Home Blog Page 2222

“საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე”

ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ორი ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ, საქართველო და აზერბაიჯანი პოტენციური ერთობლივი პროექტების გამოვლენაზე მუშაობენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, მდგრადი და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში.

“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე.

ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ვახდენთ პოტენციური ერთობლივი პროექტების გამოვლენას ვაჭრობის, ენერგეტიკის, მდგრადი და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში.

ილჰამ ალიევს დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

“ოქტომბერმა მძიმედ გაიჯახუნა კარი და საზარლად ჩამოწოლილმა სიკვდილმა წაიყოლა ყველაზე ძვირფასი ადამიანები!!! -რამაზ დავლაძე

ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. რამაზ დავლაძე, რომელმაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დაკარგა, ტრაგედიის ორი წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ოქტომბერმა მძიმედ გაიჯახუნა კარი და საზარლად ჩამოწოლილმა სიკვდილმა წაიყოლა ყველაზე ძვირფასი ადამიანები!!!

ტკივილთა და განცდათა შორის არის ისეთი აუხსნელი სიმძიმის განცდა-ტკივილი, რომელიც შენში მუდმივად მკვიდრდება და აუტანელ გაუსაძლისობას გიქმნის ხან მეტად, ხან ნაკლებად, ერთიანდები ამ ყველაფერთან და ამ უზარმაზარი მონატრება-დარდით აგრძელებ ცხოვრებას ისე როგორც გეკადრება და შეგეფერება; არც ვინმე შეაწუხო და დაღალო შენი განცდებით და ასევე, პირიქით….ერთ ავბედით დღეს რომ მოიხედავ უკან და აღარ გყავს ყველაზე ძვირფასები ვისი სიყვარულით და ბედნიერებით თითქოს ცასაც კი ეხებოდი, არის შეკითხვათა შორის ისეთი კითხვებიც, რომელიც მომხდარი ტრაგედიისნაირი ტრაგედიაა და ყოველთვის უადგილოა, მაგ დროს განადგურებული გული კიდევ უფრო ნადგურდება როცა გესმის: “გაიხსენე ის დღე რა იყო, როგორ იყო და იმ დროს რას განიცდიდიო…“

ჩემო ძვირფასო და კეთილო ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ! მთელი საქართველო გულშემატკივარი იყავით და ხართ; მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემი დემეტრე ყოველთვის თქვენი მადლიერი და მადლობელი ვართ! თქვენმა თანადგომამ ბევრი რამ შემძინა და მასწავლა, თითოეულ მათგანს უამრავ სიკეთეს გისურვებთ; იხარეთ და ვიყოთ ყოველთვის ერთმანეთის ერთგულ საიმედოდ!!! თითოეულ მათგანს ჩემი მოკრძალებული პატივისცემა! მშვიდობა ყველას!!!” – წერს დავლაძე.

“ჰამასთან მოლაპარაკება დასრულდა, მისი ინფრასტრუქტურა საბოლოოდ უნდა განადგურდეს”- გაერო-ში ისრაელის ელჩი

ბოლო დღეები ისრაელის თითოეული მოქალაქისთვის დამანგრეველი იყო. ისრაელზე განხორციელდა უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა. მსხვერპლის რაოდენობა კატასტროფულია. ეს ისრაელის 11 სექტემბერია, – ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს ისრაელელი ხალხის დასაცავად.

„საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი გაეროს და უშიშროების საბჭოს სამწუხაროდ მოკლე მეხსიერება აქვს, როდესაც საქმე ისრაელს ეხება, ტერორს, რომელიც ისრაელზე ხორციელდება მალე ივიწყებენ, მაგრამ ასე აღარ იქნება. ჩვენ არ მივცემთ მსოფლიოს უფლებას, დაივიწყოს ის სიმხეცე, რაც ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა. ჰამასთან მოლაპარაკება დასრულდა, მისი ინფრასტრუქტურა საბოლოოდ უნდა განადგურდეს“, – აღნიშნა ელჩმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო

ღაზაში იძულებით გადაადგილებულია 123 000-ზე მეტი პალესტინელი -გაერო

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ღაზას სექტორში საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დატოვა და იძულებით გადაადგილდა 123 000-ზე მეტი პალესტინელი, – ამის შესახებ გაერო-ს განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, დაახლოებით 74 000 ადამიანი სკოლების შენობებს აფარებს თავს.

შეგახსენებთ, ისრაელმა “ჰამასის” მოულოდნელ თავდასხმას ღაზაში საჰაერო დარტყმებით უპასუხა. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2000-ზე მეტი დაშავდა.

ღაზას სექტორში დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა მსოფლიოში.

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2 445 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი „თალიბანის“ ადმინისტრაციის კატასტროფების სამინისტროს პრესსპიკერზე, ჯანან საიექზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა 1 320 სახლი.

6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს, ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9 ოქტომბერს ქუთაისში +20 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით 20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით წვიმა და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ახალციხეში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +17, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ბაკურიანშიც, სადაც დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით – 3 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში წვიმიანი დღე და +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +10, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც დღე ნალექის გარეშე ჩაივლის. დღისით +23 იქნება გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

“დღეისათვის ორი ქართველ-ებრაელია გარდაცვლილი – ვიზიარებთ ჩვენი ძმების და დების ამ საშინელ ტრაგედიას”-ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქის დაშავების, დაკარგვის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შესულა.

ელჩმა დაადასტურა, რომ ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულია 2 ქართველ-ებრაელი.

„ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქის დაშავების, დაკარგვის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შესულა. ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი, რომ არ იქნება საქართველოს რომელიმე მოქალაქე დაშავებული ან გატაცებული. ყოველ შემთხვევაში, 2 დღის განმავლობაში ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა. დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი. ჩვენი ნაწილია ესეც – ბუზუდაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, ავი აბრაამ ქუბელაშვილი, რომელიც აქ შეტაკებების დროს გარდაიცვალა. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ძმებისა და დების ამ საშინელ ტრაგედიას და ტკივილს და მათთან ერთად ვართ ამ გასაჭირის დროს”, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო

„ჰამასს“ ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში ირანი დაეხმარა – the wall street journal

„ჰამასს“ ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში ირანი დაეხმარა. ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal -ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, თავდასხმა გასულ კვირას ბეირუთში გამართული შეხვედრის დროს განიხილეს და მასზე მუშაობა რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს.

გამოცემის მიერ მოპოვებულ მოხსენებაში საუბარია „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსნებზე და ნათქვამია, რომ გეგმებზე მუშაობა აგვისტოდან მიმდინარეობდა და მოიცავდა რამდენიმე შეხვედრას ბეირუთში, რომლებშიც „ისლამური რევოლუციის გვარდიის“ წევრები მონაწილეობდნენ.

ისრაელში, მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ადგილზე 260 ცხედარი აღმოაჩინეს

ისრაელში, მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ადგილზე ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად მოკლული 260 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ СNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ცხედრები სამაშველო ორგანიზაცია Zaka-ს მოხალისეებმა იპოვეს. „ჰამასის“ წევრებმა ფესტივალის სტუმრების ნაწილი მძევლებად აიყვანეს. ნაწილს კი, რომლებიც გაქცევას ან დამალვას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.

ფესტივალი Supernova ისრაელის სამხრეთით, უდაბნოში ტარდებოდა. „ჰამასის“ წევრები ისრაელში სწორედ ამ ლოკაციის მახლობლად შეიჭრნენ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს

ისრაელი და ღაზა მსხვერპლის შესახებ განახლებულ ცნობებს ავრცელებენ.

ისრაელში ადგილობრივი მედიის ბოლო ინფორმაციით, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს, “ჰამასის” უპრეცედენტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. დაშავებულთა რიცხვი კი 2 200-ს აღემატება.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა და 2300 დაიჭრა.

შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. მათ შორის ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით; ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 600-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 2000-ზე მეტი. „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში 370 პალესტინელი დაიღუპა და 2 200 დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად ომი ოფიციალურად გამოაცხადა.

აშშ ისრაელს საბრძოლო მასალას და სპეციალურ აღჭურვილობას გაუგზავნის

აშშ ისრაელს საბრძოლო მასალას და სპეციალურ აღჭურვილობას გაუგზავნის. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სწრაფად მიაწვდის ისრაელის თავდაცვის ძალებს დამატებით აღჭურვილობას, მათ შორის საბრძოლო მასალის რესურსებს“, – ნათქვამია ოსტინის განცხადებაში.

ასევე, როგორც ცნობილია, „ჰამასის“ თავდასხმების საპასუხოდ აშშ გააძლიერებს ამერიკულ ძალებს ახლო აღმოსავლეთში.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს, დაშავებულთა რიცხვი კი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა და 2 300 დაიჭრა.

7 ოქტომბერს, გამთენიისას ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

“ისრაელი გაიმარჯვებს ამ ომში, რადგან ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს”- ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელი გაიმარჯვებს ამ ომში, რადგან ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა.

ისააკ ჰერცოგი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ შეინარჩუნონ ერთიანობა, რადგან, მისი განმარტებით, ეს ყველაზე ძლიერი იარაღია.

„უპატიებელი ცოდვა – ცოდვა, რომელსაც ხელმძღვანელობს არა მხოლოდ მკვლელი ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ ბოროტი ღერძი, რომლის ბაზაც ირანშია, რომლის მარიონეტები დაუღალავად მუშაობენ, რათა ძირი გამოგვითხარონ“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

როგორც მედია წერს, ისრაელის პრეზიდენტი „ჰამასს“ უწოდებს „ამაზრზენ ცხოველებს“, რომლებიც კლავენ პატარებსა და მოხუც ქალებს.

„ისრაელი ნათელს გახდის, რომ ჩვენ სამუდამოდ აქ ვართ, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ქვეყანაში. გაიმარჯვეთ და ააშენეთ უფრო და უფრო მეტი, რათა შეცვალოთ დანგრეული სახლები“, – აცხადებს ისააკ ჰერცოგი.