Home Blog Page 2089

“უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკში 4 რაკეტა და 15 დრონი ჩამოაგდეს” – ომის 453-ე დღე

ომის 453-ე დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე 4 ფრთოსანი რაკეტა და 15 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დნეპრის რაიონში სამაშველო განყოფილების რამდენიმე შენობა დაზიანდა და 27 წლის მამაკაცი დაშავდა.

„ორი ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. განადგურდა 10-ზე მეტი სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი, დაზიანდა ამდენივე სპეცტექნიკა. ასევე დაზიანდა 25 კერძო ავტომობილი და 2 ავტობუსი“, – განაცხადა ლისაკმა.

მისი თქმით, რუსებმა ასევე დაარტყეს კერძო საწარმოს დნეპრში, რის შედეგადაც 3 შენობა დაზიანდა. სინელნიკოვის რაიონში კი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

„დაზიანდა 3 კერძო სახლი და 9 საცხოვრებელი კორპუსი, ასევე საბავშვო ბაღი, მაღაზიები და ადმინისტრაციული შენობები”, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა და დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში აფეთქებების ხმები გაისმა.

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით 37 შეტაკება მოხდა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსული ძალები ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე.

„გასული დღის განმავლობაში ფრონტის მითითებულ სექტორებში 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან. ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა სცადეს დაკარგული პოზიციების აღდგენა ივანოვსკოეს დასახლების სამხრეთით“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 6 სარაკეტო და 52 საჰაერო დარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 65 ჯერ გახსნა.

„თავდასხმების შედეგად დანგრეული და დაზიანებული კერძო საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის ქალაქებზე ლიმანზე, სლავიანსკსა და კონსტანტინოვკაზე თავდასხმისთვის მტერმა კვლავ გამოიყენა S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებიც არ არის მაღალი სიზუსტის იარაღი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის ტერორის ტაქტიკას“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება”

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მონღოლეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა უმთავრეს პრიორიტეტად უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დაბრუნება დაასახელა და აღნიშნა, რომ ომი ეხება საერთაშორისო სამართალს და ყველა ქვეყნის სტაბილურობას.

მონღოლეთში ვიზიტის ფარგლებში, ემანუელ მაკრონმა ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ინვესტიციების საკითხებიც განიხილა.

„პირველ რიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ენერგეტიკული სუვერენიტეტის გასაძლიერებლად თქვენი ქვეყნისთვის კრიტიკული ლითონების მიწოდებით, რომელიც მოიცავს პროექტებს, რომლებიც ძლიერ გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე საუკეთესო გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების დაცვით. ამ მხრივ, ფრანგულ ატომურ ენერგეტიკულ კომპანია „ორანოსთან“ პარტნიორობა სტრუქტურული ელემენტია. ჩვენ მივიღეთ საგზაო რუკა ენერგეტიკული გადასვლისა და თქვენი ეკონომიკის დეკარბონიზაციის შესახებ, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას განახლებად ენერგიებზე, ჩვენს მთავრობებს შორის ბირთვულ საკითხებში თანამშრომლობას“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

,,ყველაზე დიდი ანტიევროპული განწყობები ზუსტად ასეთი ორმაგი სტანდარტებით საზრდოობს”-ქადაგიძე

„დიახ, ყველაზე დიდი ანტიევროპული განწყობები ზუსტად ასეთი ორმაგი სტანდარტებით საზრდოობს“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში დევიდ კრამერის განცხადებას.

როგორც ქადაგიძე წერს, სტრატეგიული პარტნიორისგან ასეთი განცხადებები ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შექმნას და ეს ქმედებები მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„რუსული პროვოკაცია და ოკუპაცია ახალი არ არის. ვიცით და წლებია საკუთარ თავზე არაერთხელ ვიწვნიეთ, თუმცა რას აკეთებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები? ევროკავშირი ინსინუაციურ რეზოლუციებს იღებს და უსამართლოდ იქცევა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ჩვენ ქვეყანას პრინციპული დამოკიდებულება…

და ბაიდენის ადმინისტრაცია? – თუ კი ვინმე რადიკალი, ექსტრემისტი და საბოტაჟზე ორიენტირებული ორგანიზაცია, პარტია და ჯგუფია, ყველა შეიფარა, მხარში ამოუდგა და ახალისებს რადიკალების მხრიდან ანტიქართულ კამპანიას… დიახ, ყველაზე დიდი ანტიევროპული განწყობები ზუსტად ასეთი ორმაგი სტანდარტებით საზრდოობს, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი, საფრთხეების პრევენციის მაგივრად, პოლარიზაციას და სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უწყობს ხელს! თუ კი ხედავთ რუსულ პროვოკაციას, ამ გადაწყვეტილებაში, ორი აქტით შეგიძლიათ გაანეიტრალოთ: 1. სასწრაფოდ გადაწყვიტეთ ამერიკა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის საკითხი… 2.მოუწოდეთ ევრო დეპუტაციას, სასწრაფოდ დაიწყოს საქართველოსათვის სტატუსის მინიჭების საკითხზე პროცედურები…

მაგრამ, სამწუხარო ის არის რომ საქართველო „საჯილდაო ქვად“ უფრო საინტერესოა გლობალური პოლიტიკური კონიუნქტურისათვის, ვიდრე რეალურ პარტნიორად და თანასწორუფლებიან აქტორად“, – წერს Facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.

ბაიდენს ჯერ არ გადაუწყვეტია ვინ გადასცემს უკრაინას F-16-ს – თეთრი სახლი

აშშ მხარს დაუჭერს ერთობლივ საერთაშორისო ძალისხმევას, უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის თანამედროვე გამანადგურებელ თვითმფრინავებზე – მაგრამ იქნება თუ არა, რომელიმე ამ თვითმფრინავის გაგზავნა პირდაპირ აშშ-დან უკრაინაში, ან სხვა მოკავშირე ქვეყნებიდან ჯერ კიდევ  უცნობია – ამის შესახებ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა  განაცხადა.

“ჩვენ უფრო მეტად ვეძებთ მესამე მხარის ტრანსფერებს, მაგრამ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია” – განუცხადა სალივანმა კვირას CNN-ს.შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ხანია სთხოვს დასავლელ  მოკავშირეებს უკრაინას თავიანთი თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები გაუგზავნოს, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთხელ უარყო ეს მოთხოვნა. ამის ნაცვლად, კი აშშ-მ  უკრაინაში ტანკები, არტილერია და საბრძოლო მასალა გაგზავნა.

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხვალ ვარსკვლავები ვერძს მშვენიერ დღეს ჰპირდებიან. ამიტომ თამამად შეადგინეთ გეგმები, დაიწყეთ ახალი პროექტები, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რაც ხვალ ვერძს ხელს შეუშლის, გარედან შურიანთა კრიტიკაა. მისი მოსმენით, ის რისკავს ეჭვებს დაემორჩილოს და თავდაჯერებულობა დაკარგოს.

კურო

არ ჩაერთოთ კამათი, თუ გაქვთ შანსი რომ სამუშაო ადრე დაამთავროთ, სჯობს ასე მოიქცეთ, რადგან თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი უსიამოვნება.

ტყუპები

ხვალ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გეძლევათ. მოიკრიბეთ გამბედაობა და იმოქმედეთ.

კირჩხიბი

დღე ჰარმონიულად ჩაივლის, შეგიძლიათ იმაზე მეტი საქმე გააკეთოთ, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. შეგიძლიათ ერთდროულად წარმატებით აკეთოთ როგორც ჩვეულებრივი, რუტინული საქმეები, ასევე მნიშვნელოვანი პროექტებიც.

ლომი

მოულოდნელად დასაჩუქრდებით უკვე გაწეული სამუშაოსთვის. თქვენს ცხოვრებაში წარატებების ახალი სერია იწყება.

ქალწული

რთული დღე მოგელით, შესაძლოა უკვე დაგეგმილი საქმეები ისე არ დასრულდეს როგორც ეს თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ. ამ დღეს მხოლოდ ის საქმეები დაიწყეთ, რომლის განხორციელებაშიც 100 პროცენტით ხართ დარწმუნებული.

სასწორი

გაიგებთ ამბავს, რომელიც დაგეხმარებათ მანამდე დაგეგმილი და შეჩერებული პროექტების განხორციელება დაიწყოთ

მორიელი

ყური არ დაუგდოთ ჭორებს, რადგან დღეს შეიძლება ადვილად მოექცეთ სხვების ზემოქმედების ქვეშ.

მშვილდოსანი

სხვების წარმატება და წახალისებას დადებითად შეხვდით, რადგან შესაძლოა დღეს სხვების წარმატებამ თქვენი გაღიზიანება და საკუთარი თავის მიმართ იმედგაცრუება გამოიწვიოს. გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა თქვენ იყავით მწვერვალზე და სხვებს შურდათ თქვენი. მობილიზება გაუკეთეთ ძალებს, რომ ახალი მწვერვალები დაიპყროთ.

თხის რქა

გადადგით ნაბიჯები, რომლებსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო არ გადადგამდით. დიდი ალბათობით გარისკვა ღირს.

მერწყული

სხვებისთვის რჩევისთვის მიცემისგან თავი შეიკავეთ, რადგან ამან შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს და თქვენც საპასუხოდ ნერვები ვერ მოთოკოთ. სიმშვიდის შესანარჩუნებლად სჯობს რჩევებისგან თავი შეიკავოთ.

თევზები

დღე შეგიძლიათ წარმატებულად აქციოთ თქვენი ინტუიციის წყალობით. მიჰყევით თქვენს შინაგან ხმას და დაწყებული საქმე აუცილებლად გამოგივათ.

საქართველოში, უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება

საქართველოში, უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. ტურნირი 4 სტადიონზე – თბილისის მიხეილ მესხის და ბორის პაიჭაძის სახელობის არენებზე, ასევე ბათუმის და ქუთაისის სტადიონებზე გაიმართება. საქართველოსთან ერთად ტურნირს, რუმინეთიც უმასპინძლებს.

ჩემპიონატის ჩასატარებლად, მთელი საქართველოს მასშტაბით, სტადიონებს, უეფას სტანდარტების შესაბამისად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაუტარდა, 3 ძირითად და 7 ტექნიკურ სტადიონს. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის და ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის არენებს. ჯამში, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 100 მილიონი ლარი გამოიყო.

11 მოედანზე ახალი ბალახი მოეწყო, დამონტაჟდა განათების სისტემები, სარეკლამო ბორტები და ტრიბუნებზე 41 ათასზე მეტი ახალი სკამი მოთავსდა. მოეწყო გარე და შიდა წყალმომარაგების, გათბობა-გაგრილების, სახანძრო სისტემები.
ასევე, სტადიონები სხვადასხვა სახის ავეჯით აღიჭურვა.

კონტინენტის პირველობა, 21 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. საქართველოში სულ 16 შეხვედრა გაიმართება, აქედან 12 მატჩი ჯგუფურ ეტაპზე, ორი მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალური მატჩი შედგება. დასკვნით მატჩს, ბათუმის არენა უმასპინძლებს.

22 მაისს ნიკოლოზობა აღინიშნება

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 22 მაისს ნიკოლოზობას ზეიმობს. ამ დღს ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

 

ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას შვილი დიდხანს არ ჰყავდათ. ისინი მდიდრები იყვნენ და გაჭირვებულებისთვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ღმერთმა მათ ვაჟი – მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი უბოძა. სასწაულთმოქმედების უნარი  ნიკოლოზმა პატარაობიდანვე გამოამჟღავნა.

325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. ის ამასთან დაკავშირებით, ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.

წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები კი, კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდნენ. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

,, მსოფლიოს მართავს ძალა, რომელიც არის შინაგანად ანონიმური, რომელსაც არ აქვს სახელი”- შათირიშვილი

ადამიანი არის ბუნების პროდუქტი თუ შეიძლება გარდაიქმნას რადიკალურად? აი ამ არჩევანის წინაშე ვართ, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ღირებულებათა გლობალურ დაპირისპირებაზე „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მას მიაჩნია, რომ ეს არის ბრძოლა ტოტალურ ლიბერალიზმსა და საღ აზრს შორის.

„დღეს მსოფლიოს მართავს ძალა, რომელიც არის შინაგანად ანონიმური, რომელსაც არ აქვს სახელი. რასაც შეუძლია ამასთან დაპირისპირება, ეს არის ქრისტიანობა. სწორედ ქრისტიანობა არის ის ძალა, რომელიც ლაპარაკობს პიროვნებაზე, პიროვნულ მსხვერპლთშეწირვაზე და პიროვნულ ძალისხმევაზე.

რეალურად ლგბტ პროპაგანდა სხვა არაფერია, თუ არა აისბერგის ზედაპირი. მთავარი მომენტი არის სულ სხვა რამ – შეგვიძლია თუ არა შევქმნათ ახალი სიცოცხლე, ახალი რეალობა, ახალი ადამიანი ბიოლოგიურად? აი ეს არის რეალური შეკითხვა. რეალურად, მეცნიერებიდან გამომდინარეც კი ჩვენ ყველაფერი არ შეგვიძლია. მეცნიერებას აქვს თავის საზღვრები“, – მიიჩნევს შათირიშვილი.

,,მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილებით, ქართველებისთვის არაფერი შეცვლილა”- იონათამიშვილი

ეს არ არის მარტო ორმაგი სტანდარტი. ეს არის საკუთარი ქვეყნის პირდაპირი მტრობა, – ასე აფასებს რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიდგომას რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილებით, ქართველებისთვის არაფერი შეცვლილა.

„რუსეთი მანამდეც ოკუპანტი იყო და ახლაც ოკუპანტია. მანამდეც წართმეული იყო ჩვენი ქვეყნის 20% და ოკუპაცია დღესაც რჩება. შესაბამისად, ეს მოცემულობა ჩვენთვის უცვლელი იყო და ამ ადამიანების რიტორიკა რომ არის შეცვლილი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და დღეს, ეს ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში არა მარტო ყალბი ბუნებით გამოირჩევიან, არამედ არ უყვართ საკუთარი ქვეყანა, უნდათ აქ არეულობა და ამისთვის ყველაფრისთვის მზად არიან“, – მიიჩნევს იონათამიშვილი.

რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდაჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსეთთან ურთიერთობების შესახებ, ნახეთ „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟში.

„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ბიუროს წევრები აირჩიეს

„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე სამგორის, გლდანისა და მთაწმინდის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ბიუროს წევრები აირჩიეს. „ქართული ოცნების“ სამგორის პარტიულ ორგანიზაციას კახა სამხარაძე უხელმძღვანელებს;
გლდანის პარტიულ ორგანიზაციას – კოტე ზარნაძე;
მთაწმინდის პარტიულ ორგანიზაციას – დავით კირკიტაძე;

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
კონფერენციებს ესწრებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეც.

პარტიული კონფერენციები მომდევნო კვირას სამცხე-ჯავახეთში გაიმართება.

რუსეთის საგარეომ G7-ის სამიტს “რუსოფობიური და ანტიჩინური ისტერიის ინკუბატორი” უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ G7-ის სამიტს იაპონიაში, “პოლიტიზებულო” ღონისძიება უწოდა, სადაც, მისი თქმით, ანტირუსული და ანტიჩინური განცხადებები გაკეთდა. რუსეთის საგარეოს ცნობით, შეხვედრის მთავარი შედეგი იყო განცხადებების ნაკრები, რომელიც გაჯერებულია “ანტირუსული და ანტიჩინური ხასიათის ოდიოზური პასაჟებით”. “ამრიგად, მომავალში “შვიდეულის” ღონისძიების შედეგი იქნება პოლიტიზებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობებში გამყოფი ხაზების გაყვანისკენ..ის გადაიქცა “ინკუბატორად”, სადაც ანგლოსაქსების ხელმძღვანელობით მწიფდება დესტრუქციული ინიციატივები, რომლებიც შეარყევს გლობალურ სტაბილურობას. შემდეგ ისინი თავს ახვევენ პროამერიკულ ბრბოს ნატოს, ევროკავშირის და სხვა თანამგზავრების ქვეყნებიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა (ფოტოები)

იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი 36 000-მდე ადამიანი. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ყველაზე მეტად ემილია, რომანიის რეგიონი დაზარალდა. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი ასობით ათასი ოჯახი.