ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს

61
spot_img

ისრაელი და ღაზა მსხვერპლის შესახებ განახლებულ ცნობებს ავრცელებენ.

ისრაელში ადგილობრივი მედიის ბოლო ინფორმაციით, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს, “ჰამასის” უპრეცედენტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. დაშავებულთა რიცხვი კი 2 200-ს აღემატება.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა და 2300 დაიჭრა.

შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. მათ შორის ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით; ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 600-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 2000-ზე მეტი. „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში 370 პალესტინელი დაიღუპა და 2 200 დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად ომი ოფიციალურად გამოაცხადა.