ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ კატასტროფამდე 24 საათი რჩება -ჯანმო

114
spot_img

ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ კატასტროფამდე 24 საათი რჩება, – საგანგაშო განცხადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ იქ წყლის, ელექტროენერგიისა და საწვავის მარაგი უკვე იწურება.

ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების აუცილებლობაზე მიუთითებს გაეროს ლტოლვილთა დახმარების სააგენტოც და აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონში გადამდები დაავადებების გავრცელების საშიშროება იქნება. გაერო ცალსახად აცხადებს, რომ ღაზის სექტორს, ჰუმანიტარული დახმარების მიღების შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომელიც ამ დროისთვის ჯერ ისევ ეგვიპტის საზღვარზე, რაფაჰის გამშვებ პუნქტზეა გაჩერებული.

„ღაზის სექტორში მცხოვრებ ორ მილიონ ადამიანს, არ აქვს სასმელი წყალი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის. დრო იწურება. იმ შემთხვევაში, თუ ღაზის მოსახლეობისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი წყალი, ვშიშობთ, რომ გადამდები დაავადებები გავრცელდება, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები დაბინძურებულ წყალს სვამენ. არც საწვავი, საკვები, არც წყალი და არც სხვა სახის დახმარება – ღაზაში 7 ოქტომბრის შემდეგ, არანაირი მარაგი არ შესულა“, – განაცხადა პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დირექტორმა ჯულიეტ ტუმამ.