შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

85
spot_img

24-25, აპრილს ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიური კონფერენცია (EUSC) გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა. ასევე იგეგმება ორმხრივი შეხვედრები როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, ისე პარლამენტის წევრებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან. ვიზიტში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს.

წელს, კონფერენციის განხილვის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროკავშირის რეაგირება იქნება. ყოველწლიური ფორუმი, მიზნად ისახავს პარლამენტარიზმის როლის გაძლიერებას საერთაშორისო დონეზე.