Home Blog Page 2250

“უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 470 ჯარისკაცი მოკლეს” – ომის 419-ე დღე

ომის 419-ე დღეს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 470 ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 183 130-ს მიაღწია, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 661 ტანკს, 7 098 ჯავშანმანქანას, 2 810 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 308 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 676 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 262 უპილოტო საფრენ აპარატს, 330 ერთეულ სპეცტექნიკას, 911 ფრთოსან რაკეტას.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყოველთვის, როდესაც უკრაინისთვის პარტნიორების მხრიდან იარაღის მიწოდება ფერხდება, უკრაინელ სამხედროებს ეს სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

„ხელი მოვაწერე სახელმწიფო ჯილდოებით უკრაინის შეიარაღებული ძალების 127 მებრძოლის დაჯილდოებას, მათგან 68 – სიკვდილის შემდგომ დაჯილდოვდა. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება: ყოველ ჯერზე, როცა გვესმის, რომ იარაღის დაპირებული მოწოდება ფერხდება, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩნდება ეჭვი უკრაინისთვის მისაწოდებელი იარაღის ტიპზე, დიაპაზონზე ან სხვა მახასიათებლებზე – ეს ნიშნავს, რომ უკრაინელი მეომრები თავიანთ სიცოცხლეს სწირავენ, რათა იყოს დრო, რომელიც იხარჯება დარწმუნებაზე, რომ აუცილებელი იარაღის მიწოდება შედგეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა ომი უნდა წააგოს და ეს უკრაინისა და მისი პარტნიორების ერთობლივი პასუხისმგებლობაა.

„აგრესორმა უნდა წააგოს და ეს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ერთობლივი პასუხისმგებლობაა. ვიყოთ მაქსიმალურად აქტიური იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში, რათა ჩვენი ერთობლივი გამარჯვება დავაჩქაროთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ არაერთხელ ავხსენით დეტალურად, რა ხდება, მიზნები, რაც ამ კუთხით გვაქვს”, – განაცხადა ლავროვმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ბრაზილიელ კოლეგასთან განიხილა კონტექსტი, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რათა ასეთი პრობლემები არა ხანმოკლე ვადით, არამედ გრძელვადიანი შეთანხმებების საფუძველზე მოგვარდეს.

შეგახსენებთ, 7 აპრილს ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებები შეიძლება მხოლოდ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს.

 

 

სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს

აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას სუდანში ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა არავინ დაშავებულა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„გუშინ, ამერიკულ დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს, ყველანი უსაფრთხოდ და უვნებლად არიან“, – განაცხადა ბლინკენმა. მან თავდასხმას „უგუნური, უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი“ უწოდა და თქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

ბლინკენის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა ამ დილით სუდანის არმიისა და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მეთაურებს და მათ 24-საათით ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჯონ კირბიმ კი განაცხადა, რომ ამჟამად არ იგეგმება ამერიკელი პერსონალის ევაკუაცია სუდანიდან და მოუწოდა ყველა ამერიკელს, რომ სიტუაციას მოეპყრონ „სრული სერიოზულობით“.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩს საკუთარ სახლში, სუდანის დედაქალ ხართუნში თავს დაესხნენ. ამასთან, აიდან ოჰარას თავდასხმის შედეგად სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოკლულია 185 ადამიანი, 1 800-ზე მეტი კი დაშავებულია. დედაქალაქ ხართუმში საჰაერო დარტყმები ხორციელდება, მხარეები მძიმე შეიარაღებას იყენებენ.

სუდანში შეტაკებებს სულ მცირე 185 ადამიანი ემსხვერპლა, 1800-ზე მეტი კი დაიჭრა

სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. გავრცელებული ცნობით, ხართუმში მთელი ღამის განმავლობაში საარტილერიო ცეცხლი იყო გახსნილი.

არეულობა ქვეყანაში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, სამი დღის წინ დაიწყო. გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 185 ადამიანი ემსხვერპლა, 1800-ზე მეტი კი დაიჭრა.

დაიბომბა ხართუმის აეროპორტი, საინჟინრო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებელში ჩარჩნენ და დახმარებას ითხოვენ.

დაპირისპირების მიზეზი ქვეყნის სამოქალაქო მმართველობასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა. ქვეყნის არმია და იქ მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

სუდანში შეტაკებებს 185 ადამიანი ემსხვერპლა, 1800-ზე მეტი კი დაიჭრა

სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. გავრცელებული ცნობით, ხართუმში მთელი ღამის განმავლობაში საარტილერიო ცეცხლი იყო გახსნილი.

არეულობა ქვეყანაში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, სამი დღის წინ დაიწყო. გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 185 ადამიანი ემსხვერპლა, 1800-ზე მეტი კი დაიჭრა.

დაიბომბა ხართუმის აეროპორტი, საინჟინრო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებელში ჩარჩნენ და დახმარებას ითხოვენ.

დაპირისპირების მიზეზი ქვეყნის სამოქალაქო მმართველობასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა. ქვეყნის არმია და იქ მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

“სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ” – ჟოზეფ ბორელი

სუდანში ევროკავშირის ელჩს საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რამდენიმე საათის წინ ევროკავშირის ელჩს სუდანში, საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ. ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური შენობებისა და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებაა“, – აცხადებს ბორელი.

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმების შეცვლა და შეხვედრების გადადება მოგიწევთ. კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მთელი ძალისხმევა ახლად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებისკენ მიმართოთ.

კურო

მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. ნებისმიერი სირთულის საქმეს უმოკლეს დროში და წარმატებით დაასრულებთ და დასვენებისთვის დროც დაგრჩებათ. გარემოებათა წარმატებული განვითარება ხანგრძლივი კონფლიქტის დასრულებას და დადებითი ემოციების ზღვას გპირდებათ.

ტყუპები

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ძველი მინების და ოცნებების ასრულებას გპირდებათ. სავარაუდოდ, საღამოს სასიხარულო ამბავს გაიგებთ და ახლობელ ადამიანთან გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენას შეძლებთ. დროა, ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებასა და იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნოთ.

კირჩხიბი

დილიდან შინაგან დისკომფორტს გრძნობთ და სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ. უმნიშვნელო ამბები ან გარეშე პირები თქვენს ყურადღებას ხშირად იქცევენ. დღის მეორე ნახევარში თავში ბრწყინვალე იდეა მოგივათ, მაგრამ გირჩევთ, ამის შესახებ კოლეგებს ჯერ არაფერი უამბოთ. ამჟამად მათგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოთ, ამიტომ დამოუკიდებლად მოქმედება უნდა დაიწყოთ.

ლომი

ამ დღეს გარშემომყოფთა მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებთ. რა გასაკვირია, თქვენი ოპტიმიზმი და ურთიერთობის სტილი ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავს. მარტოხელა ლომი საპირისპირო სქესის ადამიანს გაიცნობს, რომელიც მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. საღამო შოპინგისთვის ხელსაყრელია.

ქალწული

თქვენ ირგვლივ ბევრი საინტერესო რამ ხდება, მაგრამ საკუთარი პასუხისმგებლობები არ უნდა დაივიწყოთ. ეცადეთ, დღე ისე დაგეგმოთ, რომ დაწყებული საქმეების დროულად დასრულება შეძლოთ. შექმნილ მდგომარეობაზე ფიქრისა და სიტუაციის გაანალიზებისთვის დრო გამონახეთ – დაფიქრდით, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ შემოსავლის გასაზრდელად.

სასწორი

შეწყვიტეთ წვრილმანებზე ფიქრი, თორემ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას გამოტოვებთ. შფოთვითი მდგომარეობა სამსახურზე ყურადღების გამახვილების საშუალებას არ გაძლევთ, შედეგად საქმის დასრულება და სასურველი შედეგის მიღება გიჭირთ. გირჩევთ, სიამაყე დაივიწყოთ და დახმარება მეგობრებს ან კოლეგებს სთხოვოთ. სასურველია, რომ საღამო ოჯახში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

მორიელი

თქვენი გულწრფელობა და პირდაპირობა უამრავ ადამიანს მიიზიდავს და ახალ მოკავშირეებს გაპოვნინებთ. თქვენი იდეები და თამამი წინადადებები საყოველთაო აღიარებას მოიტანთ. დროა, ძველ საქმეებს მიუბრუნდეთ. ძველი პრობლემების ახლებურად დანახვა საკუთარი შეცდომების გამოსწორებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

მშვიდი და ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. დროა, აქტიურობა შეამციროთ და ძალების აღდგენაზე იფიქროთ. მეგობრებთან შეხვედრა სამსახურებრივი პრობლემების დავიწყებაში დაგეხმარებათ. საღამოს რომანტიკული პაემანი ან გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა გელით.

თხის რქა

თუნდაც ძალიან იღბლიანი ადამიანი იყოთ, გაუმართლებელ რისკს და დაუფიქრებელ მოქმედებას უნდა ერიდოთ. წარსულის გამოცდილება რთული ვითარებიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. საღამოს შესაძლოა ძველი მეგობრები ან ნათესავები გესტუმრონ, რომლებიც დიდი ხანი არ გინახავთ.

მერწყული

ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები თუ რთული მოლაპარაკებები თქვენთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულდება. პიროვნული ხიბლი და ადამიანების დარწმუნების უნარი გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას და მოგებიან გარიგებებს მოიტანთ. ეს დღე ასევე ხელსაყრელია ვარჯიშისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

თევზები

პროფესიული საქმიანობა და კოლეგებთან ურთიერთობა წარმატებული და ნაყოფიერია.სავარაუდოდ, ბიზნესპარტნიორები ხელსაყრელ პირობებს შემოგთავაზებენ, რაც სოციალური პოზიციის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ, თუმცა შურიანი და არაკეთილსინდისიერი ადამიანების თავდასხმისთვისაც უნდა მოემზადოთ. საღამოს მოულოდნელ სიახლეებს შეიტყობთ.

სუდანში ევროკავშირის ელჩს საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ

სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი წერს. მისი ცნობით, ელჩზე თავდასხმა მის რეზიდენციაში მოხდა.

„რამდენიმე საათის წინ, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ საკუთარ რეზიდენციაში. ეს წარმოადგენს ვენის კონვენციის უხეშ დარღვევას. დიპლომატიური დაწესებულებების და პერსონალის უსაფრთხოება არის სუდანის ხელისუფელბის მთავარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, – წერს ბორელი.

ევროკავშირის ელჩზე თავდასხმის დეტალები და დიპლომატის მდგომარეობა უცნობია. სუდანში ევროკავშირის ელჩი ირლანდიელი დიპლომატი, აიდან ოჰარაა.

შეგახსენებთ, რომ სუდანში სამი დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს.

“სუდანში ჩვენი 13 თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც უსაფრთხო ზონაში რჩებიან”- Myway Airlines

ავიაკომპანია Myway Airlines-ის განცხადებით, ამჟამად სუდანში მათი 13 თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც უსაფრთხო ზონაში არიან.

მათივე ცნობით, სუდანში ვითარების დაძაბვის პირველივე წუთებიდან, ავიაკომპანია მუდმივ კომუნიკაციაშია თურქეთში საქართველოს საელჩოსთან და მათთან ერთად ცდილობს დაგეგმოს ეკიპაჟის უსაფრთხო და დროული გამოყვანა სუდანიდან.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სუდანში მიმდინარე მოვლენებს და შეგატყობინოთ სუდანში მყოფი ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობის თაობაზე.

სამსახურებრივი მივლინებით სუდანში იმყოფება ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ 13 თანამშრომელი (პილოტები, ბორტგამცილებლები და ტექნიკური პერსონალი). გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენი ეკიპაჟის წევრებთან, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან უსაფრთხო ზონაში, თავიანთ საცხოვრებლებში და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თავს იკავებენ გარეთ გამოსვლისა და გადაადგილებისგან. სუდანში ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობით, ვცდილობთ, რომ მათ მიეწოდოთ აუცილებელი სურსათი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

სუდანში ვითარების დაძაბვის პირველივე წუთებიდან ვართ მუდმივ კომუნიკაციაში თურქეთში საქართველოს საელჩოსთან და მათთან ერთად ვცდილობთ დავგეგმოთ ეკიპაჟის უსაფრთხო და დროული გამოყვანა სუდანიდან. ასევე ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან ავიაკომპანია „ჯეო სქაიდან“, რომელთა თანამშრომლებიც ასევე იმყოფებიან სუდანში.

მოგახსენებთ, რომ ჩვენი ეკიპაჟი სუდანში იმყოფება ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსსა“ და სუდანის ერთ-ერთ ადგილობრივ ავიაკომპანიას შორის არსებული ეკიპაჟიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული გულისხმობს, რომ ჩვენი ეკიპაჟი სამგზავრო რეისებს ასრულებს ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ სუდანში ბაზირებული საჰაერო ხომალდებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

“გაკვირვებული ვარ ახალი მენეჯმენტის რეაქციით, ოფისის გამო”- ნიკა მელია

გაკვირვებული ვარ ამ დღეებში ახალი მენეჯმენტის რეაქციით, ოფისის გამო, -ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავჯდომარე, პარტიის წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ძალა არა ერთობაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია და ოფისი გაიხსნა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც პარტიაშია.

მელიას განცხადებით, როგორც თბილისში გახსნილი ოფისისა და მიზნების შესახებ პარტიის მენეჯმენტს აცნობეს.

“ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ,(რომელიც ვაღიარე, მივულოცე და ვუსურვე ეპოვათ თავის თავში ძალა პარტია ემართათ ღირსებითა და სიმართლით) არამედ წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო.

სწორედ ამ “ყრილობის” შემდეგ, დარჩა პარტიის ძალიან ბევრი წევრი (დაფუძნების დღიდან) პარტიის კარს მიღმა და ასევე ძალიან ბევრი ისეთი თანამოაზრე, რომელიც პარტიის ბრძოლას არა მთავრობაში, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდა – ეს ხალხი გახდა მიუღებელი ახალი მენეჯმენტისათვის მათი პოზიციის გამო.

ბოლო პერიოდში პარტიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში.

სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია და საერთო მიზნისათვის ბრძოლა და როგორც თბილისში გახსნილი ოფისის, ისე ჩვენი მიზნების შესახებ ეცნობა პარტიის მენეჯმენტს.

ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია!”, – წერს მელია “ფეისბუქზე”.

“მისტერ ფლიდ! სარკე გამოცვალეთ!”- გოგა ხაინდრავა დენიელ ფრიდს

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორის, დენიელ ფრიდის განცხადებებს, საქართველოსთან დაკავშირებით, ,,ტვიტერით,, ეხმიანება.

“არჩევნების გაყალბებისა და პოლიტიკური დევნის იარაღად ქცეული მართლმსაჯულება პორნოვარსკლავს და პრეზიდენტს შორის გასაღებს რომ დაკარგავს, დაზვერვის სისტემის კრახს 21 წლის ბიჭს რომ დააბრალებს, – მრუდე სარკეში დანახული აშშ ამას ჰქვია, მისტერ ფლიდ! სარკე გამოცვალეთ!”, – წერს ხაინდრავა.

“ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს სუდანში, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისა და გადაადგილებისგან”- ალექსანდრე ხვთისიაშვილი

ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს სუდანში, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისა და გადაადგილებისგან,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სუდანში ამ მომენტამდე შეტაკებები არ გაჩერებულა, რის გამოც ჯერჯერობით მათთან კორიდორზე მოლაპარაკებების წარმოება ვერ ხერხდება.

„ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს სუდანში, რომ თავი შეიკავონ გარეთ გასვლისა და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ კორიდორი გაკეთდეს ან შესაძლებლობა მოვძებნოთ რამენაირად, რომ ჩვენი მოქალაქეები ერთდროულად გამოვიყვანოთ სუდანიდან. კონტაქტზე ვართ გაეროს ოფისთანაც და ჩვენს პარტნიორებთან ვართ მჭიდრო კონტაქტზე. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიღაცა მხარემ აიღოს კონტროლი სიტუაციაზე და მოხდეს მათთან ამ ნებართვებსა და დერეფანზე დალაპარაკება. ჯერჯერობით არ გვესაუბრებიან, რადგან შეტაკებებში არიან. ქართველები ყველა უსაფრთხოდ, ჯანმრთელად არიან და იმყოფებიან იქ, სადაც ცხოვრობენ და ცდილობენ, რომ გარეთ არ გამოვიდნენ“- განაცხადა ხვთისიაშვილმა.

სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

სუდანში ამჟამად დაახლოებით 40-მდე საქართველოს მოქალაქეა, მათი ნაწილი იქ სამუშაოდ იმყოფება.

ბრიტანეთის პარლამენტმა რიში სუნაკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა 13 აპრილს პრემიერმინისტრ რიში სუნაკის წინააღმდეგ ფინანსური ინტერესების საკითხზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პარლამენტის საიტზე განთავსდა, მაგრამ გამოძიების დეტალებზე არაფერია ნათქვამი.

გამოძიება პარლამენტის სტანდარტების კომისარმა, დენიელ გრინბერგმა დაიწყო.

ამასთან, როგორც SkyNews-ი იტყობინება, გამოძიება უკავშირდება იმას, რომ ბავშთა მოვლის კომპანიაში სუნაკის მეუღლის წილი შესაძლოა, არ იყოს დეკლარირებული.

ტელეკომპანიას დაუნინგ-სთრითზე წყარომ განუცხადა, რომ გამოძიება ეხება მისი მეუღლის, აკშატა მურთის წილებს ბავშვებზე მოვლის სააგენტო Koru Kids-ში, რომელიც დაფინანსებას ბიუჯეტიდან მიიღებს.

გასულ თვეში კანცლერმა, ჯერემი ჰანტმა გამოაცხადა ბავშვთა მომვლელებისთვის 600 ფუნტი სტერლინგის ოდენობის სტიმულირების საპილოტე სქემა და ეს თანხა გაორმაგდება 1200 ფუნტამდე, თუ ისინი Koru Kids სააგენტოს მეშვეობით დარეგისტრირდებიან.

ამასთან, ჰანტს პრეზენტაციაზე სუნაკის მეუღლეზე არაფერი უთქვამს, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ ენიჭება უპირატესობა კერძო კომპანიებს.