Home Blog Page 2105

“კელი დეგნანის განცხადებები ხშირად რეალობას აცდენილია და ვითარებას ადეკვატურად ვერ პასუხობს”-ეკა სეფაშვილი

კელი დეგნანის განცხადებები ხშირად რეალობას აცდენილია და ვითარებას ადეკვატურად ვერ პასუხობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ელჩისგან არც ისე პროფესიონალური და არადიპლომატიური განცხადებები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება.

„იგივე ანსამბლ „მართვეს“ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა 50 არასრულწლოვანისთვის ვიზების გაცემას, კელი დეგნანი ზოგადი პასუხით შემოიფარგლა, მაშინ როდესაც უფრო კომპეტენტური პასუხის გაცემა შეეძლო. სულ მცირე, ის მაინც შეეძლო ეთქვა, რომ ამ საკითხს მოიძიებდა და შეისწავლიდა, მაგრამ მსგავსი ტიპის განცხადებებს კელი დეგნანისგან ხშირად ვისმენთ.

მაგალითად, მაშინ, როდესაც გვაფრთხილებს, საქართველომ სანქციები არ დაარღვიოს რუსეთთან პირდაპირი ფრენების გამო, რაზეც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ფრენები მხოლოდ არასანქცირებული თვითმფრინავებითა და კომპანიებით შესრულდება.

იგივე, როცა რუსეთმა სავიზო რეჟიმი მოხსნა საქართველოსთან, კელი დეგნანი გამოვიდა და დაგვმოძღვრა, თურმე ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა დეოკუპაცია უნდა იყოს. მის გარეშეც ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ნომერ პირველი ამოცანაა, მაგრამ ჩვენი ძალებით რაც შეგვიძლია, არის ის, რომ მშვიდობიანი, ნდობის პოლიტიკის განხორციელებით აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. რამე თუ შეუძლია აშშ-ს, დაგვეხმაროს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვართ. ან როდესაც „გვასწავლის“, ეს ფრენები ტექნიკური უსაფრთხოების დაცვით უნდა შესრულდესო, ეს ხომ ისედაც ყველამ ვიცით? ასე რომ, ცოტა არ იყოს, კელი დეგნანისგან მთლად პროფესიონალური და დიპლომატიური პასუხები არ ისმის ხოლმე. ამას ყველა შეჩვეული ვართ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

თეთრი სახლი უშვებს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში გაყინულ კონფლიქტად დარჩეს- Politico 

თეთრ სახლში სხვადასხვა სცენართან ერთად განიხილავენ იმის ალბათობასაც, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაყინულ კონფლიქტად გადაიქცევა, როგორადაც, კორეული კონფლიქტის მსგავსად, წლების ან ათწლეულების განმავლობაში დარჩება.

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Politico წერს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განიხილავენ ვარიანტებს, რომელთა მიხედვითაც გავლებული იქნება გამიჯნვის ხაზები, რომელთა არ გადაკვეთაზეც რუსეთი და უკრაინა შეთანხმდებიან. ამასთანავე, არაა აუცილებელი, რომ ეს ხაზები ოფიციალურად აღიარებულ საზღვრებზე გადიოდეს.

Politico-ს ცნობით, ეს სცენარი შესაძლოა ხანგრძლივ პერსპექტივაში ყველაზე რეალისტური აღმოჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ არც მოსკოვი და არც კიევი საკუთარ მარცხს არ აღიარებენ. ეს ვარიანტი ასევე მისაღები იქნება აშშ-სა და ევროპისთვის, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, ვინაიდან კიევისთვის გასაწევი დახმარების ხარჯები შემცირდება, კონფლიქტისადმი საზოგადოებრივი ყურადღება კი დაიკლებს.

Politico-ს ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ახლა ბაიდენის ადმინისტრაციაში ეძებენ ვარიანტებს სწორედ ხანგრძლივი პერსპექტივისთვის, მაშინ როდესაც აქამდე მხოლოდ გადაუდებელი და მოკლევადიანი სტრატეგიები განიხილებოდა.

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მსუბუქი და სასიამოვნო დღეა. მტკივნეული საკითხების სწრაფად და უპრობლემოდ გადაწყვეტას შეძლებთ. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი აზრის და პოზიციების დაცვა და თქვენ წინაშე კიდევ უფრო მეტი საინტერესო შესაძლებლობა გაჩნდება. სანამ საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგებით, ინფორმაცია უმცირეს წვრილმანებამდე შეისწავლეთ.

კურო

ამ დღის მოვლენებმა შეიძლება პრობლემები მოგიმატოთ ან პირიქით, ყველა პრობლემისგან გაგათავისუფლოთ. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ სულ მცირე, ერთი მავნე ჩვევისგან გათავისუფლდეთ და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ. შანსი გაქვთ, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ და საკუთარი კეთილდღეობა გააუმჯობესოთ.

ტყუპები

სასურველ შედეგს მხოლოდ სხვების დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად მოქმედება მოიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ – უახლოეს მომავალში გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით. თუ ამ დღეს მოლაპარაკება დაგეგმეთ, უმჯობესია, სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან დიალოგის წარმოება გაგიჭირდებათ.

კირჩხიბი

აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ეცადეთ, ძვირფასი დრო კოლეგებთან უსარგებლო საუბრებში არ გაფლანგოთ. თუ ახლობელმა ადამიანმა რჩევის მიცემა გთხოვათ, პირდაპირობა და გულწრფელობა გამოიჩინეთ. ეს შეცდომებისგან დაგიცავთ და სწორი გადაწყვეტილების პოვნაში დაგეხმარებათ.

ლომი

შეიძლება, სახიფათო სურვილები გეწვიოთ, ამიტომ ეცადეთ წუთიერ განწყობას არ აჰყვეთ და ემოციები აკონტროლოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, ამიტომ კეთილი სიტყვით ან კარგი რჩევით უნდა გაახაროთ. დროა, მნიშვნელოვანი საქმე დაიწყოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

ქალწული

გატაცებამ, რომელიც თავისუფალ დროს გილამაზებთ, შეიძლება აღიარება ან ფინანსური შემოსავალი მოგიტანოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ენერგიით და დადებითი ემოციებით აგავსებთ. თუ არ გსურთ საბედისწერო შეცდომა დაუშვათ, ამ დღეს გარშემო მყოფთა რჩევებს არ უნდა დაუჯეროთ.

სასწორი

რთული და დაძაბული დღე გელით. ეცადეთ, დაპირისპირებაში არ ჩაერთოთ და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი იუმორის დახმარებით მოარიდოთ. თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანებთან საკუთარი და სხვისი საიდუმლოების გამჟღავნებისგან. თუ საკუთარ ოცნებაზე უარს არ იტყვით, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღის მოვლენებს მშვიდად შეხვდეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას დ ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ სიტუაციის მართვაში გონებას აჯობონ. ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ფაქტები საგულდაგულოდ უნდა შეამოწმოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ მიზანს მიაღწიოთ. თუ მოტივაციას დაანახვებთ, შესაძლოა, ახლობელი ადამიანები იდეების განხორციელებაში დაგეხმარონ. ამ დღეს დაწყებულ საქმეს სწრაფად და წარმატებით დაასრულებთ, მთავარია, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.

თხის რქა

შესაძლოა დაწყებული საქმის დასასრულებლად ძალა და მოტივაცია არ გეყოთ, ამიტომ სანამ საქმეს შეუდგებით ეცადეთ, თქვენი ძლიერი მხარეები და ხელმისაწვდომი რესურსები შეაფასოთ. ვიღაც თქვენს მოტყუებას ან საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს, ამიტომ სიტყვაზე არავის ენდოთ. ეცადეთ, პოზიტიურად განეწყოთ, რომ სირთულეებთან გამკლავება გაგიადვილდეთ.

მერწყული

ეცადეთ, ბნელი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ. სასიამოვნო და პოზიტიური ადამიანები დეპრესიული განწყობისგან გამოგიყვანენ და ნათელი ემოციებით დაგმუხტავენ. საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული რომანტიკული საღამო თქვენს ურთიერთობას ჰარმონიულს გახდის და გააძლიერებს.

თევზები

ამ დღეს უჩვეულო და საინტერესო პროექტის წამოწყების არ უნდა შეგეშინდეთ. სამსახურში მოსალოდნელი სირთულეები კრეატიული იდეებისკენ გიბიძგებთ, რაც მალე წარმატებას და მოგებას მოგიტანთ.

“უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის”-ლევან ხაბეიშვილი

რა პირადი ინტერესები გაქვთ ასეთი, რომ რუსულ გავლენებზე, ხელისუფლებაზე მეტად სხვა საქმე გაინტერესებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინდელ დღეს პროცესებს სრულად მართავდა სუსი, რუსული ოცნება და ჩინჩალაძე! გუშინ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, ზურაბ ბენაშვილისა და ტრისტან გურასპაშვილის მეუღლეები ჩინჩალაძის თანამშრომლები არიან სააპელაციო სასამართლოში!

ტრისტან ბენაშვილის ცოლია თათია ძმანაშვილი, ჩინჩალაძესთან მუშაობს სააპელაციო სასამართლოში.  გურასპაშვილის ცოლია თაკო ბლიაძე და ეს ადამიანიც სააპელაციოში მუშაობს ჩინჩალაძესთან …

ტრისტან ბენაშვილიც სააპელაციოში მუშაობდა თავმჯდომარის ბიუროში, ჩინჩალაძის საყრდენი კადრია.  არჩევის წინ გადაიყვანეს სემეკში თვალთმაქცურად, რომ  ვითომ სხვა სისტემის თანამშრომელი იყო …

უახლოეს პერიოდში ჩინჩალაძე ეცდება, ცოლებიც მოსამართლეებად განაწესოს და კიდევ უფრო განამტკიცოს კლანი.

რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ბანკი „ქართუს“  წარმომადგენელი ხელისუფლება, საბანკო ოლიგარქია, მაფიოზური დაჯგუფება და გადანაწილებული ბიზნესები, გავლენები… ჯიბეში ჩადებული სასამართლო ხელისუფლება – ეს უნდა იყოს მთავარი სამიზნე ყველა პატრიოტი ადამიანის, პოლიტიკოსის, ოპოზიციური არხების. რაში ხარჯავთ დროს? რატომ ცდილობთ ადამიანებში უიმედობის გაღვივებას? რა პირადი ინტერესები გაქვთ ასეთი, რომ რუსულ გავლენებზე, ხელისუფლებაზე მეტად სხვა საქმე გაინტერესებთ?

უმძიმესი რეალობა გვაქვს და უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის!!! აუცილებლად გავიმარჯვებთ პუტინისტურ რეჟიმზე“, – წერს ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“.

https://www.facebook.com/lkhabeishvili/posts/779740556854778

“კობა ნაყოფიაზე ნებისმიერი თავდასხმა ყოვლად მიუღებელია”- მიხეილ სააკაშვილი

„კობა ნაყოფიაზე ნებისმიერი თავდასხმა კარგს არაფერს ემსახურება და არის ყოვლად მიუღებელი“, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

„კობა ნაყოფია არის ჩემი უერთგულესი თანამებრძოლი საქართველოშიც და უკრაინაში და ჩემი ახლო მეგობარი, რომელიც მომყვება მრავალი წელია. მასზე ნებისმიერი თავდასხმა კარგს არაფერს ემსახურება და არის ყოვლად მიუღებელი“, – აცხადებს სააკაშვილი.

2020 წელს რა რაოდენობითაც შემოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, დღეს პრაქტიკულად განახევრებულია – ზაალ მიქელაძე

მე მაინც მგონია, რომ ისინი კარგად ვერ თამაშობენ (ალბათ ერთმანეთს თუ ეთამაშებიან). ხალხი ბრძენია და არაერთხელ დაინახა მათი ქცევები ბოლო წლების მანძილზე. მათი განცხადებები ეთერებში, საერთაშორისო პარტნიორებთან აბსოლუტურად აცდენილია რეალურ ქცევას-  ასე გამოეხმაურა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე ხუთი ოპოზიციონერის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხს.

მიქელაძის თქმით, ამის გამო კენჭისყრაში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ.

„ზოგადად რამდენად სახელმწიფოებრივი იყო ეს გადაწყვეტილება მათი მხრიდან, ამ ეტაპზე ძალიან ძნელი სათქმელია. უნდა დაველოდოთ მათ შემდგომ ნაბიჯებს და განცხადებებს, თუმცა ძალიან დიდი ბულინგის ქვეშ აღმოჩნდნენ (ის რაც სხდომიდან გასვლის შემდეგ მათი კაბინეტებიდან ისმოდა, რა თქმა უნდა ჟურნალისტების ნაწილს ექნება ამის ჩანაწერი და თუ გაავრცელებენ თუნდაც ისევ მათი ტელევიზიებით, იქ იყვნენ და უყურებდნენ ამ თამაშს).

მე მაინც მგონია, რომ ისინი კარგად ვერ თამაშობენ (ალბათ ერთმანეთს თუ ეთამაშებიან). ხალხი ბრძენია და არაერთხელ დაინახა მათი ქცევები ბოლო წლების მანძილზე. მათი განცხადებები ეთერებში, საერთაშორისო პარტნიორებთან აბსოლუტურად აცდენილია რეალურ ქცევას. მაგრამ ზოგჯერ მეც მიჩნდება ეჭვი, რომ ესენი ეთამაშებიან კი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს? თუ რაღაც ნაწილში საკუთარ განზრახვებსაც ასრულებენ.

თუნდაც იმ 12 რეკომენდაციის ნაწილში (აღარ ვამბობ დანარჩენ რეკომენდაციებზე, რაც სხვა პერიოდში იყო), რომლის შესრულებაშიც პრაქტიკულად ერთი წელია სამთავრობო სტრუქტურები, პარლამენტი, შეიძლება ითქვას, ყველა საჯარო მოხელე (რომელსაც ცალკე მადლობა ეკუთვნის) ჩართულია ამ პროცესში და საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, ეს რეკომენდაციები ზედმიწევნით სრულდება. მაგრამ ბოლო ეტაპზე, იქ სადაც პარლამენტის ჩართულობა ჭირდება, უმრავლესობა ყოველთვის ვიღებთ წინააღმდეგობას. მარტო გუშინდელი დღე არ იყო გასაკვირი. სულ ცოტა ხნის სახალხო დამცველი ავირჩიეთ, თან ავირჩიეთ ოპოზიციური პარტიიდან და იქაც კი არ იყო მხარდაჭერა და თვითონ სახალხო დამცველმა შემდეგ მადლობა გადაუხადა იმ მხარდამჭერებს და იქვე თქვა, რა ბულინგი გაიარეს მისმა მხარდამჭერებმა ოპოზიციური პარტიებიდან. ახლა ვიღაცები ამბობენ, რომ კენჭისყრაზე ტექნიკური შეცდომა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ 2020 წელს რა რაოდენობით შემოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, დღეს პრაქტიკულად განახევრებულია და სწორედ ეს მიანიშნებს იმას, რომ დარჩენილი 20-მდე დეპუტატი, შესაძლოა ხვალ, ზეგ სხვადასხვა პარტიაში თუ პოლიტიკურ ჯგუფში ვიხილოთ“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

“2008 წლის ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე, მხოლოდ უკრაინის ომია ომი”- მამუკა მდინარაძე

მიკვირს ნებისმიერი ადამიანის დამოკიდებულება, რატომ შეიძლება ერთ შემთხვევაში სულ რაღაც სამი-ოთხი წლის წინ ითხოვდე, რომ რუსეთმა მოხსნას სანქცია, ხოლო შემდეგ ამას ნეგატიურად აფასებდე, თან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ნარატივში გადგებოდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რუსეთმა, პუტინმა სანქციები ცალმხრივად დააწესა და ყველა, ქართველები, ამერიკელები, დიპლომატიური კორპუსი ითხოვდა სანქციების მოხსნას, მოხსნეს და ახლა ამბობენ, თურმე, სანქციები საქართველომ უნდა დააწესოს.

„შეუძლებელია, ამაში სწორი ლოგიკა იპოვოთ. ოპოზიციის პასუხია, რომ პოზიციის შეცვლა ომმა განაპირობაო. ეს იმას ნიშნავს, რომ 2008 წლის საქართველოს ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე, მხოლოდ უკრაინის ომია ომი და საქართველოში რუსეთის მიერ ომი არ ყოფილა. არ შეიძლება, ასეთი მსჯელობა და ასეთი დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ. ომი, რომელიც ყველაზე მეტად გვეტკინა, 2008 წელს იყო, რომლის შემდეგადაც, ეს ხალხი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ლაპარაკობდა.

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა და იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ საქართველომ უნდა დაუწესოს სავიზო რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს. დღეს, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, 108 NGO შეკრებილა და უთქვამთ, რომ დიახ. სანქციები უნდა დაწესდესო. საკუთარი მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვენ მაშინ, როდესაც იმ ხალხიდან ბევრი იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, ბევრი გაგრძელება იყო და ბევრი მათ პათოსს დღეს იზიარებს. მათ ნარატივზე სხედან. თურმე, 2019 წლის შემდეგ, როცა ჩვენ და პარტნიორები ერთად სანქციების მოხსნას ვითხოვდით, იმით შეცვლილა, რომ ომი ყოფილა. თურმე, 2008 წლის ომი ომად არ მიაჩნდათ. ანუ, უკრაინის ომი ვიღაცებისთვის ომია და საქართველოს ომი – არა. გუშინ ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა ქალბატონი ბრძანებდა, პროუკრაინული უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლებაო. დიახ, ზოგადად, ამ ქვეყანაში ყველა პროდასავლური უნდა იყოს, მაგრამ უპირველესად, პროქართული უნდა იყო და ამის შემდეგ პროდასავლური“, – განაცხადა მდინარაძემ.

“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე კითხვა არავის აქვს”-რატი ბრეგაძე

სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით საერთოდ არავის აქვს რაიმე სახის კითხვა. აქ წარდგენილი იყო პოზიციები, როგორც მოსარჩელის მხრიდან, ასევე საპასუხო პოზიციები ჩვენი მხრიდან, ამ საკითხზე საერთოდ ბუნებრივია, კითხვა არავის გააჩნია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მტკიცებულებების საფუძველზე და ხელმძღვანელობს სამართლებრივი ნორმებით და არა პოლიტიკური აღქმებით და შთაბეჭდილებებით.

„ჩვენ ახსნა-განმარტებებს არ ვაკეთებთ, ჩვენ გვაქვს დიალოგი ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან, მათ შორის იმ ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, საითკენაც მიილტვის საქართველო და ეს არის ევროკავშირი. ეს ყველასთვის ცხადია. კონკრეტულ მოთხოვნაზე, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი სამკურნალოდ ყოფილიყო ვარშავაში დაუყოვნებლივ, ამაზე იყო პასუხი და ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხის. დანარჩენ სარჩელს რაც შეეხება, როდესაც დაცვის მხარე წარადგენს სარჩელს, როდესაც სასამართლო გამოგვიგზავნის ჩვენი პოზიციების მისაწოდებლად, მერე ვისაუბრებთ ამ საკითხზე. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პოლონეთში მსჯავრდებულ სააკაშვილის გადაყვანაზე, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის საბოლოო“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რატი ბრეგაძეს შეხვდნენ.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქემალ ქილიჩდაროღლუ ყველა უკანონოდ მყოფი მიგრანტის და ლტოლვილის ქვეყნიდან გაშვების პირობას დებს

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საზღვრების დაუცველობაში დაადანაშაულა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქემალ ქილიჩდაროღლუ ქვეყნიდან ყველა უკანონოდ მყოფი მიგრანტის და ლტოლვილის გაშვების პირობას დებს.

ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებით, არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში ერთი დოლარი 30 ლირა გახდება.

„ეს სამშობლო ქუჩაში არ გვიპოვია. ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს სამშობლოს ამ მენტალიტეტის ქვეშ, რომელმაც 10 მილიონ არალეგალ მიგრანტს ჩვენ შორის შემოსვლის საშუალება მისცა. ყველა ლტოლვილს გავაგზავნი სახლში“, – აღნიშნა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.

​დასავლური მედია წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მკაცრი რიტორიკა შესაძლოა, არჩევნების პირველ ტურში მონაწილე კიდევ ერთი კანდიდატის, სინან ოღანის მხარდამჭერების გადაბირებას ისახავს მიზნად, რომლის მთავარი გზავნილი ამომრჩევლებისთვის იყო, რომ უკან გაგზავნიდა მიგრანტებს, მათ შორის 3.6 მილიონ სირიელს.

„პატრიოტთა ალიანსი“ ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც, მაღალი თანამდებობის პირებმა და არჩევითი ორგანოების წარმომადგენლებმა სიცრუის დეტექტორზე ტესტირება უნდა გაიარონ

„პატრიოტთა ალიანსი“ ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, მაღალი თანამდებობის პირებისა და არჩევითი ორგანოების წარმომადგენლებისთვის სავალდებულოდ მოხდეს სიცრუის დეტექტორზე ტესტირების გავლა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი მალხაზ თოფურია წერს.

თოფურიას თქმით, „პატრიოთა ალიანსს“ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.

„პატრიოტთა ალიანსი“ შემოდის წინადადებით და ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას მაღალი თანამდებობის პირებისათვის და არჩევითი ორგანოების წარმომადგენლებისთვის (როგორც მოქმედის, ასევე, შემდგომ – კანდიდატებისთვის), სავალდებულოდ მოხდეს სიცრუის დეტექტორზე ტესტირების გავლა ერთადერთი შეკითხვით, თანამშრომლობს თუ არა და გამოხატავს თუ არა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს პატივცემული.

ვფიქრობთ, შეკითხვა ფრიად მარტივია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებისთვის და არა ისე განვითარებისთვის, როგორც სხვა ქვეყნების (რომელიც არ უნდა იყოს) სპეცსამსახურებს სურთ. აღნიშნული ინიციატივის ავტორები, „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელობა და გამგეობის წევრები, გამოვთქვამთ მზადყოფნას, პირველ რიგში, აღნიშნული ტესტირება ჩატარდეს ჩვენზე, როგორც ინიციატივის ავტორებზე. ვფიქრობ, აღნიშნულ ინიციატივას დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ როგორც მმართველი რგოლის ბევრი წევრი, ასევე ოპოზიციური ჯგუფები, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობა“ და მათი ანასხლეტები, თუმცა იმედი გვაქვს საზოგადოების იმ დიდი ნაწილის მხარდაჭერის, რომელსაც არ სურს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების რეჟიმით ცხოვრება და სურვილი აქვს ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების. ვფიქრობ, მოთხოვნა ლეგიტიმურია, შემაკავებელია რევოლუციური და სხვადასხვა რყევების მიმართ ამა თუ იმ გარე ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ და ერთადერთი გზაა ბინძური აგენტურული ფულის წინააღმდეგ სახელმწიფოებრივი ინტერესების გამარჯვებისა“, – წერს მალხაზ თოფურია.

 

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=211120441709768&id=100084354393089

“დიახ, ქალბატონო კელი, სწორად მიხვდით, ამ „რაღაც პროცედურების და წესების“ გადახედვაზეა საუბარი, რომლებითაც 50 ბავშვი ვიზების გარეშე დატოვეთ”

„არანაირი სინანული, არანაირი შეშფოთება, არანაირი დანაშაულის გრძნობა – უბრალოდ ასე მარტივად, “რაღაც წესები და პროცედურებიო“, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი ანსამბლ „მართვესთვის“ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის არმიცემაზე კელი დეგნანის განცხადებას.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძემ გამაოგნებელი ამბავი მოჰყვა, თუ როგორ არ მისცეს ამერიკის ვიზები ანსამბლ „მართვეს“ 50 ბავშვს და როგორ ჩაუშალეს დაგეგმილი გასტროლები.

„ირაკლი კობახიძემ გამაოგნებელი ამბავი მოჰყვა, თუ როგორ არ მისცეს ამერიკის ვიზები ანსამბლ “მართვეს” 50 ბავშვს და როგორ ჩაუშალეს დაგეგმილი გასტროლები. დღეს გამობრძანდა ამერიკის ელჩი და “რკინის ლოგიკის არგუმენტით” რიხიანად უპასუხა ირაკლი კობახიძეს – „არსებობს გარკვეული წესები და პროცედურები, რომლებიც საჭიროა ვიზის მისაღებადო“. არანაირი სინანული, არანაირი შეშფოთება, არანაირი დანაშაულის გრძნობა – უბრალოდ ასე მარტივად, “რაღაც წესები და პროცედურებიო“. დიახ, ქალბატონო კელი, აბსოლუტურად სწორად მიხვდით, ამ „რაღაც პროცედურების და წესების“ გადახედვაზეა საუბარი, რომლებითაც 50 ბავშვი ვიზების გარეშე დატოვეთ და ჩაუშხამეთ დაგეგმილი გასტროლები. P.S. – სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ცხადია,“ – წერს ანდრია გვიდიანი.

ნარკოდანაშაულისთვის შს სამინისტრომ 55 პირი დააკავა, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია.

შსს-ს ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ნარკოტიკების უკანონო გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული გ.ლ., 1977 წელს დაბადებული ლ.ხ., 1989 წელს დაბადებული ვ.ბ., 1999 წელს დაბადებული რ.მ., 1974 წელს დაბადებული ვ.რ., 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ა., 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ა., 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ხ. 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.ო. 1988 წელს დაბადებული ნ.ვ., 1996 წელს დაბადებული გ.ე., 1979 წელს დაბადებული გ.მ., 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ფ.ფ., 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ვ., 1955 წელს დაბადებული ნ.ჯ., 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ., 1976 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ქ.მ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ., 1994 წელს დაბადებული ლ. ჩ., 2000 წელს დაბადებული ვ.ლ. 1977 წელს დაბადებული ლ. შ. , 2002 წელს დაბადებული თ.მ. ,1988 წელს დაბადებული ი.ფ. , 2001 წელს დაბადებული ლ. ჯ., 1997 წელს დაბადებული დ.ჩ., 1997 წელს დაბადებული მ.ა., 1996 წელს დაბადებული გ.წ., 1991 წელს დაბადებული ს.ბ., 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ა.ფ., 1958 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ.,1995 წელს დაბადებული ა.ც., 1984 წელს დაბადებული გ.კ., 1990 წელს დაბადებული ე.პ., უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ე.ო. 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ვ., 2000 წელს დაბადებული რ.ა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1989 წელს დაბადებული მ.ნ., 2002 წელს დაბადებული ს.ტ., 2004 წელს დაბადებული ა.ა., 1985 წელს დაბადებული ბ.ს, 1980 წელს დაბადებული ზ.ს., 1970 წელს დაბადებული მ.წ., 1974 წელს დაბადებული ვ.მ., 2002 წელს დაბადებული ი.შ., ,1980 წელს დაბადებული მ.ა., 1980 წელს დაბადებული ო.ე., 1991 წელს დაბადებული მ.გ. , 1990 წელს დაბადებული ბ.დ.,2000 წელს დაბადებული თ.ყ. 1986 წელს დაბადებული ა. ა. ,1982 წელს დაბადებული რ.მ., 1974 წელს დაბადებული ლ.მ., 1983 წელს დაბადებული გ.ჩ., 1988 წელს დაბადებული, უ.ი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „სუბუტექსი“, „ჰაშიში”, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „სუბოქსინი”, ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ტრამადოლი“, „მეფედრონი”, “ამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფი. ასევე ამოღებულია მცირე ზომის ელექტრო სასწორები, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ,ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირისგან ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 26 ვაზნა და ორი მჭიდი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე და 273 პრიმა, 19-273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.