„ნაციონალური მოძრაობა” არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის ძალიან დაბალი დონის კრიმინალური სინდიკატი და მის წევრებს სინამდვილეში, ძალაუფლების იქით არანაირი ინტერესი არ აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული დაპირისპირების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მელიასა და ხაბეიშვილს შორის დაპირისპირება ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ნათელი მაგალითია. „ნაციონალური მოძრაობა” არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის ძალიან დაბალი დონის კრიმინალური სინდიკატი და მის წევრებს სინამდვილეში, ძალაუფლების იქით არანაირი ინტერესი არ აქვთ. დღეს ამ ძალაუფლებას, მხოლოდ ერთმანეთზე თუ განახორციელებენ – აი ეს დღის წესრიგი უდგათ და მოქმედებენ შესაბამისად” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. როგორც მელიამ აღნიშნა, პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა.
,,ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უკვე ყველანაირი რესურსი გახარჯა”- ქადაგიძე
მიმდინარეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დემონტაჟი, უბრალოდ ხაბეიშვილმა ეს ყველაფერი დააჩქარა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან განაცხადა. „ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უკვე ყველანაირი რესურსი გახარჯა. მას არანაირი არც მორალური, არც საზოგადოებრივი და ფიზიკური რესურსიც კი აღარ აქვს“, – განაცხადა ქადაგიძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.
,,ხაბეიშვილს არავითარი რესურსი გააჩნია, რომ საზოგადოებას რამით თავი მოაწონოს”- ვოლსკი
„ნაცმოძრაობა“ ხაბეიშვილის ფიქციური თავმჯდომარეობით და მერაბიშვილის, კეზერაშვილის, ადეიშვილის მონაწილეობით ჩამოყალიბდა, როგორც გარკვეული რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ამავე დროს რევოლუციას ვერ ახდენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ხაბეიშვილს არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ საზოგადოებას რამით თავი მოაწონოს. „ზოგადად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი. ფაქტები, პროცესები, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ ხაბეიშვილის ფიქციური თავმჯდომარეობით და მერაბიშვილის, კეზერაშვილის, ადეიშვილის მონაწილეობით ჩამოყალიბდა, როგორც გარკვეული რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ამავე დროს რევოლუციას ვერ ახდენს. ვერც ფიზიკურ შეტევას ახორციელებს ციხეზე, როგორც ის ამას საზოგადოებას დაჰპირდა. არავითარი სხვა რესურსი, რომ რამით თავი მოაწონოს საზოგადოებას ან პროგრამით, ან ხედვით, ან თუნდაც ფილოსოფიურად ღრმა მსჯელობით, ხაბეიშვილს არ გააჩნია. ერთი დარჩა მელია, რომ პერიოდულად შეაგინოს ხოლმე და რა თქმა უნდა, თავის მხრივ მელიაც ვალში არ რჩება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„რუსეთი შეიძლება ომში დამარცხდეს და მას ახალი 1917 წელი ემუქრება“ – გირკინი
ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის“ სეპარატისტების ყოფილმა მეთაურმა იგორ სტრელკოვ-გირკინმა განაცხადა, რომ მისი მოძრაობა „გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბი“ პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს. ამის შესახებ გირკინმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
გირკინმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება და თავდაცვის სამინისტრო. მისი თქმით, რუსეთი ამჟამად სტაგნაციაში იმყოფება და ქვეყანას ახალი 1917 წელი ემუქრება. მან უკრაინის ომში რუსეთის დამარცხებას სავსებით რეალური უწოდა.
მან ასევე გააკრიტიკა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი და მას რუსეთის საკონსტიტუციო წყობისთვის არსებული საფრთხე უწოდა. გირკინმა და პრიგოჟინმა ერთმანეთს არაერთხელ შეურაცხყოფა მიაყენეს სოციალურ ქსელებში.
ევროკავშირს თუ არ შეუძლია, შეასრულოს თავისი ორი თავდაპირველი მისია,მაშინ რა აზრი აქვს მის არსებობას? – ორბანი
ევროკავშირს თუ არ შეუძლია, შეასრულოს თავისი ორი თავდაპირველი მისია, მშვიდობა და კეთილდღეობა, მაშინ რა აზრი აქვს მის არსებობას? – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის სანქციებმა გამოიწვია რეცესიის გაღრმავება უნგრეთში. „ევროპული თანამშრომლობის თანამედროვე ფორმა ევროკავშირი დაიბადა ორი მიზნით, ორი მისიით: მშვიდობა და კეთილდღეობა. დღეს ჩვენ კისრამდე ომში ვართ და ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები სულ უფრო შემაშფოთებელი და ბნელია. თუ მას არ შეუძლია შეასრულოს თავისი თავდაპირველი მისია, რა აზრი აქვს ევროკავშირს?“ – აღნიშნავს უნგრეთის პრემიერი.
,,დროებითი დაჯგუფებაა, რომელიც ტკბება რამდენიმე სკამით გარკვეული პერიოდი” – ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ახლა პარტიის სათავეში დროებითი დაჯგუფებაა, რომელიც ტკბება რამდენიმე სკამით რაღაც გარკვეული პერიოდი. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პარტიაში ჩრდილოვანი მმართველობას აქვს ადგილი. „ხაბეიშვილი არ მგონია დანარჩენ 2 ფიგურანტთანაც ახლო ურთიერთობაში იყოს, მაგრამ რეალურად აკეთებს იმას, რასაც ავალებენ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩრდილოვანი მმართველობა, რომელსაც აქვს ადგილი პარტიაში, ეს არ უნდა ხდებოდეს. რა აძლევთ საფუძველს ასე ომახიანად იყვნენ, ცოტა მიკვირს იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ისინი არიან. დროებითი დაჯგუფებაა, რომელიც ტკბება რამდენიმე სკამით რაღაც გარკვეული პერიოდი იმიტომ, რომ იციან სხვა შესაძლებლობა ამის არ მიეცემათ. ხელისუფლებაში ამ ადამიანებს ვერავინ იხილავს და ოპოზიციის სკამები თუ ვინმეს ათბობს, რაღაც დროის განმავლობაში, კი ბატონო“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.
ზემფირამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უჩივლა
ზემფირამ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მომღერალი უცხოეთის აგენტის სტატუსის მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ TASS მოსკოვის ზამოსკვორეცკის სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
მომღერალი უცხოელი აგენტების სიაში 10 თებერვალს მოხვდა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ზემფირა, რომლის სრული სახელია ზემფირა რამაზანოვა, ღიად უჭერდა მხარს უკრაინას, ის მართავდა კონცერტებს არამეგობრულ ქვეყნებში, საუბრობდა სპეცოპერაციის წინააღმდეგ და მას მხარს უჭერდნენ უცხოური წყაროები.
სარჩელში მომღერალი სამინისტროს გადაწყვეტილების უკანონოდ აღიარებას ითხოვს. როდის გაიმართება საქმის სხდომა, ჯერჯერობით უცნობია. სარჩელის განხილვის თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ზემფირამ მეგობართან რენატა ლიტვინოვასთან ერთად რუსეთი ომისს დაწყების შემდეგ დატოვა. ის ღიად გმობს რუსეთის მიერ დაწყებულ საომარ ქმედებებს უკრაინაში. პარიზში მცხოვრები მომღერალი აქტიურად გამოდის კონცერტებით სხვადასხვა ქვეყანაში. გასულ წელს, ლონდონში გამართულ კონცერტზე, ზემფირამ აღიარა თავისი სიყვარული რუსეთის მიმართ, რომელიც, მისი აზრით, “თავის თავს ინადგურებს” და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
ბოდიში აქვთ მოსახდელი ევროპარლამენტარებს – ირაკლი კობახიძე
“ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე თვლის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითო ღონისძიების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ბოდიში აქვთ მოსახდელი შესაბამის ევროპარლამენტარებს, რომლებმაც სამ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, ყოფილ სახალხო დამცველს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას და ა.შ:
“გახსოვთ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები – და არა მარტო შიდა მხარდამჭერები, ეს იყო ევროპარლამენტის რეზოლუციებში ასახული, სახალხო დამცველი მონაწილეობდა ამ კამპანიაში, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე იყო სიკვდილის პირას, ეს იყო მათი გზავნილი – ისინი ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, სხვა ქვეყანაში გადაყვანას, ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური კამპანია, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს. ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, შესაბამისად, ყოველგვარ სპეკულაციებს – მოწამვლას, აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებებს, სტრასბურგის სასამართლომ გასცა სათანადო და ძალიან მკაფიო პასუხი…
მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი, თუმცა ჩვენ მაინც და მაინც მათგან ბოდიშს არ ველოდებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მაშინაც იყო მათი პოლიტიკური არჩევანი და დღესაც ისინი მოქმედებენ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. ისინი რომ იყვნენ ობიექტური დამკვირვებლები, ბოდიშს მოიხდიდნენ, თუმცა ამის მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ “პირველ არხთან” საუბარში.
შეგახსენებთ, ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ზვავი საგაზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალ გზაზე – დახოცილია ას სულზე მეტი ცხვარი
თუშეთის მთებში მოსულმა სტიქიამ მეცხვარეები დააზარალა. საგაზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალ გზაზე ზვავი ჩამოწვა და ცხვრის ფარებს დაეცა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მეცხვარეებს საქონელი შირაქის ველიდან, მთისკენ გადაჰყავდათ.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, თავად მეცხვარეები არ დაშავებულან.
დახოცილ საქონელს მწყემსები გზადაგზა პოულობენ, თუმცა უამინდობის გამო, ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენა ვერ ხერხდება.
,,მერაბიშვილის, კეზერაშვილის და ადეიშვილის სურვილია, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიბრუნონ”- ხვიჩია
პარტია „გირჩის“ წევრი და ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩიას განაცხადებით, მერაბიშვილის, კეზერაშვილის და ადეიშვილის სურვილია, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიბრუნონ. „ნაცმოძრაობის“ ვერტიკალი ისევ იგივე ხდება, რაც ადრე იყო. არავის ეს არ გაუკვირდება, გასაკვირი უფრო ის იქნებოდა სხვანაირად, რომ მომხდარიყო. იქნება ეს კეზერაშვილი, მერაბიშვილი თუ ადეიშვილი, ისინი „ნაცმოძრაობის“ წევრები არიან. შეიძლება ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ან „ქართული ოცნებას“ ისინი არ მოსწონს, მაგრამ ისინი ყოველთვის იყვნენ ამ პარტიის წევრები და არაფერია გასაკვირი იმაში არაა, რომ მათ „ნაცმოძრაობა“ დაიბრუნონ და ხელში აიღონ სადავეები“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.