თეთრი სახლი უშვებს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში გაყინულ კონფლიქტად დარჩეს- Politico 

111
spot_img

თეთრ სახლში სხვადასხვა სცენართან ერთად განიხილავენ იმის ალბათობასაც, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაყინულ კონფლიქტად გადაიქცევა, როგორადაც, კორეული კონფლიქტის მსგავსად, წლების ან ათწლეულების განმავლობაში დარჩება.

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Politico წერს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განიხილავენ ვარიანტებს, რომელთა მიხედვითაც გავლებული იქნება გამიჯნვის ხაზები, რომელთა არ გადაკვეთაზეც რუსეთი და უკრაინა შეთანხმდებიან. ამასთანავე, არაა აუცილებელი, რომ ეს ხაზები ოფიციალურად აღიარებულ საზღვრებზე გადიოდეს.

Politico-ს ცნობით, ეს სცენარი შესაძლოა ხანგრძლივ პერსპექტივაში ყველაზე რეალისტური აღმოჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ არც მოსკოვი და არც კიევი საკუთარ მარცხს არ აღიარებენ. ეს ვარიანტი ასევე მისაღები იქნება აშშ-სა და ევროპისთვის, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, ვინაიდან კიევისთვის გასაწევი დახმარების ხარჯები შემცირდება, კონფლიქტისადმი საზოგადოებრივი ყურადღება კი დაიკლებს.

Politico-ს ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ახლა ბაიდენის ადმინისტრაციაში ეძებენ ვარიანტებს სწორედ ხანგრძლივი პერსპექტივისთვის, მაშინ როდესაც აქამდე მხოლოდ გადაუდებელი და მოკლევადიანი სტრატეგიები განიხილებოდა.