Home Blog Page 2003

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა დღევანდელი პლენარული სხდომის ბოლო საკითხად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა და 81 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი, მეორე მოსმენით მიიღო.

განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილის თვეში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა.

პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს. პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება.

პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა.

ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება სრულყოფილი მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს პირი არის თუ არა ოლიგარქი. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება. გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს “სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.

,,მერე მიადექით „ქართუს“, დაიწყეთ მისი გაკოტრება და თავისუფლების მოედნიდან საინკასაციო მანქანა მოიპარეთ”- ცაგარეიშვილი

შევახსენებ საზოგადოებას, რომ დაახლოებით 2011 წლის ნოემბრის თვეში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ დარბაზში ბანდიტური, რეიდერული გზით შემოიტანა კანონპროექტების პაკეტი, და ეს ბატონმა რომანმა ძალიან კარგად იცის, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა, მისი ამოღებული ხმა ადამიანს არ ახსოვს არც ამ პარლამენტში და რაც ამ ქვეყანაში. თქვენმა ძვირფასმა ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიტანა კანონპროექტები იმიტომ, რომ გაენადგურებინა ბანკი „ქართუ“, მანამდე გაანადგურეთ ბადრი პატარკაციშვილის „სტანდარტ ბანკი“ და ამაში შეიძლება თქვენც წვლილი მიგიძღვით ბატონო რომან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, მას კარგად ახსოვს, თუ როგორ გაანადგურა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბადრი პატარკაციშვილის ბანკი, ხოლო მე-10 მოწვევის პარლამენტის ზოგიერთი დეპუტატი, მათ შორის, რომან გოცირიძე, წინა ხელისუფლების მიერ ბანკების ხელში ჩაგდების მიზნით დაინიცირებულ კანონპროექტებს, მაშინ მხარს უჭერდა. მმართველი გუნდის წევრმა გაიხსენა თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე მილიონით დატვირთული ბანკი „ქართუს“ საინკასაციო მანქანის გატაცების ეპიზოდიც და აღნიშნა, რომ გატაცებული თანხა, რამდენიმე თვეში, ეროვნული ბანკის ანგარიშზე ერთ-ერთმა პროკურორმა დააბრუნა.

„პირწმინდად მოსპეთ ბადრი პატარკაციშვილის ბანკი, მერე მიადექით „ქართუს“, შეიყვანეთ იქ მმართველები, დაიწყეთ მისი გაკოტრება. დღისით, მზისით, ბანდიტური, ყაჩაღური გზით დაავალეთ თქვენს ზონდერებს, ნაძირლებს და თავისუფლების მოედანზე გაიტაცეთ 2 მლნ დოლარი და 1 მლნ ევრო. საინკასაციო მანქანა მოიპარეთ საერთოდ და მერე იცით რა აღმოჩნდა? გადის რამდენიმე თვე და ვიღაც ვიგინდარა პროკურორი მიდის თქვენი სახელით ეროვნულ ბანკში და საკორესპონდენტო ანგარიშზე აბრუნებს ამ თანხას. ეს თუ იცოდნენ საქართველოში? – თუ არ იცოდნენ, შეგახსენებთ ამას, ეს ახალი ამბავი იქნება თქვენთვის? გადის დაახლოებით ორი თვე და ზუსტად იგივე შემადგენლობამ დეპუტატების ნაცებიდან შემოიტანა ისევ კანონპროექტების პაკეტი, დაარეგისტრირა თავიდან თებერვლის თვეში.

აქ იყო მობრძანებული მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ზონდერ-ბანკირების მთელი შემადგენლობა, რომლებიც თქვენი ხელის ბიჭები და ხელის გოგონები იყვნენ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

,,უკრაინასთან ნორმალური ადამიანური ურთიერთობა, რომ ყოფილიყო კონფლიქტიც არ დაიწყებოდა”- პუტინი

არავის მოუვიდოდა თავში აზრად უკრაინასთან კონფლიქტის დაწყება, ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები რომ ყოფილიყო, – ამის შესახებ სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„უკრაინასთან კონფლიქტის დაწყება თავში აზრადაც არავის მოუვიდოდა, ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები რომ გვქონოდა. არანაირი სამოკავშირეო სახელმწიფოც კი არ იყო საჭირო“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვს უთანხმოება მინსკთანაც ჰქონია, თუმცა ბელარუსთან კონფლიქტის დაწყებაზე არავის უფიქრია.

„რამდენს ვდაობდით იმავე ბელარუსთან, ლუკაშენკოსთან ძალიან ბევრ საკითხზე ვკამათობდით. ზოგჯერ ვჩხუბობდით კიდეც, გასაგებია, რადგან ბელარუსის პრეზიდენტი იცავს თავის ინტერესებს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, თანმიმდევრულად, მტკიცედ. ჩვენ გვქონდა დავები. თუმცა, ვინმეს მოსვლია თავში აზრად ბელარუსთან კონფლიქტის დაწყება?“ – განაცხადა პუტინმა.

ვახტანგ მახარობლიშვილი პრემიერის ბელგიაში ვიზიტზე საუბრობს

 

საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოში იმართება მაღალი დონის შეხვედრებიროგორც ბელგიელ კოლეგებთანასევე ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებთან, –  ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმაბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმითპრემიერმინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს მის კოლეგასთანბელგიის პრემიერმინისტრთანისევეროგორც ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან.

 

ნიშანდობლივიარომ მოცემული ვიზიტის ფარგლებში ასევე იმართება ფესტივალ – „ევროპალიის” – პროგრამის პრეზენტაციახოლო საღამოს გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმიისევეროგორც „ევროპალიის” ფესტივალისადმი მიძღვნილი მიღებასადაც იგეგმება პრემიერმინისტრის მიმართვა დამსწრე საზოგადოებისადმი.

 

ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრი შეხვედრას გამართავს ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებთანგაიმართება შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთანბატონ შარლ მიშელთანისევეროგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში  ევროკომისართან ბატონ ვარჰეისთანრა თქმა უნდაშეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოევროკავშირის დღის წესრიგში არსებული ყველა პრიორიტეტული თემაგანსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმ პრიორიტეტებზეიმ რეკომენდაციებზერომლებიც ევროკავშირის მხრიდან იქნა წარმოდგენილი წლის დასაწყისშიმხარეები ისაუბრებენ იმ მოლოდინებზერომლებიც შეიძლება ჩვენ გაგვაჩნდეს წლის ბოლოსთვის“, – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

„ეს არის მოზარდებთან მიმართებით, ვერაგული, შეფარული, ყალბი ღირებულებების პროპაგანდა”- საპატრიარქო

„მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ ლგბტ შინაარსის შემცველი წიგნების ტირაჟირებას საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მაკდონალდის“ ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის შემცველი საბავშვო-სასაჩუქრე წიგნების ტირაჟირება ხდება.

ჩვენდა სამწუხაროდ ეს ინფორმაცია დასტურდება. ამ ფაქტმა მოსახლეობაში გამოიწვია დიდი გულისწყრომა და მიგვაჩნია, რომ სამართლიანადაც.

ეს არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი სულიერი და კულტურული ქრისტიანული მემკვიდრეობით ცხოვრობს.

მეტიც ეს არის მოზარდებთან მიმართებით, ვერაგული და შეფარული ქმედება „მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

რაც შეეხება საუბარს ჯანსაღ საკვებზე, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა!“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ცნობისთვის, „მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ წერია. რამდენიმეგვერდიან წიგნში გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.

„მშვიდობა ძალიან დიდი ფასეულობაა და ამისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური საფასურია გადახდილი”- მეგრელიშვილი

„მშვიდობა ძალიან დიდი ფასეულობაა და ამისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური საფასურია გადახდილი. ეს არ არის შემთხვევითი, მაშინ როცა, შინ და გარეთ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ძალა გებრძვის.“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ ქართულ სახელმწიფოში დესტაბილიზაცია განვითარდეს, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ.

„ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით პოლიტიკური დაკვეთა ნამდვილად უპირატესია ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიკულარული ინტერესების მქონე პარტიაა, რომელიც დღენიადაგ ანტისახელმწიფოებრივ, არაქართულ პოლიტიკას ეწევა და ძალა, რომელიც მისი არსებობის მანძილზე აუპატიურებდა ქართველ კაცს, კლავდა და ქონებას ართმევდა, ცდილობს და ყველაფერს აკეთებს შინ თუ გარეთ, რომ ამ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და ომი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დიახ, მადლიერი ვარ ჩემი პრემიერის, სახელისუფლებო გუნდის, რომელთაც ძალიან პრაგმატული, სწორი პოლიტიკით დღემდე მშვიდობიანად მოგვიყვანა.

მშვიდობა ძალიან დიდი ფასეულობაა და ამისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური საფასურია გადახდილი. ეს არ არის შემთხვევითი, მაშინ როცა, შინ და გარეთ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ძალა გებრძვის. დესტრუქციული ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ ქართულ სახელმწიფოში დესტაბილიზაცია განვითარდეს, აღარ იყოს ღირსეული სახელმწიფო და ღირსებადაკარგულს მშვიდობაც დააკარგვინონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ, გამორიცხულია.

კონსერვატიული შეკრება, სადაც მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დაარსდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იქ ის ხალხი შეიკრიბა, რომელთაც მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება სურთ. მადლიერი ვარ ამ ადამიანების, რომ ასეთი გაერთიანება ჩამოყალიბდა. მათი მიზანია, გვყავდეს აქტიური მოქალაქეები, რომლებიც გასაქანს აღარ მისცემენ რადიკალურ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების განხორციელებისთვის, რომელშიც მილიონობით დოლარი იხარჯება“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

15 მომხრე 26 წინააღმდეგი – პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 124-მა წევრმა. სხდომაზე თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს, რომელიც ჩავარდა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ჩაგდების შემდეგ, კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი რედაქცია დადგა. მას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის ცხრა წევრმა.

ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს.

,,შეიარაღება ვერ მივიღეთ და არც ფულს დაგვიბრუნებენ” – ევგენი გრუშოვეცი

დიდი ალბათობით, თავდაცვის სამინისტრო ვერ დაიბრუნებს მილიარდობით გრივნას, რომელიც შეიარაღების იმპორტიორ კომპანიებს გადაუხადა, თუმცა სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა არ მიუღია. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარემ, ევგენი გრუშოვეცმა განუცხადა.

„ეს რეალური პრობლემაა, იმიტომ რომ ამ იმპორტიორებს ფული არ აქვთ. თუ იურიდიულ მხარეზე ვსაუბრობთ, თავდაცვის სამინისტრომ ან სასამართლოს უნდა მიმართოს და თანხის დაბრუნება მოითხოვოს, ან განაცხადოს თანხებით დანაშაულებრივი გზით დაუფლების შესახებ. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს იმპორტიორს, რომ მან ფული დააბრუნოს. თავდაცვის სამინისტრო მიმართავს სასამართლოს, რომელიც, სავარაუდოდ, ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. იქ ყველაფერი მარტივია: იყო კონტრაქტი, თანხა გადახდილია, მიწოდება არ განხორციელებულა. შესაბამისად, მივიღებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას თანხების ამოღების შესახებ და ამით ყველაფერი დასრულდება. კიევის სასამართლოს არ შეუძლია, ჩავიდეს იმპორტიორთან და თანხა ამოიღოს – ხშირად მათ ანგარიშებზე არათუ ნული, არამედ მინუსია“, – აცხადებს გრუშოვეცი.

მისივე თქმით, ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტრო აღსრულების სამსახურს მიმართავს, რომელიც წარმოებას დაიწყებს და უმალვე შეაჩერებს, ვინაიდან დღეისათვის მოქმედებს მორატორიუმი სახელმწიფო საწარმოებისგან ფულის ამოღების თაობაზე, ეს სპეციმპორტიორები კი სახელმწიფო კომპანიებია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეიარაღების საერთაშორისო შესყიდვებით დაკავებულმა უკრაინულმა სახელმწიფო კომპანიებმა 2022 წელს თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტების მიხედვით მილიარდობით გრივნა მიიღეს, თუმცა სამინისტროსთვის შეიარაღება არ მიუწოდებიათ. ვადაგასულ კონტრაქტებში მითითებული საერთო თანხა 8,9 მილიარდი გრივნას შეადგენს.

,, ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს” – ქეთი დოლიძე

თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე,  კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს რომ ის რაც ხდება დაუშვებელიადა არაპროფესიონალი კადრების დანიშვნა არ შეიძლება.

“არაპროფესიონალები არ შეიძლება და მორჩა. არ შეიძლება ყველგან იყოს იურისტები, გამორიცხულია ეს ამბავი. იურისტი უწყებაში უნდა იყოს ერთი და ხომ არ შეიძლება მთელი საქართველო იურისტებით გაივსოს. რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს”, – ამის შესახებ, ქეთი დოლიძემ მედიასთან განაცხადა

,,რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს ნებისმიერი წარმატება აუტანელია” – ირაკლი ქადაგიშვილი

„აუტანელი არის რადიკალური ოპოზიციისთვის ნებისმიერი წარმატება, რასაც შეიძლება საქართველომ მიაღწიოს, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ოპოზიცია გააფთრებულია იმ მიღწევებით, რაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრისას მიაღწია.

„კოლეგებო, ახლა ჩვენ ვიხილეთ საქართველოს დელეგაციების წარმატებული ვიზიტების შეფასება ოპოზიციის მხრიდან, ანუ, საქართველოს საპარლამენტო, თუ სამთავრობო დელეგაციებმა, რომ მოახერხეს ევროპის ყველა მინდორზე, ჩვენი ქვეყნის პოზიციების სწორად წარმოჩენა, აგერ მაგალითი იმისა, როგორი გააფთრებული შეტევა მიიტანეს საქართველოს ამ მნიშვნელოვან მომენტში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების მიღწეულ პროგრესზე

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ აუტანელი არის რადიკალური ოპოზიციისთვის ნებისმიერი წარმატება, რასაც შეიძლება საქართველომ მიაღწიოს, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე. ეს აუტანლობა გამოწვეული იმ ტკივილით, რასაც ჰქვია ამ ხელისუფლების წარმატება და მათი რევოლუციური სცენარის არ განხორციელებისა“, – აცხადებს ირაკლი  ქადაგიშვილი.

,,აშშ გეგმავს, უკრაინას გადასცეს სატანკო ჭურვები გაღარიბებული ურანით”-

აშშ გეგმავს, უკრაინას გადასცეს სატანკო ჭურვები გაღარიბებული ურანით, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უოლ სთრით ჯოურნალი“ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, აშშ-ის მთავრობაში რამდენიმე კვირის განმავლობაში შიდა დავა მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ რითი უნდა აღიჭურვოს „აბრამსის“ ტიპის ტანკები, რომლებსაც ვაშინგტონი კიევს გადასცემს.

ამერიკელ მაღალჩინოსანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ამგვარი ჭურვების გადაცემისთვის სერიოზული წინააღმდეგობა არ არსებობს. თუმცა თეთრი სახლის ზოგიერთი წარმომადგენელი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ჭურვების გადაცემის გამო ვაშინგტონი, შესაძლოა, კრიტიკის სამიზნე გახდეს, რადგან ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანთა ჯანმრთელობისა და გარემოსთვის.

ამას გარდა, „უოლ სთრით ჯოურნალის“ ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია განაგრძობს უკრაინისთვის კასეტური ჭურვების შესაძლო გადაცემის საკითხის განხილვას.

შეგახსენებთ, რომ გაღარიბებული ურანის ჭურვები უკრაინას ბრიტანეთის მთავრობამაც გადასცა. ამგვარი ჭურვები უფრო ეფექტიანია ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ.

Коба Кобаладзе в Министерстве обороны встретился с испанскими бизнесменами

13 июня этого года в Министерстве обороны Грузии директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе и заместитель министра обороны Григол Гиоргадзе провели встречу с представителями бизнессектора Испании – Давидом Мартинес Гарсией и Иваном Гонсалес Тунон, которые являются представителями компании по производству радаров и антидронов «Kentaurus Defense и kentaurus Antidroens».

В ходе встречи стороны обсудили будущие перспективы двустороннего сотрудничества: «Для меня честь встретится с Вами. Международные отношения для нас являются одним из приоритетов. Сегодняшняя встреча также важна для нас, тем более если наше сотрудничество будет плодотворным, это пойдет на пользу повышению обороноспособности как вашей, так и нашей страны», – заявил на встрече Коба Кобаладзе.

«Мы являемся производителями радаров и антидронов; мы работаем в довольно многих странах, у нас большой опыт и мы рады, что начали работать и в Грузии тоже», – отметил Давид Мартинес Гарсия.

На встрече также присутствовали начальник департамента правового обеспечения Государственной службы по делам ветеранов Михаил Хурцидзе и атташе Грузии по вопросам обороны в Испании Гиоргий Бабунашвили.