ბელარუსის თავდაცვის უწყების განცხადებით, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთობლივ წვრთნებს იწყებს

71
spot_img

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები კერძო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთობლივ წვრთნებს იწყებს.

უწყების ინფორმაციით, წვრთნები „ბრესტსკის“ პოლიგონზე ჩატარდება და მასში ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას.

„წვრთნები ერთ კვირას გასტანს და მასში „ვაგნერის“ წარმომდგენლებთან სასწავლო-საბრძოლო ამოცანები იქნება დამუშავებული“, – ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში კომპანიის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთის ფედერაციაში განხორციელებული წარუმატებელი ამბოხის შემდეგ ჩავიდნენ.