Home Blog Page 2186

“რას ნიშნავს ეს წარმომავლობის მიხედვით დაყოფა?!”- ვასილ მაღლაფერიძე

“რას ნიშნავს ეს წარმომავლობის მიხედვით დაყოფა?!”- ვასილ მაღლაფერიძე

“აი, საიდანაც არ უნდა შეხედო, ერთობ უხერხული განცხადებაა, ერთობ და უაღრესად ერთობ!”- ასე ეხმაურება ვასილ მაღლაფერიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკკრონის განცხადებას, რომლითაც მან ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჯერალდ დარმანინს მიმართა, რომ განსაკუთრებული ყურადღება შემოწმებისას მიექცეს კავკასიური წარმომავლობის 16-25 წლის ასაკის ჯგუფებს.

“აი, საიდანაც არ უნდა შეხედო, ერთობ უხერხული განცხადებაა, ერთობ და უაღრესად ერთობ! რას ნიშნავს ეს წარმომავლობის მიხედვით დაყოფა?!
ჰიუგო სხვა საფრანგეთს მასწავლიდა!

P.S. როგორ გრძელდება ის ლექსი, მე პატარა ქართველი ვარო?!’- წერს სოციალურ ქსელში ვასილ მაღლაფერიძე.

“ემანუელ მაკრონმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჯერალდ დარმანინს მიმართა, რომ განსაკუთრებული ყურადღება შემოწმებისას მიექცეს კავკასიური წარმომავლობის 16-25 ასაკის ჯგუფებს.”

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რეგიონების ხელმძღვანელებს დაავალა, შეამოწმონ ყველა რადიკალიზებული პირის მონაცემები და განსაკუთრებული აქცენტი კავკასიური წარმომავლობის ადამიანებზე გააკეთონ.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ითხოვს „დაუნდობელ მიდგომას ყველას მიმართ, ვინც სიძულვილის და ტერორისტული იდეოლოგიის მატარებელია“.

ემანუელ მაკრონის დავალებით, პრეფექტურებმა რადიკალიზაციის შესაფასებლად შეხვედრები პოლიციის, ჟანდარმერიის, ციხის სამსახურების, სასამართლოსა და დაზვერვის მონაწილეობით უნდა გამართონ. შემოწმების მიზანია, ყველა რადიკალიზებული უცხოელის იდენტიფიცირება, რომლებიც სავარაუდოდ გაძევებული იქნებიან საფრანგეთიდან.

ემანუელ მაკრონმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჯერალდ დარმანინს მიმართა, რომ განსაკუთრებული ყურადღება შემოწმებისას მიექცეს კავკასიური წარმომავლობის 16-25 წლის ასაკის ჯგუფებს.

ელისეს სასახლეში ირწმუნებიან, რომ საუბარი არ არის კონკრეტული თემის სტიგმატიზაციაზე.

13 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ არასში ჩეჩნური წარმოშობის მოჰამედ მოგოუჩკოვმა ლიტერატურის პროფესორი, დომინიქ ბერნარი მოკლა.

https://www.facebook.com/vasil.maghlaperidze/posts/pfbid02LAEQiM3TvWCijfCKpGP7TPTu76UtFbA6gDeLd9Vid9f1rANGaajpoRLr7Z46uC28l

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ვუთხარი, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ენტონი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველოდებით პარტნიორობისა და მეგობრობის უფრო გაღრმავებას -რობინ დანიგანი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით.

„ძალიან ვაფასებ პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას. მე ვუთხარი პრემიერ მინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით – განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი, ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში. მე ასევე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ მოუთმენლად ველოდები, მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის წინსვლას. მინდა, გავაფართოოთ ჩვენი ხალხთაშორისი და ეკონომიკური ურთიერთობები. ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.

პრეზიდენტმა კონსტიტუცია რადიკალური ოპოზიციის, „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია

პრეზიდენტმა კონსტიტუცია რადიკალური ოპოზიციის, „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ამ პროცესმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეს განცდა უნდა ჰქონდეს, რომ როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, იქ დახვდებიან ის მოსამართლეები, ვინც კონსტიტუციის შესაბამისად მათ ინტერესებს დაიცავენ. ვინც კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა, კონსტიტუციის სადარაჯოზე დადგნენ, კონსტიტუციური წესრიგი დაიცვეს და სამართლებრივად კონსტიტუციის დარღვევა გააფორმეს.

ჩვენი მიზანი იყო, ვინც კონსტიტუციას და მის დადებულ ფიცს უღალატა, სამართლებრივად კონსტიტუციის დარმღვევად გაფორმებულიყო. პრეზიდენტმა კონსტიტუცია რადიკალური ოპოზიციის, „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია. პარტიას, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ ჰყავდა გამოცხადებული და რეზიდენტს უწოდებდა, დღეს სწორედ იმის გამო, რომ მათ პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა, მათი დაცვის ქვეშ მყოფი იქნება. ეს არის კატასტროფა და ამის ლუსტრაცია მოხდება“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს და მიმდინარე საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს; გამოითქვა ქვეყნებს შორის მრავალგანზომილებიანი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების მზაობა.

ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე. რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანთან საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე − ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა ელჩს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებისა და განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული.

პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ყველა მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

„ძალიან ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან. მე ვუთხარი პრემიერ მინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით – განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში. მე ასევე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ მოუთმენლად ველი მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის წინსვლას. მე მინდა გავაფართოოთ ჩვენი ხალხთაშორისი და ეკონომიკური ურთიერთობები, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას”,- განაცხადა რობინ დანიგანმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში – მარკ ნორდბერგი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე.

ემანუელ მაკრონმა რეგიონების ხელმძღვანელებს დაავალა, ყველა რადიკალიზებული პირის მონაცემები შეამოწმონ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რეგიონების ხელმძღვანელებს დაავალა, შეამოწმონ ყველა რადიკალიზებული პირის მონაცემები და განსაკუთრებული აქცენტი კავკასიური წარმომავლობის ადამიანებზე გააკეთონ.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ითხოვს „დაუნდობელ მიდგომას ყველას მიმართ, ვინც სიძულვილის და ტერორისტული იდეოლოგიის მატარებელია“.

ემანუელ მაკრონის დავალებით, პრეფექტურებმა რადიკალიზაციის შესაფასებლად შეხვედრები პოლიციის, ჟანდარმერიის, ციხის სამსახურების, სასამართლოსა და დაზვერვის მონაწილეობით უნდა გამართონ. შემოწმების მიზანია, ყველა რადიკალიზებული უცხოელის იდენტიფიცირება, რომლებიც სავარაუდოდ გაძევებული იქნებიან საფრანგეთიდან.

ემანუელ მაკრონმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჯერალდ დარმანინს მიმართა, რომ განსაკუთრებული ყურადღება შემოწმებისას მიექცეს კავკასიური წარმომავლობის 16-25 წლის ასაკის ჯგუფებს.

ელისეს სასახლეში ირწმუნებიან, რომ საუბარი არ არის კონკრეტული თემის სტიგმატიზაციაზე.

13 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ არასში ჩეჩნური წარმოშობის მოჰამედ მოგოუჩკოვმა ლიტერატურის პროფესორი, დომინიქ ბერნარი მოკლა.

შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა შვილს – 1984 წელს დაბადებულ კ.ა.-ს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

“დასკვნა არის ტენდენციური, საკონსტიტუციო სასამართლო მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში”

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა არის ტენდენციური.

როგორც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებსა და ტერმინებში.

„დღეს, გამოქვეყნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა იმპიჩმენტთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა კონკრეტულ სადავო გარემოებებთან მიმართებით და კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა-ქვე პუნქტთან მიმართებით. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას, ბუნებრივია, დასკვნის დეტალური წაკითხვა ვერ მოხერხდა დროის სიმცირის გამო, თუმცა გადავხედეთ ძირითად გარემოებებს, ძირითად დასაბუთებებს დასკვნა არის ტენდენციური, მინდა ეს პირდაპირ ვთქვა, რომ ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად ერთო-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში. მხოლოდ,უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად, აბსოლუტურად ყველა საკითხში ყველა მიმართულებით მოაქცია 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის ა-ქვე პუნქტში. საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც არ შეიწუხა თავი, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, ვთქვათ, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა პრეზიდენტს 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის ა-ქვე პუნქტის მიღმა და აქვს თუ არა საერთოდ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტს მინიმალური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ფაქტობრივად, ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში, მან სამართლებრივი არგუმენტაცია თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, თუმცა თუ გადახედავთ ამ დასაბუთებას აშკარად დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ძირითად არგუმენტებს მაინც აკეთებს ხედვაზე – იმედი აქვს, რომ პარლამენტში სრულდება ეს პროცესი,რომ შესაძლოა პარლამენტმა არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება“-განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

“არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას, რადგან არის ტენდენციური” – პრეზიდენტის წარმომადგენლები

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლებმა თამარ ჩუგოშვილმა და მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ ისინი არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას ტენდენციურად მიიჩნევენ.

„ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას. დეტალურად წაკითხვა ვერ მოხერხდა, დროის სიმცირის გამო, თუმცა, გადავხედეთ ძირითად გარემოებებს, ძირითადად დასაბუთებებს და დასკვნა არის ტენდენციური. ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში. უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით. პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად, აბსოლუტურად ყველა საკითხში, ყველა მიმართულებით მოაქცია 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში. საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც არ შეიწუხა თავი, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, ვთქვათ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა პრეზიდენტს ამ მუხლის მიღმა და აქვს თუ არა საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტს მინიმალური ურთიერთობების განხორციელების შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტობრივად ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში. მან სამართლებრივი არგუმენტაცია თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა, გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, თუმცა თუ გადახედავთ დასაბუთებას, აშკარად დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ძირითად არგუმენტებს მაინც აკეთებს იმ ხედვაზე და იმედი აქვს, რომ პარლამენტში სრულდება ეს პროცესი და შესაძლოა პარლამენტმა არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოდან ნამდვილად მეტს მოველოდი, მქონდა რწმენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დადგებოდა იმაზე მაღლა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას სწორედ კონსტიტუციური ნორმების სწორი განმარტების შედეგად“, – აღნიშნა პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა.

“სასამართლომ მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ პარლამენტში დამკვიდრდეს სწორი და ერთგვაროვანი ხედვა იმპიჩმენტით გადაყენების ადეკვატური საფუძვლებისა და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე”

საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში დამკვიდრდეს სწორი და ერთგვაროვანი ხედვა იმპიჩმენტით გადაყენების ადეკვატური საფუძვლებისა და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაშია აღნიშნული.

როგორც სასამართლო აღნიშნავს, კონსტიტუციური ჩანაწერიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრებს სრული დისკრეცია გააჩნიათ, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიტიური დასკვნის შემთხვევაში, მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება – დაუჭირონ ან არ დაუჭირონ მხარი იმპიჩმენტს და, სამართლებრივად, არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება კონსტიტუციის დარღვევა. თუმცა ამავდრულად, დასკვნაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ-სამართლებრივი კულტურა, ერთგვაროვანი კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც შესაბამისი პრეცედენტების დროს პარლამენტის წევრებს, რომლებიც პოლიტიკოსები არიან, მომავალშიც დაეხმარება, რომ მათ იმპიჩმენტთან დაკავშირებული კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენონ იმპიჩმენტის ინსტიტუტის არსისა და მიზანდასახულობის გათვალისწინებით და კონსტიტუციურად გამართლებული მიზნებით.

„პოლიტიკური მიზანშეწონილობით საკითხის გადაწყვეტა, კონსტიტუციის 48-ე მუხლის გაგებით, მოითხოვს, რომ პარლამენტის წევრთა მხრიდან სწორი, იმპიჩმენტის დანიშნულებისათვის შესატყვისი, პოლიტიკური კრიტერიუმები იქნეს შერჩეული და გამოყენებული, რათა პარლამენტის იმპიჩმენტური ვერდიქტი მხოლოდ ადეკვატურ შემთხვევებს დაუკავშირდეს. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებაში ნაგულისხმები პოლიტიკური მიზანშეწონილობით საკითხის გადაწყვეტა თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე ხმის მიცემისას, უნდა განიმარტოს იმპიჩმენტის ინსტიტუტის დანიშნულებისა და მიზნების ჭრილში. ეს იმას გულისხმობს, რომ პარლამენტის წევრებმა ხმის მიცემამდე უნდა განსაზღვრონ, მართლაც შეეხება თუ არა საქმე იმგვარ შემთხვევას, როდესაც შესაბამისი თანამდებობის პირის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვება, ჩადენილი ქმედების გამო, გამართლებული აღარ არის და მიზანშეუწონელია; საჯარო ინტერესის თვალსაზრისით, რა უფრო სწორია, მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება თუ თანამდებობაზე დატოვება. პარლამენტის წევრები უნდა დარწმუნდნენ, რომ თანამდებობის პირმა თავისი ქმედებით დაადასტურა თანამდებობასთან მისი შეუფერებლობა და ის, რომ მან აღარ შეიძლება გააგრძელოს თავისი საქმიანობა ამ თანამდებობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტისას, იმპიჩმენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება და პოლიტიკური მიხედულობით მოქმედების შესაძლებლობა პარლამენტის წევრების მიერ გამოყენებულ იქნეს გონივრულად და ადეკვატურად, იმპიჩმენტის იდეის გააზრებით და შესაბამისი პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ იმპიჩმენტის პროცედურის კონსტიტუციურობაზე შემდგომი სასამართლო კონტროლი გათვალისწინებული არ არის და ამ მხრივ რაიმე სამართლებრივი მისაგებელი არ არსებობს“,- ნათქვამია დასკვნაში.

პუტინი ისრაელის, ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერებთან საუბარს გეგმავს

ვლადიმერ პუტინი დღეს ისრაელის, ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერებს გაესაუბრება , – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვი ავრცელებს.

უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი უკვე ესაუბრა სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ალ-ასადს.

პუტინმა და ასადმა, სატელეფონო საუბრისას „ღაზას დაბომბვის შეწყვეტა და მისი მოსახლეობის იძულებით გადაადგილების შეჩერება მოითხოვეს“.

მედიის ინფორმაციით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ვლადიმერ პუტინი, 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ხელმძღვანელობასთან საუბარს გამართავს.

“ჩვენი ფრაქცია იმპიჩმენტის პროცესის პარლამენტში მიმდინარეობისას არ იქნება პლენარულ სხდომათა დარბაზში”

ბორელმა ჩვენთან შეხვედრისას, ისევე, როგორც საჯაროდ, განაცხადა ძალიან კონკრეტულად, რომ იმპიჩმენტის პროცესი ნეგატიურად აღიქმებოდა ბრიუსელში. შესაბამისად, ეს პოლიტიკური ცირკი, რომელზეც ასე ხალისობს უმრავლესობის სხვადასხვა წევრი ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ჩვენი ფრაქცია იმპიჩმენტის პროცესის პარლამენტში მიმდინარეობისას არ იქნება პლენარულ სხდომათა დარბაზში და სხვა ოპოზიციონერებსაც მოვუწოდებდით, რომ იგივე გააკეთონ იმისთვის, რომ ოცნებას შეეზღუდოს მანიპულაციის სივრცე“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა.

“ჩვენი კონსტიტუცია ზუსტად ისე იკითხება, როგორი ავტორიც ყავს” – დავით ჭიჭინაძე

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად დარჩენა, ან მისი გადადგომა, არც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება და არც ხალხის მატერიალურ მდგომარეობაზე, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენას გამოეხმაურა.

ჭიჭინაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია იკითხება ისე, როგორც ავტორიც ყავს.

„გაუყიდავი „ოპოზიცია“ ქვეყანაში რომ არ გვყავს, ეს დიდი ხანია ფაქტია. აქ და ახლა საუბარი იმაზეა „ქართული ოცნება” ვისთან მოილაპარაკებს უფრო სარფიანად. საუბარია იმაზე, დიდი იყიდოს, თუ პატარა და ზოგადად ვისთან გარიგდეს.

ამასობაში ქართული პოლიტიკა ქარვასლად იქცა, ჩარჩების იყიდე-გაყიდე პოლიტიკად. ეს ყველაფერი კი ძალიან მარტივად გვარდება, რადგან, დეპუტატების უმრავლესობას, ჩვენს პარლამენტში, დიდი პოლიტიკური ამბიციები არც გააჩნიათ და მხოლოდ მატერიალურ სარგებელზე დარდობენ. ან გასაკვირი რა არის, ადამიანი, რომელიც პარლამენტში ადგილს ყიდულობს, ის ყოველთვის გაყიდის კიდეც. ამიტომაც ვართ ამ დღეში და ამიტომ არის 150 დეპუტატი დიდი ციფრი ქართული პოლიტიკისთვის. სადაც ეს ჩარჩები არა მარტო ამომრჩეველს, ოპონენტებსაც ყიდულობენ.

ზოგადად კი, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად დარჩენა, ან მისი გადადგომა, არც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება და არც ხალხის მატერიალურ მდგომარეობაზე.

ჩვენი კონსტიტუცია კი, ზუსტად ისე იკითხება როგორი ავტორიც ყავს, იმიტომაც აბამენ ყურს, საიდანაც უნდათ იქიდან”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძე