სამშაბათი, ივნისი 6, 2023
spot_img
Homeსიახლეებისაზოგადოებაზვავი საგაზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალ გზაზე - დახოცილია ას სულზე მეტი ცხვარი

ზვავი საგაზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალ გზაზე – დახოცილია ას სულზე მეტი ცხვარი

spot_img

თუშეთის მთებში მოსულმა სტიქიამ მეცხვარეები დააზარალა. საგაზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალ გზაზე ზვავი ჩამოწვა და ცხვრის ფარებს დაეცა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მეცხვარეებს საქონელი შირაქის ველიდან, მთისკენ გადაჰყავდათ.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, თავად მეცხვარეები არ დაშავებულან.

დახოცილ საქონელს მწყემსები გზადაგზა პოულობენ, თუმცა უამინდობის გამო, ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენა ვერ ხერხდება.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები