თურქეთის სამხედრო დანაყოფები კოსოვოში ნატოს სამშვიდობო ძალებს შეუერთდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება „კოსოვოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ნატოს გაერთიანებული შტაბის მომართვის საფუძველზე“ იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, კოსოვოში, ეთნიკური სერბები მუნიციპალიტეტების შენობებთან უწყვეტ აქციას მართავენ და ახლადარჩეულ მერებს მუშაობის დაწყების საშუალებას არ აძლევენ. 29 მაისს, ადგილობრივებთან და პოლიციასთან შეტაკებებისას 52 სერბი, NATO-ს ხელმღვანელობით მოქმედი KFOR-ის სამშვიდობო მისიიდან კი მცირე 30 სამხედრო დაშავდა.
ამის შემდეგ, ნატომ კოსოვოში დამატებითი 700 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.