Home Blog Page 2002

,,ევრომაიდანმა ფორმა მისცა ახალ ევროპულ მომავალს”- სალომე ზურაბიშვილი

ევრომაიდანმა ფორმა მისცა ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთად იდგებიან ევროპულ ოჯახში. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“პატივს მივაგებთ ურყევი ღირსებისა და თავისუფლების ათწლეულს!

2023 წელს ევრომაიდნიდან მე-10 იუბილე აღინიშნება – ძლიერი მომენტი, რომლის ექო საზღვრებს გასცდა, ფორმა მისცა ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთად იდგებიან ევროპულ ოჯახში”, – წერს ზურაბიშვილი.

,,ჩვენი ბარიერი 5% ვერ იქნება, ჩვენი ბარიერია 40-45% – ია”- გიორგი ვაშაძე

ჩვენი ბარიერი 5% ვერ იქნება, ჩვენი ბარიერია 40-45%, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ბარიერის შესახებ საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, თუ საარჩევნო ბარიერის ცვლილება დაინიცირდება, მაშინ მას მხარს დაუჭერენ, თუმცა „გამარჯვების“ პლატფორმამ ბარიერის დაწევის გარეშეც იცის, როგორ უნდა დაამარცხოს „ქართული ოცნება“.

„გამოვა ეს საკითხი? ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ბარიერი. გამარჯვების კოალიცია „ნაციონალური მოძრაობა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ამოცანაა გავიდეთ პირველ ადგილზე არჩევნებში. ჩვენი ბარიერი 5% ვერ იქნება , ჩვენი ბარიერია 40-45%, რომელიც უნდა გადავლახოთ და ამის გადალახვას ვაპირებთ. აუცილებლად ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. დანარჩენ ბუღალტერიაში ვერ შევალ. შემოვა კანონი, მივცემ ხმას, არ შემოვა? მაინც ვიცით როგორ უნდა გავუშვათ რუსული რეჟიმი ხელისუფლებიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

,პირველი ადგილისთვის საბრძოლველად მიხეილ სააკაშვილს ბევრი ზღაპარი აქვს მოსაყოლი”- ხვიჩია

პირველი ადგილისთვის რომ იბრძოლოს, ამისთვის მიხეილ სააკაშვილს ბევრი ზღაპარი აქვს მოსაყოლი , – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მედიასთან განაცხადა. იაგო ხვიჩიას განცხადებით, იმის გამო, რომ წინასაარჩევნო კონსტრუქცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი პოზიციების გამოხატვისგან თავს იკავებს.

,,ათას ერთი ღამის ზღაპრები რომ წარმოვიდგინოთ, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად ერთ ამბავს უნდა ჰყვებოდეს. ამბავი პირველი – როგორ შევქმენი პროკურატურა; ამბავი მეორე – როგორ შევქმენი სასამართლო; ამბავი მესამე – ეკონომიკის სამინისტროს როგორ ვმართავდი; ამბავი მეოთხე – გუბერნატორებს რა როლი ჰქონდა ჩვენ დროს; ამბავი მეექვსე – სპეცდანიშნულების რაზმების ხელმძღვანელობა როგორ ხდებოდა და როგორ ხდებოდა ისეთი დავალებების მიცემა, რომელიც საჯარო არ იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ესპანეთის სუპერმარკეტებში გახშირებული ქურდობის გამო ზეითუნის ზეთის ბოთლებს ჯაჭვით აბამენ

ესპანეთში სუპერმარკეტების რამდენიმე ქსელი ზეთის ბოთლებს დახლზე ჯაჭვით კეტავს, ან მათზე დამცავ მაგნიტურ სტიკერს ამაგრებს, ვინაიდან ზეთზე ფასები მკვეთრად გაიზარდა და იმატა ქურდობამაც, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ზოგიერთ სუპერმარკეტში ზეითუნის ზეთის ფასი 14,5 ევროს ($15.77) აღწევს, რაც ისეთი პროდუქტების ფასებს უტოლდება, როგორიც არის ალკოჰოლური სასმელი, კოსმეტიკა ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

“ჩვენ მაღაზიებში ქურდობის მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ, მათთვის ზეითუნის ზეთი ქურდობის იდეალურ პროდუქტად იქცა”, – თქვა რუბენ ნავარომ, სუპერმარკეტების ქსელი Tu Super-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ესპანეთის ანდალუსიის რეგიონში 30 მაღაზიას მართავს.

მისი თქმით, Tu Super სექტემბრიდან ზეითუნის ზეთის ხუთლიტრიან ბოთლებს თაროებზე ჯაჭვით კეტავს, რაც უკიდურესი ზომაა, თუმცა, ნავაროს თქმით, ამის შემდეგ ქურდობა შემცირდა.

„არ მინდა გავაზვიადო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე კარგი ამბები იქნება”- ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 21 ნოემბერს ისრაელის ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების დაბრუნებასთან დაკავშირებით გარკვეულ პროგრესს აღწევენ. ამის შესახებ The Jerusalem Post წერს. „არ მინდა გავაზვიადო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე კარგი ამბები იქნება. ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში. მთელი გულით მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცს”, – თქვა მან IDF-თან საუბრისას. ისრაელის მედია ქვეყნის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ გარიგების დეტალები ოფიციალურად უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. მათი ცნობით, შემოთავაზებული შეთანხმება მოიცავს დაახლოებით 50 ისრაელელი ბავშვის და მათი დედების გათავისუფლებას ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ. გარიგება 1:3 ფორმატში მოეწყობა, ანუ თითოეულ ისრაელელ მძევალს 3 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაცვლიან. მოხსენების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეიძლება გახანგრძლივდეს, რათა მეტი მძევლის გათავისუფლება გახდეს შესაძლებელი. დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში IDF შეწყვეტს ღაზას თავზე დრონების ფრენას ყოველდღიურად 6 საათის განმავლობაში.

,,საფრანგეთი უარს ვერ ამბობს თავის კოლონიალურ პოლიტიკაზე”- ალიევი

საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. ამის შესახებ აზერბაიჯანი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კონფერენციაზე “დეკოლონიაზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალიევის თქმით, საფრანგეთი უარს ვერ ამბობს თავის კოლონიალურ პოლიტიკაზე, პატივს არ სცემს იმ ერების უფლებებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას, რომლებიც ევროპის მიღმა ცხოვრობენ.

“საფრანგეთი სტაბილურობას არღვევს არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ამავდროულად ჩვენს რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებსა და სეპარატისტებს. მილიტარისტულ პოლიტიკას ატარებს სომხეთის შეიარაღებით, სომხეთში რევანშისტულ ძალებს აქეზებს, ნიადაგს ამზადებს ჩვენს რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის. ამავდროულად, საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის თავის სტატუსს ბოროტად იყენებს თავისი მიკერძოებული, არაობიექტური პოლიტიკის გასატარებლად, სხვადასხვა რეგიონებში გეოპოლიტიკური ინტრიგებით არის დაკავებული, სახელმწიფოების წინააღმდეგ ზეწოლის საშუალებად დასავლური ორგანიზაციების გამოყენებას ცდილობს”, – განაცხადა ალიევმა.

,,ყოველივე ეს ადასტურებს, რომ “გარეჯი საქართველოა“ შიდა მოხმარების თემაა” – ანა ნაცვლიშვილი

როდესაც სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, თუკი პრობლემა რეალურია, პრემიერ მინისტრმა უნდა ახსნას, რატომ არ საუბრობს ამ თემაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ორმხრივი შეხვედრების დროს? – არც ერთ შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ეს საკითხი არ დასმულა, პრემიერ მინიტრს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, ყოველივე ეს ადასტურებს, რომ “გარეჯი საქართველოა“ შიდა მოხმარების თემაა.

“გაუგებარია, როდესაც ამხელა ამბავია შექმნილი და ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის მგრძნობიარე თემა, ჩვენ საქართველოს პრემიერ მინისტრისა და აზერბაიჯანის უმაღლესი ხელისუფალის არაერთი მაღალი დონის შეხვედრა ვნახეთ და პრემიერ – მინიტრს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული – არც ერთ შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ეს საკითხი არ დასმულა.

რას ნიშნავს ეს? – ე.წ. “გარეჯი საქართველოა“ შიდა მოხმარების თემაა. თუ პრემიერი მართლა წუხს და ამ საქმეში მართლაც არსებობს საფუძველი, რომ საქართველოს ინტერესები შელახულია, მაშინ ამ პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანულ მხარესთან არა ერთი შეხვედრა შედგა და არც ერთხელ არ მოგვისმენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევთან ეს საკითხი დააყენა პირისპირი შეხვედრების თუ სხვა ფორმატში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა დასრულდა. ის მხარეების კითხვებს თითქმის, ორი საათის განმავლობაში პასუხობდა.

2005-2007 წლებში, ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს წევრი იყო.

როგორც სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ნოღაიდელმა განაცხადა, სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის კომპეტენციაში შედიოდა და საბჭოს სხდომებსაც ის იწვევდა.

რეგიონებში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დასრულდა

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარესა და რეგიონებში დასრულდა. ბოლო კონფერენციები დღეს ხარაგაულში, ჭიათურასა და საჩხერეში ჩატარდა, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარის თორმეტივე მუნიციპალიტეტში გაიმართა.

„ქართული ოცნების“ ხარაგაულის ორგანიზაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი უხელმძღვანელებს;

ჭიათურის ორგანიზაციას – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე;

საჩხერის ორგანიზაციას – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ივანაშვილი;

ზესტაფონის ორგანიზაციას – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი;

თერჯოლის ორგანიზაციას – თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე;

ტყიბულის ორგანიზაციას – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი;

სამტრედიის ორგანიზაციას – სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე;

ხონის ორგანიზაციას – ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე;

წყალტუბოს ორგანიზაციას – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე.

ქუთაისის ორგანიზაციას – ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძე,

ვანის ორგანიზაციას – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ლილუაშვილი

ბაღდათის ორგანიზაციას – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, კახა ენუქიძე.

სულ „ქართული ოცნების“ კონფერენციები იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის 73 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

,,უკრაინას უფლება აქვს პუტინის ლიკვიდაცია მოახდინოს” – ზელენსკი

უკრაინას უფლება აქვს პუტინის ლიკვიდაცია პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ომია და უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავისი მიწა“, – უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდებოდა.

ინტერვიუს დროს, რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ ორგანიზებულ თავდასხმის მცდელობებზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ასეთი 5-6 მცდელობა მაინც ყოფილა.

ზელენსკის სიტყვებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.

„უკრაინიდან, სხვადასხვა დონეზე, არაერთხელ ყოფილა სიტყვიერი მუქარა პუტინის წინააღმდეგ. ჩვენ ეს კარგად ვიცით და მათ არაფერი გამოუვათ“, – განაცხადა პესკოვმა.

,,სააკაშვილი რუსეთის ციხეში რომ იჯდეს, დარწმუნებული ვარ პუტინსაც სთხოვდა შეწყალებას ”- ბექა დავითულიანი

სააკაშვილი რუსეთის ციხეში რომ იჯდეს, დარწმუნებული ვარ პუტინსაც სთხოვდა შეწყალებას ისე, რომ ნამუსი არ შეაწუხებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„სააკაშვილმა ჩუმად მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სხვა ქვეყნის თანამდებობის პირი გახდა. იმ დანაშაულებზე რომ აღარაფერი ვთქვა, რაც მან თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ჩაიდინა და რაზეც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული, ეს უცხო ქვეყნის მოქალაქე უკანონოდ ცდილობდა ქართულ პოლიტიკაში ჩარევას. შემოიარა საზღვარზე კანონ დარღვევით, კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინა და ახლა იხდის სასჯელს. ეს არის ის ადამიანი, ვინც სალომე ზურაბიშვილს პირადად ხან აგენტს ეძახდა და ხან უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა და დღეს შეწყალებას სთხოვს. მისი სიტყვები სასამართლოზე, რომ შვილებს მამა დაუბრუნეთო, სხვას არაფერს ნიშნავდა. სააკაშვილისგან პრინციპულობას და მაღალ მორალს რომ ამ ქვეყანაში აღარავინ ელის. სააკაშვილი რუსეთის ციხეში რომ იჯდეს, დარწმუნებული ვარ პუტინსაც სთხოვდა შეწყალებას ისე, რომ ნამუსი არ შეაწუხებდა. მე საარჩევნო კამპანიას ციხიდან ვერ ვაწარმოებო, რომ ამბობს, მოქალაქეობა არ აქვს და რას ეუბნება სალომე ზურაბიშვილს, გამომიშვი რომ კიდევ ერთი უკანონობა დავამატო ჩემ საქმესო?!“ – აღნიშნა დავითულიანმა.

“ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას, ქონების მიყიდვისა და რუსული ნომრებით მანქანების გადაადგილების აკრძალვას ითვალისწინებს

“ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი – “საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა.

აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც “ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული

“ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, რეზოლუციის პროექტის გათვალისწინებით გადასადგმელია ცხრა კონკრეტული ნაბიჯი, რაც გულისხმობს სასწრაფოდ სავიზო რეჟიმის შემოღებას, მიწის და სხვა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვას, რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდისტული მედია-საშუალებების აკრძალვას, რუსული ფონდების საქმიანობის აკრძალვას, რუსული ნომრებით მანქანების გადაადგილების აკრძალვას და სხვა ზომებს, რომელიც გასატარებელია იმისთვის, რომ რუსეთისგან მომდინარე ძალიან სერიოზული საფრთხეების შეკავება მოხდეს.

“ამ ნაბიჯების არ გადადგმა ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება“ საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს და საკუთარი მოქალაქეების დაცულობაზე მეტად, ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეთა კომფორტი აინტერესებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7037 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7037 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9603 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9482 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0121 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.