სამშაბათი, ივნისი 6, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეები"ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე"-კახა კალაძე

“ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე”-კახა კალაძე

spot_img

“მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე თითქოს სპეციალურად არ მოვიდა დღევანდელ ღონისძიებაზე,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის თითიდან გამოწოვილი, თქვენს მიერ რაღაც აგორებული ე.წ. სკანდალი.

„ჩვეულებრივი სპეკულაციებია. ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ მე არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე. შესაბამისად, დღეს მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე თითქოს სპეციალურად არ მოვიდა დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს არის თითიდან გამოწოვილი, თქვენს მიერ რაღაც აგორებული ე.წ. სკანდალი”,- აღნიშნა კალაძემ.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები