საქართველოში, უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება

124
spot_img

საქართველოში, უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. ტურნირი 4 სტადიონზე – თბილისის მიხეილ მესხის და ბორის პაიჭაძის სახელობის არენებზე, ასევე ბათუმის და ქუთაისის სტადიონებზე გაიმართება. საქართველოსთან ერთად ტურნირს, რუმინეთიც უმასპინძლებს.

ჩემპიონატის ჩასატარებლად, მთელი საქართველოს მასშტაბით, სტადიონებს, უეფას სტანდარტების შესაბამისად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაუტარდა, 3 ძირითად და 7 ტექნიკურ სტადიონს. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის და ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის არენებს. ჯამში, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 100 მილიონი ლარი გამოიყო.

11 მოედანზე ახალი ბალახი მოეწყო, დამონტაჟდა განათების სისტემები, სარეკლამო ბორტები და ტრიბუნებზე 41 ათასზე მეტი ახალი სკამი მოთავსდა. მოეწყო გარე და შიდა წყალმომარაგების, გათბობა-გაგრილების, სახანძრო სისტემები.
ასევე, სტადიონები სხვადასხვა სახის ავეჯით აღიჭურვა.

კონტინენტის პირველობა, 21 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. საქართველოში სულ 16 შეხვედრა გაიმართება, აქედან 12 მატჩი ჯგუფურ ეტაპზე, ორი მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალური მატჩი შედგება. დასკვნით მატჩს, ბათუმის არენა უმასპინძლებს.