Home Blog Page 2035

,,მათი სტრატეგიაა, რეკომენდაციების შესრულებას, ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას და გამოიყენონ პოლიტიკურ ბატალიებში” – სარჯველაძე

საბედნიეროდ პაატა მანჯგალაძის ქცევის ავკარგიანობაზე არ არის დამოკიდებული საქართველოს პროგრესი. ეს ძალიან კარგი ამბავია იმიტომ, რომ რეალურად ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ოპოზიცია ავლენს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ მათი არჩეული სტრატეგიაა ის, რომ რეკომენდაციების შესრულებას, ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს იმისთვის, რომ ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას და ეს გამოიყენონ პოლიტიკურ ბატალიებში. ეს არის მათი ამოცანა და დღის წესრიგი.“- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის მონაწილეობაზე და მათ პასუხისმგებლობაზე საუბრისას განაცხადა. „თუკი დღეს არჩეული გვყავს 3 არამოსამართლე წევრი ევროკომისიისა, ეს სწორედ იმის გამოა, რომ ხუთივეზე შეთანხმება ვერ შევძელით. მხოლოდ იმან განაპირობა ეს გარემოება, რომ ოპოზიციას ასეთი არასწორი, მანკიერი სტრატეგია აქვს არჩეული. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც გვაქვს.“- აღნიშნა სარჯველაძემ. როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, დეპოლარიზაციის მიმართულებით ყველაზე სწორი გამოსავალი, რაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების შექმნა იყო. მისივე თქმით, როდესაც ამ შეთავაზებაზე უარს იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით ოპოზიციას ხელის შეშლის სურვილი აქვს. „დეპოლარიზაციის მიმართულებით, ყველაზე სწორი გამოსავალი იყო ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ პირველივე დღეებში, როდესაც მივიღეთ ევროპული რეკომენდაციები. გამოვედით ინიციატივით, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი იყო, რომელმაც თქვა, რომ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ვქმნით სამუშაო ჯგუფებს. სამუშაო ჯგუფის მთელი ფუნქცია ის კი არ იყო, რომ მე განსხვავებულად ვიმუშავებდი, არა, მთავარი ფუნქცია იმაში მდგომარეობდა, რომ ერთობლივად მუშაობა წარმართულიყო. ამ შეთავაზებაზე, რომელიც იყო ჩვენი კეთილგანწყობის დემონსტრირება, მათ შორის, ოპოზიციასთან ერთად მუშაობის თვალსაზრისით, როდესაც იღებ ცივ უარს, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ ხელი შეგიშალოს. აბსოლუტურად გაშიშვლდა პრობლემა რაში მდგომარეობდა და დაინახა ყველამ, რომ რეალურად ისინი დესტრუქციულად იყვნენ განწყობილები. ამისგან თავდაცვის მიზნით გააკეთეს მუშაობის სიმულაცია, როდესაც მოითხოვეს რიგგარეშე სხდომის ჩატარება. სხდომისა, რომელზედაც განსახილველი საკითხი არ არსებობდა. საზოგადოებაც ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის დასტური იმისა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ოპონენტები გამოიყენებენ ასეთ არგუმენტს, როგორიც არის ხელის შეშლა ქვეყნისთვის, რომ შემდგომ წარმატებას მიაღწიოს ევროინტეგრაციის მიმართულებით.“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

თურქეთი კოსოვოში სამხედრო დანაყოფებს აგზავნის

თურქეთის სამხედრო დანაყოფები კოსოვოში ნატოს სამშვიდობო ძალებს შეუერთდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება „კოსოვოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ნატოს გაერთიანებული შტაბის მომართვის საფუძველზე“ იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, კოსოვოში, ეთნიკური სერბები მუნიციპალიტეტების შენობებთან უწყვეტ აქციას მართავენ და ახლადარჩეულ მერებს მუშაობის დაწყების საშუალებას არ აძლევენ. 29 მაისს, ადგილობრივებთან და პოლიციასთან შეტაკებებისას 52 სერბი, NATO-ს ხელმღვანელობით მოქმედი KFOR-ის სამშვიდობო მისიიდან კი მცირე 30 სამხედრო დაშავდა.

ამის შემდეგ, ნატომ კოსოვოში დამატებითი 700 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის ფიცი დადო

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიცი დადო. პარლამენტის დროებითმა თავმჯდომარემ, დევლეთ ბაჰჩელიმ ქვეყნის მეთაურს არჩევნებში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა, რის შემდეგაც ერდოღანმა თურქი ხალხის წინაშე ფიცი დადო.

ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ ერდოღანი გვირგვინით შეამკობს თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს. საზეიმო ღონისძიებების პროგრამა საპრეზიდენტო კომპლექსში გაგრძელდება, სადაც ერდოღანი მილოცვებს მიიღებს. ამის შემდეგ სტუმრები ერდოღანის რეზიდენციაში გადაინაცვლებენ, სადაც ოფიციალური ვახშამი გაიმართება.

დღის ბოლოს გაიმართება ბრიფინგი, რომელზეც ერდოღანი ქვეყნის ახალი მთავრობის შემადგენლობას გამოაცხადებს.

“მოსახლეობას აინტერესებს, რომ მოვალთ დავჩაგრავთ თუ არა, რადგან გამოყოლილი აქვთ ეს განცდა”-ნიკა მელია

ზოგადად ყველაფერში და განსაკუთრებით პოლიტიკაში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის კონტექსტი, არცერთი მოცემულობა არ არსებობს კონტექსტის გარეშე რა კონტექსტში ვართ?! – მთელი მსოფლიოს განვითარებული ნაწილი უპრეცედენტოდ უჭერს მხარს საქართველოს, რომ ევროატლანტიკური სივრცის წევრი გავხდეთ, ყველა სახელმწიფო დისტანცირდება რუსეთისგან და ამ დროს, ამ კონტექსტში, საქართველოს მთავრობა თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ დაუახლოვდეს რუსულ პოლიტიკას და გახდეს მისი ნაწილი, მაგრამ ამ ყველაფერს ქართველი ხალხის გვერდის ავლით აკეთებს და მეტიც, საკუთარი ამომრჩევლის დიდი ნაწილის ნებასაც არ გამოხატავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემაში „პოლიტიკური ამბები” განაცხადა.

„მჯერა, რომ 2012 წელს „ქართული ოცნების” მხარდამჭერების დიდ ნაწილსაც ამ გზის გასავლელად არ აურჩევიათ ეს პარტია, რომ ინტენსიური მუშაობით მთელი სახელმწიფო რუსეთისკენ წაეყვანათ. დღეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები საერთოდ არ საჭიროებს პარტიულ თანამდებობას. ვცდილობდი, ასი დღე არ ვყოფილიყავი აქტიური, რომ გასულიყო გარკვეული პერიოდი და ხელი არ შემეშალა ახალი მენეჯმენტისთვის, მაგრამ მომდევნო სამი თვე განსაკუთრებით აქტიური ვიქნები.

თერთმეტი წლის წინ, ამ პარტიას იმ დროს შემოვუერთდი, როცა ბევრი ადამიანი აქტიურობას წყვეტდა თვიდან თვემდე, ჩემს მეორე ოჯახად იქცა ეს პარტია, არჩევნების შემდეგ კი სიმართლითა და ღირსებით მართვა ვუსურვე ახალ მენეჯმენტს, მაგრამ ხუთ დღეში არაფორმალურმა მმართველმა ხიდები ჩაანგრევინა.
სამწუხაროდ, პარტია არ არის იმ ყველაფრის ღირსი, რაც დღეს ხდება.

ვიყავი, ვარ და ვიქნები იქ, სადაც არის გამარჯვებისა და წარმატების მოტანის შესაძლებლობა ამ ქვეყნისთვის.
მჯერა, რომ სანამ პოლიტიკაში ფარისევლობისა და მლიქვნელობის ხარისხი ბოლომდე არ აღმოიფხვრება ან მნიშვნელოვნად არ შემცირდება, უკეთეს შემთხვევაში ვიდგებით იქ, სადაც ვართ…
პოლიტიკური პარტიის შექმნის ამბიცია ბევრ პოლიტიკოსს გასჩენია საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. მე პარტიას ვუყურებ როგორც ინსტრუმენტს, რომ ხედვა რომელიც გაქვს, განახორციელო და ემსახურო პრინციპებს – ბევრი ადამიანი ასე არ ფიქრობდა და შედეგად რას ვხედავდით?! – ორი ან სამი ლიდერი გაერთიანდებოდა და შემდეგ, ხალხი შემოეშლებოდათ, რადგან არც პრინციპების და იდეის გამო არ მომხდარა პარტიის შექმნა.
ვიყავი და ვრჩები მებრძოლად – ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა იმიტომ, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ და ვიღაცამ ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლოს. მაქვს არეალი და ვმოქმედებ ისე, როგორც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მომავალი გვაჩვენებს რა იქნება საჭირო.
წინასაარჩევნო კამპანია იყო გაჩაღებული, რომ მელიას არ უნდოდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა – დიახაც, ბევრისგან განსხვავებით, ჩამოდიო რომ ეძახდნენ, მე საფრთხეებს ვხედავდი.
ამორალურობაა, რასაც ბოლო დღეებში ვხედავ – პოლიტპატიმრებს აჯიბრებენ. ნიკა გვარამიას თავისუფლება საერთო ბრძოლას რომ ენერგიას შემატებს, ბევრი ადამიანია დარწმუნებული, მათ შორის თავად მიხეილ სააკაშვილი. ნიკა გვარამია ციხეში ხისტი, მაგრამ მართალი სიტყვის გამო ზის, რომელიც ძალიან სტკიოდა ბიძინა ივანიშვილს და რასაც დღეს ვხედავ, არ არის მისაღები და აქაც ჩანს, რომ ენმ-ის მიმართ მიუღებლობა იზრდება და არა მიმღებლობა.

არ არის ნიშნის მოგებისა და მხილების დრო, მაგრამ არც დუმილის დროა – ეს ქვეყანა მარცხს ვეღარ გადაიტანს. ვიღაცები ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის საპირწონედ დაიყენონ თავი და კი არ შეცვალონ, არამედ ჩაანაცვლონ იგი. ახლა გამოვლენ ვიღაცები და იტყვიან, კეზერაშვილისა და მერაბიშვილის აქეთ ყოფნა არ სჯობს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისკენ რომ იყვნენო?! – მაპატიეთ, მაგრამ 2017 წელს, როდესაც პარტია გაიყო, ეს ადამიანები იქით იყვნენ და ამის დამსახურებით ავდექით ფეხზე. ვანო მერაბიშვილმა რომ გამოაცხადოს, რომ „ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, დაგანახებთ რა მხარდაჭერა დაემატება ენმ-ს და რა დააკლდება „ქართულ ოცნებას”, ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვიცი.

ჩვენ არაერთი კარგი და კვალიფიციური პროგრამა გვქონია, მაგრამ ჩვენი გზავნილები საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილთან არ მიდიოდა, 20% არც კითხულობდა. მოსახლეობას აინტერესებს, რომ მოვალთ დავჩაგრავთ თუ არა, რადგან გამოყოლილი აქვთ ეს განცდა და ემოცია… გიყურებენ და ფარდის უკან იმ ადამიანებს ხედავენ, ვის გამოც 2012 წელს “ქართულ ოცნებას” მისცეს ხმა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

“სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრების”-პატრიარქი

სულის შაბათს, მიცვალებულთა ხსენების დღეს, საპატრიარქო სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

აღნიშნულით კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმარს უცხადებს მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„სულთმოფენობის წინა დღე, მიცვალებულთა დიდი დღეა და ამ დღეს მართლმორწმუნენი განსაკუთრებულად იხსენებენ გარდაცვლილ ახლობლებს. ჩვენც, ჩვენის მხრიდან, აღვავლენთ ლოცვებს მართლმადიდებლობით აღსრულებულ ჩვენს წინაპართათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დამაშვრალთა და ეკლესიის მსახურთათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომწყდართათვის, კოვიდ-პანდემიით გარდაცვლილთა და ყოველთა ახლადშესვენებულთათვის.

ერთხელ კიდევ გულისტკივილით, ასევე, ვიხსენიებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს განსაცდელში მყოფი უკრაინელებისთვის და შეეწირნენ სისხლისმღვრელ ომს. ღმერთმა აცხონოს მიხეილ თევდორაძე, გიორგი ქააძე, ილია (ვანო) ჩოხელი, სერგო ლისიხი, მიხეილ მაზანაშვილი, დავით ქუჩუკიანი, ზურაბ ოდიშვილი, ვახტანგ ბარაბაძე, არსენ ქეცბაია, ზვიად გიგანი…

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.

https://www.facebook.com/sazupatriarchate/posts/285131347190215

“Z ნიშნავს დასავლეთს – 25 ევროპული კომპანია, რომელიც ჯერ კიდევ ამარაგებს რუსულ ჯარს”-The Insider

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ ვერ შეუშალა ხელი დასავლეთიდან იმპორტს – აღჭურვილობის მიწოდებას ახორციელებენ კონტრაქტორები, რომლებიც სასანქციო სიებში არ მოხვდნენ. ევროპელი ბიზნესმენები კვლავ ყიდიან პროდუქციას რუსულ კომპანიებზე, რომლებიც ამარაგებენ რუსულ ჯარს მიკროჩიპებით რაკეტებისთვის, ჭურვებით, მცველებით, ჯავშანჟილეტებით, ძრავებით სამხედრო გემებისთვის და მრავალი სხვა საქონლით. The Insider-ი ადასტურებს, რომ მიწოდება ხორციელდება გერმანიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, იტალიიდან, ესტონეთიდან, ლიეტუვიდან, ავსტრიიდან და პოლონეთიდან.

სტატიაში მოყვანილია იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების მიუხედავად რუსულ ჯარს ამარაგებენ. ასეთია, მაგალითად, მოსკოვში მდებარე შპს „სტანი“, რომელიც შედის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ სტრუქტურაში. მიუხედავად იმისა, რომ „როსტეხის“ წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული, გერმანულმა კომპანია Vansped Logistics-მა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის ივლისში „სტანს“ ტექნიკური აღჭურვილობა მიაწოდა. თავის მხრივ, „სტანი“ რუსეთის რამდენიმე თავდაცვითი საწარმოს მიმწოდებელია. კერძოდ, კომპანიამ ჩაატარა 123-ე საავიაციო სარემონტო ქარხნის ტექნიკური გადაიარაღება. ასევე „სტანი“ აწვდიდა აღჭურვილობას კომპანია „სტრელას“, რომელიც გემსაწინააღმდეგო რაკეტებს აწარმოებს. სახელმწიფო შესყიდვების ბაზის თანახმად, „სტანს“ დადებული აქვს 125 კონტრაქტი, რომელთა საერთო ღირებულება 14 მილიარდ რუბლს (173 მლნ დოლარი) აჭარბებს.

კიდევ ერთი მაგალითის სახით სტატიაში მოყვანილია ფრანგული კომპანია Marchante, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსულ კომპანია „კურგანპრიბორს“ ტექნიკურ ნაწილებს აწვდიდა. მიწოდების შეწყვეტისკენ ფრანგულ კომპანიას არ აჩერებდა არც ის, რომ „კურგანპრიბორი“ კონცერნ „კალაშნიკოვის“ ოფიციალური პარტნიორია, და არც ის, რომ კომპანიას რუსი სენატორი სერგეი მურატოვი ფლობს.

„კურგანპრიბორი“ ევროკავშირის სასანქციო სიაში მხოლოდ დეკემბერში მოხვდა, თუმცა სენატორ მურატოვს პერსონალური სანქციები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში დაუწესდა. რა თქმა უნდა, მურატოვი რუსეთში უკრაინის შეჭრას უჭერს მხარს, მათ შორის იმიტომაც, რომ ამით პირად სარგებელს ნახულობს. „კურგანპრიბორი“ აწარმოებს ამფეთქებს ტანკებისთვის, ქვეითი და საზღვაო არტილერიისთვის, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებისთვის, მათ შორის „სმერჩისა“ და „გრადისთვის“, რომლებსაც ხშირად სამოქალაქო ობიექტებზე იერიშებისთვის იყენებენ“, – აღნიშნულია სტატიაში.

“არავინ და არაფერი ხართ! “- ვის მიმართავს თამთა მეგრელიშვილი

„პოლიტიკაში თქვენი შეფასება – ნული; ქვეყნის სიყვარულში თქვენი შეფასება – ნული;
ირაკლი ღარიბაშვილთან ჭიდილში თქვენი შეფასება – ნული;  ირაკლი კობახიძესთან ჭიდილში თქვენი შეფასება – ნული;
დასკვნა: ანუ არავინ და არაფერი ხართ!”- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
„ეკა კვესიტაძე, სანაია, მაქარაშვილო, ბედავთ და ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს ეჯიბრებით?!
ირაკლი ღარიბაშვილს სორბონის (პარიზი, საფრანგეთი) უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
ირაკლი კობახიძეს გერმანიაში დიუსელდორფის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ფლობს სამართლის მაგისტრისა (LL.M.) და სამართლის დოქტორის (Dr. Iur.) აკადემიური ხარისხებს.
ორივეს ცალ-ცალკე თქვენი წონა წიგნი აქვს წაკითხული, თქვენი, ყველას ერთად, აღებულ წონაზე დიდი წონა, გავლენა და პატივისცემა აქვთ საერთაშორისო მასშტაბით, მათი ადგილი უკვე  განსაზღვრულია საქართველოს ისტორიაში, თქვენ კი სოროს ვირთხები ხართ და ამადვე რჩებით, წლებია თქვენთან არანაირი პროგრესი…
მაქარაშვილო, კვესიტაძე, სანაია, მოგიწოდებთ, დადოთ თქვენი CV – რეზიუმე და შევადაროთ, სინამდვილეში ვინ ვინ არის – ეს თქვენივე წამოწყებულ გამოწვევად მიიღეთ!
ადამიანობაში თქვენი შეფასება – ნული;
პროფესიაში თქვენი შეფასება – ნული;
პოლიტიკაში თქვენი შეფასება – ნული;
ქვეყნის სიყვარულში თქვენი შეფასება – ნული;
ირაკლი ღარიბაშვილთან ჭიდილში თქვენი შეფასება – ნული;
ირაკლი კობახიძესთან ჭიდილში თქვენი შეფასება – ნული.
დასკვნა: ანუ არავინ და არაფერი ხართ!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

“ინტელექტუალური პროსტრაცია, დეგრადაცია, თუ უმწიფრობა” – ზაალ ანჯაფარიძე

ინტელექტუალური პროსტრაცია, დეგრადაცია, თუ უმწიფრობა… დანარჩენი შეგიძლიათ თავად დაამატოთ. ეს არის სწორედ ვინმესთვის შეურაცხმყოფელი სახელის მოგონება და მერე ამის ტრიალი, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს.
ექსპერტის შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია საკუთარი ქმედებებით, ხალხს არჩევანის გაკეთებას ხელისუფლების სასარგებლოდ კიდევ უფრო გაუადვილებს.
“ინტელექტუალური პროსტრაცია, დეგრადაცია, თუ უმწიფრობა… დანარჩენი შეგიძლიათ თავად დაამატოთ. ეს არის სწორედ ვინმესთვის შეურაცხმყოფელი სახელის მოგონება და მერე ამის ტრიალი. თუ ეს არა, მაშინ მოლოტოვის კოქტეილი. ვერ წარმოიდგენთ თუ როგორ უადვილებთ ხალხს არჩევანს 2024 წლისთვის, და უმყარებთ აზრს, არასოდეს გაგაკაროთ ხელისუფლებას.” – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ნოდარ მელაძემ წმინდა ქალაქი მცხეთა ციმბირს შეადარა და ეს საბჭოთა დროინდელი ტერმინის გამოყენებით გააკეთა – ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსს სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც წამყვანი ამბობს, რომ “მოსამართლე, რომელიც ჩვენი გუნდის წინააღმდეგ რეპრესიებს ხელი არ მოაწერა, თბილისიდან მცხეთაში გააციმბირეს.”
ექსპერტის თქმით, ნოდარ მელაძემ წმინდა ქალაქი მცხეთა ციმბირს შეადარა და ეს საბჭოთა დროინდელი ტერმინის გამოყენებით გააკეთა. “
ანონსის მეტი სიმძაფრისათვის ნოდარ მელაძემ წმინდა ქალაქი მცხეთა ციმბირს შეადარა და ეს საბჭოთა დროინდელი ტერმინის გამოყენებით გააკეთა”, – წერს ლევან ნიკოლეოშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიცს ადგილობრივი დროით 14:00 საათზე თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში დადებს და პრეზიდენტობის ახალ ვადას დაიწყებს. ის მანდატს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მიიღებს.

ფიცის დადების შემდეგ ერდოღანი 15:00 საათზე ანიტკაბირის კომპლექსს ეწვევა, სადაც მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი მდებარეობს. შემდეგ, 17:00 საათზე საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონია დაიწყება. ცერემონიის შემდეგ ერდოღანი სტუმრებს სადილზე ადგილობრივი დროით 19:00 საათზე უმასპინძლებს.

ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები დაესწრებიან

კობა კობალაძე მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანთა საქმეთა აღმასრულებელ დირექტორს გუსტავო კრუსს შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანთა საქმეთა აღმასრულებელ დირექტორს, გუსტავო კრუსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. კობა კობალაძემ, გუსტავო კრუსს, სამსახურის სტრუქტურა გააცნო და იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს.

მხარეები, სამომავლოდ, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევას. კობა კობალაძემ გუსტავო კრუსი საქართველოში მოიწვია, რათა იგი ადგილზე გაეცნოს იმ საჭიროებებს, რაც ქართველი ვეტერანების წინაშე დგას.

შეხვედრის შემდეგ, პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მაიამის სამხედრო და ვეტერანების საქმეთა სამსახურსა და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი კობა კობალაძემ და გუსტავო კრუსმა მოაწერეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია, “საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრების” დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნიკოლოზ ქარჩავა და მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანების საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები.

ნიკოლოზ ქარჩავამ, შეხვედრაზე, კობა კობალაძეს და გუსტავო კრუსს ორგანიზაციის – “საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრების” საპატიო მედლები გადასცა

”ბასტი ბუბუს” თანადგომა ვეტერანთა შვილებს

მიმდინარე წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ”ბასტი ბუბუს” შემოქმედებითმა ჯგუფმა, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოადგინა მუსიკალური შოუ”პინოქიოს თავგადასავალი”, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და შპს. ”ბასტი ბუბუს” თანადგომით, ვეტერანთა 150 მცირეწლოვანი შვილი და შვილიშვილი დაესწრო.

პატარა მსახიობების მიერ წარმოდგენილმა სპექტაკლმა ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მომღერალთა ხმებს, პატარა მაყურებლების ჟრიამულიც ემატებოდა, რამაც, შოუ, კიდევ უფრო სახალისო გახადა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მისი პატარა ბენეფიციარების მიმართ გამოხატული თანადგომისა და მათთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის გალამაზებისთვის მადლობას უხდის ”ბასტი ბუბუს” მესვეურებს, მთელ შემოქმედებით გუნდს და წარმატებებს, ერთიან, ძლიერ და მშვიდობიან საქართველოს უსურვებს.