უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მონღოლეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა უმთავრეს პრიორიტეტად უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დაბრუნება დაასახელა და აღნიშნა, რომ ომი ეხება საერთაშორისო სამართალს და ყველა ქვეყნის სტაბილურობას.
მონღოლეთში ვიზიტის ფარგლებში, ემანუელ მაკრონმა ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ინვესტიციების საკითხებიც განიხილა.
„პირველ რიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ენერგეტიკული სუვერენიტეტის გასაძლიერებლად თქვენი ქვეყნისთვის კრიტიკული ლითონების მიწოდებით, რომელიც მოიცავს პროექტებს, რომლებიც ძლიერ გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე საუკეთესო გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების დაცვით. ამ მხრივ, ფრანგულ ატომურ ენერგეტიკულ კომპანია „ორანოსთან“ პარტნიორობა სტრუქტურული ელემენტია. ჩვენ მივიღეთ საგზაო რუკა ენერგეტიკული გადასვლისა და თქვენი ეკონომიკის დეკარბონიზაციის შესახებ, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას განახლებად ენერგიებზე, ჩვენს მთავრობებს შორის ბირთვულ საკითხებში თანამშრომლობას“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.