„პატრიოტთა ალიანსი“ ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც, მაღალი თანამდებობის პირებმა და არჩევითი ორგანოების წარმომადგენლებმა სიცრუის დეტექტორზე ტესტირება უნდა გაიარონ

197
spot_img

„პატრიოტთა ალიანსი“ ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, მაღალი თანამდებობის პირებისა და არჩევითი ორგანოების წარმომადგენლებისთვის სავალდებულოდ მოხდეს სიცრუის დეტექტორზე ტესტირების გავლა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი მალხაზ თოფურია წერს.

თოფურიას თქმით, „პატრიოთა ალიანსს“ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.

„პატრიოტთა ალიანსი“ შემოდის წინადადებით და ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას მაღალი თანამდებობის პირებისათვის და არჩევითი ორგანოების წარმომადგენლებისთვის (როგორც მოქმედის, ასევე, შემდგომ – კანდიდატებისთვის), სავალდებულოდ მოხდეს სიცრუის დეტექტორზე ტესტირების გავლა ერთადერთი შეკითხვით, თანამშრომლობს თუ არა და გამოხატავს თუ არა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს პატივცემული.

ვფიქრობთ, შეკითხვა ფრიად მარტივია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებისთვის და არა ისე განვითარებისთვის, როგორც სხვა ქვეყნების (რომელიც არ უნდა იყოს) სპეცსამსახურებს სურთ. აღნიშნული ინიციატივის ავტორები, „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელობა და გამგეობის წევრები, გამოვთქვამთ მზადყოფნას, პირველ რიგში, აღნიშნული ტესტირება ჩატარდეს ჩვენზე, როგორც ინიციატივის ავტორებზე. ვფიქრობ, აღნიშნულ ინიციატივას დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ როგორც მმართველი რგოლის ბევრი წევრი, ასევე ოპოზიციური ჯგუფები, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობა“ და მათი ანასხლეტები, თუმცა იმედი გვაქვს საზოგადოების იმ დიდი ნაწილის მხარდაჭერის, რომელსაც არ სურს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების რეჟიმით ცხოვრება და სურვილი აქვს ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების. ვფიქრობ, მოთხოვნა ლეგიტიმურია, შემაკავებელია რევოლუციური და სხვადასხვა რყევების მიმართ ამა თუ იმ გარე ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ და ერთადერთი გზაა ბინძური აგენტურული ფულის წინააღმდეგ სახელმწიფოებრივი ინტერესების გამარჯვებისა“, – წერს მალხაზ თოფურია.

 

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=211120441709768&id=100084354393089