Home Blog Page 2250

“პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში ჩავიდა” – კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონში, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის შტაბბინას და ლუგანსკში, ეროვნული გვარდიის ჯგუფის „ვოსტოკის“ შტაბბინას ეწვია, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში „დნეპრის“ ჯარების დაჯგუფების შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ხელმძღვანელების მოხსენებები“, – აცხადებენ კრემლში.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პუტინი დაინტერესდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით არსებული სიტუაციით – პუტინმა მეთაურებს განუცხადა, რომ „მნიშვნელოვანია“ მათი მოსმენა და ინფორმაციის გაცვლა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მოსმენა, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია, მოგისმინოთ, გავცვალოთ ინფორმაცია“, – განაცხადა პუტინმა სამხედრო მეთაურებთან შეხვედრაზე.

“დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს”-ლავროვი

რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ არაერთხელ ავხსენით დეტალურად, რა ხდება, მიზნები, რაც ამ კუთხით გვაქვს”, – განაცხადა ლავროვმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ბრაზილიელ კოლეგასთან განიხილა კონტექსტი, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რათა ასეთი პრობლემები არა ხანმოკლე ვადით, არამედ გრძელვადიანი შეთანხმებების საფუძველზე მოგვარდეს.

შეგახსენებთ, 7 აპრილს ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებები შეიძლება მხოლოდ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს.

“ხალხს აგიჟებენ, აქციების დასაშლელად შეიტანეს კანონში ცვლილებაო”- ამირან სალუქვაძე

“უწიგნურ ოპოზიციას უნდა ვუპასუხო თავდაცვის კოდექსის, კერძოდ სამხედრო პოლიციის სპეცსაშუალებების ირგვლივ ატეხილ მორიგ ხმაურზე,”- ასე პასუხობს  ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე  ოპოზიციას თავდაცვის კოდექსის, კერძოდ სამხედრო პოლიციის სპეცსაშუალებების ირგვლივ ატეხილ მორიგ ხმაურთან დაკავშირებით.
“უწიგნურ ოპოზიციას უნდა ვუპასუხო თავდაცვის კოდექსის, კერძოდ სამხედრო პოლიციის სპეცსაშუალებების ირგვლივ ატეხილ მორიგ ხმაურზე.
გუშინ და, საერთოდ, ამ დღეებში არ მინდოდა პოლიტიკურ თემებზე რაიმეს დაწერა, მაგრამ ხალხს აგიჟებენ, აქციების დასაშლელად შეიტანეს კანონში ცვლილებაო, და ვიღაცამ ხომ უნდა უპასუხოს?!
თავდაცვის კოდექსში გაერთიანებული იქნა რამდენიმე კანონი, რომლებიც არეგულირებდნენ თავდაცვის სამინისტროს ფუნქციონირებას, ოღონდ ახალი რედაქციით.
ერთ-ერთი ასეთი კანონი იყო “კანონი სამხედრო პოლიციის შესახებ”, რომელიც სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ, საჯარო განხილვის გარეშე, როგორც სჩვეოდათ, მიიღეს 2007 წლის 8 ივნისს.
ხელკეტის, ცრემლსადენი გაზის, ელექტროშოკის და სხვა სპეცსაშუალებების გამოყენების უფლება სამხედრო პოლიციას მიეცა ზუსტად ამ 2007 წლის კანონის შესაბამისად.
თავდაცვის კოდექსში “კანონი სამხედრო პოლიციის შესახებ” გადმოტანილი იქნა, ოღონდ ახალი რედაქციით და შევიდა ცალკე თავის სახით, ხოლო სპეც საშუალებების მხრივ არაფერი დამატებია. ვიმეორებ, უბრალოდ ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. ძველშიც და ახალშიც წერია “საზოგადოებრივი წესრიგის” დასაცავად და სხვა მიზნებისთვის, მაგალითად დაცულ ობიექტებზე თავდასხმის აღსაკვეთად.
ისე გამარგინალდა ოპოზიცია, აღარც ინსტიტუციონალური მეხსიერება აქვთ, აღაც კითხვის და კანონების გაანალიზების უნარი. კანონშემოქმედებაზე საუბარი აღარაა.
კოდექსმა 3 მოსმენა გაიარა, თვეებია განხილვაშია და ახლა აღმოაჩინეს?!
ჩემი შეფასებით, ეს კოდექსი არაა იდეალური. მასში, გარდა გარკვეული ნიუანსებისა, რომლებსაც არ ვეთანხმები, კიდევ რამდენიმე კანონი (არ ჩამოვთვლი. ეს ოპოზიცია მაინც ვერ გაიგებს) უნდა შევიდეს. თუმცა ამ ცვლილებების განხორციელებას კიდევ ბევრი, ალბათ 2-3 წელი მუშაობა სჭირდება. შემდეგ კი კოდექსის ახალი რედაქციის მიღება იქნება საჭირო.
სანამ ხმაურს ატეხავთ, თქვენი თუ არ იცით, კონსულტაციები მაინც გაიარეთ?!
ამიტომ აღარ მაქვს ხოლმე განწყობა შიდა პოლიტიკაზე დრო დავკარგო. ოპოზიციის კვალიფიკაციამ ყველა ანტი-რეკორდი მოხსნა. არაა საინტერესო,”- წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

“ისინი, ვინც რუსეთს უკრაინასთან ომში ეხმარებიან, მძიმე საფასურს გადაიხდიან”

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ისინი, ვინც რუსეთს უკრაინასთან ომში ეხმარებიან, მძიმე საფასურს გადაიხდიან. ამის შესახებ ნათქვამია იაპონიაში გამართულ შეხვედრის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მოწოდებას მესამე მხარეების მიმართ, შეწყვიტონ რუსეთის დახმარება ომში, ან გადაიხადონ ამისთვის მძიმე საფასური. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას, რათა თავიდან ავიცილოთ და ვუპასუხოთ მესამე მხარის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემას და გავაგრძელებთ ზომების მიღებას მათ წინააღმდეგ, ვინც მატერიალურად უჭერს მხარს რუსეთს“, – აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი დაპირება ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ მიუღებელია.

18 პრილის ამინდის პროგნოზი

18 აპრილს ქუთაისში +26 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც გამოიდარებს. დღისით +18 გრადუსია, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +203გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ნალექიანი დღე იქნება ბორჯომშიც, დღისით +21 ღამის ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში უნალექო დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +12, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო ამინდია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც გამოიდარებს. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +15 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.

“ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებასთან ძალიან ახლოსაა, რაშიც „ხალხის ძალას“ საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის”

დღეს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ბევრი საუბრობს, რომ საქართველოს შემოდგომაზე EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გარდაუვალი საკითხია. თუ ეს ასეა, ამაში „ხალხის ძალას“ ეკუთვნის მნიშვნელოვანი როლი. კანონპროექტის ინიცირებითა და მისი შემდგომი გამოწვევით ჩვენ მკაფიო სიგნალი გავუგზავნეთ ევროსტრუქტურებს, რომ მათ რიგებში მყოფ დაინტერესებულ მხარეს ჩვენი რადიკალური ძალების იმედი საშემოდგომო არეულობისა თუ პროცესების „მაიდანიზაციის“ კუთხით არ უნდა ჰქონდეს, ხოლო საზოგადოებაში „ევროგაცრუების გრადუსის აწევა“ სავსებით მოსალოდნელია. 7-8 მარტის მოვლენებმა ვადამდე ადრე ითამაშეს დესტრუქციული „ფალსტარტის“ როლი იმის მკაფიო ჩვენებით, რომ სახიფათო ექსპერიმენტების გზაზე დღეს არა საქართველო, არამედ ევროკავშირი იმყოფება. ამ თვალსაჩინოების პროცესებში „ხალხის ძალის“ როლი ფასდაუდებელია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, საზოგადოებრივი მოძრაობის არსებობის ექვსთვიანი პერიოდის შეჯამებისას სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებასთან ძალიან ახლოსაა, რაშიც „ხალხის ძალას“ საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის. გარდა ამისა „ხალხის ძალამ“ თავისი ნახევარწლიანი არსებობის მანძილზე საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდასა და ქვეყნისთვის სასარგებლო ბევრ სხვა საქმეში.

„აღდგომასთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დღევანდელი შემადგენლობით დაფუძნებას ნახევარი წელიწადი შეუსრულდა. ეს ბევრიც არის და ცოტაც. ცოტაა პერიოდის თვალსაზრისით. ბევრია იმ შედეგების კუთხით, რაც ყველასთვის თვალნათელია და რომელთა ძირითად მიმართულებაზე მინდა, ჩვენი საზოგადოების ყურადღება გავამახვილო, მით უმეტეს იმ მიზნითაც, რომ „ხალხის ძალის“ საქმიანობის ნაყოფს დღეს მავანი საკუთარი ძალისხმევისთვის მიწერას ცდილობს, რაც არასწორია. სულ რაღაც ექვს თვეში ჩვენმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ შეძლო შემდეგი:

– საერთაშორისო და ლოკალური პოლიტიკური გარემო საქართველოსთან თანაბარუფლებიანობასა და პარტნიორულ ურთიერთობებზე დაფუძნებულ დიალოგს მიაჩვია, რაც გამორიცხავს „აგენტოკრატ – ლაქიას“ ფორმატს. ეს ეფუძნება მაქსიმალურ გამჭვირვალობას, სიმართლესა და ურთიერთპატივისცემას. ამ გზით, „ხალხის ძალამ“ მოკლე პერიოდში მიაღწია იმას, რომ მოქმედი ხელისუფლებაც პარტნიორებთან არაჯანსაღი ურთიერთობების მძევლობიდან გამოიყვანა. დღეს საქართველო საკუთარ მეკავშირეებთან ანტივასალურ დამოკიდებულებაში უფრო წინ არის წასული, ვიდრე პირიქით, მაგრამ ძირითადი, რაც მოხდა – საქართველომ მსოფლიოს აუწყა, რომ სხვა ტიპის ურთიერთობებს მოქმედ ხელისუფლებასთან ადგილი აღარ ექნება.

– „ხალხის ძალამ“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეები კულუარული და კატაკომბური მდგომარეობიდან სააშკარაოზე გამოიტანა. პირველად მან ატეხა განგაში და ამ ვერაგი მცდელობის ყველა გამჟღერებელი აქტორი დაასახელა. ჩვენმა საზოგადოებამ „გლობალური ომის პარტიის“ სურვილები ჩვენი ქვეყნის დამღუპველ პროცესებში ჩართვის შესახებ ფაქტობრივად გამოააშკარავა და ჩანასახშივე გაანადგურა. ჩვენმა ძალისხმევამ, როგორც მინიმუმ, მოლდოვაშიც შეაჩერა მსგავსი მცდელობები, ვინაიდან „გლობალური ომის პარტიის“ რეგიონული მიზნები და ამოცანები „მზის შუქზე“ გამოვიტანეთ.

– „ხალხის ძალის“ მიერ საკუთარ საზოგადოებასთან და საერთაშორისო ძალებთან სიმართლესა და პირდაპირობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ფორმატმა ჩანასახშივე შეუწყო ხელი ისეთი პროცესების გაუვნებლებას, როგორიც იყო: „არასამთავრობო“ სექტორის ვერშემდგარი ჯანყი, ქვეყნის „აყირავებისა“ და გადატრიალების არა ერთი უშედეგო მცდელობა.

– გამოაშკარავდა ის, რომ „გლობალური ომის პარტიამ“ „ხალხის ძალა“ მიიჩნია თავისი ზრახვების ძირითად ჩამშლელად. ეს ნათლად ჩანს ჩვენი მოძრაობის პირდაპირ სამიზნეში აყვანასა და სტიგმატიზაციის არაერთ მცდელობაში, თითქოს ჩვენ ვიმართებით კრემლიდან, ვიყენებთ ФСБ-ს სახელმძღვანელოებს, ხელს ვუწყობთ დემოკრატიის „უკუსვლას“, გამოვირჩევით ანტიდასავლური და აგრესიული რიტორიკით.

– „ხალხის ძალის“ ყურადღების და რეაგირების მიღმა არ დარჩა, შვეიცარიის ბანკ „კრედიტ სუისის“ მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიმდინარე არაფორმალური სანქცირების არც ერთი ფაქტი. ქართველი მოსამართლეების მიმართ გამოცხადებული უსამართლო და უსაფუძვლო შევიწროება ასევე იყო და რჩება „ხალხის ძალის“ დღის წესრიგის ძირითადი ნაწილი.

– „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან „ხალხის ძალაზე“ მიტანილი უპრეცედენტო შეტევის აპოგეას წარმოადგენდა ამერიკული FARA-ს კანონის საფუძველზე ეროვნულ საკანონმდებლო სისტემაში არსებული ხარვეზის გამოსწორების მცდელობა. ჩვენი ქართულ რეალობაზე მორგებული კანონპროექტი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ მომენტალურად შერაცხეს „რუსულ კანონად“. ამ ცილისწამებაზე იყო აგებული მასობრივი არეულობების ინსპირირება, მსხვერპლის პროვოცირება და ქვეყანაში ახალი „მაიდანის“ მოწყობა.

– ადგილობრივ დესტრუქციულ ძალებსა და მათ საერთაშორისო წამქეზებლებს „ხალხის ძალისა“ და მოქმედი ხელისუფლების დამსახურებით ხელიდან გამოეცალათ თავისი შორს მიმავალი და სისხლიანი გეგმების განხორციელების ბერკეტები, როდესაც, ვითარების განეიტრალების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე „მაიდანის“ ტრიგერად გამოსაყენებელი კანონპროექტი უკან გამოგვეწვია.

– დღეს ქართული საზოგადოება მშვენივრად ხედავს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის ხორცშესხმის გზას თვით ევროკავშირი და მის გარდა სხვა ბევრი სახელმწიფო დაადგა. „რუსული კანონის“ მითი ისე დაიმსხვრა, რომ ამ ცილისწამების კამპანიიდან რამე პრაქტიკული შედეგის დადგომამდე საქმე ვერც მივიდა და ამ პროცესის მთავარი გმირი სწორედ „ხალხის ძალა“ იყო.

– დღეს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ბევრი საუბრობს, რომ საქართველოს შემოდგომაზე EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გარდაუვალი საკითხია. თუ ეს ასეა, ამაშიც „ხალხის ხალას“ ეკუთვნის მნიშვნელოვანი როლი. კანონპროექტის ინიცირებითა და მისი შემდგომი გამოწვევით ჩვენ მკაფიო სიგნალი გავუგზავნეთ ევროსტრუქტურებს, რომ მათ რიგებში მყოფ დაინტერესებულ მხარეს ჩვენი რადიკალური ძალების იმედი საშემოდგომო არეულობისა თუ პროცესების „მაიდანიზაციის“ კუთხით არ უნდა ჰქონდეს. ხოლო საზოგადოებაში „ევროგაცრუების გრადუსის აწევა“ სავსებით მოსალოდნელია. 7-8 მარტის მოვლენებმა ვადამდე ადრე ითამაშეს დესტრუქციული „ფალსტარტის“ როლი იმის მკაფიო ჩვენებით, რომ სახიფათო ექსპერიმენტების გზაზე დღეს არა საქართველო, არამედ ევროკავშირი იმყოფება. ამ თვალსაჩინოების პროცესებში „ხალხის ძალის“ როლი ფასდაუდებელია.

ასე რომ, ნახევარ წელიწადს ჩვენს ნერვებზე, აქტიურობასა და ბრძოლის შედეგიანობაზე ფუჭად არ ჩაუვლია. არც სხვისი წვლილის მორგებას ვცდილობთ საკუთარ მხრებზე, მაგრამ არც საკუთარის დათმობასა თუ დაკნინებას დავუშვებთ. წინ არანაკლებად დაძაბული პერიოდი გველის, რომელსაც, უფლის ნებითა და ხალხის ძალით, ასევე წარმატებულად გავუმკლავდებით,“- წერს დავით ქართველიშვილი.

“უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 470 ჯარისკაცი მოკლეს” – ომის 419-ე დღე

ომის 419-ე დღეს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 470 ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 183 130-ს მიაღწია, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 661 ტანკს, 7 098 ჯავშანმანქანას, 2 810 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 308 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 676 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 262 უპილოტო საფრენ აპარატს, 330 ერთეულ სპეცტექნიკას, 911 ფრთოსან რაკეტას.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყოველთვის, როდესაც უკრაინისთვის პარტნიორების მხრიდან იარაღის მიწოდება ფერხდება, უკრაინელ სამხედროებს ეს სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

„ხელი მოვაწერე სახელმწიფო ჯილდოებით უკრაინის შეიარაღებული ძალების 127 მებრძოლის დაჯილდოებას, მათგან 68 – სიკვდილის შემდგომ დაჯილდოვდა. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება: ყოველ ჯერზე, როცა გვესმის, რომ იარაღის დაპირებული მოწოდება ფერხდება, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩნდება ეჭვი უკრაინისთვის მისაწოდებელი იარაღის ტიპზე, დიაპაზონზე ან სხვა მახასიათებლებზე – ეს ნიშნავს, რომ უკრაინელი მეომრები თავიანთ სიცოცხლეს სწირავენ, რათა იყოს დრო, რომელიც იხარჯება დარწმუნებაზე, რომ აუცილებელი იარაღის მიწოდება შედგეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა ომი უნდა წააგოს და ეს უკრაინისა და მისი პარტნიორების ერთობლივი პასუხისმგებლობაა.

„აგრესორმა უნდა წააგოს და ეს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ერთობლივი პასუხისმგებლობაა. ვიყოთ მაქსიმალურად აქტიური იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში, რათა ჩვენი ერთობლივი გამარჯვება დავაჩქაროთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ არაერთხელ ავხსენით დეტალურად, რა ხდება, მიზნები, რაც ამ კუთხით გვაქვს”, – განაცხადა ლავროვმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ბრაზილიელ კოლეგასთან განიხილა კონტექსტი, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რათა ასეთი პრობლემები არა ხანმოკლე ვადით, არამედ გრძელვადიანი შეთანხმებების საფუძველზე მოგვარდეს.

შეგახსენებთ, 7 აპრილს ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებები შეიძლება მხოლოდ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს.

 

 

სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს

აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას სუდანში ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა არავინ დაშავებულა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„გუშინ, ამერიკულ დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს, ყველანი უსაფრთხოდ და უვნებლად არიან“, – განაცხადა ბლინკენმა. მან თავდასხმას „უგუნური, უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი“ უწოდა და თქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

ბლინკენის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა ამ დილით სუდანის არმიისა და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მეთაურებს და მათ 24-საათით ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჯონ კირბიმ კი განაცხადა, რომ ამჟამად არ იგეგმება ამერიკელი პერსონალის ევაკუაცია სუდანიდან და მოუწოდა ყველა ამერიკელს, რომ სიტუაციას მოეპყრონ „სრული სერიოზულობით“.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩს საკუთარ სახლში, სუდანის დედაქალ ხართუნში თავს დაესხნენ. ამასთან, აიდან ოჰარას თავდასხმის შედეგად სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოკლულია 185 ადამიანი, 1 800-ზე მეტი კი დაშავებულია. დედაქალაქ ხართუმში საჰაერო დარტყმები ხორციელდება, მხარეები მძიმე შეიარაღებას იყენებენ.

სუდანში შეტაკებებს სულ მცირე 185 ადამიანი ემსხვერპლა, 1800-ზე მეტი კი დაიჭრა

სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. გავრცელებული ცნობით, ხართუმში მთელი ღამის განმავლობაში საარტილერიო ცეცხლი იყო გახსნილი.

არეულობა ქვეყანაში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, სამი დღის წინ დაიწყო. გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 185 ადამიანი ემსხვერპლა, 1800-ზე მეტი კი დაიჭრა.

დაიბომბა ხართუმის აეროპორტი, საინჟინრო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებელში ჩარჩნენ და დახმარებას ითხოვენ.

დაპირისპირების მიზეზი ქვეყნის სამოქალაქო მმართველობასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა. ქვეყნის არმია და იქ მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

სუდანში შეტაკებებს 185 ადამიანი ემსხვერპლა, 1800-ზე მეტი კი დაიჭრა

სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. გავრცელებული ცნობით, ხართუმში მთელი ღამის განმავლობაში საარტილერიო ცეცხლი იყო გახსნილი.

არეულობა ქვეყანაში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, სამი დღის წინ დაიწყო. გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 185 ადამიანი ემსხვერპლა, 1800-ზე მეტი კი დაიჭრა.

დაიბომბა ხართუმის აეროპორტი, საინჟინრო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებელში ჩარჩნენ და დახმარებას ითხოვენ.

დაპირისპირების მიზეზი ქვეყნის სამოქალაქო მმართველობასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა. ქვეყნის არმია და იქ მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

“სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ” – ჟოზეფ ბორელი

სუდანში ევროკავშირის ელჩს საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რამდენიმე საათის წინ ევროკავშირის ელჩს სუდანში, საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ. ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური შენობებისა და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებაა“, – აცხადებს ბორელი.

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმების შეცვლა და შეხვედრების გადადება მოგიწევთ. კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მთელი ძალისხმევა ახლად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებისკენ მიმართოთ.

კურო

მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. ნებისმიერი სირთულის საქმეს უმოკლეს დროში და წარმატებით დაასრულებთ და დასვენებისთვის დროც დაგრჩებათ. გარემოებათა წარმატებული განვითარება ხანგრძლივი კონფლიქტის დასრულებას და დადებითი ემოციების ზღვას გპირდებათ.

ტყუპები

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ძველი მინების და ოცნებების ასრულებას გპირდებათ. სავარაუდოდ, საღამოს სასიხარულო ამბავს გაიგებთ და ახლობელ ადამიანთან გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენას შეძლებთ. დროა, ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებასა და იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნოთ.

კირჩხიბი

დილიდან შინაგან დისკომფორტს გრძნობთ და სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ. უმნიშვნელო ამბები ან გარეშე პირები თქვენს ყურადღებას ხშირად იქცევენ. დღის მეორე ნახევარში თავში ბრწყინვალე იდეა მოგივათ, მაგრამ გირჩევთ, ამის შესახებ კოლეგებს ჯერ არაფერი უამბოთ. ამჟამად მათგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოთ, ამიტომ დამოუკიდებლად მოქმედება უნდა დაიწყოთ.

ლომი

ამ დღეს გარშემომყოფთა მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებთ. რა გასაკვირია, თქვენი ოპტიმიზმი და ურთიერთობის სტილი ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავს. მარტოხელა ლომი საპირისპირო სქესის ადამიანს გაიცნობს, რომელიც მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. საღამო შოპინგისთვის ხელსაყრელია.

ქალწული

თქვენ ირგვლივ ბევრი საინტერესო რამ ხდება, მაგრამ საკუთარი პასუხისმგებლობები არ უნდა დაივიწყოთ. ეცადეთ, დღე ისე დაგეგმოთ, რომ დაწყებული საქმეების დროულად დასრულება შეძლოთ. შექმნილ მდგომარეობაზე ფიქრისა და სიტუაციის გაანალიზებისთვის დრო გამონახეთ – დაფიქრდით, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ შემოსავლის გასაზრდელად.

სასწორი

შეწყვიტეთ წვრილმანებზე ფიქრი, თორემ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას გამოტოვებთ. შფოთვითი მდგომარეობა სამსახურზე ყურადღების გამახვილების საშუალებას არ გაძლევთ, შედეგად საქმის დასრულება და სასურველი შედეგის მიღება გიჭირთ. გირჩევთ, სიამაყე დაივიწყოთ და დახმარება მეგობრებს ან კოლეგებს სთხოვოთ. სასურველია, რომ საღამო ოჯახში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

მორიელი

თქვენი გულწრფელობა და პირდაპირობა უამრავ ადამიანს მიიზიდავს და ახალ მოკავშირეებს გაპოვნინებთ. თქვენი იდეები და თამამი წინადადებები საყოველთაო აღიარებას მოიტანთ. დროა, ძველ საქმეებს მიუბრუნდეთ. ძველი პრობლემების ახლებურად დანახვა საკუთარი შეცდომების გამოსწორებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

მშვიდი და ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. დროა, აქტიურობა შეამციროთ და ძალების აღდგენაზე იფიქროთ. მეგობრებთან შეხვედრა სამსახურებრივი პრობლემების დავიწყებაში დაგეხმარებათ. საღამოს რომანტიკული პაემანი ან გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა გელით.

თხის რქა

თუნდაც ძალიან იღბლიანი ადამიანი იყოთ, გაუმართლებელ რისკს და დაუფიქრებელ მოქმედებას უნდა ერიდოთ. წარსულის გამოცდილება რთული ვითარებიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. საღამოს შესაძლოა ძველი მეგობრები ან ნათესავები გესტუმრონ, რომლებიც დიდი ხანი არ გინახავთ.

მერწყული

ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები თუ რთული მოლაპარაკებები თქვენთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულდება. პიროვნული ხიბლი და ადამიანების დარწმუნების უნარი გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას და მოგებიან გარიგებებს მოიტანთ. ეს დღე ასევე ხელსაყრელია ვარჯიშისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

თევზები

პროფესიული საქმიანობა და კოლეგებთან ურთიერთობა წარმატებული და ნაყოფიერია.სავარაუდოდ, ბიზნესპარტნიორები ხელსაყრელ პირობებს შემოგთავაზებენ, რაც სოციალური პოზიციის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ, თუმცა შურიანი და არაკეთილსინდისიერი ადამიანების თავდასხმისთვისაც უნდა მოემზადოთ. საღამოს მოულოდნელ სიახლეებს შეიტყობთ.