ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
შესაძლოა, ამ დღემ თქვენს ნერვებს გამოცდა მოუწყოს. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. ნუ იქნებით უმადური – ძაღლიც არ კბენს იმ ხელს, რომელიც აჭმევს.
კურო (21 აპრილი – 21 მაისი)
ხელსაყრელი დღეა მწერლების, ჟურნალისტების, მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის – შესრულებული სამუშაო წარმატებას და აღიარებას მოგიტანთ. ეცადეთ ტყუპები თქვენს მოკავშირედ აქციოთ. ის თქვენსა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შორის შუამავლის როლში მნიშვნელოვან სამუშაოს შეასრულებს.
ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)
მრავალმხრივი ინტერესების მქონე, ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ, ამიტომ იმის ნაცვლად, რომ ყურადღება ერთ საკითხზე გაამახვილოთ და ხვალინდელ დღეზე იზრუნოთ, შეიძლება ენერგია ყველა მიმართულებით, უსარგებლოდ დახარჯოთ. გირჩევთ საზღვარგარეთ სწავლასა და პროფესიულ განვითარებაზე სერიოზულად იფიქროთ.
კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)
შესაძლოა, ამ დღეს სიყვარული გეწვიოთ, თანაც ამისთვის სახლიდან გასვლაც კი არ გჭირდებათ – სავარაუდოდ, მეზობლად მცხოვრებ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, რომელიც დანახვისთანავე მოგხიბლავთ. ნუ ეცდებით გრძნობას შეეწინააღმდეგოთ – ის თქვენს ცხოვრებას დადებითი მიმართულებით შეცვლის.
ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო)
ბევრს ფიქრობთ, მაგრამ საქმის კეთებისთვის განწყობილი არ ხართ. სიზარმაცის შეტევას ებრძვით, რომელსაც მოგვიანებით ქაოსური მოქმედებები ჩაანაცვლებს, თუმცა საეჭვოა, ამან სარგებელი მოგიტანოთ. პროფესიულ საქმიანობაზე ნაყოფიერი ოჯახური საქმიანობა იქნება – სახლში სარემონტო ან საყოფაცხოვრებო სამუშაოები გელით.
ქალწული (24 აგვისტო – 23 სექტემბერი)
საქმის საბოლოო შედეგი დამოკიდებულება იმ გავლენაზე, რომელსაც გარშემო მყოფები თქვენზე ახდენენ. არ შეიძლება, რომ გამუდმებით სხვების ჩრდილქვეშ იყოთ. დროა, საკუთარი გზით იაროთ და საკუთარი უნარები თამამად წარმოაჩინოთ.
სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)
ამ დღეს იძულებული იქნებით ქონებასთან ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ოჯახური საქმეების მოგვარებაზე იზრუნოთ. არასოდეს დაკარგოთ ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი – ისინი რთული დაბრკოლებების დაძლევაში დაგეხმარებათ. დღეს ყველაზე ნაკლებად სხვის რჩევებს უნდა ენდოთ და საკუთარ ინტუიციას დაეყრდნოთ.
მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)
ხელსაყრელი დროა ერთობლივი დასვენებისა და გართობისთვის, თუმცა, ოჯახის უფროსი და უმცროსი თაობის წარმომადგენელთა ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. დროა გადაწყვიტოთ რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი: მეგობრული ან სოციალური კავშირები, გატაცება და სიყვარული თუ ოჯახური ცხოვრება?
მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
გელოდებათ მივლინებები, მოგზაურობა. პირადი გამოცდილებისა და დაგროვილი ცოდნის წყალობით კარიერული ზრდაა მოსალოდნელი. საინტერესო სამუშაოს შემოგთავაზებენ, საქმეები მოიმატებს, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. უთხარით საკუთარ თავს, რომ თქვენ გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც გსურთ და ამისთვის საუკეთესო გზებსაც იპოვით.
თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)
ამ დღეს თხის რქები ვენერას გავლენას ემორჩილებიან. ცდილობთ, ახალ გრძნობას ყოველმხრივ შეეწინააღმდეგოთ, მაგრამ არაფერი გამოგივათ. ემოციების შეკავების ნაცვლად ეცადეთ, ადამიანის მიმართ თქვენი ნამდვილი გრძნობები გამოხატოთ. გულწრფელად ნათქვამ რამდენიმე სიტყვას სიტუაციას რადიკალურად შეცვლა შეუძლია.
მერწყული (21 იანვარი – 18 თებერვალი)
საინტერესო დღე გელით. საკუთარ თავში ისეთ ნაკლს მოერევით, რომელიც დიდი ხანია, ბევრ საქმეში ხელს გიშლით. ამ დღეს ინტუიციას ნუ ენდობით და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, საკმარისი ინფორმაცია მოაგროვეთ.
მარტოხელა მერწყულები დაქორწინების შეთავაზებას მიიღებენ. ეს დღე ხელსაყრელია ოჯახის გაფართოებისთვის, უძრავი ქონების შეძენისა ან გაყიდვისთვის.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
დილიდან ცვალებად განწყობაზე ხართ და ნებისმიერი შენიშვნა გაღიზიანებთ. დღის პირველ ნახევარში ფინანსური უზრუნველყოფის საკითხზე მოსალოდნელია კამათი და კონფლიქტები. ვენერა ფრიად საეჭვო სასიყვარულო ურთიერთობებს გპირდებათ. გირჩევთ, უარი თქვათ ფინანსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმებაზე. მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობებს და ეცადეთ, ადრე დაიძინოთ.