდღეობა ცხოვრებაში იკლებს. გონებრივი “გადაწვა” ხშირად არის სტრესისა და შფოთვის მიზეზი, რასაც შედეგად არაპროდუქტიულობა და უკიდურეს შემთხვევაში დეპრესია მოჰყვება. ზოგადი მენტალური ფონის გაუარესებას ხელი პანდემიამაც შეუწყო. საბოლოოდ, ამან გააჩინა განტვირთვის კიდევ უფრო მეტი საჭიროება. აღსანიშნავია, რომ თიბისი დაზრვევაში მენტალური შვებულების გამოყენებისთვის არ არის საჭირო რაიმე დოკუმენტაციის წარდგენა ან განსაკუთრებული მიზეზი. ამ 5 დღის აღება ისევეა შესაძლებელი, როგორც სხვა დანარჩენი საშვებულებო დღეების. მთავარი მიზანი ამ დასვენების არის საკუთარ თავზე ზრუნვა და ემოციური კეთილდღეობისთვის დროის დათმობა.

 

მენტალური შვებულება საერთაშორისო ბაზარზეც ახალი სიტყვაა. დამატებითი დასვენების დღეების გამოყოფა 2020 წლიდან დაიწყეს ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორებიცაა LinkedIn (5 დღე), Nike (5 დღე), Bumble (5 დღე) და Google (8 დღე). თიბისი დაზღვევა კი პირველი კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელმაც ეს პრაქტიკა დანერგა და დასვენების დღეების რაოდენობითაც ინარჩუნებს სტანდარტებს.

 

“მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ გვინდოდა თანამშრომლებისთვის დამატებით რაიმე ნამდვილად ღირებული შეგვეთავაზებინა. საკუთარი თავისთვის დროის დათმობაზე უკეთესი კი ყოველდღიურ სტრესულ გარემოში, ალბათ, არაფერია. როგორც წესი, სტანდარტულ შვებულებას გართობისა და საოჯახო საქმეებისთვის ვიყენებთ ხოლმე და აღარ გვრჩება დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის. სწორედ ამ მოტივით დავამატეთ საშვებულებო დღეები. თიბისი დაზღვევის მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, ამისი გაკეთება კი მხოლოდ ბედნიერ თანამშრომლებს შეუძლიათ,” – თეა მახარაძე, თიბისი დაზღვევის ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი.

 

კომპანიაში გავრცელებული კულტურა გულისხმობს დასაქმებულებისთვის არა მარტო კეთილდღეობის უზრულველყოფას, არამედ სასიამოვნო გარემოსა და ცხოვრების შერგების შესაძლებლობას. თიბისი დაზღვევა დაარსების დღიდან ზრუნავს თანამშრომლებზე. კომპანიაში არის “ბედნიერი პარასკევი”, რომელიც მოკლე სამუშაო დღეს გულისხმობს; სხვადასხვა აქტივობები და შეჯიბრებები თანამშრომლების განტვირთვისა და ჰობების მხარდასაჭერად, ასევე ტრენინგები და სასწავლო კურსები მათი პერსონალური და პროფესიული განვითარებისთვის.

“სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ „ნაცმოძრაობას“ უფლება აქვს, ნებისმიერ რამეზე გაურიგდეს „ოცნებას”

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობას“ უფლება აქვს, ნებისმიერ რამეზე გაურიგდეს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ენმ“-ს მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის ფაქტების გამოძიება არ აწყობს.

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობას“ უფლება აქვს, ნებისმიერ რამეზე გაურიგდეს „ქართულ ოცნებას“. კობახიძე, მგონი ღიად დაემუქრა ამის შესახებ, რომ თუ ამ კომისიას შექმნითო „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელით დავიწყებთო. ზოგადად, ეს სასამართლო ისეთია, რომ საბოლოო ჯამში, როცა ამ სასამართლოზე დისკუსიების და მისი მორალური გასამართლების დრო მოვა, მას ქართველი ხალხი ერთობლიობაში განიხილავს, ეს სასამართლო „ნაცების“ დროს, ეს სასამართლო „ქოცების“ დროს.

ჩემი აზრით, თუ ამას ოდნავ კრიტიკულად შევხედავთ, თუ როგორ ხდება პირობითად „ნაცმოძრაობის“ დასუსტება და როგორ ხდება, ვთქვათ ის, რომ მას არ გააჩნდეს არანაირი იდეა, აკეთებდეს აქციებს, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება, როდესაც საგამოძიებო კომისიაა შესაქმნელი იქ რაღაცა მიზეზებით ამაში არ მონაწილეობდეს, როდესაც, მაგალითად, ჯარის რეფორმა ე.წ ფეიქ რეფორმა მიდის და იცი, რომ საბოლოო ჯამში, ახალგაზრდებს ამით დააშანტაჟებენ და „ქართულ ოცნებაზე“ ეცდებიან ხმა მიაცემინონ, შენ ამაში არ მონაწილეობ ეს არ გეხება. შეუძლებელია ეს შემთხვევითი იყოს“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

„ღალატის ფორმულა, გიორგი თარგამაძე თურმე ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით იღებს ხელფასს”

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე „BBC“-ის საგამოძიებო რეპორტაჟს, სადაც დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემაში მონაწილეობაზეა საუბარი, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ქადაგიძის განცხადებით, საინტერესოა „ფორმულას“ ჟურნალისტების რეაქცია ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელშიც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

„ღალატის ფორმულა, გიორგი თარგამაძე თურმე ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით იღებს ხელფასს. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ ფორმულას გიენებს, ამ გამოძიების შემდეგ…“ – წერს ქადაგიძე.

„მილიარდიანი თაღლითები, რომლებიც მთელ დანაზოგს მოგპარავენ“ – ამ სათაურით BBC დავით კეზერაშვილის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტს აქვეყნებს. საერთაშორისო მედიამ „ჯგუფ მილტონის“ კომპანიებთან კეზერაშვილის კავშირები დაადგინა.

Chapidze Heart Disease Center’s 142nd charity campaign for veterans in Nikozi

within the framework of the memorandum of mutual cooperation, the doctors of G. Chapidze Heart Disease Center launched the 142nd charity campaign for veterans of the war and defense forces and their family members living in the village of Nikozi, Gori Municipality. The campaign was organized by the State Service of Veteran Affairs.

The campaign included free examinations of the cardiological profile (a consultation with a doctor-cardiologist, electrocardiogram, echocardiography, laboratory studies). 65 beneficiaries of the Service benefited from the charity medical campaign free of charge, while 90 medical visits were paid.

Major General Koba Kobaladze, Director of the State Service of Veteran Affairs, Jandri Ubiria, Deputy Director, Gia Edilashvili, the head of the Monitoring and Audit Department, and Zviad Sabashvili, the head of Shida Kartli Regional Management Department, got acquainted with the course of the campaign on the spot.

The first memorandum of cooperation was signed between the State Service of Veteran Affairs and Chapidze Heart Disease Center in 2017. After five years of fruitful cooperation, the memorandum of cooperation was extended for another 5 years on April 16, 2022.

Within the framework of the memorandum of cooperation, charity medical campaigns for veterans of the war and defense forces and their family members are conducted permanently across Georgia. Today the doctors of Chapidze Heart Disease Center have conducted 142 charitable medical campaigns. Free medical services were provided to 12,626 beneficiaries.

The charity medical campaigns will be held for the veterans of the war and defense forces throughout the country in the future as a part of the memorandum of cooperation regarding which the veterans will be notified in advance.

„დღეს მორიგი პარაზიტები ჩაუდგნენ დამრიგებლურ პოზაში ხელისუფლებას” – დავით ქართველიშვილი

ორი-სამი თქვენი კონკრეტული „ძალისხმევა“ გააჟღერეთ იმ პროცესებში, სადაც არც აქამდე აპირებდით მონაწილეობის მიღებას და არც ამიერიდან გესაქმებათ რამე, – ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორად წოდებული ანტისამთავრობო ორგანიზაციებისთვის ყველაზე მტკივნეულია იმის აღმა, რომ უდიდესი ვარაუდით, საქართველო სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

„დღეს მორიგი პარაზიტები ჩაუდგნენ დამრიგებლურ პოზაში ხელისუფლებას, რომელიც სძულთ, რომელსაც ვერ ერევიან ვერც კონსტიტუციურად და ვერც რევოლუციურად, მაგრამ რომლის პირობებში იძულებით უწევთ თავისი ყოვლად უსარგებლო და მავნებლური საქმიანობის გაგრძელება. საუბარია უცხოური გავლენის აგენტებზე, აგენტოკრატების ლაქიებზე – ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებულ „არასამთავრობო“ ორგანიზაციებზე.

როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების ამ ყველაზე უსარგებლო სეგმენტისთვისაც გახდა ცნობილი, რომ უდიდესი ვარაუდით – სწორედ ეს ხელისუფლება მიიღებს ჯილდოდ იმ „სანუკვარ ტორტს“, EU წევრობის კანდიდატის სტატუსის სახით, რომლის „გამოცხობაში“ არასამთავროებს არანაირი დადებითი წვლილი შეტანილი არ ჰქონიათ. მათ არ შეუძენიათ არც საჭირო ინგრედიენტები, არ მოუმზადებიათ არც ბისკვიტი, არც კრემი. არ მიუღიათ მონაწილეობა გამოცხობაში – პირიქით, ცდილობდნენ ხან ღუმელში ტემპერატურის აწევას, ხან ღუმელის ჩაქრობას. მაგრამ „ტორტი“ დიდი ალბათობით – მაინც შედგება.

ტრადიციული უსირცხვილობით და უნამუსობით შემკობილები, ეს პარაზიტები თეფშებითა და კოვზებით ემზადებიან „ტორტის“ გასაჭრელად და ერთადერთ „შეფ-მზარეულს“ – ხელისუფლებას, უტიფრად ახსენებენ: „ხომ იცი, გემოზე პასუხისმგებლები თქვენა ხართ, მაგრამ – არ დაგავიწყდეთ ჩვენი დიდი „ღვაწლი“ და „მოღვაწეობა“, თუ კი საბოლოო პროდუქტის გემო ჩვენც დაგვაკმაყოფილებს“. გასულ თვეში, ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთო, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. გვახსოვს! პარლამენტის შენობის დაზიანება და შიგნით შეღწევის გეგმები, „მოლოტოვის კოქტეილები“, გადამწვარი მანქანები – თქვენს „ევროპულ ფასეულობებს“ რა დაგვავიწყებს. არ დაგავიწყდეთო – ახსენებენ ეს მუქთახორა მანქურთები ხელისუფლებას: „ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს“ და მანდ არაფერი შეგეშალოთო.

ვაცხადებთო, ამ პარაზიტებმა, რომ „ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება“. არ გვინდა მაქსიმალური! ორი-სამი თქვენი კონკრეტული „ძალისხმევა“ გააჟღერეთ იმ პროცესებში, სადაც არც აქამდე აპირებდით მონაწილეობის მიღებას და არც ამიერიდან გესაქმებათ რამე.

12 პუნქტიდან ძირითად გადასალახავ პოზიციას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური და სადეპუტატო კონტინგენტის ძალისხმევა – თქვენ არც ერთს წარმოადგენთ, არც მეორეს. ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, 2023 წლის ბოლოს, სიამაყით უნდა განვაცხადოთო, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა – აცხადებენ ეს ვერშემდგარი პუტჩისტები და „მაიდანისტები”. თქვენს ცალ ფეხზე მდგომ და წაკუზულ მდგომარეობაში მყოფ „სიამაყის“ პოზიციონირებას – „მთელ საზოგადოებაზე“ ნუ მოახდენთ, ნორმალურებს თავი გაგვანებეთ და ჯანდაბას, იმ ტორტის ნაჭერს თქვენც მოგიჭრით. მთელი ცხოვრება – „მუქთა იყოს, კუბო იყოს“ – პრინციპით რომ გაგიტარებიათ, ახლა მაინც ძალიან ნუღარ იჭაჭებით და საქმიან პოზაში ნუ დგებით. არ გიხდებათ“,- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე ნ.გ, ბ.ბ, ზ.ს და ლ.ბ დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულმა პირებმა 2023 წლის მარტსა და აპრილში 3 050 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს 6 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ გასაღებული ყალბი აშშ დოლარის კუპიურები არის მაღალი ხარისხის, მასზე ასახული პორტრეტები და ღირებულების აღმნიშვნელი ციფრობრივი ჩანაწერები შესრულებულია ღრმა მეტალოგრაფიული ბეჭდვის წესით და დამზადებულია სტამბურად.

გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“გეოპოლიტიკური ცვლილებების გარდაუვალობის მიუხედავად, დაინტერესებული პირების მხრიდან არის მცდელობა, საქართველო კვლავ ძველ რეალობაში ჩატოვონ”

„ნაც-ლიბერალური კოჰორტა და მათი ამერიკელი პატრონები ყველა აკრძალულ მეთოდს იყენებენ, რომ ის, მათი სასურველი მოდელი, რაც სხვაგან ყველგან ჩამოეშალათ, პატარა საქართველოში მაინც შეინარჩუნონ,“ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შაქარიშვილი განმარტავს, გეოპოლიტიკური ცვლილებების გარდაუვალობის მიუხედავად, დაინტერესებული პირების მხრიდან არის მცდელობა, საქართველო კვლავ ძველ რეალობაში ჩატოვონ. მისივე თქმით, ევროპელი ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ევროპა ბრმად ვეღარ გაჰყვება ვაშინგტონის პოზიციას, ამის საპასუხოდ კი, საქართველომაც უნდა გააძლიეროს სუვერენიტეტი, გააძლიეროს სამშვიდობო პოლიტიკა და ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიოს ახალ წესრიგში.

„ჯერ იყო და პეკინიდან პარიზში მიმავალმა მაკრონმა თვითმფრინავშივე მისცა ინტერვიუ, რომელიც დახუნძლული იყო უმნიშვნელოვანესი გზავნილებით. საფრანგეთის პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს აშშ-ზე დამოკიდებულება და გამოიჩინოს სიმტკიცე რათა არ გახდეს ამერიკის დამყოლი ყველა საკითხში. ამ ისტორიული მნიშვნელობის განცხადებიდან, არ გასულა ორი დღე და ახლა უკვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს – “ევროპა ბრმად ვეღარ გაჰყვება ვაშინგტონის პოლიტიკას!” აღნიშნული განცხადებით მან გააგრძელა მაკრონის ნარატივი და იქვე ხაზი გაუსვა, რომ მაკრონი არ არის ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც ასე ფიქრობს. ცხადია, ევროპის გამოღვიძება უფრო ფართო პაზლის ნაწილია, რომელშიც კიდევ ბევრი გარემოება ერთიანდება – ჩინეთის ინტენსიური და მძლავრი გააქტიურება; ასევე ჩინეთის შუამდგომლობით დალაგებული ურთიერთობები საუდის არაბეთსა და ირანს შორის; თურქეთის უკიდურესად კრიტიკული პოზიცია აშშ-ის მიმართ; გზავნილი ისრაელიდან(რომელიც ამერიკის ყველაზე მჭიდრო მოკავშირე იყო) იმის შესახებ, რომ ისრაელი არ არის კიდევ ერთი ვარსკვლავი ამერიკის დროშაზე; სრულიად ახალი და მასშტაბური საფინანსო-ეკონომიკური გადაწყვეტილებები მსოფლიო ეკონომიკაში დოლარზე დამოკიდებულების შესამცირებლად; უკრაინის გარდაუვალი გამარჯვების, როგორც უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე დიდი მითის დასრულება და ა.შ. და ა.შ.

მეტყველებს თუ არა ეს ყველაფერი, რომ რაღაც ძირეულად იცვლება “საჭადრაკო დაფაზე?” შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ისე ვეღარ გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო? დიახ, ნამდვილდ ასეა! ეს უკვე ყველამ კარგად იცის, მაგრამ ჩვენ ქვეყანას მაინც იქ ექაჩებიან და ცდილობენ იმ რეალობაში ჩაგვტოვონ, რომელიც ჩვენს თვალწინ ინგრევა და უნდათ, რომ ამ ნანგრევებში მოგვიყოლონ! ნაც-ლიბერალური კოჰორტა და მათი ამერიკელი პატრონები ყველა აკრძალულ მეთოდს იყენებენ, რომ ის, მათი სასურველი მოდელი, რაც სხვაგან ყველგან ჩამოეშალათ, პატარა საქართველოში მაინც შეინარჩუნონ! ამიტომ ვხედავთ ისეთ არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს, როგორიც იყო მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება; როგორიც იყო წარმოუდგენლად მასშტაბური შეტევა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე; როგორიც არის საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და დაუსრულებელი მცდელობები ჩვენს ქვეყანაში გადატრიალების მოსაწყობად.

მაგრამ, ეს მცდელობები სასოწარკვეთილის ხავსზე ჩაბღაუჭებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ საფრთხეს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოების გათვალისწინებით. ცხადია, მოდუნების უფლება არ გვაქვს! პირიქით, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სუვერენიტეტი, გავაგრძელოთ სამშვიდობო პოლიტიკა და მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენი ღირსეული ადგილის დაკავებას ახალ მსოფლიო წესრიგში!“ – წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუკზე.

“შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს”- საელჩო

შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც საელჩოში აცხადებენ, „აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში“.

„ეს ყველაფერი კი უფრო დემოკრატიული და თანასწორი საზოგადოების განვითარების წინაპირობაა. USAID-თან პარტნიორობით, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის 10 ქართველი მოსამართლე საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა გამოხატვის თავისუფლების ირგვლივ გამოცდილების გაზიარებას. მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს და შეხვდნენ აშშ-ის სასამართლო ექსპერტებს. ასევე ესტუმრნენ სიტყვის თავისუფლების ინსტიტუტს და ჟურნალისტთა კომიტეტს პრესის თავისუფლებისთვის, რათა მიეღოთ ინფორმაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და იმ გამოწვევების შესახებ, რასაც ჟურნალისტები აწყდებიან. მედიასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვის მიზნით მოსამართლეები ასევე შეხვდნენ „New York Times”-ის წარმომადგენლებს. მათ, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ დავის განხილვას აშშ-ის ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში და მიეღოთ ღირებული ინფორმაცია სააპელაციო პროცესების შესახებ.

სასწავლო ვიზიტისთვის მოსამართლეების შერჩევა საკმაოდ კონკურენტული იყო. ღია კონკურსში მონაწილეობა სამოცმა კანდიდატმა მიიღო. შერჩეული მოსამართლეები საქართველოს შვიდ სხვადასხვა სასამართლოს წარმოადგენენ. გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიის საყრდენს ყველგან. ის ხელს უწყობს ინოვაციას, განათლებას, საზოგადოების ინფორმირებულობას და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების დაცვაში. გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ხშირად, სწორედ სასამართლოს საშუალებით ხორციელდება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოსამართლეებს და სამართლის სფეროს სხვა პროფესიონალებს, მიიღონ დასაბუთებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და გარე გავლენისგან“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“წარმოუდგენელი ფენომენია-თუ ოდესმე დიდი ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი იყავი ,როგორ შეიძლება მისი სრული ანტიპოდი მოგწონდეს!!”-სანდრო ბრეგაძე

ყველაზე მეტად 80-იანი წლების ბოლოს დაწყებული ეროვნული მოძრაობიდან ის ჩემი მეგობრები ,თანამებრძოლები მაოცებს და მაკვირვებს – დღეს ” მიშისტები “ რომ არიან და ოდესღაც ზვიადის მომხრეები იყვნენ ‼️

წარმოუდგენელი ფენომენია – თუ ოდესმე დიდი ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი იყავი ,როგორ შეიძლება მისი სრული ანტიპოდი მოგწონდეს ‼️

რამე , თუნდაც ერთი მცირე ნიუანსი ხომ მაინც უნდა ჰქონდეთ მათ საერთო ⁉️

ზვიადი ხომ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა , სააკაშვილი კი თანამდებობის გულისთვის დინებას მიყვებოდა და ჭაობში ცხოვრობდა ‼️
ზვიადი სკოლის ასაკიდან სისტემას – ბოროტების იმპერიას დაუპირისპირდა, კარიერა უარყო, ციხე და გადასახლება არჩია უზრუნველ ცხოვრებას – მიშა თავიდანვე კარიერისტი, კონფორმისტი, კომკავშირელი, საბჭოთა კგბ-ს ჯარისკაცი, შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდა ლიდერი გახლდათ ‼️

ზვიადი მორალური , ზნეობრივი , ოჯახის ერთგული კაცი იყო – მიშა … …. აღარ გავაგრძელებ , ისედაც ყველამ კარგად იცით მისი გარყვნილების ამბავი ‼️

ზვიადი მორწმუნე , მართლმადიდებელი , ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო , ეკლესიებს აშენებდა , რწმენას განამტკიცებდა – მიშა ათეისტი , მართლმადიდებლობის – ქრისტიანობის მტერი , ეკლესიების დამანგრეველი ‼️

ზვიადი მეცნიერულ დონეზე იკვლევდა ქართულ ლიტერატურას , ისტორიას , ფილოსოფიას , განსაკუთრებით ვეფხისტყაოსნის გამოკვლევაა აღსანიშნავი – მიშამ ვეფხისტყაოსნიდან ერთი სტროფის წარმოთქმა დააპირა და ისიც შეეშალა, საქართველოს ისტორიის აზრზე არ იყო , ქართულ ლიტერატურას საერთოდ არ იცნობდა ‼️

ზვიადმა რელიგია , რელიგიის ისტორია , რელიგიის ფილოსოფია უმაღლეს მეცნიერულ დონემდე იცოდა – მიშა პირჯვარს ვერ იწერდა , ბიბლიისა და სახარების ცოდნაზე რომ არაფერი ვთქვათ ‼️

ზვიადი უკიდურესად ჰუმანური ადამიანი იყო ( გვახსოვს მისი სიტყვები-ისინი ტყვიას გვესვრიან-ჩვენ ყვავილები ვესროლოთ ) – მიშა დაუნდობელი , სადისტი , შეუბრალებელი ( ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში ) ‼️

ზვიადმა კორუფცია არც კი იცოდა რა იყო , ხელფასსაც კი უპატრონო ბავშვთა სახლს ურიცხავდა , როდესაც პუტჩის შემდეგ სომხეთში მოუწია იძულებით წასვლა,პრეზიდენტ კაცს ფული არ აღმოაჩნდა რომ მასთან მყოფი ხალხისთვის საჭმელი ეყიდა – მიშა მილიონერი გახდა, ყველა დიდი ბიზნესიდან წილს იღებდა , ცოლები – შვილები ააშენა და დაასახლა, დედამისი თუ ბიძამისი დღესაც მილიონებში ცურავენ ‼️
ზვიადი შეგნებულად წავიდა თვითშეწირვის აქტზე , საქართველოში დაბრუნდა , ომში- სამეგრელოს ტყეში მოკლეს ბრძოლის ველზე , არც კი უფიქრია ალყაშემორტყმულს შევარდნაძისთვის შეწყალება ეთხოვა – მიშა “ სმეტანის” ბანკებში ჩაიმალა,როდესაც დააპატიმრეს მოთქმა დაიწყო, ხან სალომე ზურაბიშვილს ეხვეწება შემიწყალეო და ხან ხელისუფლებას ‼️

ზვიადი პატიოსნება და სინათლე იყო – მიშა ავაზაკობა და სიბნელე ‼️

ზვიადის გზა უფლის გზაა , გარდაუვალი აღდგომის გზაა – მიშას გზა ბარაბას გზაა , წარწყმედის გზაა ‼️

ამიტომაც იყო რომ მისი დამხობის შემდეგაც კი ათასობით უიარაღო ადამიანი გამოდიოდა დემონსტრაციებზე, ტყვიას არ უშინდებოდა და თავს სწირავდა კანონიერი პრეზიდენტისთვის – მიშა , მისი ოჯახი , გარემოცვა უამრავ ფულს ხარჯავს, ლობისტებს ქირაობს, თანხებს უხდის მის და ავტობუსებს ქირაობს მომხრეებს , მაგრამ 1000 კაცს ვერ აგროვებს მის მხარდასაჭერად ‼️

ერთადერთი საერთო ზვიადს და მიშას ის აქვთ , რომ ორივემ კარგად იცოდა ინგლისური ენა – ამის მეტი არაფერი , საერთოდ არაფერი ‼️
გიყვარდეს ზვიადი და მხარს უჭერდე მიშას , იგივეა გყვარებოდა ილია და მხარი დაგეჭირა ფილიპე მახარაძისთვის ‼️

ამიტომ მიკვირს ამ ხალხის , ამიტომ ვერ გამიგია მათთვის – ეტყობა რაღაც სერიოზულ, ამოუხსნელ ფენომენთან, ოკულტიზმთან, სექტანტობასთან გვაქვს საქმე ‼️

გიყვარდეს მიშა და გიყვარდეს მისი გამზრდელი შევარდნაძე – აი ეს კი ლოგიკურია ‼️

ერთს გთხოვთ – “ ზვიადის სული მიშაში გადასახლდაო “ ასეთ სულელურ-მარაზმს მაინც ნუღარ გაიმეორებთ , ამით ხომ უდიდეს შეურაცხყოფას აყენებთ ზვიად გამსახურდიას ნათელ სახელს ‼️

უფალმა გაგინათოთ გონება და ღმერთმა გიშველოთ ‼️‼️‼️”- წერს სანდრო ბრეგაძე.