“ხალხს აგიჟებენ, აქციების დასაშლელად შეიტანეს კანონში ცვლილებაო”- ამირან სალუქვაძე

81
spot_img
“უწიგნურ ოპოზიციას უნდა ვუპასუხო თავდაცვის კოდექსის, კერძოდ სამხედრო პოლიციის სპეცსაშუალებების ირგვლივ ატეხილ მორიგ ხმაურზე,”- ასე პასუხობს  ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე  ოპოზიციას თავდაცვის კოდექსის, კერძოდ სამხედრო პოლიციის სპეცსაშუალებების ირგვლივ ატეხილ მორიგ ხმაურთან დაკავშირებით.
“უწიგნურ ოპოზიციას უნდა ვუპასუხო თავდაცვის კოდექსის, კერძოდ სამხედრო პოლიციის სპეცსაშუალებების ირგვლივ ატეხილ მორიგ ხმაურზე.
გუშინ და, საერთოდ, ამ დღეებში არ მინდოდა პოლიტიკურ თემებზე რაიმეს დაწერა, მაგრამ ხალხს აგიჟებენ, აქციების დასაშლელად შეიტანეს კანონში ცვლილებაო, და ვიღაცამ ხომ უნდა უპასუხოს?!
თავდაცვის კოდექსში გაერთიანებული იქნა რამდენიმე კანონი, რომლებიც არეგულირებდნენ თავდაცვის სამინისტროს ფუნქციონირებას, ოღონდ ახალი რედაქციით.
ერთ-ერთი ასეთი კანონი იყო “კანონი სამხედრო პოლიციის შესახებ”, რომელიც სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ, საჯარო განხილვის გარეშე, როგორც სჩვეოდათ, მიიღეს 2007 წლის 8 ივნისს.
ხელკეტის, ცრემლსადენი გაზის, ელექტროშოკის და სხვა სპეცსაშუალებების გამოყენების უფლება სამხედრო პოლიციას მიეცა ზუსტად ამ 2007 წლის კანონის შესაბამისად.
თავდაცვის კოდექსში “კანონი სამხედრო პოლიციის შესახებ” გადმოტანილი იქნა, ოღონდ ახალი რედაქციით და შევიდა ცალკე თავის სახით, ხოლო სპეც საშუალებების მხრივ არაფერი დამატებია. ვიმეორებ, უბრალოდ ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. ძველშიც და ახალშიც წერია “საზოგადოებრივი წესრიგის” დასაცავად და სხვა მიზნებისთვის, მაგალითად დაცულ ობიექტებზე თავდასხმის აღსაკვეთად.
ისე გამარგინალდა ოპოზიცია, აღარც ინსტიტუციონალური მეხსიერება აქვთ, აღაც კითხვის და კანონების გაანალიზების უნარი. კანონშემოქმედებაზე საუბარი აღარაა.
კოდექსმა 3 მოსმენა გაიარა, თვეებია განხილვაშია და ახლა აღმოაჩინეს?!
ჩემი შეფასებით, ეს კოდექსი არაა იდეალური. მასში, გარდა გარკვეული ნიუანსებისა, რომლებსაც არ ვეთანხმები, კიდევ რამდენიმე კანონი (არ ჩამოვთვლი. ეს ოპოზიცია მაინც ვერ გაიგებს) უნდა შევიდეს. თუმცა ამ ცვლილებების განხორციელებას კიდევ ბევრი, ალბათ 2-3 წელი მუშაობა სჭირდება. შემდეგ კი კოდექსის ახალი რედაქციის მიღება იქნება საჭირო.
სანამ ხმაურს ატეხავთ, თქვენი თუ არ იცით, კონსულტაციები მაინც გაიარეთ?!
ამიტომ აღარ მაქვს ხოლმე განწყობა შიდა პოლიტიკაზე დრო დავკარგო. ოპოზიციის კვალიფიკაციამ ყველა ანტი-რეკორდი მოხსნა. არაა საინტერესო,”- წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.