,პირველი ადგილისთვის საბრძოლველად მიხეილ სააკაშვილს ბევრი ზღაპარი აქვს მოსაყოლი”- ხვიჩია

78
spot_img

პირველი ადგილისთვის რომ იბრძოლოს, ამისთვის მიხეილ სააკაშვილს ბევრი ზღაპარი აქვს მოსაყოლი , – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მედიასთან განაცხადა. იაგო ხვიჩიას განცხადებით, იმის გამო, რომ წინასაარჩევნო კონსტრუქცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი პოზიციების გამოხატვისგან თავს იკავებს.

,,ათას ერთი ღამის ზღაპრები რომ წარმოვიდგინოთ, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად ერთ ამბავს უნდა ჰყვებოდეს. ამბავი პირველი – როგორ შევქმენი პროკურატურა; ამბავი მეორე – როგორ შევქმენი სასამართლო; ამბავი მესამე – ეკონომიკის სამინისტროს როგორ ვმართავდი; ამბავი მეოთხე – გუბერნატორებს რა როლი ჰქონდა ჩვენ დროს; ამბავი მეექვსე – სპეცდანიშნულების რაზმების ხელმძღვანელობა როგორ ხდებოდა და როგორ ხდებოდა ისეთი დავალებების მიცემა, რომელიც საჯარო არ იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.