ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება

103
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიცს ადგილობრივი დროით 14:00 საათზე თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში დადებს და პრეზიდენტობის ახალ ვადას დაიწყებს. ის მანდატს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მიიღებს.

ფიცის დადების შემდეგ ერდოღანი 15:00 საათზე ანიტკაბირის კომპლექსს ეწვევა, სადაც მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი მდებარეობს. შემდეგ, 17:00 საათზე საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონია დაიწყება. ცერემონიის შემდეგ ერდოღანი სტუმრებს სადილზე ადგილობრივი დროით 19:00 საათზე უმასპინძლებს.

ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები დაესწრებიან