,,როდესაც ხმარობ სიტყვებს „იდიოტი“, „გამყიდველი“, „მოღალატე“, ჩემთვის ეს უკვე კრიტიკა აღარ არის”- მასტერი

767
spot_img

მასტერმა განმარტა რატომ გადაწყვიტა სიმღერის „ბატონო ლევან“ დაწერა, რომელიც ლევან ბერძენიშვილს და მის ყველაზე ხმაურიან განცხადებებს ეძღვნება. ამ თემაზე რეპერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„2 თვე ვფიქრობდი როგორი სტრატეგიით გამეკეთებინა ეს ყველაფერი. ჩემში პროტესტი გამოიწვია ორმა ფაქტმა. ერთია, რომ შეიძლება გავაკრიტიკოთ მეფე და რომელიმე საზოგადო მოღვაწე. მაგრამ როდესაც ხმარობ სიტყვებს „იდიოტი“, „გამყიდველი“, „მოღალატე“, ჩემთვის ეს უკვე კრიტიკა აღარ არის, ეს არის შეურაცხყოფა. თან ვის მიმართ და ვისგან. და მეორე, რამაც ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია ასევე ჩემში, იყო ის, რომ ადამიანი ლექციებს კითხულობს და სტუდენტებს ეუბნება, რომ თურმე ევროპის განათლებული ნაწილი უკვე აღარ აღიარებს ღმერთს და ეს არის არატრენდული“, – აცხადებს რეპერი.