Home Blog Page 2037

დღეს მართლმადიდებლები სულთმოფენობას აღნიშნავენ

დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება – მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

სულიწმიდის მოფენა, ანუ სულთმოფენობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაულია. ის აღინიშნება აღდგომის ორმოცდამეათე (მეერგასე) დღეს.

მართლმადიდებლური სწავლებით, სულთმოფენობა ეს არის ქრისტეს მიწიერი მისიის დაგვირგვინება, მისი განკაცებით აღთქმის აღსრულება. ეს არის უმთავრესი მოვლენა, ქრისტიანული რწმენის დაარსებაში, ღმერთთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენაში, კაცთა მოდგმის ხსნის განგებულების საქმეში, რომელსაც მოჰყვა საუკუნო მეუფება უფლისა. მართლაც, სულთმოფენობა ერთი მხრივ, აგვირგვინებს და ასრულებს ქრისტეს მიწიერ მოღვაწეობას, მეორე მხრივ კი, იწყებს ახალ ეპოქას მსოფლიოს ხალხების ქრისტიანულ ეკლესიაში გაერთიანებისა, რაც განკითხვის დღით ბოლოვდება.

სწორედ ამ დღეს უკავშირდება დედაეკლესიის დაარსება და მოციქულები სხვადასხვა ენაზე ამეტყველება. ახალი აღთქმის თანახმად, ამ დღეს სიონის მთაზე იყო შეკრებილი 120 ადამიანი, იქ იყო ღვთისმშობელიც და ისინი ელოდებოდნენ აღთქმულს, ანუ, მათ იცოდნენ, რომ უნდა დაარსებულიყო დედაეკლესია და სულიწმიდა გადმოსულიყო იქ შეკრებილ საზოგადოებაზე. მართლაც, როცა ისინი ერთად ლოცულობდნენ, გადმოვიდა სულიწმიდა ცეცხლოვანი ენის სახით და „დაადგრა მოციქულთა ზედა“. ამ მოვლენას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო და მოისმინეს, თუ როგორ ამეტყველდნენ მოციქულები სხვადასხვა ენაზე.

ამ დროს მოციქულებს მიეცათ მადლი ღვთის სიტყვის ქადაგებისა, რათა მათ სხვადასხვა ქვეყანაში ექადაგათ უფლის სარწმუნოება. რადგან ისინი უბრალო მეთევზეები, მებადურები იყვნენ და წერა-კითხვა არ იცოდნენ, უცებ ვერ ისწავლიდნენ სხვადასხვა ენას, ამიტომ ისინი სულიწმიდის მადლით ამეტყველდნენ იმ ენაზე, რომელ ენაზეც ამა თუ იმ ქვეყანაში უნდა ექადაგათ ჭეშმარიტი სარწმუნოება.

ასეთი გადმოცემაც არსებობს: რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ამიტომ ის ამეტყველდა ქართულად, რათა ქართულად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუმცა მისი კურთხევითვე, ეს ყოველივე აღასრულეს მოციქულებმა – ანდრიამ და სვიმონ კანანელმა.

სულიწმიდის გარდამოსვლის დღესასწაულამდე, შაბათს, ეკლესიაში იხდიან დიდ პანაშვიდს მიცვალებულების სულის საოხებლად. სულის შაბათი, ანუ სულთაობა – ასე უწოდებენ ამ დღეს და ადამიანები საკუთარი გარდაცვლილების მოსახსენებლად, მათი სულის საოხებლად ეკლესიაში მოდიან, ესწრებიან საყოველთაო პანაშვიდს. მეორე დღეს კი, ანუ სულიწმიდის მოფენის დღეს, საზეიმო წირვისას ეკლესია ხის მწვანე რტოებით, ბალახებითა და ყვავილებით ირთვება, რაც იმ წმინდა და განმაცხოვებელ მადლს მოგვაგონებს, სულიწმიდის მოფენის შემდეგ რომ ვიღებთ. ყვავილები და სიმწვანე, სიმბოლურად, სიცოცხლის მანიშნებელია.

ამ დღეს ეკლესიაში იკითხება ხანგრძლივი მუხლმოდრეკის ლოცვა. წირვის შემდეგ წინამძღვარი აღსავლის კართან მოიყრის მუხლს, მრევლიც იყრის მუხლს და ამ დროს იკითხება სულიწმიდის მოწვევის ლოცვები. ეს არის ძალიან ლამაზი, ბედნიერი, მისტიკური დღე.

,,მერე ნახავთ რას ნიშნავს 100%-ით გინების შესრულება!”- სამხარაძე

პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტა აქვეყნებს.

ოპოზიციის ნებისმიერი ქმედება გამიზნულია, გამოიწვიონ ქვეყანაში რყევები, რომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ! რადგან საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად, რადგან ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად, ილოცეთ მანქურთო უსამშობლო აგენტებო საქართველოს სტატუსი მიენიჭოს, თუ არა, ე.ი. ვალდებულებაც არავისთან ექნება ქართველ ერს და მერე ნახავთ რას ნიშნავს 100%-ით გინების შესრულება! გაგარჭობთ გირჩარა ჯაფარიძეში და მერე გირჩარა ჯაფარიძეს გაგარჭობთ თქვენ! სათითაოდ აღგწერთ, ვერ გაგვასწრებთ ვერცერთი ვერსად!“- წერს დიმიტრი სამხარაძე.

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

ამ დღეს შინაგანი სამყაროს გამდიდრების კარგი შესაძლებლობა გექნებათ, ამიტომ ეცადეთ თავისუფალი დრო საინტერესო ადამიანებთან ვირტუალურ ან რეალურ ურთიერთობას დაუთმოთ. ამ დღე აქტიური ქმედებების არც სურვილი გაქვთ და არც შესაძლებლობა, ამიტომ დრო, საუბრის გარდა, არაფერზე დაკარგოთ.

კურო (21 აპრილი – 21 მაისი)

ამ დღეს თვითგვემის შეტევებს ებრძვით. თავში მხოლოდ ის ფიქრი გიტრიალებთ, რომ რაღაც არასწორად გააკეთეთ ან რაღაცის გაკეთება უკეთ შეგეძლოთ. ეცადეთ, ასეთმა ფიქრებმა ძალიან არ გაგიტაცოთ. საკმარისი იქნება მომავლისთვის დასკვნა გამოიტანოთ და ამ თემას აღარასოდეს დაუბრუნდეთ.

ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)

მთელ დღეს იმაზე ფიქრში გაატარებთ, თმთელ დღეს იმაზე ფიქრში გაატარებთ, თუ რა და როგორი თანმიმდევრობით უნდა გააკეთოთ. შესაძლოა, შესანიშნავი იდეებიც გეწვიოთ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი განხორციელდეს.უ რა და როგორი თანმიმდევრობით უნდა გააკეთოთ. შესაძლოა, შესანიშნავი იდეებიც გეწვიოთ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი განხორციელდეს.

კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

მთელი დღე ცდილობთ, თავი ხელში აიყვანოთ და სამწუხარო გაუგებრობებს, რაც ამ დღეს მრავლად გელით, მშვიდად შეხვდეთ. გარშემო მყოფები თითქოს განგებ, ალოგიკურად და არათანმიმდევრულად იქცევიან. კარგია, რომ ამ დღეს თავის შეკავებას შეძლებთ, თუმცა დაგროვილმა ემოციებმა შეიძლება ერთ-ორ დღეში ამოხეთქოს. თუ ასეა, იქნებ თავის შეკავება არ ღირს და ყველაფერი დღესვე გაარკვიოთ?

ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო)

ამ დღეს არ ხართ მუშაობისთვის განწყობილი და თქვენს ძირითად მოვალეობებს უპასუხისმგებლოდ ეკიდებით. სამაგიეროდ, თანდაყოლილი დიპლომატის ნიჭი დაგეხმარებათ, რომ შექმნილმა სიტუაციამ არ დაგაზარალოთ. ეს დღე მშვიდად ჩაივლის, ამიტომ შეგიძლიათ, პრობლემის მოგვარება სამომავლოდ გადადოთ.

ქალწული (24 აგვისტო – 23 სექტემბერი)

შესაძლოა, სახლის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შესანიშნავი იდეა გეწვიოთ, მაგრამ მის განხორციელებას არ გირჩევთ. შემოქმედებითი აღმაფრენის პროცესში შესაძლოა, მზიდი კედელი დააზიანოთ და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნათ.

სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)

ამ დღეს თქვენი გეგმები და იდეები უჩვეულო სიმკვეთრით და სიღრმით გამოირჩევა. მერე რა, რომ ამ იდეებს ასრულება არ უწერია.. ბოლოს და ბოლოს, ოცნებას არავინ მოუკლავს. შემოქმედ სასწორებს ეს დღე ბევრ ბედნიერ წუთს ჰპირდება, თუმცა, დანარჩენებსაც კარგი დღე ელით.

მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)

ეს დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, თუმცა ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა. სინამდვილეში, ცოტა ხნით ფინანსური ან ურთიერთობის პრობლემებისგან დასვენება გსურთ. ზოგჯერ თვალის დახუჭვის ასეთი პოლიტიკა შეიძლება სასარგებლოც იყოს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თავად პრობლემები არსად ქრება და ადრე თუ გვიან მათი გადაჭრა მოგიწევთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

ცდილობთ, თავი შეიკავოთ, მაგრამ საეჭვოა, გამოგივიდეთ. თუ არ გსურთ, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. პრობლემების დამალვას ჯობს, ადამიანს პირდაპირ უთხრათ ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობთ.

თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)

პლანეტების განლაგება გაიძულებთ, რომ დინებას მიჰყვეთ და ყველა პრობლემა და გაუგებრობა დაივიწყოთ. ცდილობთ, ის საქმეებიც კი არ შენიშნოთ, რომლებიც დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს. საღამომდე ამ მშვიდ და ბედნიერ მდგომარეობაში იქნებით, შემდეგ კი გაოცებული აღმოაჩენთ, რომ პრობლემები არსად გამქრალა და ადრე თუ გვიან, მათი მოგვარება მოგიწევთ.

 მერწყული (21 იანვარი – 18 თებერვალი)

ცდილობთ, რომ „თავი ქვიშაში ჩარგოთ“ და სურვილები შეიკავოთ, მაგრამ გრძნობებთან გამკლავება გიჭირთ. ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც ამ დღეს შეგიძლიათ, ისაა, რომ საკუთარ გრძნობებსა და ვნებებს უსაფრთხო გამოყენება მოუძებნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება აფეთქდეთ.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

არავინ იცის როგორ, მაგრამ ამ დღეს რომანტიზმს პრაქტიკულობასა და ანგარებას სასწაულებრივად ათავსებთ. რაც არ უნდა ღრუბლებში იფრინოთ, თქვენი ტვინის სიღრმეში ყურადღებიანი ბუღალტერი ზის და სისულელეების კეთების საშუალებას არ გაძლევთ.

ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს (ფოტოები)

ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს, მათ შორის 2 არასრულწლოვანი – ინფორმაციას რეგიონული მედია “ბათუმელები” ავრცელებს.

ენმ-ს წევრის მირდატ ქამადაძის თქმით, პოლიციამ ახალგაზრდებს პლაკატები წაართვა, შემდეგ კი დააკავა

დაკავებულია ლევან გორგილაძე, გიორგი დუმბაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და თაზო მახარაძე. აქედან გიორგი დუმბაძე და ლუკა ნაცვლიშვილი არასრულწლოვნები არიან.

აქცია ბათუმში, თბილისის პარალელურად მიმდინარეობს.

 

უკრაინას არაფერი ესაქმება ვილნიუსის სამიტზე, თუ NATO-ში გაწევრიანების პირობას არ მიიღებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში, NATO-ს სამიტში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, თუ ამის შემდეგ, უკრაინა კონკრეტულ სიგნალს არ მიიღებს იმის შესახებ, თუ როდის შეძლებს ქვეყანა, შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.

„ნატოს ზოგიერთ ქვეყანას იმდენად ეშინია რუსეთის, რომ მზად არ არიან, უკრაინა ბლოკის შემადგენლობაში იხილონ. თუ ვერ შეგვამჩნევენ და რაიმე სიგნალს არ მოგვცემენ ვილნიუსში, მიმაჩნია, რომ უკრაინას არაფერი ესაქმება ამ სამიტზე“, – აცხადებს ზელენსკი. 

როგორც ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აღნიშნა, მას ესმის, რომ უკრაინა ნატოს ვერ შეუერთდება, სანამ ომი მიმდინარეობს, მაგრამ მისივე თქმით, კიევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის მოსმენას, რომ უკრაინა ომის შემდეგ შეძლებს ბლოკში გაწევრიანებას.

„ჩვენ გვესმის, რომ ამ ომის განმავლობაში ნატოსა თუ უსაფრთხოების რომელიმე სხვა მსხვილ გაერთიანებაში ვერ შევალთ, თუმცა მითხარით, რამდენ სიცოცხლედ ღირს ვილნიუსის სამიტზე ერთი ფრაზა: „ამ ომის შემდეგ, უკრაინა ნატოში იქნება“, მას შემდეგ, რაც უსაფრთხო იქნება?“, – ამბობს ზელენსკი. 

,,სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ე.წ. ჰედლანების ეპოქაში”- სამხარაძე

სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ე.წ. ჰედლანების ეპოქაში – როდესაც ადამიანები კითხულობენ ჰედლაინს და მერე არ უღრმავდებიან იმის უღრმავდებიან, მის უკან რა არის და კონკრეტულად, რა კონტექსტში იყო ესა თუ ის წინადადება ან მოსაზრება, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მედიასთან განაცხადა. „{ირაკლი ღარიბაშვილის}შემდეგ იგივე გაიმეორა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და მაკრონმაც. დღეს მაგალითად ზელენსკიმ თქვა, რომ, თუ უკრაინას კონკრეტულ ხელშესახებს არ მისცემენ ნატოს სამიტზე, მაშინ იქ საერთოდ არაფერი გვესაქმებაო. ახლა წარმოიდგინეთ, რომელიმე ჩვენგანს იგივე რომ ეთქვა – სახეს დაიხოკავდნენ როგორც შიდა ოპონენტები, ისევე გარე ოპონენტები და იტყოდნენ, რომ აი, საქართველო უარს ამბობს თურმე ნატოში გაწევრიანებაზე. ყველამ ვიცით, რატომ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას და ყველამ ვიცით, რატომ დაესხა რუსეთი თავის დროზე საქართველოს – ეს იყო ჩვენი და უკრაინის სურვილი, რომ გავწევრიანებულიყავით ნატოში, ვიყოთ დასავლური ბანაკის წევრი და ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფოები“, – განაცხადა სამხარაძემ.

ოლაფ შოლცს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს და „ომის წამქეზებელი“ უწოდეს

სოციალ-დემოკრატების შეხვედრაზე დემონსტრანტებმა გერმანიის კანცლერს სიტყვით გამოსვლა შეძახილებით შეაწყვეტინეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.

ინციდენტი ბერლინთან ახლოს მოხდა. ოლაფ შოლცის გამოსვლის დროს აქციის მონაწილეები ლოზუნგებით „ომის წამქეზებელი“ და „მშვიდობა იარაღის გარეშე“ სკანდირებდნენ.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა დემონსტრანტებს განუცხადა, რომ ომის ერთადერთი წამქეზებელი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია და მათ „რომ რამე გრძნობა ჰქონდეთ“, ისინი პუტინს შეხვდებოდნენ ყვირილით.

აშშ-ის საელჩო, საქართველოში განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში პარლამენტის წინ, 2 ივნისს გამართული აქციის მონაწილეების დაკავებას ეხმაურება. „აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს. მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის დაკავება გააპროტესტეს. ოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე ადმინისტრაციული წესით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

,,მიშას ქვეყნის აღმშენებლობის გარდა, არაფერი გაუკეთებია” – გიორგი სააკაშვილი

ვივა მედთან გამართულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ძმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამაჯური ფაქტობრივად იმ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს, რაც მესამე პრეზიდენტს არ ჩაუდენია: ”ყველა უკვე ვთანხმდებით, რომ მიშა სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე და არ შემიძლია, რომ არ შევეხო სალომე ზურაბიშვილის გაკეთებულ განცხადებას სამაჯურთან დაკავშირებით. სამაჯურზე, როცა ხდება გამახვილება, ახლა მე იურისტი არ ვარ, მაგრამ მაგით ფაქტობრივად აღიარებაა, რომ მიშას დანაშაულები მიუძღვის ქვეყნის წინაშე, და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიშას ქვეყნის აღმშენებლობის გარდა ჩემი ღრმა რწმენით არაფერი გაუკეთებია.” -აცხადებს გიორგი სააკაშვილი

მას უნდა მოექცნენ ისე, როგორც ბევრ პრეზიდენტს ექცევიან სხვა ქვეყნებში. არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში.

,,უნგრეთი არ აპირებს, უარი თქვას რუსულ ენერგომომარაგებაზე”- პიტერ სიიარტო

უნგრეთი არ აპირებს რუსულ ენერგომომარაგებაზე უარის თქმას, თუმცა აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა მწარმოებლებთან დივერსიფიკაციის მიზნით, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„არ ვაპირებთ არც ნავთობის და არც ბუნებრივი აირის რუსული მომწოდებელი კომპანიის შეცვლას. ჩვენთვის რუსეთი საიმედო პარტნიორი იყო, როგორც „გაზპრომი“, ასევე ნავთობის მწარმოებელი. სხვა საკითხია დივერსიფიკაცია. ჩვენი გადმოსახედიდან, ეს არ ნიშნავს, რომ გვინდა, ერთის მეორე წყაროთი ჩანაცვლება. დივერსიფიკაცია ჩვენთვის ნიშნავს, რომ ვეძებთ სხვა წყაროებს, მაგრამ არა რუსული რესურსების ჩანაცვლების მიზნით“, – აღნიშნა სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი და თურქეთი არიან მთავარი მომწოდებლები, რომლებსაც შეუძლიათ უნგრეთისთვის დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა. როგორც სიიარტო აცხადებს, ამ საკითხზე უნგრეთი მათთან მოლაპარაკებებს მართავს.

,,მათი სტრატეგიაა, რეკომენდაციების შესრულებას, ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას და გამოიყენონ პოლიტიკურ ბატალიებში” – სარჯველაძე

საბედნიეროდ პაატა მანჯგალაძის ქცევის ავკარგიანობაზე არ არის დამოკიდებული საქართველოს პროგრესი. ეს ძალიან კარგი ამბავია იმიტომ, რომ რეალურად ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ოპოზიცია ავლენს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ მათი არჩეული სტრატეგიაა ის, რომ რეკომენდაციების შესრულებას, ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს იმისთვის, რომ ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას და ეს გამოიყენონ პოლიტიკურ ბატალიებში. ეს არის მათი ამოცანა და დღის წესრიგი.“- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის მონაწილეობაზე და მათ პასუხისმგებლობაზე საუბრისას განაცხადა. „თუკი დღეს არჩეული გვყავს 3 არამოსამართლე წევრი ევროკომისიისა, ეს სწორედ იმის გამოა, რომ ხუთივეზე შეთანხმება ვერ შევძელით. მხოლოდ იმან განაპირობა ეს გარემოება, რომ ოპოზიციას ასეთი არასწორი, მანკიერი სტრატეგია აქვს არჩეული. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც გვაქვს.“- აღნიშნა სარჯველაძემ. როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, დეპოლარიზაციის მიმართულებით ყველაზე სწორი გამოსავალი, რაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების შექმნა იყო. მისივე თქმით, როდესაც ამ შეთავაზებაზე უარს იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით ოპოზიციას ხელის შეშლის სურვილი აქვს. „დეპოლარიზაციის მიმართულებით, ყველაზე სწორი გამოსავალი იყო ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ პირველივე დღეებში, როდესაც მივიღეთ ევროპული რეკომენდაციები. გამოვედით ინიციატივით, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი იყო, რომელმაც თქვა, რომ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ვქმნით სამუშაო ჯგუფებს. სამუშაო ჯგუფის მთელი ფუნქცია ის კი არ იყო, რომ მე განსხვავებულად ვიმუშავებდი, არა, მთავარი ფუნქცია იმაში მდგომარეობდა, რომ ერთობლივად მუშაობა წარმართულიყო. ამ შეთავაზებაზე, რომელიც იყო ჩვენი კეთილგანწყობის დემონსტრირება, მათ შორის, ოპოზიციასთან ერთად მუშაობის თვალსაზრისით, როდესაც იღებ ცივ უარს, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ ხელი შეგიშალოს. აბსოლუტურად გაშიშვლდა პრობლემა რაში მდგომარეობდა და დაინახა ყველამ, რომ რეალურად ისინი დესტრუქციულად იყვნენ განწყობილები. ამისგან თავდაცვის მიზნით გააკეთეს მუშაობის სიმულაცია, როდესაც მოითხოვეს რიგგარეშე სხდომის ჩატარება. სხდომისა, რომელზედაც განსახილველი საკითხი არ არსებობდა. საზოგადოებაც ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის დასტური იმისა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ოპონენტები გამოიყენებენ ასეთ არგუმენტს, როგორიც არის ხელის შეშლა ქვეყნისთვის, რომ შემდგომ წარმატებას მიაღწიოს ევროინტეგრაციის მიმართულებით.“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

თურქეთი კოსოვოში სამხედრო დანაყოფებს აგზავნის

თურქეთის სამხედრო დანაყოფები კოსოვოში ნატოს სამშვიდობო ძალებს შეუერთდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება „კოსოვოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ნატოს გაერთიანებული შტაბის მომართვის საფუძველზე“ იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, კოსოვოში, ეთნიკური სერბები მუნიციპალიტეტების შენობებთან უწყვეტ აქციას მართავენ და ახლადარჩეულ მერებს მუშაობის დაწყების საშუალებას არ აძლევენ. 29 მაისს, ადგილობრივებთან და პოლიციასთან შეტაკებებისას 52 სერბი, NATO-ს ხელმღვანელობით მოქმედი KFOR-ის სამშვიდობო მისიიდან კი მცირე 30 სამხედრო დაშავდა.

ამის შემდეგ, ნატომ კოსოვოში დამატებითი 700 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.