Home Blog Page 2038

„უკრაინის კონტრშეტევის ყველაზე დიდი პრობლემა: „რუსეთის თავდაცვითი სისტემა არ ირღვევა“

გერმანული გაზეთი „ტაგესშპიგელი“ (Der Tagesspiegel) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის კონტრშეტევის ყველაზე დიდი პრობლემა: „რუსეთის თავდაცვითი სისტემა არ ირღვევა“ (ავტორი – ბენჯამინ ხირში).

„რამდენიმეკვირიანი გააფთრებული ბრძოლებისა და დანაღმული ველების გავლის  შემდეგ კიევის არმია ფრონტის ზოგიერთ უბანზე რუსეთის თავდაცვითი სისტემის პირველ ზღუდეს მიუახლოვდა. სისხლისმღვრელ ბრძოლებში უკრაინელი ჯარისკაცები ნელ-ნელა იკავებენ სოფლებს“ – ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

„მაგრამ კონტრშეტევა ბიძგებით მიმდინარეობს, დაყოვნებით ვითარდება, უკრაინული ქვედანაყოფები წინ ძალიან ნელა მიიწევენ“, – წერს ავტორი და მიზეზების გასარკვევად ავსტრიელ სამხედრო ექსპერტს ფრანც-შტეფან გადის ესაუბრება, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ პირადად იმყოფებოდა უკრაინაში და ყველაფერი საკუთარი თვალით დაინახა.

„კონტრშეტევის დაწყებამდე დასავლეთში თვლიდნენ, რომ ნატოს ქვეყნებში სწავლების ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ უკრაინელი ჯარისკაცები თავიანთ უპირატესობას აჩვენებდნენ რუსების „მოძველებული სამხედრო დოქტრინის“ წინაშე, მაგრამ სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა“, – ამბობს ექსპერტი, – „კიევს დღემდე ვერ მოუგვარებია შეიარაღებული ძალების ცალკეული სახეობების ურთიერთქმედების საკითხი“. ჯარის ნაწილები ერთმანეთთან სინქრონულად არ მოქმედებენ, რაც, ავსტრიელი სამხედრო ექსპერტის აზრით, კონტრშეტევის ნელი განვითარების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. გარდა ამისა, უკრაინელები კვლავ მოწყვლადები არიან რუსული არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიმართ.

უკრაინის არმიას არ გამოსდის, რომ რუსეთის თავდაცვის სისტემა თანმიმდევრულად დაანგრიოს. კიევი გაჭიანურებულ ბრძოლაზე გადადის და იმედი აქვს, რომ დასავლეთის დახმარებით და იარაღის განუწყვეტელი შევსებით რუსეთის არმიას გამოფიტავს, მაგრამ შეიძლება პირიქით მოხდეს – უკრაინის რეზერვები შემცირდეს.

„დასავლური იარაღის მიწოდება ყოველთვის არ არის გადამწყვეტი ფაქტორი“, – ამბობს ფრანც-შტეფან გადი, – „მთავარია, როგორი ტაქტიკით აგრძელებ ბრძოლას. რუსები წარმატებით იყენებენ არტილერიას და უკრაინელებს მანამდე აჩერებენ, სანამ ისინი დანაღმულ ველებს და თავდაცვითი სისტემის პირველ ზღუდეებს მიუახლოვდებიან. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ უკრაინელების კონტრშეტევა შემოდგომამდე გაგრძელდება. კიევს წარმატების შანსი აქვს, მაგრამ მისი მიღწევა ძალიან რთული იქნება.

ამის მიუხედავად, ავსტრიელი მკვლევარი ფრთხილ ოპტიმიზმს ინარჩუნებს: „მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ უკრაინელებმა მასშტაბური საერთო-საჯარისო ოპერაციების განხორციელების დროს უნდა მოაგვარონ ჯარის მობილური მართვის საკითხი, ყურადღება უნდა დაუთმონ არტილერიის შესაძლებლობის სრულყოფილად სარგებლობას“, – ამბობს ექსპერტი „ტაგესშპიგელთან“ საუბარში. „საბოლოო განაჩენი ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი, მაგრამ მიმდინარე შეტევაზე შუალედური დასკვნა ასეთია: „კიევი სამხედრო წარმატებას მიაღწევს, მაგრამ ეს უკავშირდება სერიოზულ დანაკარგებს, რაც ყოველთვის თან ახლავს სერიოზულ გამოწვევებს“.

წყარო

“საქმე გვაქვს ოპოზიციურ ჯგუფთან, რომელიც შრომობს იმისთვის, რომ ქვეყანა დაბრკოლდეს და ეს გამოიყენონ ხელისუფლების წინააღმდეგ”-სარჯველაძე

რამდენი ვიზიტი იყო ბოლო პერიოდში დაგითვლიათ? – აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა მიმდინარეობს პარტნიორებთან, ეს რატომ ეცოტავება ვინმეს? მაინც და მაინც კულუარულად და ლობისტურად რაღაც საქმიანობა უნდა გვეწარმოებინა? ეს არ მგონია სწორი, – ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე კითხვას, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ პარტნიორებში ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე მხარდაჭერა გაიზარდოს და თავად თუ მიმართავენ ლობისტურ კომპანიებს ამისთვის.

სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ქვეყნის ინტერესის დაზიანებაზე მუშაობს და ეს დაადასტურა აშშ- ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამაც.

“საზოგადოება მინდა კარგად ხედავდეს, ადამიანები დღეს მოღვაწეობენ იმისთვის, რომ საქართველოს და არა რომელიმე თანამდებობის პირს, დაუწესდეს სანქციები. აქედან ჩანს ის, რასაც აქამდე ვამბობდით, რომ ვიზალიბერალიზაციას ხელს უშლიან, ევროპაში გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენივე ქვეყნის ოპოზიცია დადის უცხოეთში და აქტიურად შრომობენ, რომ პრობლემები შეექმნას ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით, ამას ემატება უგულავას განცხადებები, რომელიც პანიკურად უყურებს ამ ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსის მიღებას. საქმე გვაქვს ოპოზიციურ ჯგუფთან, რომელიც შრომობს იმისთვის, რომ ქვეყანა დაბრკოლდეს და ეს გამოიყენონ ხელისუფლების წინააღმდეგ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

“არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში სამსახურის ღიაობა და გამჭვირვალეობა გაიზარდა”

წინა წლებთან მიმართებით, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ღიაობა და გამჭვირვალეობა გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათი ერთ-ერთ მთავარი ამოცანა ღია და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება და საზოგადოების დროული ინფორმირებაა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების თაობაზე უწყებამ საზოგადოების ინფორმირება ოფიციალური განცხადების და ბრიფინგის საშუალებით 33-ჯერ მოახდინა, რაც 2020-2021 წლებთან შედარებით ღიაობის 57%-ით გაზრდილ მაჩვენებელზე მიუთითებს.

საგამოძიებო პროცესში მსხვერპლთა ჩართულობის და მათთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით კი, საგამოძიებო უწყება მსხვერპლს სისხლის სამართლის საქმესთან წვდომისა და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

გამოძიების პირველივე დღიდან, მსხვერპლებს, ან მათ მიერ მოწვეულ ადვოკატს საქმის გაცნობის და ამ გზით საგამოძიებო პროცესის ეფექტურობის გაკონტროლების საშუალება ეძლევათ. გამჭვირვალე გამოძიების ზემოხსენებულმა მოდელმა ჩაანაცვლა მანამდე არსებული პრაქტიკა, როდესაც მსხვერპლები ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის თაობაზე მხოლოდ გამომძიებლისგან ზეპირსიტყვიერად იღებდნენ.

მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების საფუძველზე, 2022 წლის 27 ივლისს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული წესის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა 257 პოტენციურ მსხვერპლს შესთავაზა, მათგან 86-მა პოტენციურმა მსხვერპლმა ეს უფლება გამოიყენა და სისხლის სამართლის საქმის მასალებს გაეცნო.

საგამოძიებო სამსახურს მსხვერპლთათვის სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის შესაძლებლობა არცერთ შემთხვევაში არ შეუზღუდავს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ღია და გამჭვირვალე საგამოძიებო პოლიტიკას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

“უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ ექიმი? – მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნაში ეჭვი ეპარება, შეუძლია პირადად მოინახულოს.

როგორც მან კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესამოწმებლად თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოიყვანეს ექიმი.

„ვინ არიან სხვა ექიმები? ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან. ვინ დარჩა? უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? ყველა, ვინც საჭირო იყო, ჩამოვიყვანეთ, გასინჯეს, ნახეს. აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები და ყველამ ნახა. აღარ ვიცი, ვინ უნდა გასინჯოს კიდევ. თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს“, – განაცხადა ალასანიამ.

მისი აზრით, პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით ინციდენტი პენიტენციურმა სამსახურმა მოაწყო.

„აბა ვინ, მე მოვაწყვე? პენიტენციურ სისტემას ყოველთვის ეძლევა მითითება და ისინი იმას ასრულებენ, რასაც მიუთითებენ“, – განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა

საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა.

კონკურსში საქართველოსთან ერთად მსოფლიოშიო ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია წარმოდგენილი.

გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად, Wanderlust-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ხმის მიცემის დროს, ავტომატურად ჩაერთვებით კონკურსში, რომელშიც Wanderlust £40,000 ღირებულების პრიზებს ათამაშებს.

ხმის მიცემა დაიწყო და გაგრძელდება 18 ოქტომბრამდე.

საქართველოს მხარდასაჭერად გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერს.

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust ყოველწლიურად მართავს კონკურსს და საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ.

Prigozhin’s Military Mutiny and Its Military-Political Reasons and Consequences: Power vs. Politics

On June 23, 2023 the private military company “WAGNER” and its Commander Yevgeny Prigozhin launched the military mutiny that has been transformed into well-organized military coup d’état attempt with successful end for him (I will explain why below).

The main reason why he has launched the mutiny from his formal consideration was sudden assault from air to his loyal formation rare field camps where the “Wagner” redeployed after they left Donbass Bakhmut frontline since beginning of June this year.

However, real and true reason were different. According to my sources, the reasons were, at least, three ones that very inherently irritated Prigozhin and forced him to start concrete behaviors. These reasons were the following:

  1. Fierce and unprecedented confrontation with Defense Minster Sergey Shoigu and Chief of General Staff Valeri Gerasimov who were very against of existing of the “Wagner” and wanted their forcefully reintegration into the Regular Armed Forces. Moreover, the key confrontation between Prigozhin and Shoiugu remains business interests clash and Prigozhin’s very rude slam to Shoigu’s daughter and her husband personally with fierce ostracism manner. Army General Shoigu has been running air lifting business even since when he was Minister of State Emergency Affairs and the same business is being run by Yevgeny Prigozhin together with well-known Victor But who were transferring all his assets hold in Russia as well as abroad to Prigozhin’s one of the airs lifting company registered in the free trade zone (unknown where concretely). Prigozhin and Shoigu interests intertwined in African continent with inclusion of arms smuggling. Even Chechen warlord Ramzan Kadirov confirmed that Prigozhin’s so-called “Just March” was affiliated with his personal (means Prigozhin’s) business transactions non-fulfillment. Moreover, Sergey Shoigu confronted with “Wagner” combatant groups attempt to retake those armaments provided by the central logistical supplement and used them in arms smuggling cases, even resold to the Ukrainian Armed Forces. These were concrete interests’ conflicts between Prigozhin and Shoigu together with Valeri Gerasimov who were requested from President Vladimir Putin to get disbanded the “Wagner” formations and subordinated to the Ministry of Defense of Russian Federation. President Putin was in a way to wave and drag out the process as Prigozhin himself shielded his own business (gold and treasure stones included diamond business abroad). However, lately he informally gave his consent to disarm Prigozhin’s private company formations that became disclosed by the “Wagner’s intelligence service “Enigma” and the information was handed over directly to Prigozhin who ordered to start mutiny. He received the information on slaughter and attrition to his main field command HQ near Kursk on June 23 and he decided to pre-empt the scenario and strike first and get everyone in dismay that he has done very successfully. It is also possible that he and his team was supported by high-level officers from the Russia’s Main Intelligence Department HQ – GRU and the column of attacking forces to Moscow was headed and commanded personally ex-high-level GRU officer, Vice-Colonel Dmytry Utkin personally who is sought more powerful rather than Prigozhin himself and is the “grey cardinal”. By the way, some military units penetrated on “Wagner” side, for instance, namely most elite 50th Squadron of 98 Airborne Division. By the way, Prigozhin and Victor Bout are doing common business in transferring arms smuggling with air jets owned by Prigozhin and Bout. They met before the mutiny two days before in Omsk to discuss their joint business plans. By the way, both they have common political lobby in name of “Liberal-Democratic Party of Russia” chaired by Leonid Slutsky and Victor Bout is being affiliated with so-called “SILOVIKI” clan chaired by Igor Sechin and Nikolai Patrushev. Meanwhile, his decision to join politics was backed by Yevgeny Prigozhin, a powerful Russian businessman and close ally of Putin. In a statement posted by his catering company, Concord, he said: “Viktor Bout is not a person, he is an example of firmness. Hence, Victour Bout and Yevgeny Prigozhin are allies and business partners, mainly with transactions in African continent in Mozambique, Kongo, Angola and Mali;
  2. Prigozhin embarrassed with his daughter’s Polina’s business transaction failure that was blocked by from the Presidential Staff level, presumable by personal Chief of the Administration Anton Vaino who hated Prigoizhin unlike his Deputy Sergey Kirienko who contrary support him closely. The business transaction blockade in one of Sankt-Petersburg very luxury area, presumable Vasilevsky Island territory, filled up his patience and he accepted as his personal insult. The business transformation into crony state corporatism made his ambitious very hiked and he wanted to get replace local Russian tycoons and that is why local tycoons confronted with him directly and made him foes with Roman Abramovich chairperson. Namely, Roman Abramovich in very narrow meeting with President Putin in first hours of the mutiny requested to military suppress and put down the mutiny with most severe manner, however another tycoon more closely affiliated with President Putin Jury Kovalchuk was against. Hence. It means that Prigozhin has clashed and slammed with local influential tycoons. By the way, one of the influential tycoons, Vladimir Potanin even fled Russia and flied to Turkey with his private jet as soon as information on mutiny disseminated;
  3. The “Wagner”’s mutiny was very well planned and executed and previously its planning started in the beginning of June and was kept as emergency case-study situational one. Presumably Prigozhin has very strong political lobby behind him and he coordinates with his effort with one of the influential political clans “Siloviki” (Bortnikov-Sechin-Ivanov-Patrushev). Namely Patrushev was initiated the negotiation process with prigozhin on behulf of the Kremlin side and been in touch with President of Belarus Anatoly Lukashenko via his Chief of Administration and his “grey cardinal” Victor Sheiman. Presumable Patrushev fixed his neutrality position when in front of Putin was discussing together with Sergey Kirienko, who later also was participating in negotiation with Prigozhin, to militarily disbanded the mutiny. Mainly supporters were Shoigu, Gerasimov, Zolotov (Chief in Commander of Russian National Guard), Roman Abramovich and FSB Director Bortnikov. Presumable before Prigozhin’s key allies were as follow:
  • Deputy President Office Chief Sergey Kirienko, who is foe to Sergey Shoigu
  • Tycoon Jury Kovalchuk
  • President of “Rosneft” Oil Corporation Igor Sechin
  • Secretary to ruling party “United Russia” Andrey Turchak
  • Possible Governor of Tula Region and Putin’s challenger who is to become Defense Minister after Shoigu and who brokered deal with Prigozhin himself Aleksey Dumin

His business expanded significantly to catering and providing school lunches. In 2010, President Putin helped open Prigozhin’s factory, which was built on generous loans by a state bank. In Moscow alone, his company “Concord” won millions of dollars in contracts to provide meals at public schools. He also organized catering for the Kremlin events for several years – earning him the nickname “Putin’s chef” and has provided catering and utility services to the Russian military.

Hence here are only reasons why Prigozhin began the mutiny. However new military mutiny with ex-Commander of 58th Army HG Major-General Ivan Popov could be perceived in nearest future as he had appealed in “closed network” for the Russian military officers sharply criticized the Army leadership with chairmanship of incumbent Chief in General Staff, Army General Valeri Gerasimov. It could be a political high political scandal; at least, however the case is very sensitive due to war against sovereign Ukriane.

By Vakhtang Maisaia, Professor, Caucasus International University (CIU) 

azerbaijantoday.az

“მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა”-გია აბაშიძე

“ევა კაილის, მარკ ტარაბელას და ანდრეა კოცოლინოს შემდეგ მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა”-ასე ეხმაურება, სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე გამოცემა POLITICO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბელგიის პოლიციამ „კატარგეითის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარ მარია არენას სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

„ამას წინათ, ნაცსექტის ერთ-ერთმა ლობისტმა, უნამუსო ევროპარლამენტარმა ლიეტუვიდან პეტრას აუსტრევიჩუსმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „კოლექტიური ბანდა“ უწოდა, რითაც უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ამომრჩევლებს.

თუმცა, რეალური ბანდა ევროპარლამენტშია და ამას ეტაპობრივად იძიებენ ბელგიის სამართალდამცველნი. ევროპის საკანონმდებლო ორგანოში აღმოჩენილია კორუფციის უპრეცედენტო კერა.

19 ივლისს, ბელგიის პოლიციამ Qatargate-ის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარ მარია არენას სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

კორუფციულ სკანდალში მარია არენას რამდენიმე თანაპარტიელი ფიგურირებდა, თუმცა უშუალოდ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და არც კი დაუკითხავთ.

ევა კაილის, მარკ ტარაბელას და ანდრეა კოცოლინოს შემდეგ მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა. ბრიუსელში, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც ესწრებოდა. გამოძიება გრძელდება და ფართოვდება ეჭვმიტანილთა წრე…“ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ჯოზეფ ბორელი მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლაზე – ეს მსოფლიოში უზარმაზარ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სურსათის მიწოდების გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რომელმაც შეთანხმება ცალმხრივად დატოვა.

„რაც ჩვენ უკვე ვიცით არის ის, რომ ეს მსოფლიოში დიდ და უზარმაზარ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს“, – განაცხადა ბორელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა რუსეთი ასევე დაადანაშაულა უკრაინის სამხრეთ საპორტო ქალაქ ოდესაში მარცვლეულის შესანახ ობიექტებზე განზრახ თავდასხმების განხორციელებაში, რაც, მისი თქმით, კიდევ უფრო გააღრმავებს სასურსათო კრიზისს.

რუსეთმა გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასთან გაფორმებული შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის პორტების საშუალებით უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლეოდა, ორშაბათს დატოვა. რუსეთმა, შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უკრაინის პორტებზე თავდასხმები დაიწყო. უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მიკოლა სოლსკის განცხადებით, დარტყმების შედეგად 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა და მარცვლეულის ექსპორტის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა.

პოლიციამ იმერეთში ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ამავე დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.

ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან „კრიმინალური ავტორიტეტები“: 1994 წელს დაბადებული კ.კ., ასევე ორი სხვადასხვა „კანონიერი ქურდის“ ოჯახის წევრები – 1978 წელს დაბადებული მ.ა. (მეტსახელად „თეოფილიჩი“) და 1968 წელს დაბადებული ბ.დ. (მეტსახელად „გრიშიჩი“). დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ნ.-სგან ბრალდებულები მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემას ითხოვდნენ.

ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის, მ.ა.-ს დავალებით, ბ.დ. და კ.კ. აღნიშნულ პიროვნებას შეხვდნენ, ხოლო მ.ა. ამავე პიროვნებას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა. ბრალდებულებმა მას 1 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა, ინტენსიურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად სამივე პირი იმერეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს.

ბელარუსის თავდაცვის უწყების განცხადებით, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთობლივ წვრთნებს იწყებს

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები კერძო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთობლივ წვრთნებს იწყებს.

უწყების ინფორმაციით, წვრთნები „ბრესტსკის“ პოლიგონზე ჩატარდება და მასში ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას.

„წვრთნები ერთ კვირას გასტანს და მასში „ვაგნერის“ წარმომდგენლებთან სასწავლო-საბრძოლო ამოცანები იქნება დამუშავებული“, – ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში კომპანიის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთის ფედერაციაში განხორციელებული წარუმატებელი ამბოხის შემდეგ ჩავიდნენ.

“თუ ვინმეს დღემდე ვერ გაუგია, რა არის ის მინიმუმი, რითაც გადავრჩებით – ნუ გახდები „ნაცი“! -დავით ქართველიშვილი

არაღიარების პოლიტიკა სააკაშვილისთვის იმდენად მომხიბვლელი გახდა, რომ 2012 წლის 31 დეკემბერს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსაც რომ არ ეღიარებინათ ეგენი, ავღანეთიდან დუბაის მიმართულებით ბორტი აფრინდა ცნობილ ქართველ „არამღიარებლებთან“ ერთად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

ქართველიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ ხელისუფლებაში ყოფნის დროს როგორ „უმასპინძლდებოდა“ სააკაშვილი უცხოელ სტუმრებს და როგორ ნიღბავდა ამ ყველაფერს არაღიარების პოლიტიკით.

„რას ჰქვია ლობისტები, იურიდიული ფირმა იყო, რომელიც დიახ, დავიქირავეთ და მუშაობდა ჩვენთვის და ძალიან მადლობელი ვარ, კარგად იმუშავეს და დამთავრდა უკვე“ – გიული ალასანიას ამ განმარტებაზე მივხვდი, რომ ჩვენ ამ დედა-შვილთან ტერმინოლოგიური გაუგებრობა გვაქვს. დაახლოებით იგივე თემაა: „რას ჰქვია, ჩემმა შვილმა საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა, ჩვენი ოკუპირებული მიწების „არაღიარების“ პოლიტიკას ემსახურებოდა“… აბა, რას ემსახურებოდა სააკაშვილის თავის დროზე ტაილანდში არაოფიციალური მოგზაურობა, თუ არა „არაღიარების“ პოლიტიკას, რათა „ჯუჯა“ სახელმწიფო ტუვალუს არ ეღიარებინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. გარდა ამისა

• მინსკიდან ძვირადღირებული სტრიპტიზის ოსტატების გამოწერა თბილისში ბელარუსის მხრიდან ასევე არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში იყო;

• VİP მეძავთა სუტენიორის, ამერიკელი მარინა მასოვეცკისა და სამხრეთ კორეის მსახიობ ლი სუ იონის გასაიდუმლოებულ სტუმრობაზე დახარჯულია 100 ათას ლარამდე, ასევე არაღიარების პოლიტიკას ემსახურებოდა. თუ ვინმე იტყვის, რომ კორეამ ამის შემდეგ ჩვენი სეპარატისტები აღიარა, ბიბლიაზე დაადოს ხელი;

• არაღიარების პოლიტიკა სააკაშვილისთვის იმდენად მომხიბვლელი გახდა, რომ 2012 წლის 31 დეკემბერს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსაც რომ არ ეღიარებინათ ეგენი, ავღანეთიდან დუბაის მიმართულებით ბორტი აფრინდა ცნობილ ქართველ „არამღიარებლებთან“ ერთად – დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, თეიმურაზ ჯანაშია, დავით დარჩიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, გიორგი კარბელაშვილი, სერგო რატიანი, კახა ბუცხრიკიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ირაკლი ძნელაძე, გიორგი ღვინიაშვილი და დაცვის თანამშრომლები. ჰოი, საოცრებავ! ამ ვიზიტის შემდეგაც არაბეთის სამყაროს (სირიის გარდა) სოხუმი და ცხინვალი არ უღიარებიათ;

• ამავდროულად და იმავე დღეებში, არაღიარების პოლიტიკის გატარებაში თავისი წვლილის შეტანა მოინდომეს ალანა გაგლოევამ, სამირა ისმაილოვამ, კობა ხაბაზმა, ვახტანგ ლემონჯავამ, ლევან თარხნიშვილმა, პაატა ლეჟავამ, აზერ სულეიმანოვმა და გიორგი ალასანიამ, რომელთაც სასწრაფოდ დაუჯავშნეს დუბაის სასტუმროები Sofitel და Royal mirage;

• საერთო ჯამში, ავღანეთის სანაცვლოდ დუბაიში გატარებული არაღიარების ღონისძიებები (ახალი წლის აღნიშვნა) საქართველოს ბიუჯეტს 213 957 ლარი დაუჯდა;

• არაღიარების გზაზე მიღწეული პროგრესის შესამოწმებლად ახალი, 2013 წლის აღნიშვნიდან 2 კვირაში სააკაშვილი კვლავ ქირაობს დუბაიში სასტუმრო Royal Mirage-ს (18-20იანვარი) 8 სტუმრისთვის: რაფაელ გლუკსმანი, ალანა გაგლოევა, ირმა ნადირაშვილი, ლევან ქარდავა, გიგი უგულავა, დავით დარცმელიძე, გიორგი ვაშაძე, გიორგი ყარამანიშვილი. შეამოწმეს… არ უღიარებიათ! ყველაზე ხშირი შეკითხვა: „ეს როდისმე დასრულდება?“ პასუხი: არა! ეს „კეთრი“ უნდა ვატაროთ სიცოცხლის ბოლომდე. ამ კეთრთან ბრძოლა, მასთან შეგუება, მასთან პერიოდული გამკლავება არის და იქნება ჩვენი ამქვეყნიური ღვაწლისა და საბოლოო გადარჩენისთვის გასავლელი ტესტი. ჩვენ ვიცით, როგორები არ უნდა ვიყოთ, რათა გადავრჩეთ. თუ ვინმეს დღემდე ვერ გაუგია, რა არის ის მინიმუმი, რითაც გადავრჩებით – ნუ გახდები „ნაცი“! ჩვენ ვხედავთ, ვის და რაში არ უნდა დავემსგავსოთ. მათი ფიზიკური გაქრობა ვერ მოხდება. როგორც ჩანს, ამ ლეგიონთან თანაცხოვრება მოგვიწევს. ასე რომ, ნერვებს ტყუილად ნუ ვიშლით. ეს „კოჰაბიტაცია“ ისევ ჩვენი „გაჩალიჩებულია“. ჩვენი მერყევი, არათანმიმდევრული, მცირედმორწმუნოებრივი დამოკიდებულებით უფალთან, სახარებასთან, ეკლესიასთან. ასე რომ, დავას აზრი არა აქვს. რაც მოგვსვლია დავითაო – ყველა ჩვენი თავითაო. მათი ძალა კი ჩვენს სისუსტეშია. დავასუსტოთ, შეგვიძლია. გავაქროთ? – არა მგონია…“ – წერს დავითი ქართველიშვილი.

“კატარგეითის” საქმეზე ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტარ მარია არენას სახლში ჩხრეკა ჩაატარა

ბელგიის პოლიციამ „კატარგეითის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარ მარია არენას სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ Politico წერს.

აღსანიშნავია, რომ კორუფციულ სკანდალში მარია არენას რამდენიმე თანაპარტიელი ფიგურირებდა, თუმცა უშუალოდ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და არც კი დაუკითხავთ.

ევა კაილის, მარკ ტარაბელას და ანდრეა კოცოლინოს შემდეგ მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა. ბრიუსელში, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც ესწრებოდა.

ბელგიის პროკურატურის ცნობით, არენას სახლში ჩატარებული ჩხრეკა წარმოადგენდა ბრიუსელში, ერთდროულად 6 მისამართზე ჩატარებული ოპერაციის ნაწილს. მათივე ინფორმაციით, ამ 6 მისამართიდან რამდენიმე პირდაპირ ან ირიბად არენას ან მის ოჯახს უკავშირდება.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.