“დღეისათვის ორი ქართველ-ებრაელია გარდაცვლილი – ვიზიარებთ ჩვენი ძმების და დების ამ საშინელ ტრაგედიას”-ლაშა ჟვანია

106
spot_img

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქის დაშავების, დაკარგვის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შესულა.

ელჩმა დაადასტურა, რომ ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულია 2 ქართველ-ებრაელი.

„ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქის დაშავების, დაკარგვის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შესულა. ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი, რომ არ იქნება საქართველოს რომელიმე მოქალაქე დაშავებული ან გატაცებული. ყოველ შემთხვევაში, 2 დღის განმავლობაში ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა. დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი. ჩვენი ნაწილია ესეც – ბუზუდაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, ავი აბრაამ ქუბელაშვილი, რომელიც აქ შეტაკებების დროს გარდაიცვალა. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ძმებისა და დების ამ საშინელ ტრაგედიას და ტკივილს და მათთან ერთად ვართ ამ გასაჭირის დროს”, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო