„არანაირი სინანული, არანაირი შეშფოთება, არანაირი დანაშაულის გრძნობა – უბრალოდ ასე მარტივად, “რაღაც წესები და პროცედურებიო“, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი ანსამბლ „მართვესთვის“ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის არმიცემაზე კელი დეგნანის განცხადებას.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძემ გამაოგნებელი ამბავი მოჰყვა, თუ როგორ არ მისცეს ამერიკის ვიზები ანსამბლ „მართვეს“ 50 ბავშვს და როგორ ჩაუშალეს დაგეგმილი გასტროლები.
„ირაკლი კობახიძემ გამაოგნებელი ამბავი მოჰყვა, თუ როგორ არ მისცეს ამერიკის ვიზები ანსამბლ “მართვეს” 50 ბავშვს და როგორ ჩაუშალეს დაგეგმილი გასტროლები. დღეს გამობრძანდა ამერიკის ელჩი და “რკინის ლოგიკის არგუმენტით” რიხიანად უპასუხა ირაკლი კობახიძეს – „არსებობს გარკვეული წესები და პროცედურები, რომლებიც საჭიროა ვიზის მისაღებადო“. არანაირი სინანული, არანაირი შეშფოთება, არანაირი დანაშაულის გრძნობა – უბრალოდ ასე მარტივად, “რაღაც წესები და პროცედურებიო“. დიახ, ქალბატონო კელი, აბსოლუტურად სწორად მიხვდით, ამ „რაღაც პროცედურების და წესების“ გადახედვაზეა საუბარი, რომლებითაც 50 ბავშვი ვიზების გარეშე დატოვეთ და ჩაუშხამეთ დაგეგმილი გასტროლები. P.S. – სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ცხადია,“ – წერს ანდრია გვიდიანი.