Home Blog Page 2102

,,შეიარაღება ვერ მივიღეთ და არც ფულს დაგვიბრუნებენ” – ევგენი გრუშოვეცი

დიდი ალბათობით, თავდაცვის სამინისტრო ვერ დაიბრუნებს მილიარდობით გრივნას, რომელიც შეიარაღების იმპორტიორ კომპანიებს გადაუხადა, თუმცა სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა არ მიუღია. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარემ, ევგენი გრუშოვეცმა განუცხადა.

„ეს რეალური პრობლემაა, იმიტომ რომ ამ იმპორტიორებს ფული არ აქვთ. თუ იურიდიულ მხარეზე ვსაუბრობთ, თავდაცვის სამინისტრომ ან სასამართლოს უნდა მიმართოს და თანხის დაბრუნება მოითხოვოს, ან განაცხადოს თანხებით დანაშაულებრივი გზით დაუფლების შესახებ. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს იმპორტიორს, რომ მან ფული დააბრუნოს. თავდაცვის სამინისტრო მიმართავს სასამართლოს, რომელიც, სავარაუდოდ, ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. იქ ყველაფერი მარტივია: იყო კონტრაქტი, თანხა გადახდილია, მიწოდება არ განხორციელებულა. შესაბამისად, მივიღებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას თანხების ამოღების შესახებ და ამით ყველაფერი დასრულდება. კიევის სასამართლოს არ შეუძლია, ჩავიდეს იმპორტიორთან და თანხა ამოიღოს – ხშირად მათ ანგარიშებზე არათუ ნული, არამედ მინუსია“, – აცხადებს გრუშოვეცი.

მისივე თქმით, ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტრო აღსრულების სამსახურს მიმართავს, რომელიც წარმოებას დაიწყებს და უმალვე შეაჩერებს, ვინაიდან დღეისათვის მოქმედებს მორატორიუმი სახელმწიფო საწარმოებისგან ფულის ამოღების თაობაზე, ეს სპეციმპორტიორები კი სახელმწიფო კომპანიებია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეიარაღების საერთაშორისო შესყიდვებით დაკავებულმა უკრაინულმა სახელმწიფო კომპანიებმა 2022 წელს თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტების მიხედვით მილიარდობით გრივნა მიიღეს, თუმცა სამინისტროსთვის შეიარაღება არ მიუწოდებიათ. ვადაგასულ კონტრაქტებში მითითებული საერთო თანხა 8,9 მილიარდი გრივნას შეადგენს.

,, ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს” – ქეთი დოლიძე

თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე,  კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს რომ ის რაც ხდება დაუშვებელიადა არაპროფესიონალი კადრების დანიშვნა არ შეიძლება.

“არაპროფესიონალები არ შეიძლება და მორჩა. არ შეიძლება ყველგან იყოს იურისტები, გამორიცხულია ეს ამბავი. იურისტი უწყებაში უნდა იყოს ერთი და ხომ არ შეიძლება მთელი საქართველო იურისტებით გაივსოს. რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს”, – ამის შესახებ, ქეთი დოლიძემ მედიასთან განაცხადა

,,რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს ნებისმიერი წარმატება აუტანელია” – ირაკლი ქადაგიშვილი

„აუტანელი არის რადიკალური ოპოზიციისთვის ნებისმიერი წარმატება, რასაც შეიძლება საქართველომ მიაღწიოს, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ოპოზიცია გააფთრებულია იმ მიღწევებით, რაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრისას მიაღწია.

„კოლეგებო, ახლა ჩვენ ვიხილეთ საქართველოს დელეგაციების წარმატებული ვიზიტების შეფასება ოპოზიციის მხრიდან, ანუ, საქართველოს საპარლამენტო, თუ სამთავრობო დელეგაციებმა, რომ მოახერხეს ევროპის ყველა მინდორზე, ჩვენი ქვეყნის პოზიციების სწორად წარმოჩენა, აგერ მაგალითი იმისა, როგორი გააფთრებული შეტევა მიიტანეს საქართველოს ამ მნიშვნელოვან მომენტში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების მიღწეულ პროგრესზე

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ აუტანელი არის რადიკალური ოპოზიციისთვის ნებისმიერი წარმატება, რასაც შეიძლება საქართველომ მიაღწიოს, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე. ეს აუტანლობა გამოწვეული იმ ტკივილით, რასაც ჰქვია ამ ხელისუფლების წარმატება და მათი რევოლუციური სცენარის არ განხორციელებისა“, – აცხადებს ირაკლი  ქადაგიშვილი.

,,აშშ გეგმავს, უკრაინას გადასცეს სატანკო ჭურვები გაღარიბებული ურანით”-

აშშ გეგმავს, უკრაინას გადასცეს სატანკო ჭურვები გაღარიბებული ურანით, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უოლ სთრით ჯოურნალი“ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, აშშ-ის მთავრობაში რამდენიმე კვირის განმავლობაში შიდა დავა მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ რითი უნდა აღიჭურვოს „აბრამსის“ ტიპის ტანკები, რომლებსაც ვაშინგტონი კიევს გადასცემს.

ამერიკელ მაღალჩინოსანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ამგვარი ჭურვების გადაცემისთვის სერიოზული წინააღმდეგობა არ არსებობს. თუმცა თეთრი სახლის ზოგიერთი წარმომადგენელი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ჭურვების გადაცემის გამო ვაშინგტონი, შესაძლოა, კრიტიკის სამიზნე გახდეს, რადგან ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანთა ჯანმრთელობისა და გარემოსთვის.

ამას გარდა, „უოლ სთრით ჯოურნალის“ ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია განაგრძობს უკრაინისთვის კასეტური ჭურვების შესაძლო გადაცემის საკითხის განხილვას.

შეგახსენებთ, რომ გაღარიბებული ურანის ჭურვები უკრაინას ბრიტანეთის მთავრობამაც გადასცა. ამგვარი ჭურვები უფრო ეფექტიანია ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ.

Коба Кобаладзе в Министерстве обороны встретился с испанскими бизнесменами

13 июня этого года в Министерстве обороны Грузии директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе и заместитель министра обороны Григол Гиоргадзе провели встречу с представителями бизнессектора Испании – Давидом Мартинес Гарсией и Иваном Гонсалес Тунон, которые являются представителями компании по производству радаров и антидронов «Kentaurus Defense и kentaurus Antidroens».

В ходе встречи стороны обсудили будущие перспективы двустороннего сотрудничества: «Для меня честь встретится с Вами. Международные отношения для нас являются одним из приоритетов. Сегодняшняя встреча также важна для нас, тем более если наше сотрудничество будет плодотворным, это пойдет на пользу повышению обороноспособности как вашей, так и нашей страны», – заявил на встрече Коба Кобаладзе.

«Мы являемся производителями радаров и антидронов; мы работаем в довольно многих странах, у нас большой опыт и мы рады, что начали работать и в Грузии тоже», – отметил Давид Мартинес Гарсия.

На встрече также присутствовали начальник департамента правового обеспечения Государственной службы по делам ветеранов Михаил Хурцидзе и атташе Грузии по вопросам обороны в Испании Гиоргий Бабунашвили.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად” – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

შანტაჟზე მოგახსენეთ, დანარჩენს ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს ვრცლად, თუ რა ფორმით, როგორ ხდებოდა მასზე გავლენის მოხდენა, – ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი სხილაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას, ხდებოდა თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად.

„რაც შეეხება ხატია დეკანოიძის შეკითხვას შანტაჟთან და პრეზიდენტზე ზეწოლასთან დაკავშირებით, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად იმიტომ, რომ განცხადებაში ნათქვამია – „ჩვენ არ დავძლევთ ვეტოს, თუ პრეზიდენტი წარადგენს იმ კანდიდატს, რომელიც უნდა შეთანხმებულიყო და ა.შ“. კიდევ რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე ამაზე ალბათ, თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემთვის პირადად თუნდაც ის ფაქტი, რომ ვეტოს დაძლევა/არდაძლევის საკითხი კამათის საგანი გახდა და ამით შემოთავაზება იყო, რომ თუ იმ კანდიდატს წარვადგენდით, რომელიც მმართველ გუნდს სჭირდებოდა მაშინ ვეტო დაძლეული არ იქნებოდა, სწორედ აქედან ჩანს მმართველი გუნდის დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის და პრეზიდენტისადმი“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ამასთან, როგორც მსხილაძემ აღნიშნა, დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება.

„რაც შეეხება იმ ზარალს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს, ეს იქნება ფინანსური თუ პოლიტიკური, ამ შემთხვევაში, ალბათ ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციაც საკმარისია, რომელიც მათ გუშინ და წინა დღეებში დააფიქსირეს. მოგიყვანეთ ეროვნული ბანკის მაგალითიც, თვითონ ეროვნული ბანკი ითხოვს, რომ აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელდეს. ხოლო, რა ზიანი მოჰყვება ამას ფინანსურად და პოლიტიკურად, ამის შესახებ მე წინასწარ ნამდვილად ვერ გეტყვით, ამას დრო გვიჩვენებს, დღეს პასუხი ნამდვილად არ მაქვს“, – განაცხადა მსხილაძემ.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას, როგორც საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, ხუციშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილებოდა ეროვნული ბანკის წევრობის პოზიციაზე, უბრალოდ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო“.

“არსებულ გეოპოლიტიკურ პირობებში შუა დერეფნის მნიშვნელობა სულ უფრო მზარდია” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანიდან თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება და მომავალშიც გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში ვიზიტით მყოფ თურქეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ილჰამ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად ზრდას განაგრძობს თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი, რაზეც დიდი მოთხოვნაა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის ლიდერის განცხადებით, არსებულ გეოპოლიტიკურ პირობებში შუა დერეფნის მნიშვნელობა სულ უფრო მზარდია. მისი თქმით, აზერბაიჯანის გავლით კასპიის ზღვით ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. როგორც ალიევმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანში ფართოვდება სატრანსპორტო-ლოჯისტიკური შესაძლებლობები.

„ჩვენ ვაფართოებთ ბაქოს საზღვაო პორტის შესაძლებლობებს 25 მილიონ ტონამდე. რკინიგზა, გემთმშენებელი ქარხანა და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ყველაზე თანამედროვე დონეზე გადადის“, – განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს შეხვედრა ჯერ ორმხრივ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გამართეს. მოგვიანებით კი, მონაწილეობა მიიღეს სამხედრო-საჰაერო ძალების ახალი ცენტრალური სამეთაურო პუნქტის გახსნაში.

“კახოვკის ჰესის განადგურების გამო შავი ზღვის მარილიანობა შემცირდა” – მედია

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების გამო, შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა , – ინფორმაციას მედია საშუალებები უკრაინის მიერ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სინჯებმა აჩვენა, რომ ოდესასთან ახლოს, ზღვის მარილიანობა თითქმის სამჯერ შემცირდა.

ეკოლოგ ევგენი სიმონოვის განმარტებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ კაშხლის განადგურების გამო ზღვაში მტკნარი წყალი შევიდა.

”დნიპროში წყლის ყოველწლიური ნაკადი დაახლოებით 55 კუბური კილომეტრს შეადგენს და ახლა კი უეცრად პლუს 10 – ერთ კვირაში“, – განაცხადა მან.

მანამდე გარემოსდამცველებმა განაცხადეს, რომ შავი ზღვის გამტკნარება ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების აყვავების საფრთხეს ქმნის, რომლებიც თრგუნავენ წყალსაცავის ბუნებრივ ფლორას. ასევე, კაშხლის განადგურების გამო, კანალიზაციისა და ნაგავსაყრელებიდან ტოქსიკური ნივთიერებები შეიძლება ზღვაში შევიდეს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6057 ლარი ეღირება, ევრო – 2.8136 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2748 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6034 ლარი ღირდა, ევრო – 2.8044 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2740 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 ივნისს ამოქმედდება.

“გაჩნდა სურვილი, კულტურის სფეროში წლების განმავლობაში არსებული სტაგნაცია მოიშალოს” -მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს კულტურის სფეროში გამოჩნდა სურვილი და ინიციატივა, რომ წლების განმავლობაში არსებული სტაგნაცია მოიშალოს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კინოცენტრთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შესახებ აღნიშნა, ყველა, ვისაც სურვილი აქვს ქვეყნის წარმატებას ხელი შეუშალოს, მოვლენებს ეწინააღმდეგება.

„წლების განმავლობაში საქართველოს კულტურის სფეროს არაერთ მიმართულებაში გულისამრევი სტაგნაცია სუფევდა. ახლა გამოჩნდა სურვილი, ინიციატივა, კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს სტაგნაცია მოიშალოს. დიახ, თუნდაც კინოში იღებდნენ ისეთ ფილმებს, როგორებიცაა „ალავერდობა“, „ჯარისკაცის მამა“ თუ „ცისფერი მთები“. რასაკვირველია, ყველა, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყნის წარმატებას ხელი შეუშალოს, ამას აღშფოთებით დაუპირისპირდა“, – განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს გახდა ცნობილი, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნაია დანიშნა. მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც მათ ცენტრის დამოუკიდებლობა მოითხოვეს. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

უკრაინაში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

უკრაინაში, კრივი რიჰში განხორციელებული სარაკეტო შეტევის შემდეგ, 5-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან 11 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულთა რაოდენობა კი 28-მდეა გაზრდილი.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსული საკრუიზო რაკეტები საცხოვრებელ კორპუსს დღეს, 13 ივნისს მოხვდა.

დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია.

საქალაქო თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ალექსანდრე ვილკულის ცნობით, დაშავებულთაგან 12 ჰოსპიტალიზებულია და მათ შორის, არიან როგორც საშუალო, ისე მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები.

„ხვალ, 14 ივნისს, კრივი რიჰში გლოვის დღე გამოცხადდება“, – წერს ვილკული Telegram-ზე.

“ერთი უბედური წელი ელოდა უკრაინელი ხალხი და ამ პასუხს ნამდვილად არ იმსახურებდა”

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტონტელბერის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, NATO-ს წევრობაზე არ განიხილება.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უბედური ერთი წლის ფონზე, რაც უკრაინის მოსახლეობამ გამოიარა და დღესაც გადის, ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან ასეთ განცხადებას არ იმსახურებდა.

„ყველაზე უპასუხისმგებლო განცხადებაა, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო… ახლა უკრაინას ესაჭიროება მკაფიო, ხელშესახები გადაწყვეტილება, მინიმუმ უსაფრთხოების მყარი გარანტია და ამათმა: „ესაო…ისაო…თქვენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არაო…“

ომს მოიგებთ, მიგიღებთ და თუ არა ხომ ისედაც ვერ მიგიღებთო, ლოგიკის აბსურდი ნახეთ რა… ერთი უბედური წელი ელოდა უკრაინელი ხალხი და ამ პასუხს ნამდვილად არ იმსახურებდა”, – წერს ქადაგიძე.