ესპანეთის სუპერმარკეტებში გახშირებული ქურდობის გამო ზეითუნის ზეთის ბოთლებს ჯაჭვით აბამენ

106
spot_img

ესპანეთში სუპერმარკეტების რამდენიმე ქსელი ზეთის ბოთლებს დახლზე ჯაჭვით კეტავს, ან მათზე დამცავ მაგნიტურ სტიკერს ამაგრებს, ვინაიდან ზეთზე ფასები მკვეთრად გაიზარდა და იმატა ქურდობამაც, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ზოგიერთ სუპერმარკეტში ზეითუნის ზეთის ფასი 14,5 ევროს ($15.77) აღწევს, რაც ისეთი პროდუქტების ფასებს უტოლდება, როგორიც არის ალკოჰოლური სასმელი, კოსმეტიკა ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

“ჩვენ მაღაზიებში ქურდობის მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ, მათთვის ზეითუნის ზეთი ქურდობის იდეალურ პროდუქტად იქცა”, – თქვა რუბენ ნავარომ, სუპერმარკეტების ქსელი Tu Super-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ესპანეთის ანდალუსიის რეგიონში 30 მაღაზიას მართავს.

მისი თქმით, Tu Super სექტემბრიდან ზეითუნის ზეთის ხუთლიტრიან ბოთლებს თაროებზე ჯაჭვით კეტავს, რაც უკიდურესი ზომაა, თუმცა, ნავაროს თქმით, ამის შემდეგ ქურდობა შემცირდა.