Home Blog Page 2230

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები შეუერთდნენ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს მთავრობის ადმინისტრაციასთან დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები შეუერთდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მათ მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მშობლების განცხადებით, წამალი ვოსორიტიდი, რომლის ერთწლიანი დოზა დაახლოებით 200 000 დოლარი ჯდება, საქართველოში სულ 16 ბავშვს სჭირდება. წელიწად-ნახევარია, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას მოითხოვენ.

„ჩვენ, დიაბეტიანი ბავშვების მშობლები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს, რომლებიც ითხოვენ პრეპარატ ვოზორიდიტს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი შვილებისთვის. ჩვენ მათი ძალიან კარგად გვესმის იმიტომ, რომ ჩვენც და ჩვენი შვილებიც უგულებელყოფილები ვართ ჯანდაცვის სისტემის მხრიდან, ჩვენც იგივეს გავდივართ, რასაც ეს მშობლები, რადგან პროგრამულად ვერაფერს ვერ ვიღებთ, რაც ჩვენს შვილებს ეკუთვნით“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიაბეტის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა. 

რა არის აქონდროპლაზია

აქონდროპლაზია არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც შესაძლოა, განუვითარდეთ ამ გენის მქონე ბავშვების 80%-ს. დაბადებისას სიმაღლე ნორმალურია. დროთა განმავლობაში ჩნდება ჩონჩხის სისტემაში დარღვევები, ბავშვი იწყებს თავის თანატოლებთან შედარებით სიმაღლეში ჩამორჩენას. მათ ტანი ნორმალური აქვთ, ხოლო ხელები და ფეხები მოკლე.

აქონდროპლაზია დაავადებაა, რომელიც ავტოსომურ დომინატური გზით გადადის.

ავტოსომური დომინანტური ნიშნავს: დაავადება გადადის არასასქესო ქრომოსომით და თუ დაავადება აქვს ერთ-ერთ მშობელს მაინც, არსებობს 50%-იანი გარანტია, იმისა რომ მათი შვილიც დაავადდეს.

,,პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”- ცისანა შარტავა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ექიმმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„სავსებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, არანაირი სასწრაფო არასდროს არ ყოფილა გამოძახებული, ასეთი ფაქტი არ ყოფილა არცერთხელ. არასდროს დაგვჭირვებია სასწრაფოს გამოძახება, რაც მე ვიცი, 23 წლის მანძილზე. სტაბილურად გრძნობს თავს, მუდმივად არის კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა შარტავამ.

კაცს, რომელმაც თუშეთში მეზობელი მოკლა, ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აპრილს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით თანასოფლელს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა,) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, თელავის რაიონულ სასამართლოს უკვდ მიმართა.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ ჭეშოში 19 აპრილს მოხდა. მოკლულია 40 წლის ნოდარ ნეკერაული. დანაშაულში ბრალდებულია მისივე თანასოფლელი ჯაბა ქააძე.

ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექი – ამინდი იცვლება

23 აპრილს დღის ბოლოდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, ხოლო 24 აპრილს დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოშიც 25 აპრილის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, – . ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ზვავების ფორმირება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოთხი ქართველი მოსამართლე აშშ-ში გაემგზავრა

რამდენიმე ქართველი მოსამართლე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამის შესახებ მოსამართლე ეკა არეშიძის Facebook „პოსტიდან“ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ მოსამართლეები: ლევან დარბაიძე, თამარ ჩიხლაძე და ნინო ელიეშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ ნინო ელიეშვილი იმ ხუთი მოსამართლის თავდაპირველ შემადგენლობაში იყო, რომლებიც აშშ-ში სასწავლო ვიზიტით უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, ოთხმა მოსამართლემ აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე უარი თქვა. არსებული ცნობით, სწორედ ლევან დარბაიძემ, თამარ ჩიხლაძემ და ნინო ელიეშვილმა ჩაანაცვლეს ისინი.

შტატებში ქართველი მოსამართლეების გამგზავრებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, პატივისცემას იმსახურებენ ის მოსამართლეები, რომლებიც ოთხი მოსამართლის უარის შემდეგ დათანხმდნენ ვიზიტს.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო მოსამართლეების მიმდინარე სასწავლო ვიზიტს აშშ-ში. მოსამართლის ნებისმიერი საჯარო ნაბიჯი თუ გადაწყვეტილება მის მიმართ ნდობაზე აისახება და მიუთითებს, არის თუ არა მედეგი. როგორც იცით, რამდენიმე ხნის წინ მოსამართლეების ნაწილმა უარი თქვა სასწავლო ვიზიტში მონაწილეობაზე (5-დან 4-მა), შესაბამისად აღნიშნულმა აქტმა, ამ კონტექსტში, დატოვა განცდა, რომ ეს იყო არა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, არამედ ზემოქმედების შედეგი.

ასეთ დროს ჩნდება კითხვა: მოსამართლეს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას; ის როგორ შეძლებს განაჩენის გამოტანას დამოუკიდებლად იმ შემთხვევაში, თუ მასზე პოლიტიკურ, შიდა ან სხვა სახის ზეგავლენას ექნება ადგილი?

ამჟამად სასწავლო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება რამდენიმე მოსამართლე. მათ შორისაა ქალბატონი ნინო ელიეშვილი. როგორც ჩანს, ის არ დაემორჩილა კლანურ წესებს და ფსევდო სოლიდარობის აქტში არ მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, პატივისცემას იმსახურებენ ის მოსამართლეები, რომლებმაც 4 მოსამართლის უარის შემდეგ დათანხმდნენ ვიზიტს.

მოსამართლეების ეს გადაწყვეტილება მათ მედეგობაზე მიუთითებს.

განსაკუთრებით ახლა, მოსამართლეების მიმართ ამ ინტენსიური ხელისუფლების განცხადებებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. პოლიტიკური სოლიდარობის ფონზე“, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი Facebook-ზე.

 

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა – საინტერესო ფაქტები

დღესასწაულს საფუძველი  1923 წლის 23 აპრილს  კატალონიაში ჩაეყარა. ძველისძველი კატალონიური ტრადიციის მიხედვით, ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ვარდებს ჩუქნიდნენ.

იმ დღეს მებაღეებსა და ვარდების გამყიდველებს უამრავი მყიდველი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ეს ფაქტი ძალიან მოეწონათ და 1923 წლის 23 აპრილს, წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე, მათ კატალონიაში მცხოვრებლებს ვარდებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს.

მართალია, დღესასწაულის დაარსებას წიგნების გაყიდვის იდეა უძღოდა წინ, მაგრამ ამ ფაქტს რომ ხალხი არ გაეღიზიანებინა გილდიის წარმომადგენლებმა გაიხსენეს, რომ 1616 წლის 23 აპრილი მიგელ სერვანტესის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეცაა…

23 აპრილს კატალონიელები დაახლოებით 4 მილიონ ვარდს ყიდულობდნენ და ამავე დროს,  ყოველწლიურად გაყიდული წიგნების 10 პროცენტი 23 აპრილზე მოდიოდა.
1995 წელს კატალონიამ იუნესკოს ამ დღესასწაულის შესახებ მოახსენა, მის ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა  და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა.

იუნესკოს გადაწყვეტილება მსოფლიომ დიდი ენთუზიაზმით მიიღო. განსაკუთრებით აქტიური ორი ქვეყანა გამოდგა: ნიდერლანდები, სადაც ამ დღესასწაულს “თეთრი წიგნის კვირეულით” აღნიშნავენ და დიდი ბრიტანეთი, სადაც “წიგნის მსოფლიო დღე” დიდ დღესასწაულად იქცა.

წიგნის დღეს ზეიმობენ ავსტრალიაში, კანადაში, ესპანეთში, საბერძნეთში, შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, სპილოს ძვლის სანაპიროზე, მოზამბიკში, პუერტო რიკოში, კუბაზე, საქართველოში…

2003 წლიდან „წიგნის დღე“ ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება.

ინდონეზიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, ინდონეზიაში ერთმანეთის მიყოლებით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში თავდაპირველად 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც კიდევ ერთი, 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ ორი დღით ადრე, 6-ბალიანი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიის სიახლოვეს, მოლუკის ზღვის რეგიონში.

მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ პირველადი ინფორმაცია არ გავრცელებულა და მნიშვნელოვანი ზარალი ნაკლებად სავარაუდოა. შეიძლება რამდენიმე საათი დასჭირდეს, სანამ ხელისუფლება შეძლებს ზიანის ყოვლისმომცველი შეფასებას, განსაკუთრებით შორეულ რაიონებში. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია მსუბუქი და ზომიერი ბიძგები. მოვლენას არ მოჰყოლია ცუნამის გაფრთხილება.

ოფიციალურმა პირებმა შეიძლება დროებით დახურონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მიწისძვრის ზონაში ზიანის შესამოწმებლად. მცირე შეფერხებები შეიძლება მოხდეს გამორთვის დროს, მაგრამ სერვისი, სავარაუდოდ, სწრაფად განახლდება, თუ დაზიანება არ არის ნაპოვნი. შესაძლებელია კომუნალური გათიშვა, განსაკუთრებით მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს.

თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია gwp ავრცელებს.

განცხადების მიხედვით:

გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა ქ. 3 შეს. N 16 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 04:00-დან 12:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:
გმირ კურსანტთა ქ. 

საბურთალოს რაიონში, ჟიული შარტავას ქ. N 18ა თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:40-დან 12:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:
ჟიული შარტავას ქ. N16 N18.

ჩუღურეთის რაიონში, გოგი დოლიძის ქ. N 5 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:10-დან 12:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:
გოგი დოლიძის, ფიროსმანის და გოგოლის ქუჩებს.

,,გაერო გეგმავს ევაკუაციის პროცედურების დაწყებას”- შალვა კიკნაძე

სუდანში დღეს დილიდან სროლები შეწყვეტილია, როგორც ჩემი თანამშრომლები მეუბნებიან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ, გაერო გეგმავს ევაკუაციის პროცედურების დაწყებას. უბრალოდ ჯერ არ არის დაზუსტებული დრო, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „ჯეო სქაის“ ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ განუცხადა.

„ისევ და ისევ ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ დაგვიზუსტოს დრო და ადგილი – სად უნდა შეიკრიბოს ეს ხალხი და საიდან უნდა განხორციელდეს ევაკუაცია. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ შევძლებთ მივიდეთ საჰაერო ხომალდთან და შევამოწმოთ მისი მდგომარეობა, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, შეძლებს თუ არა ჩვენი საჰაერო ხომალდი გამოფრენას“, – აცხადებს კიკნაძე.

არეულობა სუდანში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, 15 აპრილს დაიწყო. უკვე ერთი კვირაა რაც სუდანის მოსახლეობა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული დაპირისპირების პირობებში ცხოვრობს. ქვეყანაში პროდუქტის, სასმელი წყლისა და ელექტრომომარაგების კრიზისი დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი ქვეყნის სამოქალაქო მმართველობასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობაა. ქვეყნის არმია და იქ მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

რუსეთიდან 20-ზე მეტ გერმანელ დიპლომატს გააძევებენ

რუსეთი ქვეყნიდან 20-ზე მეტი გერმანელი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების გაძევების საპასუხოდ მიიღეს.

მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, ამ ნაბიჯით ბერლინი რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების განადგურების კურსს აგრძელებს.

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

24-25, აპრილს ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიური კონფერენცია (EUSC) გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა. ასევე იგეგმება ორმხრივი შეხვედრები როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, ისე პარლამენტის წევრებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან. ვიზიტში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს.

წელს, კონფერენციის განხილვის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროკავშირის რეაგირება იქნება. ყოველწლიური ფორუმი, მიზნად ისახავს პარლამენტარიზმის როლის გაძლიერებას საერთაშორისო დონეზე.

რუსეთის სარდლობა პუტინს არწმუნებს, რომ თავდაცვაზე გადასვლაა საჭირო – ISW

რუსეთის სარდლობა ცდილობს, ვლადიმერ პუტინი დაარწმუნოს, რომ თავდაცვით სამხედრო ოპერაციებზე გადასვლაა საჭირო. ამის შესახებ ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ( ISW) ანგარიშშია საუბარი.

სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და ასევე „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი სავარაუდოდ, სათანადოდ აფასებენ უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის საფრთხეს, თუმცა მათ პუტინისთვის ამ აზრის პირდაპირ თქმა უჭირთ.

ამასთან, როგორც ISW წერს, პუტინი დაჟინებით მოითხოვს, კონტრაქტორები შეტევების გასაძლიერებლად იქნან გაგზავნილი, რითაც, ექსპერტების შეფასებით, ელიტარული დანაყოფების უსარგებლო ბრძოლებში გაწირვა უწევთ“.

თუმცა, ომის შემსწავლელ ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინს სხვა გეგმები აქვს.

„პრიგოჟინი და ულტრანაციონალისტური საზოგადოების ზოგიერთი ფრთა შესაძლოა ცდილობდნენ რუსული შიდა მედია სივრცის მომზადებას გაყინული ფრონტის ხაზების პერსპექტივისთვის, რომელიც პოტენციურად, ახლოს იქნება 2022 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით არსებულ ხაზებთან“, – ნათქვამია ანგარიშში.