Home Blog Page 2168

პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რითაც სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა

“მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები სამივე მოსმენით მიღებულია.

კანონის პროექტი საბოლოო – მესამე მოსმენით 79-ხმით, 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

აღნიშნულ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

ამასთან, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონის 55/2 მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდების, უხამსობის გავრცელების აკრძალვას. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატირი არიან “ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები: – დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე,  ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

უმრავლესობის წევრების განმარტებით, “კანონის პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი“.

„რუსული მშვიდობაო“, პაატა მანჯგალაძემ თქვა, ასეთი ტერმინი შემოვიდა, გილოცავთ ოპოზიციას, რა მარაზმში არიან, ალბათ ყველა ხვდებით”

„რუსული მშვიდობაო“, პაატა მანჯგალაძემ თქვა, ასეთი ტერმინი შემოვიდა, გილოცავთ ოპოზიციას, რა მარაზმში არიან, ალბათ ყველა ხვდებით – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კოდალასავით რუსულის ტვინში ჩაჭედვით, ოპოზიციამ ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს ქართულად, რუსული დაარქვა და საქართველოში რაღაც პროცენტს სჯერა, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი ქართულად არის რუსული.

„რუსული ხომ ყველაფერი გაგიგიათ ამათი გადამკიდე, Fara-ც ხომ რუსულად მონათლეს, ამერიკული კანონი პირდაპირ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე რუსულად მონათლეს. ჩვენ გვყავს რაღაც პროცენტი საქართველოში, რომელსაც სჯერა, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი ქართულად არის რუსული. პიარის რაღაც მწვერვალს მიაღწიეს. ვიღაც იტყვის უტიფრობის ფსკერიო, მაგრამ უნდა ვუღიაროთ, რომ რუსული, რუსული, რუსული -კოდალასავით ტვინში ჩაჭედვებით, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს ქართულად დაარქვეს რუსული.
ყველაფერი გავიგეთ რუსული, რუსული ქცევა, ევროკავშირისკენ რუსული სწრაფვაც, მაგრამ დღეს რა თქვეს არ იცით? „რუსული მშვიდობაო“, პაატა მანჯგალაძემ, ასეთი ტერმინი შემოვიდა, გილოცავთ ოპოზიციას, რუსული მშვიდობაო, ეს არ არსებობსო, დააყოლა თვითონ, დააზღვია. რუსული მშვიდობაც გვაქვს, რა მარაზმში არიან, ალბათ ყველა ხვდებით და ეს შემთხვევით კი არ გამოიყენა, ამას გააგრძელებენ, ილაპარაკებენ, მერე რუსული მიხვრა-მოხვრა გვექნება, რუსული წარმატება, „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრი, პოლიტიკას დაანებეთ თავი, რამე სფეროში, სხვაგან, წარმატებას რომ მიაღწევს, ეს იქნება რუსული წარმატება. ამ მარაზმში იქნებიან და აქ იქნება მათი მთავარი საყრდენი, ამ „სიმართლეზე“ იქნება მათი პიარ სტრატეგია აგებული“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სასამართლომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს 2 500-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს, დავით გრიგოლიას 2 500 – ლარიანი გირაო შეუფარდა.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდება.

ბრალდების მხარე დავით გრიგოლიასთვის 5000 – ლარიანი გირაოს შეფარდებას და მის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

„უფლებები საქართველოს“ ადვოკატები და ბავშვის დედა ბრალდებული ექსპერტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ. ექსპერტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) აქვს წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პარლამენტმა ცვლილებებს, რომლის თანახმად, თანამდებობის პირების არჩევისა და გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება, მხარი დაუჭირა

რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა. პირველი მოსმენით მიიღეს პროექტი, რომლის თანახმად, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება – ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.

კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში ნარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

ცვლილებით პარლამენტში წარდგენილი ანგარიშების მოსმენის პროცედურები ახლებურად წესრიგდება. კერძოდ, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, სავალდებულო წესით, მხოლოდ კონსტიტუციური ორგანოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილ ანგარიშს მოისმენს.

რაც შეეხება სხვა დანარჩენი უწყებების ყოველწლიურ ანგარიშებს, ის განსახილველად წამყვან კომიტეტს გადაეცემა, ხოლო პლენარულ სხდომაზე კომიტეტის, ფრაქციის ან ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში გავა.

ამავე პროექტით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სარგებლობის უფლება ენიჭება.

პროექტით ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის საკითხიც რეგულირდება. კერძოდ, თუ გარკვეული მიზეზის გამო პრეზიდენტი პირველ სხდომაზე არ იქნება, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის.

პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება – ნაცვლად ხუთისა, პარლამენტს შესაძლოა შვიდი ვიცე-სპიკერი ჰყავდეს. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.

ევროპარლამენტმა „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზის“ გამოცხადების აუცილებლობაზე, რათა მათ, ვისაც დახმარება ესაჭიროება, ეს დახმარება მიიღონ.

ასევე ევროპარლამენტი ხაზს უსვამს იმას, რომ ისრაელის უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, უნდა განხორციელდეს მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

რეზოლუციას მხარი 500-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 21, ხოლო 24-მა თავი შეიკავა.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს „ჰამასს“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გატაცებული მძევლები.

ასევე რეზოლუციაში მკაცრად არის დაგმობილი „ჰამასისადმი“ და სხვა ტერორისტული ჯგუფებისადმი ირანის მხარდაჭერა. ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ გამოძიებული უნდა იყოს რეგიონში ტერორიზმის დაფინანსებაში ირანის, კატარისა და რუსეთის როლი.

“სოხუმის აეროპორტის ამოქმედება 2024 წლის დეკემბრისთვის იგეგმება” – ბჟანია

სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური ფრენები 2024 წლის ივლისში დაიწყება, ხოლო აეროპორტის ამოქმედება 2024 წლის დეკემბრისთვის იგეგმება. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„მიმდინარე თვეში ცნობილი გახდება, თუ რომელ რუსულ კომპანიასთან მოვაწერთ ხელს კონტრაქტს სოხუმის აეროპორტის აღდგენის თაობაზე. აეროპორტის ამოქმედების ვადები არ შეცვლილა. ერთადერთი რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, თუ რომელიმე ქვეყანაში  საბრძოლო მოქმედებებმა სხვა მასშტაბი მიიღო“, – განაცხადა ბჟანიამ.

დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ბიუჯეტში აეროპორტის რეკონსტრუქციის თანხები არ არის და დაფინანსება მთლიანად ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს.

„ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით უნდა აღადგინოს ორი ქვესადგური, ასევე აეროპორტთან მიმავალი გზა და ხიდები წესრიგში მოიყვანოს“, – განაცხადა ბჟანიამ.

როგორც მანამდე რუსული მედია წერდა, სოხუმის აეროპორტი სამრეწველო ჯგუფი „საბაზისო ელემენტი“ აღადგენს. ის შედგება კომპანიებისგან, რომლებიც რუს ოლიგარქს ოლეგ დერიპასკას ეკუთვნის. პროექტი ორი ეტაპისგან შედგება, პირველის ფასი 6,5 მლრდ რუბლს (66 მლნ. აშშ დოლარს) შეადგენს.

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან. ევროპელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ საჭიროა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების გაძლიერება და იმ პირების უფრო სწრაფად გაძევება, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ. ამის შესახებ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მინისტრმა ლუქსმბურგში მიმდინარე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

მინისტრები საზღვარზე კონტროლის გამკაცრებაზე და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე მსჯელობენ ბელგიასა და საფრანგეთშიმოხმდარი თავდასხმების შემდეგ.

„მე დავაყენებ იმ პირების დაბრუნების დაჩქარების საკითხს, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირში დარჩენის უფლება. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ ამ მიმართულებით. უკვე წელს ვნახეთ დაბრუნებული პირების რაოდენობის 25%-ით ზრდა. ასე რომ, ჩვენ ახლა უფრო მეტ ადამიანს ვაბრუნებთ უკან, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პირები, რომლებიც შესაძლოა, წარმოადგენენ საფრთხეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი კავშირისთვის, დაუყოვნებლივ იძულებით უნდა გააბრუნონ“, – განაცხადა საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანენსონმა მინისტერიალზე მისვლისას.

განცხადებები გააკეთეს ასევე საფრანგთისა და ბელგიის მინისტრებმა, რომელთა ქვეყნებში თავდასხმები განხორციელდა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, განსაკუთრებით ჩვენი საზღვრების კონტროლითს კუთხით. მიგრაციის პაქტი ამისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანების იდენტიფიცირებას, უსაფრთხოების მიზნით გამოკითხვის ჩატარების შესაძლებლობას, რათა მოხდეს პოტენციურად საშიში პირების გამიჯნვა. აღვნიშნავ, რომ ბელგიაში, ასევე საფრანგეთში ეს თავდასხმები ჩაიდინეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ასე რომ ჩვენ პრაქტიაკში უნდა განვახორციელოთ მიგრაციის პაქტი საზღვრების კონტროლისთვის, ადამიანების აღრიცხვისთვის და თავშესაფრის მთხოვნის განაცხადის მიღებამდე უსაფრთხოების მიზნით დაკითხვისთვის“, -აღნიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა.

„ჩვენ ვერ გავარძელებთ ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს არის გადამწყვეტი მომენტი. სამწუხაროდ, ადამიანები დაიღუპნენ ქუჩაში ბრიუსელში, ისინი იყვნენ ადამიანები,რომლებიც ბელგიაში ბედნიერი საღამოს გასატარებლად და ფეხბურთის მატჩის საყურებლად ჩამოვიდნენ. ჩემი პასუხისმგებლობაა, ევროკავშირის სხვა ლიდერებთან ერთად, უზრუნველვყოთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების დაცვის ბალანსით, რათა თავიდან ავიცილოთ მომავალში მსგავსი სახის ინციდენტები“, – ამბობს ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრი ანელის ვერლინდენი.

შვედეთის შს მინისტრი ასევე საჭიროდ მიიჩნევს იმ პირთა ევროკავშირიდან გაბრუნებას, ვინც უსაფრთხოების პოტენციურ რისკს წარმოადგენს.

„მჯერა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ვალდებულებაა, უკან გააბრუნონ ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს. ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ეს ეფექტინიად გაკეთდეს“, – განაცხადა შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გუნარ შტრომერმა.

“ჭორვილაში კიდევ ერთხელ დავინახეთ მშიშარა რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სახე”-სოფო ჯაფარიძე

„ჭორვილაში კიდევ ერთხელ დავინახეთ მშიშარა რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სახე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ქართული ოცნების“ სიმბოლოა კვერცხი და ქვა, – ამის შესახებ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.

დღეს, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან ჭორვილამდე მსვლელობა გამართა. ადგილზე ჩასულებს კი ადგილობრივები დაუპირისპირდნენ, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მათ ხელისუფლება თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავს. მან სოფელ ჭორვილას შესასვლელში მდგარ ტრაფარეტზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები გააკრა.

„ჩვენ დღეს დავინახეთ „ქართული ოცნების“ მშიშარა რუსი ოლიგარქის და მისი მშიშარა პოლიტიკური ინსტრუმენტების სახე კიდევ ერთხელ დავინახეთ და დავრწმუნდით, რომ „ქართული ოცნების“ სიმბოლო არის კვერცხი და ქვა. დიახ, მშვიდობიანად ჩამოსულ მოქალაქეებს ასე მოგვექცნენ, ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად დასრულდება ეს ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში.

დღეს ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ ჭორვილაში, რატომ? რადგან ეს არის რუსი ოლიგარქის მშობლიური სოფელი, რუსი ოლიგარქის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველები ჩაანაცვლოს რუსებით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველები გაგვარუსოს და საქართველო გაარუსოს, რომელიც დეკლარირებულად გვაყენებს რუსეთის გვერდით. რუსი ოლიგარქი, რომელსაც ტყვეობაში ჰყავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც შექმნა ეს სახელმწიფო და რუსი ოლიგარქი, რომელიც ანგრევს ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2012 წელს არავინ არ იბრძოდით იმისათვის, რაც დღეს ხდება, იმისათვის, რომ დაგვეკარგა თავისუფლება, იმისათვის, რომ ჩვენი შვილებისთვის დაგვეკარგა ევროპული მომავალი, მაგრამ რეალურად დღეს მივიღეთ ის, რომ ყველაფერს აკეთებს რუსი ოლიგარქი მის პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან ერთად, რომ ჩვენი ქვეყანა – საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციოს, მაგრამ ის ამას ვერ შეძლებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ჩვენივე ქვეყანაში გვეზღუდება თავისუფლად გადაადგილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და პირადად მე, სოფო ჯაფარიძე ამაში ძალიან დიდ წვლილს შევიტან. ჩავალ ყველგან, სულ რომ მარტო მომიწიოს სიარული, ვიქნები ყველგან, ყველა ჩვენს მოქალაქესთან და აუცილებლად კიდევ უფრო კარგად დავანახებთ ჩვენს მოსახლეობას თუ რამხელა საფრთხეს გვიქმნიან და რამხელა საფრთხეს უქმნიან ჩვენს ქვეყანას, არ გავარუსებინებთ ჩვენს ქვეყანას და ქართველებს რუსებით არ ჩავანაცვლებინებთ. დიახ, ჭორვილა, ეს ულამაზეს ადგილი აუცილებლად იქნება ევროპული სოფელი და ამისთვის მე ყველაფერ გავაკეთებ.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

უცხოური ვალუტის კურსი 20 ოქტომბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6960 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6960 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6925 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8445 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8422 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“საქართველოს პარლამენტმა პროდასავლელი პრეზიდენტის გადაყენება ვერ შეძლო”- რას წერს უცხოური პრესა

უცხოურ მასმედიაში საკმაოდ ბევრი მასალაა გამოქვეყნებული საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მცდელობის შესახებ. ამ მხრივ ძირითადად ფრანგული მედია აქტიურობს.

ფრანგულენოვანი პუბლიკაციები უმეტესად საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ მიერ გავრცელებულ ორიგინალურ მასალას ემყარებიან. ასე, მაგალითად, ფრანგული გაზეთის „ლე მონდის“ (Le Monde) ვებ-გვერდზე სააგენტოს მასალა გამოქვეყნებულია სათაურით „საქართველოს პარლამენტმა პროდასავლელი პრეზიდენტის გადაყენება ვერ შეძლო“ (იხილეთ წყარო – https://www.lemonde.fr/international/article/2023/10/18/en-georgie-le-parti-au-pouvoir-echoue-a-destituer-la-presidente-pro-occidentale_6195231_3210.html), იგივე პუბლიკაცია დევს გაზეთ „ლე მატენის“ (Le Matin) ვებ-გვერდზეც, რომელსაც თან ფოტოები ახლავს და ა.შ.

“ფრანს-პრესის” ინფორმაცია დევს პაკისტანის ინგლისურენოვან გაზეთ „ნიუს ინტერნეიშენელშიც“ (The News International) – იხ. წყარო:

https://e.thenews.com.pk/karachi/19-10-2023/page11.
გერმანული პრესა ავრცელებს სააგენტო DPA-ს (Deutsche Presse-Agentur) მიერ მომზადებულ ინფორმაციებს. მაგალითად, გაზეთ „დი ცაიტის“ (Die Zait) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს პრეზიდენტი დამხობას გადაურჩა“ (წყარო:
https://www.zeit.de/politik/ausland/2023-10/georgien-regierung-scheitert-amtsenthebung-praesidentin).

არის ავტორიზებული სტატიებიც: მაგალითად, ბრიტანული „ბიბისის“ რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე: „სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად რჩება“ (ავტორი – ნინა ახმეტელი), აგრეთვე გერმანულ „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე – „ცერემონიალური იმპიჩმენტი: საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლებაში რჩება“ (ავტორი – მარია ქათამაძე). პუბლიკაციები შინაარსით ერთმანეთის მსგავსია: მათში გადმოცემულია საკითხის ისტორია (როგორც გაჩნდა დავა ხელისუფლებაში უფლებამოსილების გადანაწილებაზე), ოპოზიციის პოზიცია, რას მოუტანს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ხელყოფა და ა.შ.

 

“პარლამენტში ვინმე კლოუნად თუ აღიქვამს თავს და პარლამენტს კლოუნადად, ეს მისი პრობლემაა”

პარლამენტში ვინმე კლოუნად თუ აღიქვამს თავს და პარლამენტს კლოუნადად, ეს მისი პრობლემაა, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „გირჩის“ წევრ ვახტანგ მეგრელიშვილს პარლამენტში, სადაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

„ბატონო ვახტანგ, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოგცემთ უფლებას, ასე ხელაღებით იძახოთ – „სასამართლო რომ გვქონდეს“. სასამართლო გვაქვს ამ ქვეყანაში და ამას შევეგუოთ. შეიძლება, ვინმე კამათობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ რამე ნაკლოვანება არსებობს სასამართლოში და ამას გასწორება სჭირდება, მაგრამ არაფრის დიდებით სწორი არ არის იმის თქმა, რომ არ გვაქვს სასამართლო. ამ პარლამენტში ვინმე კლოუნად თუ აღიქვამს თავს და პარლამენტს – კლოუნადად, ეს მისი პრობლემაა და არა აქ მყოფი ყველა კოლეგის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მანამდე, პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა გან

აცხადა, რომ საქართველოში სასამართლო არაფერს წარმოადგენს და ის ბიუროკრატიის გაგრძელებაა.

„იცით, რატომ გვაქვს პრობლემა თორმეტ პუნქტთან და სასამართლოსთან დაკავშირებით? რადგან სასამართლო არაფერს წარმოადგენს, არის ბიუროკრატიის გაგრძელება. იქ ადამიანები საკუთარ პრობლემებს არ არჩევენ. ქურდები იმიტომ გვყავს გაგდებული ამ ქვეყნიდან, რომ შემთხვევით, ვინმემ ადამიანებს შორის ნამდვილად არ გაარჩიოს საქმე, რამე კონფლიქტური – მნიშვნელობა არ აქვს, ხმაური იქნება თუ სამეზობლო ჩხუბი. მაქედან რომ გაქვთ ყოველგვარი ადამიანური გატანილი, სწორედ იმიტომ არის ეს პარლამენტი კლოუნადა, მორალზე არანაირი წარმოდგენა არ გაქვთ. ამიტომ არ მპასუხობთ იმის შესახებ, რა მოხდებოდა, ეს საქმეები სასამართლოს გადაეწყვიტა და არა ბლანკეტური 10 000-ლარიანი და 1 500-ლარიანი ჯარიმები შემოგეტანათ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

“კიდევ ერთი „აფერა“, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ეს გახლავთ, თითქოს მან გაიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოდან” – ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტზე

კიდევ ერთ „აფერა“, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იძახის ეს გახლავთ, რომ თითქოს და მან გაიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოდან. დარწმუნებული ვარ არცერთი დეტალი არ იცის, არ იცის კონფიგურაცია ბაზების შესახებ, არ იცის იმ ადამიანების გვარები, რომლებიც ლამის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩართული რუსებთან და მესამე მხარესთანაც და უკვე მერამდენედ უტეხად იბრალებს იმას, რაც მას არ გაუკეთებია. – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო და თავადაც მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში.

„კიდევ ერთ „აფერა“, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იძახის ეს გახლავთ, რომ თითქოს და მან გაიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოდან. საქმე კი სულ სხვანაირად არის. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, როგორც ამ პროცესების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მონაწილე. საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო. შედგა ექსპერტთა ჯგუფები ორივე მხრიდან საქართველოდან და რუსეთიდან, რომლებიც აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. საქართველოდან ამ ჯგუფში გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან პრინციპული დიპლომატები, სამხედრო კუთხით გახლდით მე, თქვენი მონა მორჩილი ( ჩემს გარდა თითოჯერ მონაწილეობა მიიღო ერთმა გენერალმა და ერთმაც პოლკოვნიკმა). საერთო კოორდინაციას ჯგუფს უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბურდული (ღმერთმა გაანათლოს მისი სული), მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე ცხონებული რეზო ადამია. მოლაპარაკებები საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა როგორც თბილისში ასევე მოსკოვში. 1999 წელს სტამბულში ჩატარდა ეუთო-ს სამიტი სადაც ფაქტობრივად შეთანხმდა ყველაფერი და გაფორმდა პროტოკოლი და ხელმოწერილი იქნა დანართი (სხვათა შორის ჩვენ ჯგუფს, კიდევ დაემატა რამდენიმე დიპლომატი, სტამბულშიც ძალიან სერიოზული მუშაობა მოგვიწია) . შემდეგ უკვე დაიწყო პროცესი, ბაზების გაყვანის გრაფიკის შესახებ, რა სამხედრო ტექნიკა რჩებოდა და რა გადმოეცემოდა საქართველოს და ასე შემდეგ. ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ხელი მოეწერა უბრალოდ ბოლო დოკუმენტს. თავი, რომ არ შეგაწყინოთ პირდაპირ გეტყვით ორ რამეს: თუ იცის ქალბატონმა ზურაბიშვილმა ეს მცირე დეტალები(დაწვრილებით ცხადია არ დამიწერია), მაგალითად რამდენ ბაზის გაყვანაზე იყო საუბარი, როგორი კონფიგურაციით, რა რაოდენობის ტექნიკა იყო თითოეულ ბაზაზე -თუნდაც ტანკი, რას ითხოვდნენ რუსები სანაცვლოდ, რომელ ქვეყანა თამაშობდა შუამავლის როლს და ასე შემდეგ …ექსპერტთა ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალია, მიუხედავად იმისა რომ დღეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები და გემოვნება გააჩნიათ, არა მგონია, რომელიმემ რუსების ბაზების შესახებ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ტყუილი იკადროს და ჩემი ნათქვამი არ დაადასტუროს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს დარწმუნებული ვარ არცერთ დეტალი არ იცის, არ იცის კონფიგურაცია ბაზების შესახებ, არ იცის იმ ადამიანების გვარები, რომლებიც ლამის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩართული რუსებთან და მესამე მხარესთანაც და უკვე მერამდენედ უტეხად იბრალებს იმას რაც მას არ გაუკეთებია. ისე თუ საჭირო გახდა ისეთ დეტალებს გავიხსენებ, რომელზეც წარმოდგენა სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არა აქვს, პრინციპში ვერც ექნება-ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე მისი როლი საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მხოლოდ 1% გახლავთ!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.