Home Blog Page 2185

“ლომჯარია- გიგაური გო გო ჟენია! ეს გინდოდათ აქ ხო?! ნახეთ ვიდეო” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში ისრაელში გადაღებულ ვიდეომასალას აქვეყნებს, რაზე დაყრდნობითაც ქართველ გლობალისტებს მიმართავს:

“შედეგი! როცა საკუთარ ხალხზე და მის ბედზე კი არ ზრუნავ, არამედ უცხო ქვეყნების, ბატონების ნებას ემსახურები! იყიდები! ცხადი იყო “ხამასის” ამ სისხლიან, არაადამიანურ შემზარავ ავანტიურაზე რა პასუხი ექნებოდა ისრაელს! ეს მხოლოდ დასაწყისია! ლომჯარია- გიგაური,
გო გო ჟენია! ეს გინდოდათ აქ ხო?! ნახეთ ვიდეო”- წერს გოგა ხაინდრავა.

 

“ჰამასი” არ აწარმოებს მოლაპარაკებას ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით, ვიდრე ცეცხლის ქვეშაა”-“ჰამასის” სპიკერი

„ჰამასი“ არ აწარმოებს მოლაპარაკებას ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით, ვიდრე ცეცხლის ქვეშაა, – ამის შესახებ „ჰამასის“ სპიკერმა, აბუ უბაიდამ განაცხადა.

ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

„ჰამასი არ აწარმოებს მოლაპარაკებას პატიმრების გაცვლის საკითხზე, სანამ ის ცეცხლის ქვეშაა“, – განაცხადა უბაიდამ.

ამასთან ერთად, „ჰამასის“ სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელი მზად უნდა იყოს, „გადაიხადოს საფასური“, თუ მას სურს ტყვეების დაბრუნება.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო სახლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიზანში ამოღებას, სამწუხაროდ ერთ-ერთი სამოქალაქო ტყვის სიკვდილით დასჯა მოჰყვება, რომელსაც ჩვენ ვიზუალური და ხმოვანი საშუალებებით გადავცემთ“ , – განაცხადა აბუ უბაიდამ.

„ჰამასის“ ინფორმაციით, მათ 100-ზე მეტი მძევალი ჰყავთ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ისრაელზე თავდასხმა არასდროს მოხდებოდა – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში „ჰამასის“ მოულოდნელი თავდასხმა ისრაელის წინააღმდეგ არასდროს მოხდებოდა.

„ახლა ვინ წარმოიდგენდა ომს? ეს არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ისრაელზე თავდასხმა არასდროს მოხდებოდა. უკრაინაზე თავდასხმა არასდროს მოხდებოდა, გამორიცხულია. რაც გუშინ მოხდა, წარმოუდგენელი იყო. ვგულისხმობ ამდენი ადამიანის დაღუპვას. რიცხვი გაცილებით დიდი იყო, ვიდრე დღეს, დილით თქვეს. ეს ძალიან დიდი რიცხვია, ძალიან, ძალიან დიდი რიცხვი და მანკიერი, ზედმეტად მანკიერი. მცირეწლოვანი ბავშვები უბრალოდ დახოცეს. საშინელებაა, რაც ხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე ტრამპმა ისრაელზე თავდასხმაში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა.

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ბევრი საქმის ერთდროულად კეთების მცდელობა სასურველი შედეგების მიღწევაში ხელს გიშლით. გირჩევთ, აქტივობა შეამციროთ და რთული პროექტების დაწყება სხვა დღისთვის გადაიტანოთ. ეს დღე უკვე დაწყებული სამუშაოს დასრულებისა და შეცდომების გამოსწორებისთვის შესაფერისია. ეცადეთ, სადავო საკითხები სანდო ადამიანებთან ერთად განიხილოთ.

კურო

ამ დღეს ნებისმიერ ურთიერთობაში გაღიზიანება იგრძნობა. გარშემომყოფების ჩარევამ შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და მცირე უსიამოვნებებს ყურადღება არ მიაქციოთ. კარგი იქნება, თუ წლის ბოლომდე სამოქმედო გეგმას შეადგენთ.

ტყუპები

ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს, მოერიდეთ აჩქარებას და სარისკო ქმედებებს, რათა საფრთხე აიცილოთ. საინტერესო ადამიანთან ურთიერთობის დროს შესაძლოა თავში ბრწყინვალე აზრი ან ახალი პროექტის იდეა მოგივიდეთ. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

კირჩხიბი

დილიდან თავს დაბნეულად იგრძნობთ, ამიტომ ჩანაფიქრის დამოუკიდებლად განხორციელება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, საკუთარ პროექტში კოლეგები ან ის ადამიანები ჩართოთ, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობით – ისინი დავალებას შესანიშნავად გაუმკლავდებიან. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ნებისმიერი ისეთ საქმისთვის, რომელიც ფანტაზიას მოითხოვს.

ლომი

ნაყოფიერი და წარმატებული დღეა. ეცადეთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და დიდი ხნის წინ დაწყებული, გაჭიანურებული საქმეები დაასრულოთ. მოქმედების მკაფიო გეგმის შედგენა საშუალებას მოგცემთ, საკუთარი შესაძლებლობები სწორად გავთალოთ და მუშაობის დროს შეცდომები თავიდან აიცილოთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ამ დღეს პრობლემების გაზვიადებისა და სიტუაციის დრამატიზებისკენ ხართ მიდრეკილი. გირჩევთ, წვრილმან უსიამოვნებებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ, მით უმეტეს, რომ ხვალ მათ სხვა თვალით შეხედავთ. საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ – იარეთ ფეხით და სწორად იკვებეთ.

სასწორი

თუ ვინმესთან ურთიერთობის გაწყვეტას აპირებთ ან საყვარელი ადამიანის მოქმედებებით იმედგაცრუებული ხართ, გადაწყვეტილებებს იმპულსურად ნუ მიიღებთ. დასკვნების გამოტანამდე ეცადეთ, მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ. როდესაც მომხდარის ნამდვილ მიზეზებს გაიგებთ, შესაძლოა, აზრი შეიცვალოთ. ამ დღეს საკუთარი გეგმების შესახებ არავის არაფერი უამბოთ.

მორიელი

თქვენი რჩევა ახლობელს პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება. სასურველია, რომ ადამიანებს გამოცდილება გაუზიაროთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკუთარი აზრი თავზე არ მოახვიოთ. შემოქმედებითი მიდგომა და ფანტაზია საშუალებას მოგცემთ, რომ უინტერესო საქმეს უფრო სწრაფად გაუმკლავდეთ. მაცდური ფინანსური შეთავაზება შეიძლება ძალიან სარისკო აღმოჩნდეს.

მშვილდოსანი

ეცადეთ, საკუთარი სიტყვები, მოქმედებები და ემოციები აკონტროლოთ და მცირე წარუმატებლობის გამო ბრაზი საყვარელ ადამიანებზე არ იყაროთ. აქტიური ვარჯიში ან ფიზიკური მუშაობა სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ. საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება დაუთმეთ და სამომავლო გეგმები მასთან ერთად განიხილეთ.

თხის რქა

მოულოდნელი სიახლე გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ეცადეთ, გარემოებებს მოერგოთ და ახალი, მოგებიანი შესაძლებლობები იპოვოთ. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რომელსაც დღეს გაიგებთ – ვიღაც, თქვენს მოტყუებას ცდილობს. ეცადეთ, თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები დიდხანს გაგყვებათ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა სადავო საკითხი მოაგვაროთ და ურთიერთობის გამწვავებას კომპრომისი არჩიოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ კონფლიქტები თავიდან აიცილოთ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. მშვენიერი დღეა ნაყოფიერი მუშაობისა და რთული პრობლემების გადასაჭრელად. რომანტიკული პაემანი კი უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ.

თევზები

შესაძლოა, პარტნიორმა იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ ეს სამყაროზე გაბრაზების უფლებას არ გაძლევთ. სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, გულწრფელად ესაუბროთ და მომხდარის მიზეზი გაარკვიოთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს კოლეგებთან შეჯიბრების და საკუთარი უპირატესობის დამტკიცების სურვილი გაგიჩნდეთ.

რა წერია ვენეციიის კომისიის დასკვნაში

ვენეციიის კომისიამ საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში განხილულია ის რეკომენდაციები, რომლებიც შესრულდა, არ შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა.

ვენეციის კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა რეკომენდაციების ნაწილი ჯერ არ შესრულებულა.

ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, აუცილებელია შესრულდეს პირველი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას გულისხმობს, რომლის მსგავსი მოთხოვნა აქვს ევროკავშირის კომისიასაც თავის დასკვნაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იმას, რომ გადაიხედოს მისი ფუნქციები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და წევრთა არჩევის წესი.

ასევე დასკვნის თანახმად, Მეორე რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა გადაყვანის უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება, რჩება შეუსრულებლად.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ Მესამე რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვას ითვალისწინებდა, შესრულებულია.

Მეოთხე და მეხუთე რეკომენდაციები კი, რომლებიც მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხიმგებლობას ეხება, ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.

ვენეციის კომისია მზად არის, საქართველოს ხელისუფლებასთან და პარლამენტთან ამ საკითხში დახმარების მიზნით მომავალშიც ითანამშრომლოს.

Შეგახსნებთ, რომ 2023 წლის მარტის დასკვნაში კომისიამ შესასრულებლად 5 ძირითადი რეკომენდაცია გამოყო.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ოჩამჩირეში რუსეთის ბაზის მშენებლობას გმობს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობას გმობს , – ამის შესახებ საუბარია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სახელწოდებით, „შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ“.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას და აღნიშნავს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი მეტყველებს იმ საფრთხეზე, რომელსაც იგი ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობასა და სტაბილურობას უქმნის.

ასამბლეის აზრით, რუსეთის განზრახვა, რომ საზღვაო ბაზა ააშენოს ოჩამჩირეში, რომელიც რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, შავი ზღვის რეგიონის სამომავლო დესტაბილიზაციის საშიშროებას ქმნის.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ასამბლეის მხარდაჭერას ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის მიხედვითაც საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოს მხარდაჭერა და დემოკრატიული რეფორმების გზით ხელი შეუწყონ ნატოში მის გაწევრიანებას.

“სულ მალე ჩვენი ერთობლივი მოქმედების დრო დადგება!”- მიხეილ სააკაშვილი

სულ მალე ჩვენი ერთობლივი მოქმედების დრო დადგება! წინ დიდი გამოწვევებია და დიდი მომზადება და ერთობა გვჭირდება. მანამდეც სულ მოძრაობაში უნდა ვიყოთ, ხოლო სულ გადამწყვეტ მომენტში მეც მოგიხმობთ, არცერთი პოლიციელი და ჯარისკაცი არ შეასრულებს საკუთარ ხალხზე სროლის ბრძანებას, რომც იყოს ასეთი ბრძანება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ  სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საერთოდ რაზე იმართება ეს სასამართლო? ხომ ყველამ იცის, რომ თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ფარსი, უკვე ხომ საბოლოოდ გაირკვა, რომ ფსბ-ს აგენტი, ფარცხალაძე პროკურორად ამ საქმეების აღსაძვრელად დანიშნეს. სამართალი რომ იყოს, ეს საქმე დღესვე დახურულად უნდა გამოცხადდეს!

ესენი აშინებენ ხალხს ორი მესიჯით – “ომი გინდათ?” და “არ აგარევინებთ”. რუსეთია არეულობა და ძალადობა, ევროპა კი წესრიგი და სამართლიანობა. ეს ხალხი ეტყობა არ ყოფილა სარფის საბაჟოზე, არ უნახავს რიგები.

ჩემი მეგობრის შვილი ახლახან დაადეპორტეს გერმანიიდან, არალეგალი იყო და რა თანხაც მოჰქონდა, საზღვარზე ჩამოართვეს. საქართველოში კვალიფიციური კი არა, საერთოდ არანაირი მუშახელი აღარ დარჩა.

ოჩამჩირე უკვე ჩართეს უკრაინის ფრონტშიც, ომი და არეულობაც უკვე აქაა! ყოველ შემთხვევაში მშვიდობა და წესრიგი ამას ნამდვილად არ ჰქვია.

ისრაელის ომი არის მსოფლიო ომის გაგრძელება, რომელიც 2008 წელს საქართველოთი დაიწყო. ესაა ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება, აქაც შეიძლება საათებში შეიცვალოს სიტუაცია. ისრაელში პარტიები ვერ იტანენ ერთმანეთს და ახლა ეროვნული ერთობის მთავრობა შექმნეს, ჩვენს ოპოზიციას არავინ ავალდებულებს უყვარდეს ერთმანეთი, საქორწინოდ არავის მიჰყავხართ, მთავარია შეკრათ რიგები საერთო მოწინააღმდეგის – ივანიშვილისა და რუსეთის წინააღმდეგ.

მე ძალიან ცუდად მახსოვს 90-იან წლებში როგორ ამტვრევდა ერთმანეთს ცხვირ-პირს ერთ დროს მძლავრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. გია ჭანტურია მოკლეს და პარტიის შიგნით ერთმანეთს დაერივნენ. ივანიშვილმაც ასე აწია ბარიერი 5 პროცენტამდე და პარტიებს უპრიმიტიულესი ტექნოლოგიებით ერთმანეთს აპირისპირებს.

მას არ უნდა მივცეთ ამის საშუალება, რა იაფფასიანი თამაშია ვითომ იმპიჩმენტი და როგორი აზარტით გადაეშვა ბევრი ამ უპრიმიტიულეს აფიორაში, დაწყნარდით, სალომე საუცხოოდ ასრულებს ივანიშვილის ყველა დაკვეთას.

სულ მალე ჩვენი ერთობლივი მოქმედების დრო დადგება!

წინ დიდი გამოწვევებია და დიდი მომზადება და ერთობა გვჭირდება.

მანამდეც სულ მოძრაობაში უნდა ვიყოთ, ხოლო სულ გადამწყვეტ მომენტში მეც მოგიხმობთ, არცერთი პოლიციელი და ჯარისკაცი არ შეასრულებს საკუთარ ხალხზე სროლის ბრძანებას, რომც იყოს ასეთი ბრძანება.

ზეგ სოფო ჯაფარიძის თაოსნობით ენმ-ის ბაზაზე იხსნება ჩემი წარმომადგენლობითი ოფისი.

სოფო ძალიან ნიჭიერი ლიდერია და მუდმივად აქვს ჩემთან კავშირი. ისევე როგორც, ინფორმაციის მიღებას ვახერხებ სხვა წყაროებიდანაც.

ოჩამჩირის პორტი ჩვენ დაგვრჩება ისე, როგორც ლუჟკოვის სახლი დაგვრჩა ბათუმში. იქ გაიხსნება საქართველო-უკრაინა-ნატოს ერთობლივი ბაზა, რომელიც საიმედო ფარი იქნება ჩვენი ლაზიკის უმაგრესი პორტისთვის. ჩვენ წინ გველოდება აფხაზეთი.

მინდა მოვუწოდო ხალხს, ცოტა ხანი დაიცადეთ არ წახვიდეთ და ვინც წასული ხართ გულისყურით იყავით, აქ მალე დადგება დიდი ცვლილებების ეპოქა.

ევროპასთან შანტაჟით რომ არ აგვეწყო ურთიერთობები:

ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო სამოქალაქო თავდაცვის მისია, როგორც ეს მოლდოვამ მიიღო;

ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი;

ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო მილიონობით დოლარის დაფინანსება ლაზიკას პროექტისთვის და ათიათასობით სამუშაო ადგილი შეგვექმნა ქართველებისთვის. ცნობისთვის, ჩინეთის მიერ დაფინანსებული პროექტები ქართველებისთვის სამუშაო ადგილებს არ იძლევა, არამედ სამუშაოს მხოლოდ ჩინელებისთვის ქმნის;

ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო დაფინანსება ჩვენი საპენსიო რეფორმისთვის;

ჩვენ შეგვეძლო საქართველოს, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის როუმინგულ ერთიან სისტემაში ჩართვა;

ჩვენ შეგვეძლო ევროკავშირის უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასური შემცირების მოთხოვნა;

ჩვენ შეგვეძლო დაგვეგეგმა შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიისთვის ახალი გრანდიოზული დამაკავშირებელი პროექტები, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენს ეკონომიკას.

ეს არ არის მხოლოდ ფანტაზია, ეს ყველაფერი ეფუძნება იმას, რაც აქამდე EPC-მ სამ სამიტზე (პრაღა, კიშინიოვი, გრანადა) აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ ბალკანეთთან მიაღწია.

მაგრამ ჩვენ არაფერი მიგვიღია, აბსოლუტურად არაფერი, ეს არ არის ნორმალური, ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელმაც არ იცის როგორ აკეთოს საქმე, გარდა იმისა რასაც პუტინი ეუბნება.

სულ უფრო ყალიბდება აზრი, რომ სტატუსის საკითხი ჩვენთან, ევროპის ეგიდის ქვეშ, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მიღებას, როგორც ნამდვილი დეოლიგარქიზაციის აქტს ნიშნავს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=859041168924815&set=a.251906216304983&type=3&ref=embed_post

ლვოვში ავტოსაგზაო შემთხვევისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი მძიმედ დაშავდა

ლვოვში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელია.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ავტოავარია კიევი-ჩოპის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს “ჰიუნდაისა” და “აუდის” ტიპის ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა. ეკა ტყეშელაშვილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩვენ ახლო აღმოსავლეთს გარდავქმნით-ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის სამხრეთ რეგიონის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ ომი “ახლო აღმოსავლეთის რეგიონს გარდაქმნის“. ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

„ვიცი, რომ თქვენ მძიმე და საშინელი რამ გადაიტანეთ. ის, რასაც „ჰამასი” გამოცდის, იქნება მკაცრი და საშინელი – ჩვენ უკვე იმ ბრძოლის შუა ეტაპზე ვართ, რომელიც ახლა დავიწყეთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა: “ჩვენ ვაპირებთ გარდავქმნათ ახლო აღმოსავლეთი”.

ნეთანიაჰუმ პოლიტიკოსები სიმტკიცისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ მომავალ ბრძოლას დრო დასჭირდება.

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

ბიზნესის დაწყება და მისი სწორად მართვა ის საქმეა, რომელზეც ბევრი ფიქრობს და მარტივიც ჰგონია, თუმცა სტარტაპის შექმნა და მისი განვითარება უამრავი მნიშვნელოვანი დეტალის განსაზღვრასა და თითოეული ნაბიჯის დაფიქრებულადა და წინდახედულად გადადგმას მოითხოვს.

ეს იმდენად დიდი და რთული საკითხია, რომ ბიზნესის წარმოებაში ნაკლებად ჩახედული ადამიანისათვის საუკეთესო გამოსავალია პროფესიონალების დახმარება, რათა საქმე სწორად განვითარდეს.

ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ მომხმარებლებისათვის სწორი პროდუქტისა თუ საჭირო მომსახურების შეთავაზება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ბიზნესის წარმოება უამრავი ადმინისტრაციული საკითხის სწორად დაგეგმვას საჭიროებს.

ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია სწორი სამეწარმეო სტრუქტურის შერჩევა, ისეთის რომელიც ახალ კომპანიას საშუალებას მისცემს მაქსიმალურად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალსწინებული საგადასახადო შეღავათები და სახელმწიფო პროგრამები.

დამწყები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ბიზნესმენებისთვის ასეთ ინფორმაციასთან წვდომა ხშირად საკმაოდ რთულია, და ბევრ დეტალში გარკვევას მოითხოვს. განსაკუთრებით კი ეს ეხება ისეთ ბიზნესებს, რომლის მომხმარებლებიც უცხოელები იქნებიან.

საკუთარი დროის ოპტიმალურად გამოყენებისთვისა და პოტენციური რისკის შესამცირებლად შესაბამისი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა ერთადერთი სწორი გამოსავალია.

სწორედ ასეთი კომპანიაა ჯორჯაფაი, რომელიც დაგეხმარებათ როგორც ინდმეწარმის, ასევე მცირე მეწარმის რეგისტრაციაში. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ სრული ინფორმაცია მცირე და ინდ მეწარმის უპირატესობებზე – რუსულ ენაზე (Открыть ИП в Грузии) ან ინგლისურ ენაზე (Register an individual entrepreneur in Georgia)

გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზაციის სერვისები დისტანციურადაც ხელმისაწვდომია, რაც დროის, ფინანსებისა და ხარჯების ეკონომიისათვის ბევრს ნიშნავს.

ჯორჯიაფაი დაგეხმარებათ შეარჩიოთ და დაარეგისტრიროთ თქვენი ბიზნესისთვის სასურველი ბიზნეს სტრუქტურა და ისარგებლოთ ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმებით, რაც მეტ დროს მოგცემთ ბიზნესის მართვასა და განვითარებაზე კონცენტრირებისთვის.

კომპანიის ისტორია ჯერ კიდევ 2016 წლიდან იწყება, მას ნელ-ნელა შემოუერთდნენ პროფესიონალები და შეიქმნა მეგობრული გუნდი, რომელმაც უამრავ წარმატებულ სტარტაპ კომპანიას გაუკვლია გზა წარმატებისკენ.

ჯორჯიაფაი გთავაზობთ რაც შეიძლება მარტივად, ზედმეტი დროის დანახარჯის გარეშე შეძლოთ თქვენი ბიზნესის დარეგისტრირება და ეტაპობრივად გადადგათ წარმატების მომტანი ნაბიჯები.

კომპანიასთან დაკავშირება ძალიან მარტივია – ეწვიეთ საიტს და შეძლებთ, უმარტივესად გაეცნოთ მომსახურებათა ნუსხას, რომელსაც ჯორჯიაფაი გთავაზობთ;

საიტზე ასევე წარმოდგენილია საქართველოში ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო სრული ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონული ფოსტის მისამართი და უშუალოდ მიმართოთ კომპანიას.

გისურვებთ წარმატებას!

 

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში სტრატეგიულ სამიზნეებზე შეტევას ახორციელებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში სამხედრო ოპერაციას ახორციელებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში სტრატეგიულ სამიზნეებზე ვერტმფრენების გამოყენებით შეტევები მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელებში ლიბანში ჰეზბოლას სადამკვირველო პოსტის დაბომბვის კადრები ვრცელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელრბული ინფორმაციით, დღეს მათ სულ მცირე ორი შეიარაღებული პირი მოკლეს, რომლებიც ლიბანიდან ისრაელში შესვლას ცდილობდნენ.

როგორ დაგეხმარებათ თანამედროვე ტექნოლოგიები მოსავლის დაბინავებაში

როგორ დაგეხმარებათ თანამედროვე ტექნოლოგიები მოსავლის დაბინავებაში

შემოდგომა სოფლის მეურნეობაში ყველაზე დატვირთული და შრომატევადი პერიოდია. ამ დროს თითოეულ დღეს მნიშვნელობა აქვს, რადგან მოსავლის აღება და დაბინავება ზამთრის დადგომამდე უნდა მოესწროს.

ბოლო წლებში სოფლის მეურნეობას ბევრი ქალაქში მაცხოვრებელიც შეუერთდა და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი. საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განვითარებაში, ამიტომ ამ დარგის ხელშეწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებაზე.

არსებობს ონლაინ პლატფორმები, სადაც შესაძლებელია სასურველი ტექნიკის შეკვეთა და ნებისმიერ სოფელში მიღება. მაგალითად ონლაინ მაღაზია „ისურვე“, რომელიც ზრუნავს საკუთარ მომხმარებლებზე და სთავაზობს პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად და უფასო საკურიერო მომსახურებით თავად უზრუნველყოფს შეკვეთების ტრანსპორტირებას. ისურვეში შესაძლებელია ისეთი ნივთების შეძენა როგორიცაა ყურძნის საწური, მცენარეების შესაწამლი აპარატი, ელექტრო წისქვილი, რძის სეფერატორი და უამრავი სხვა საჭირო ტექნიკა და წვრილმანი ნივთი, რომელიც გლეხს მძიმე სამუშაოს შემსუბუქებაში დაეხმარება.

ტექნოლოგიური პროგრესი ფეხს უწყობს ყველა პროფესიის უახლეს მოთხოვნებს და სოფლის მეურნეობაც არ არის გამონაკლისი. პროგრესის კვალდაკვალ ონლაინ მაღაზიები სწრაფი ტემპით აგრძელებენ განვითარებას.

ონლაინ კომერცია და გლეხისთვის სხვადასხვა ტექნიკის შეძენა ახლა იმაზე მარტივია, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინ იყო. ტექნოლოგიურმა პროგრესმა დახვეწა მომსახურების სფერო და ახლა სხვადასხვა საჭიროების მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქციის შეძენა ისეთი მარტივია, როგორც არასდროს.