რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკელმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა მოლაპარაკებებში ჩინეთის როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ახლა, როდესაც ჩინეთი შევიდა მოლაპარაკებებში, ვფიქრობ, წლის ბოლომდე მოლაპარაკებები იქნება. ჩვენ ვისაუბრებთ მოლაპარაკების პროცესებზე და რეალურ მოლაპარაკებებზეც კი. ჩინეთის ხელახალი შესვლა საერთაშორისო სისტემაში მოხდებოდა. ამას საერთაშორისო სისტემიდან ვერ გამორიცხავთ“, – აღნიშნა ჰენრი კისინჯერმა.