,,აშშ გეგმავს, უკრაინას გადასცეს სატანკო ჭურვები გაღარიბებული ურანით”-

142
spot_img

აშშ გეგმავს, უკრაინას გადასცეს სატანკო ჭურვები გაღარიბებული ურანით, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უოლ სთრით ჯოურნალი“ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, აშშ-ის მთავრობაში რამდენიმე კვირის განმავლობაში შიდა დავა მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ რითი უნდა აღიჭურვოს „აბრამსის“ ტიპის ტანკები, რომლებსაც ვაშინგტონი კიევს გადასცემს.

ამერიკელ მაღალჩინოსანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ამგვარი ჭურვების გადაცემისთვის სერიოზული წინააღმდეგობა არ არსებობს. თუმცა თეთრი სახლის ზოგიერთი წარმომადგენელი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ჭურვების გადაცემის გამო ვაშინგტონი, შესაძლოა, კრიტიკის სამიზნე გახდეს, რადგან ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანთა ჯანმრთელობისა და გარემოსთვის.

ამას გარდა, „უოლ სთრით ჯოურნალის“ ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია განაგრძობს უკრაინისთვის კასეტური ჭურვების შესაძლო გადაცემის საკითხის განხილვას.

შეგახსენებთ, რომ გაღარიბებული ურანის ჭურვები უკრაინას ბრიტანეთის მთავრობამაც გადასცა. ამგვარი ჭურვები უფრო ეფექტიანია ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ.