17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

217
spot_img

ვერძი

დღეს თქვენი წარმატების გასაღები სიფრთხილეა: შეიძლება უამრავ დაძაბულ სიტუაციას შეეჯახოთ, რასაც კონფლიქტი მოჰყვება ახლობელ ადამიანებთან ან კოლეგებთან. უზარმაზარი მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ იმისთვის, რომ პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

კურო

ეს დღე თქვენს სიმტკიცეს და ნებისყოფას გამოცდას მოუწყობს. სავარაუდოდ, საკუთარი ინტერესების დაცვა და თავდასხმის მოგერიება მოგიწევთ. რაც არ უნდა მოხდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ აღელდეთ და საჭირო არგუმენტები მშვიდად იპოვოთ. არ აჰყვეთ ემოციებს და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით.

ტყუპები

ვარსკვლავები ტყუპებს ნაყოფიერ დღეს ჰპირდებიან, თუმცა ის უმიზეზო იმედგაცრუებას განიცდით და ყველაფრით უკმაყოფილო ხართ. შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა და გადაიღალეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თავი ხელში აიყვანოთ და ბედის საჩუქრებს კმაყოფილებით შეხვდეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენში ორგანიზაციული უნარები გაიღვიძებს, რაც მენეჯმენტს შეუმჩნეველი არ დარჩება და შეიძლება, ახალი პროექტის განხორციელებაც მოგანდონ. თქვენი ყურადღების მიღმა არც ოჯახის წევრები დარჩებიან.

ლომი

ამ დღეს ახალი საქმის დაწყება არც კი სცადოთ, რადგან ვარსკვლავების აზრით, ის, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ასე რომ, ჯობს არ აჩქარდეთ და ერთი დღე დაიცადოთ.

ქალწული

ამ დღეს რაღაცის გამოსწორების შანსი გაქვთ. ეს შეიძლება ძველი პრობლემა იყოს, რომელიც გამუდმებით თავს გახსენებთ ან მოვლენა, რომელიც შეგიძლიათ საჭირო მიმართულებით მიმართოთ. ვარსკვლავები გახსენებენ, რომ პესიმისტი ყველა შესაძლებლობაში საფრთხეს ხედავს, ხოლო ოპტიმისტი – ყველა საფრთხეში შესაძლებლობას.

სასწორი

ეცადეთ, საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ და, ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი იყოთ. ეს ეხებათ როგორც ახლობლებს, ისე უცნობ ადამიანებს. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს.

მორიელი

ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში შემთხვევითობის, ინტუიციის და ბრმა გამართლების ადგილი არ არის. წარმატების მისაღწევად თქვენი ყოველი ნაბიჯი ლოგიკურად უნდა გათვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხარო გაუგებრობებს თავიდან ვერ აიცილებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში დაიწყება ცვლილებების ეტაპი, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. ყურადღება მიაქციეთ, რა ხდება თქვენ ირგვლივ და ეცადეთ, მოვლენების განვითარება იწინასწარმეტყველოთ. ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს წარმატებას ვერ მიაღწევთ. ეცადეთ პარტნიორს უფრო ხშირად მოუსმინოთ.

თხის რქა

ამ დღეს გარშემო მყოფებს არ უნდა დაეყრდნოთ – ნებით თუ უნებლიეთ, შეიძლება იმედი გაგიცრუონ. თუ გარშემო ყურადღებით მიმოიხედავთ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ვიღაც ხაფანგს გიგებთ, ჭორებს გივრცელებთ ან თქვენს ზურგს უკან ინტრიგებს ხლართავს. ასე რომ არ მოხდეს, განსაკუთრებული სიფხიზლე და ყურადღება გმართებთ.

მერწყული

ამ დღეს შეიძლება როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი იყოთ! გსურთ, გარშემო ყველაფერი აკონტროლოთ. თქვენი ასეთი დამოკიდებულება გარშემო მყოფთა უკმაყოფილებას გამოიწვევს. იმისთვის, რომ ამ დღემ მეტი დადებითი ემოცია მოგიტანოთ, უნდა შეეგუოთ, რომ ყველაფერი თქვენს სურვილებზე არ არის დამოკიდებული.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერ წამოწყებაში მხარდაჭერას მიიღებთ. უპირველეს ყოვლისა, ეს ურთიერთობებს ეხება. თუ ერთობლივი ცხოვრების გეგმებზე საუბარს აპირებთ, ამისთვის უკეთეს დროს ვერ ნახავთ. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც საპასუხოდ გაგიღიმებთ.