ხუთშაბათი, ივნისი 1, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეებიაზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, მოლდოვაში ევროპული სამიტის დროს მოაწერონ ხელი

აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, მოლდოვაში ევროპული სამიტის დროს მოაწერონ ხელი

spot_img

აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მომავალ კვირას, მოლდოვაში დაგეგმილი ევროპული სამიტის დროს მოაწერონ ხელი, – ამის შესახებ საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ კიშინიოვში პირველ ივნისს საბოლოოდ შეიძლება, გაფორმდეს სამშვიდობო ხელშეკრულება. ეს არის ისტორიული მომენტი და იმპულსი, რომლის გამოტოვება არ შეიძლება“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.

მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს, სავარაუდოდ, 47-მდე სახელმწიფოს მთავრობისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მეთაურები დაესწრებიან.

სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მაღალი დონის მოლაპარაკებებს გამართავენ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები