Home Blog Page 2058

“18 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა ერაყში და ავღანეთში მისიებით -32 ჩვენი გმირი სამხედრო დავკარგეთ”-პრემიერი

18 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა ერაყში და ავღანეთში მისიებით. 32 ჩვენი გმირი სამხედრო დავკარგეთ. სიცოცხლე გაიღეს ნატოსთვის, მსოფლიო მშვიდობისთვის. ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცები არიან მძიმედ დაჭრილები. მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი და მე მქონდა და მაქვს შეხება ამ ადამიანებთან. მე ვიცი, რამხელა სიმძიმეს ატარებენ ეს ბიჭები. ზოგს ხელი აქვს დაკარგული, ფეხი და ასე შემდეგ, უამრავი ტრამვები მიიღეს, რისთვის მეგობრებო. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. იმიტომ რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს, ასე იყო საჭირო. რაღაც მიზანი დავსახეთ, ვთქვით რომ ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და წავიდნენ ვაჟკაცურად, ისევე როგორც ამას ყოველთვის ჩვენ, ქართველები ვაკეთებთ და თავი გაწირეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კანდიდარის სტატუსს იმსახურებს ქართველი ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა.
„ახლა მოდით შევადაროთ, ნატოს მისიებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობაზე მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა. ერაყში, ავღანეთში ასევე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მე მახსოვს მაშინ, როცა ჩამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი საფრანგეთის, ფრანსუა ოლანდი, პირდაპირი თხოვნა გადმომცა, რომ იქნებ საქართველოს გაეგზავნა მისია. ეს იყო ევროკავშირის მისიით, ევროკავშირის ეგიდით მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ მაშინ გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტე, გავაგზავნეთ ერთი ასეული თუ არ ვცდები, ეს იყო ძალიან განმსაზღვრელი და ძალიან მნიშვნელოვანი მისია შეასრულა ჩვენმა ჯარმა აფრიკაშიც. ერაყში 2000 კაცზე მეტი იყო, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. 18 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა ერაყში და ავღანეთში მისიებით. 32 ჩვენი გმირი სამხედრო დავკარგეთ. სიცოცხლე გაიღეს ნატოსთვის, მსოფლიო მშვიდობისთვის. ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცები არიან მძიმედ დაჭრილები. მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი და მე მქონდა და მაქვს შეხება ამ ადამიანებთან. მე ვიცი, რამხელა სიმძიმეს ატარებენ ეს ბიჭები. ზოგს ხელი აქვს დაკარგული, ფეხი და ასე შემდეგ, უამრავი ტრამვები მიიღეს, რისთვის მეგობრებო. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. იმიტომ რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს, ასე იყო საჭირო. რაღაც მიზანი დავსახეთ, ვთქვით რომ ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და წავიდნენ ვაჟკაცურად, ისევე როგორც ამას ყოველთვის ჩვენ, ქართველები ვაკეთებთ და თავი გაწირეს. კრიტიკულ დროს მე ამას ვახსენებ ყოველთვის და ყოველთვის შევახსენებ ჩვენს მეგობრებს. ჩვენ უკან არ ვიხევთ არასოდეს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩვენ, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი შედეგებით, ჩვენი მუშაობით, ჩვენი მიღწევებით, განვლილი გზით, ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა ძალიან გულსატკენი იყო ის განცხადება რომელიც მოვისმინეთ ჩვენ შარშან, ზოგმა გეოგრაფია დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, ზოგმა რაღაც, ანუ დამსახურებაზე დაყრდნობილი პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ იქნება, მე მჯერა რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამას იმსახურებს კიდევ ვიმეორებ ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა,”- განაცხადა პრემიერმა.

საზღვარგარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, დამოუკიდებლობის ზეიმის ფარგლებში ყველა გამორჩეული სიყვარულით გხვდებათ, თქვენ ჩვენი ფიქრი, ტკივილი და ამასთან, იმედიც ხართ – ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქო დიასპორის წარმომადგენლებისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვას ავრცელებს.

„ჩვენო სულიერო შვილებო, საზღვარგარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ!

კიდევ ერთი წელი შეემატა ჟამთა სვლას და დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმის ფარგლებში, ყველა კვლავ გამორჩეული სიყვარულით გხვდებათ, რადგან თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ, ამასთან – იმედიც, რადგან მრავალი ოჯახის ფიზიკური არსებობა თქვენი შრომის შედეგია. თუმცა, უცხოეთში თქვენი მყოფობისას ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ თქვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ქართული ენა, ქართული სული, ჩვენი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები შეუნარჩუნოთ. აღვნიშნავ იმასაც, რომ საზღვარგარეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, შესაძლებლობისამებრ, ამ მიზანდასახულობითაც იღვწის, მაგრამ მშობლების როლი არსებითია.

მუდამ გახსოვდეთ და პატარებსაც ჩაუნერგეთ, რომ თქვენ ჩვენი ერის სახე ხართ და თქვენი მყოფობის ადგილზე თითოეული თქვენგანი საქართველოს წარმოადგენს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და ყველა ის ქვეყანა, სადაც თქვენ და ჩვენი სხვა თანამემამულენი ამჟამად ცხოვრობთ.

ინებოს ყოვლადწმინდა სამებამ, რომ სამშობლოში დაბრუნება მალე შეძლოთ“, – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

“ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა, ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, ხვიჩა კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, რომ ქართველია”- პრეზიდენტი

ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ქვეყნის პროცესებში ჩართულობა რომ იგრძნონ, საჭიროა ორი რამ, მათთვის პარლამენტში წარმომადგენლის გამოყოფა და არჩევნებში მათი მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, მოგილოცოთ დიასპორის დღე, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ გუშინდელი დღე და გავიმეორო, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის დიასპორა. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ეს დიასპორა და რას ვაკეთებთ, რას არ ვაკეთებთ. დღევანდელ დღეს ძნელი დასათვლელია რიცხობრივად, რამდენს წარმოადგენს ჩვენი დიასპორა. იყო ნათქვამი, რომ ერთი მილიონი არის რუსეთში, აღარ არის ერთი მილიონი რუსეთში, ეს კარგად ვიცით. დაახლოებით ნახევარი მილიონი თუ არის და ისინიც ნახევრად ქართველები, ნახევრად რუსები, მაგრამ ეს ათვლა ძალიან რთული არის. დანარჩენ მსოფლიოში ასევე რთულია, რადგან დათვლილი არალეგალები არ არიან არსად, მაგრამ ალბათ უახლოვდება მილიონს. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ მათთან შევინარჩუნოთ ყველანაირი კავშირი და არ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან თუ თანამემამულეები. ამისი ერთი მაგალითი არის მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი გაძლიერება, როგორც თავისი თავის და ეს არის ისრაელი.

ისრაელს აქვს ძალიან ბევრი ჩვენთვის სასწავლებელი, რომ ჩვენც მივყვეთ ამ გზას და ამით გავაძლიეროთ ჩვენი დიასპორა. ეს არის კავშირი იმ ყველა ქვეყანასთან, სადაც ჩვენ გვინდა, რომლებსაც გვინდა, დავემსგავსოთ, ოჯახში, სადაც გვინდა, შევიდეთ. ყველანი არიან ჩვენი წარმომადგენლები ამ ქვეყნებში და მათი ერთად ყოფნა ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის პირველი არის მოქალაქეობა. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ არ შეიძლება, კომისიის მუშაობა გაგრძელდეს ისე, როგორც გრძელდება. მივაღწიეთ იმას და ამაში მე ჩემი წვლილი მქონდა და არა მხოლოდ, ყველას მიღწევაა, რომ ორმაგი მოქალაქეობა არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ არ უნდა იყოს ის, რომ პრაქტიკა ხელს უშლიდეს ამ კანონმდებლობის შესრულებას. ჩვენ არ უნდა ვიგონებდეთ რაღაც მიზეზებს, არ ჩამოვსულვარ ქვეყანაში დიდიხანიო, არ აქვს რაღაც კავშირები ქვეყანასთანო. ყველა ქართველი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მოქალაქეობა დაიბრუნოს, აღიდგინოს ან მივანიჭოთ იმიტომ, რომ არ ჰქონია, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ, რომ მას აქვს უფლება, დაიბრუნოს. არ აქვს მნიშვნელობა, ის ჩამოვიდა ქვეყანაში, რამდენჯერ ჩამოვიდა, აქ ფლობს ქონებას, თუ არ ფლობს. ეს ხომ არ წერია კანონმდებლობაში, რომ ეს კრიტერიუმები უნდა იყო გამოყენებული. რატომ იგონებს ვიღაც ჩინოვნიკი კომისიაში, რა უნდა იყოს ახალი დამატებითი კრიტერიუმები.

მიმაჩნია და ამას ჩემი წარმომადგენლები კომისიაში ბოლომდე მიჰყვებიან, რომ წარმოშობით ყველა ქართველს აქვს უფლება, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. სამწუხაროდ, არის რაღაც ტესტები. სამი წელია, იუსტიციის სამინისტროსთან გვაქვს გაუთავებელი მოლაპარაკებები, რომ გავამარტივოთ. ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა, ნუ ვეკითხებით. ნუთუ არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანები ხვალ იყვნენ ქართველები, ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, ხვიჩა კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ , რომ ქართველია.

ეხლა უნდა ჩვენ მათ მივცეთ ეს ხელი, მივაწვდინოთ, რომ მოდით, იყავით ქართველი, იყავით ინგლისელი, გერმანელი, ამერიკელი, რუსი, რაც გინდათ, მაგრამ იყავით ასევე ქართველი, რადგან ეს ბმა, რაც გაქვთ ჩვენთან, ეს არის ჩვენთვის, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აუცილებელი. ამიტომ იმის მაგივრად, რომ ფრენებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივცეთ მოქალაქეობა. ეს არის მათი პირველი მოთხოვნა.

აქ მაქვს მთელი სია 15 მაისიდან დღემდე, რაც გავიდა კომისიაში რუსეთიდან მოქალაქეობაზე მოთხოვნები. მე პირადად, სადაც არის რამე უსაფრთხოების კითხვა, იქ ჩემი წარმომადგენელი არ აძლევს ხმას, მაგრამ თუ არ არის უსაფრთხოებიდან რამე კითხვა, ვთქვათ, სამხედრო სამსახურში თანამდებობა ეჭირა ან უსაფრთხოების კუთხით შეიძლება, იყოს კითხვის ნიშანი, მათ – არა. დანარჩენებს ყველას, იმიტომ, რომ ისინი არინ ჩვენი შვილები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ. არ მაინტერესებს, რუსეთში ცხოვრობდნენ, ვერ თუ არ ჩამოდიოდნენ, თუ ამერიკაში და ვერ თუ არ ჩამოდიან. მთავარია, რომ ამ ქვეყანას არ აქვს უფლება, ეს ხალხი დაკარგოს. სხვათა შორის, არცერთ ქვეყანას არა აქვს ამის უფლება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის პატარა ქვეყნისთვის.

აბა რისთვის, ჩვენ მერე, რაღაცა ცეკვა-თამაშებისთვის იქ რაღაც თანხმებს ვუგზავნით, ეს არ არის დაცვა დიასპორის. ეს არ არის დაცვა დიასპორის. დახმარება არის, რომ ჩავთვალოთ ისინი, როგორც ჩვენიანები და კიდევ ერთხელ, ისრაელი არის ამის ნიშანი. ავტომატურად უბრუნებენ თუ ადამიანი ამტკიცებს, რომ წარმოშობით არის ებრაელი. ჩვენ რაღა გვიჭირს? რისი გვეშინია? არ ვიცი, ყველაფრის გვეშინია. ჩვენების რატომ უნდა გვეშინოდეს?

მეორე, რაც უნდა გაკეთდეს დიასპორისთვის არის, რომ ჩვენ მათ მივცეთ არა მხოლოდ მოქალაქეობა, მარგამ მოქალაქეობასთან ერთად განცდა, რომ ისინი მონაწილეობენ ქვეყნის ყველაფერში, ჩართული არიან და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გვიგზავნიან ტრანსფერებს და ამით ამდიდრებენ ბიუჯეტს ან თავიანთ ოჯახებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი წვლილი აქვთ ჩვენს განვითარებაში, რომელსაც ხშირად არ ვაღიარებთ, მაგრამ მთავარია, იგრძნონ, რომ აქვთ რაღაც როლი ამ ქვეყანაში, რომ ჩამოვიდნენ, დაგვეხმარონ.

წარმატებული ექიმები გვყავს მთელ მსოფლიოში და ჩვენ აქ არ ვუხსნით გზას, რომ მაინცდამაინც ჩამოვიდნენ და დაგვეხმარონ. იმისთვის, რომ ჩართულობა იგრძნონ, საჭიროა ორი რამ: ერთია ის, რომ მათთვის პარლამენტში ერთი წარმომადგენელი მაინც იყოს გამოყოფილი. არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც კანონმდებლობა ან კონსტიტუცია შეიცვალოს. შეიძლება, ყველა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა ჰყავს, საკუთარ სიაში, ოღონდ არა ბოლოში, ჩაწეროს დიასპორის ერთი წარმომადგენელი. ამით იხსნება ეს საკითხი და ისინი ნამდვილად იქნებიან დიასპორის წარმომადგენლები და იციან, როგორ და რანაირად დაიცვან თავიანთი თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყანაში, რა ინტერესები აქვთ მათ.

მეორე საკითხია არჩევნები. ეს არ არის დღევანდელი ხელისუფლების საკითხი, მაგრამ ჩვენ არასდროს არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკონსულოები აქტიურად მუშაობდნენ იმაზე, რომ ხალხმა თავი დაირეგისტრიროს და ამომრჩეველი გახდეს. ამას სჭირდება მუშაობა, რეკლამირება. არალეგალებისთვის ეს არ ნიშნავს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ვინმე ხელისუფლებას შეატყობინებს, რომ საარჩევნო სიაში არიან ჩაწერილი.

მაგალითად, საფრანგეთში, როდესაც ალჟირში არჩევნები ტარდება, საელჩოების წინ უზარმაზარი რიგებია. მათი დიდი ნაწილი არალეგალია, მაგრამ ამას ხელს არავინ უშლის. თუ ქვეყანაში ელექტრონულ არჩევნებს დავნერგავთ, რაღატომ გვიჭირს, რომ ეს უცხოეთზე გავავრცელოთ და შორ მანძილზე მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრათ, რომ მონაწილეობა მიიღონ?! თუ ჩვენი დიასპორის დაცვა გვინდა, ეს არის ის, რასაც დიასპორის დაცვა ჰქვია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსოფლიო ლიდერები ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვები მიიღო.

პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ: თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პიტერ ფიალა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დრიტან აბაზოვიჩი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი გალაბ დონევი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი ჩიუკა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი, დუბაის საამიროს მმართველი და პრემიერ-მინისტრი შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი, კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანი, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი აკილბეკ ჟაპაროვი და ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

აუცილებელი არ არის, რომ საკუთარი გეგმები სხვა ადამიანების სურვილებს მოარგოთ. ეცადეთ, თხოვნაზე უარის თქმა ისწავლოთ და აკეთეთ ის, რაც თქვენ და არა თქვენ გარშემო მყოფებს სურთ. ერიდეთ არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. უმჯობესია, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ, ვიდრე ვიღაცის ნეგატიურმა კომენტარებმა განწყობა გაგიფუჭოთ.

კურო

გარემოებათა მოულოდნელი განვითარება საშუალებას მოგცემთ, რომ უჩვეულო ადამიანებს შეხვდეთ და მომხდარი ყველი მხრიდან შეაფასოთ. ეცადეთ წინდახედულად იმოქმედოთ და კონკურენტების მიერ დაგებული მახეები დროულად შენიშნოთ. უმნიშვნელო წვრილმანების გამო შეიძლება ბევრი ძვირფასი დრო დაკარგოთ.

ტყუპები

თქვენი ცხოვრება მეტ წესრიგს და ცვლილებებს საჭიროებს. დროა, დაასრულოთ ურთიერთობა, რომელსაც სიხარულისა და სიამოვნების ნაცვლად, ტკივილი და პრობლემები მოაქვს. გათავისუფლდით ძველისგან და ადგილი ახალ იდეებს, მოვლენებს და ადამიანებს დაუთმეთ. საყვარელი საქმიანობა შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს.

კირჩხიბი

ამ დღის გამოწვევებს ადვილად გადალახავთ, თუ მოქმედების ჩვეულ წესს შეცვლით და მომხდარს ახლებურად შეხედავთ. მოზღვავებული ემოციები საშუალებას არ გაძლევთ, რომ მოვლენები მიუკერძოებლად შეაფასოთ, ამიტომ გირჩევთ, ყველა შეხვედრა და დისკუსია სხვა დღისთვის გადადოთ.

ლომი

ამ დღეს ზედმეტად მგრძნობიარე და ემოციური ხართ და გეჩვენებათ, რომ თქვენ გარშემო ძალიან ბევრი უსამართლობაა. ეცადეთ, ყველაფერი, რაც თქვენ ირგვლივ ხდება, გულთან ახლოს არ მიიტანოთ და ხვალ თქვენი მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. მოერიდეთ დაძაბულობას და სტრესს და ბუნებაში მეტი დრო გაატარეთ.

ქალწული

ეცადეთ, დრო და ძალისხმევა ამ დღეს დაგეგმილ ყველა საქმეზე თანაბრად გაანაწილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მთელი ყურადღება ერთ საკითხზე გადაიტანოთ და დანარჩენი საქმეები თაროზე შემოდოთ. გირჩევთ, სადავო საკითხების განხილვისას პარტნიორს დაუთმოთ, ამით თქვენი ურთიერთობა უფრო მყარი და ჰარმონიული გახდება.

სასწორი

ბოლო დღეებში დაგროვილი სტრესი და დაღლილობა შეიძლება თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს და იმუნიტეტი დაასუსტოს. დროა, სრულფასოვანი დასვენებისთვის დრო და რესურსები გამონახოთ. ადამიანს, რომელიც ოდესღაც უანგაროდ დაგეხმარათ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

მორიელი

დილიდან საინტერესო მოვლენების ორომტრიალი გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლები ინერვიულოთ და თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს შვიდად შეხვდეთ. სწორად შერჩეული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაგეხმარებათ, რომ უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას, რაც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ცუდმა განწყობამ შეიძლება სიტუაციის სწორად შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, მოვლენებს უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ და ნებისმიერ საკითხში მოგებიანი შესაძლებლობები დაინახოთ. მოერიდეთ გრძელვადიანი გეგმების შედგენას, რადგან ამჟამად საკუთარი რესურსების ობიექტურად შეფასება არ შეგიძლიათ.

თხის რქა

ეცადეთ, ამ დღისთვის დაგეგმილი ყველა საქმე დროულად დაასრულოთ. თუ რაიმე მიზეზით ამ საქმეს სამომავლოდ გადაიტანთ, შეიძლება ახალ პრობლემებს და სირთულეებს შეეჯახოთ. ეს დღე ხელსაყრელია მომავლის დაგეგმვის, სურვილებისა და პრიორიტეტების გადახედვისთვის. ეცადეთ, დასვენებას და ძალების აღდგენას მეტი დრო დაუთმოთ.

მერწყული

დროა, საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქროთ. აირჩიეთ პროექტები ან საკითხები, რომლებსაც ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლია და იმოქმედეთ. შესაძლოა, კონკრეტული საკითხების მოგვარება დროში გაიწელოს, მაგრამ თუ სიმტკიცეს და გამძლეობას გამოიჩენთ, საქმე თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება.

თევზები

მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმების შეცვლა და თქვენთვის უცნობი საქმეების კეთება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემის გადაჭრისას მხოლოდ საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით იხელმძღვანელოთ და სხვა ადამიანების რჩევები ნაკლებად გაითვალისწინოთ. მოერიდეთ ახალი ნივთების შეძენას, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით

“ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე”-კახა კალაძე

“მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე თითქოს სპეციალურად არ მოვიდა დღევანდელ ღონისძიებაზე,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის თითიდან გამოწოვილი, თქვენს მიერ რაღაც აგორებული ე.წ. სკანდალი.

„ჩვეულებრივი სპეკულაციებია. ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ მე არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე. შესაბამისად, დღეს მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე თითქოს სპეციალურად არ მოვიდა დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს არის თითიდან გამოწოვილი, თქვენს მიერ რაღაც აგორებული ე.წ. სკანდალი”,- აღნიშნა კალაძემ.

“საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ განვითარდეს და რომელ გზას გაჰყვეს”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ გაკვირვებულია იმ რეაქციით, რომელიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მოჰყვა.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა რუსული საზოგადობრივი ორგანიზაციის „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა – მადლობა, კარგია. არა, იქ ამ საკითხზე სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა. ძალიან უცნაურია. უბრალოდ, გულწრფელად რომ ვთქვა, მოულოდნელია. გვერდიდან რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მათ შორის შვებულებების სეზონის მოახლოების გათვალისწინებით მიიღო. მისი თქმით, მას სურდა, მხარი დაეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავად საქართველოში მიისწრაფვიან რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების შენებისკენ, ასევე რუსული ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უყვართ მეზობელი ქვეყანა.

„ჩვენ მზად ვართ, გზის ჩვენი ნაწილი გავიაროთ, როგორც უკვე ვთქვი, ვდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს და მომავალშიც გავაგრძელებთ იმის მიხედვით, როგორი რეაგირება ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ განვითარდეს და რომელ გზას გაჰყვეს.

“ქართველ ხალხს ვუსურვებ, იყვნენ ჩვენთან და ყველა სხვა ევროპელ ერებთან ერთად მშვიდობიან, ერთიან ევროპულ ოჯახში”-ზელენსკი

ქართველ ხალხს ვუსურვებ, იყვნენ ჩვენთან და ყველა სხვა ევროპელ ერებთან ერთად მშვიდობიან, ერთიან ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„დღეს საქართველო ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს. მივესალმები ქართველ ხალხს და ვუსურვებ, რომ იყვნენ ჩვენთან ერთად და ყველა სხვა ევროპელ ერებთან თავისუფალ, მშვიდობიან და ერთიან ევროპულ ოჯახში. მე ამას ვუსურვებ სრულიად საქართველოს და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. მაინც, საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი და პატივსაცემი ისტორიული ძალა და ეს ძალა ვერ დამარცხდება, ამაში დარწმუნებული ვარ. ოკუპანტი წააგებს. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდემიმართვისას.

https://www.facebook.com/watch/?v=203235682612446&ref=external

“2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ბინა გადმოგვცა, რომელიც საჭიროების გამო გავასხვისეთ”-გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

„არიან ადამიანები, ვინც მხარში მიდგანან. თავს მარტო არ ვგრძნობ. ჩემი ეზოს მსგავს ეზოში თბილისში ბევრი ადამიანი ცხოვრობს”- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე.

როგორც გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში წერს, 2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ მათ ბინა გადასცა, რომელიც საჭიროების გამო გაასხვისეს, თუმცა უწყებისგან ისევ მიიღეს შეთავაზება ბინის გადაცემაზე.

„არიან ადამიანები, ვინც მხარში მიდგანან. თავს მარტო არ ვგრძნობ. ჩემი ეზოს მსგავს ეზოში თბილისში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. 2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ბინა გადმოგვცა, რომელიც საჭიროების გამო გავასხვისეთ. ახლახან თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ გაკეთდა შემოთავაზება ჩვენი ოჯახისთვის გადმოეცათ ბინა. სხვა ეზოშიც მექნება შესაძლებლობა გიმასპინძლოთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სითბოა, რომელსაც გიორგის კოლეგებს შორის ვგრძნობ სამსახურში“, – წერს მაკა ჩიკვილაძე.

https://www.facebook.com/maka.chikviladze.7/posts/pfbid02eJVxBUuyp7AXStsRRRiA5gwMLBjbL6h7PmFcPjixqZCGtBJMJy7KAk1nnXNpiywGl

აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, მოლდოვაში ევროპული სამიტის დროს მოაწერონ ხელი

აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მომავალ კვირას, მოლდოვაში დაგეგმილი ევროპული სამიტის დროს მოაწერონ ხელი, – ამის შესახებ საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ კიშინიოვში პირველ ივნისს საბოლოოდ შეიძლება, გაფორმდეს სამშვიდობო ხელშეკრულება. ეს არის ისტორიული მომენტი და იმპულსი, რომლის გამოტოვება არ შეიძლება“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.

მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს, სავარაუდოდ, 47-მდე სახელმწიფოს მთავრობისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მეთაურები დაესწრებიან.

სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მაღალი დონის მოლაპარაკებებს გამართავენ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან.

20 წლის ბიჭის ცხედარი მისმა თანატოლებმა საბარგულში მოათავსეს და ტყის პირას დამარხეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი დააკავა; მათგან ერთი – დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ორი პირი კი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ უწყებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ გაუჩინარებული პირი მოკლულია.

შსს-ს ცნობითვე, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 22 მაისს შემოვიდა შეტყობინება, 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს გ.ა. მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა გ.ა.-ს.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ა.-ს მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ პირს მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“წარმოუდგენელია, უმრავლესობის ლიდერი არ იღებდეს მონაწილეობას ოფიციალურ ღონისძიებაში”-ხაბეიშვილი

ირაკლი კობახიძის არ დასწრებას დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურ ღონისძიებაზე აქვს ორი მიზეზი – ეს იყო გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მეორე – ეს იყო საბოტაჟი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არ დასწრებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება გადადის „უმწვავეს რეჟიმში“.

„ცივილიზებულმა სამყარომ, დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. არის კრემლის, პუტინის რუსეთი, რომელმაც არც მიულოცა, არც აღიარებს ქვეყნის დამოუკიდებლობას და ზუსტად, ასე იქცევა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, ვგულისხმობ ირაკლი კობახიძეს, რომელსაც არ აინტერესებს დამოუკიდებლობის დღე და არც გამოცხადებულა ოფიციალურ ღონისძიებაზე.

გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად რუსულია მისი დამოკიდებულება დამოუკიდებლობის დღისადმი, წარმოუდგენელია მმართველი პარტიის, პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი არ იღებდეს მონაწილეობას ასეთ ოფიციალურ ღონისძიებაში, ეს არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს დამოუკიდებელი საქართველო.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს აქვთ დაპირისპირება ერთმანეთთან, ვერ იყოფენ პრემიერ-მინისტრის სკამს, ვერ იყოფენ ბიძინა ივანიშვილის სკამზე ვინ უფრო მოურავი იქნება და ეს იყო ერთგვარი საბოტაჟი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ასე ძიძგნიან ჩვენს ქვეყანას, ვერ იყოფენ თანამდებობებს, მილიონებს, კორუფციულ სისტემებს, რომლებიც მრავლად არის „ქართულ ოცნებაში“. ეს იყო გზავნილი ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის არ დაემორჩილება ირაკლი ღარიბაშვილს.

საბოლოო ჯამში, ეს დაპირისპირება გადადის უმწვავეს რეჟიმში, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ეს ყველა რუსი და კრემლიდან მართული აგენტურა გვყავს გასაგდები კინწისკვრით, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.