რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის ფიცი დადო

140
spot_img

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიცი დადო. პარლამენტის დროებითმა თავმჯდომარემ, დევლეთ ბაჰჩელიმ ქვეყნის მეთაურს არჩევნებში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა, რის შემდეგაც ერდოღანმა თურქი ხალხის წინაშე ფიცი დადო.

ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ ერდოღანი გვირგვინით შეამკობს თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს. საზეიმო ღონისძიებების პროგრამა საპრეზიდენტო კომპლექსში გაგრძელდება, სადაც ერდოღანი მილოცვებს მიიღებს. ამის შემდეგ სტუმრები ერდოღანის რეზიდენციაში გადაინაცვლებენ, სადაც ოფიციალური ვახშამი გაიმართება.

დღის ბოლოს გაიმართება ბრიფინგი, რომელზეც ერდოღანი ქვეყნის ახალი მთავრობის შემადგენლობას გამოაცხადებს.